დიდ ბრიტანეთში ქურთუკი გამოუშვეს, რომელიც მთლიანად მამაკაცის გულმკერდის თმისგანაა შექმნილი. სამოსი 2499 ფუნტი სტერლინგი ღირს. ერთი ასეთი ტანსაცმლის შექმნას დაახლოებით, 200 საათი და მილიონობით თმა დასჭირდა.
მამაკაცების ქურთუქი ახალი რძიანი შოკოლადის სასმელის სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა.
დიზაინერების თქმით, ქურთუკი ბრიტანელებს დაეხმარება, უფრო ვაჟკაცურად გამოიყურებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ თანამედროვე მამაკაცთა მოდა უფრო ქალური ელემენტების შემცველი ხდება. კაცები ბუნებრივ სილამაზეზე მოდის გამო უარს ამბობენ.
დიზაინერები განსაკუთრებით მკერდის პარსვის ტენდენციამ აღაშფოთა. მათი თქმით, მამაკაცემა ამაზე უარი უნდა თქვან და საკუთარი გარეგნობით ზედმეტი ჩარევის გარეშე იამაყონ.
მომზადებულია The Daily Star-ის მიხედვით.