"რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სიგარეტის გაძვირების შედეგად მწეველთა რაოდენობა 15%-ით შემცირდება. სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ზრდას მწეველთა უმეტესობა ლოიალურად შეხვდა. რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასის მომატება შედეგს არ გამოიღებს, რადგან ეს არის მავნე ჩვევა, რაზეც უარის თქმა სიგარეტის სტაჟიან მომხარებელთათვის თითქმის შეუძლებელია. დანარჩენები თამბაქოსთან ბრძოლის ამგვარ კამპანიას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მწეველთა რიცხვის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მარიამ აფციაური
შემოკლებული ვერსია