პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს
არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რის, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს.

"ამ სა­კითხს აქვს ფორ­მა­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. ფორ­მა­ლუ­რად, მთა­ვარ პრო­კუ­რორს აქვს უფ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, ანუ, ამ მხრივ, პრობ­ლე­მა არ დგას. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ ას­პექტს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას წინ უს­წრებ­და რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი, მათ შო­რის ის, რომ ამ ადა­მი­ა­ნის მიერ მო­ტა­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხი­ლე­ბა არა კონ­კრე­ტუ­ლად იმ ეპი­ზო­დე­ბი­სა, არა­მედ მან უბიძ­გა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ფარ­თო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში", - აცხა­დებს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­დუ­კა­ძის ვი­დე­ო­მა­სა­ლამ და­სა­ბა­მი მის­ცა არა მარ­ტო ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლი აუ­ხი­ლა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­ე­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და სის­ტე­მა­ში.

"მისი მეშ­ვე­ო­ბით მხი­ლე­ბულ იქნა სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, აღიკ­ვე­თა ის, რაც მო­მა­ვალ­ში ათა­სო­ბით პა­ტი­მარს უქად­და იმა­ვე ბედს, რაც ამ ვი­დე­ო­ში ვნა­ხეთ. ამას­თა­ნა­ვე, ამ კაც­მა ეს მა­სა­ლა თა­ვი­სი ნე­ბით წარ­მო­ად­გი­ნა, თვი­თონ მო­ი­ტა­ნა და გვაჩ­ვე­ნა ის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­შიც თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ადა­მი­ა­ნი მო­ვა­ლე იყო შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ის, რა­საც სის­ტე­მა მო­ი­თხოვ­და. კა­რან­ტი­ნის ეპი­ზოდ­ში და­კი­თხუ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ უნ­დო­დათ პა­ტიმ­რის ცემა, მაგ­რამ ასე­თი წესი იყო.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და ამ მე­თო­დე­ბით და ეს არ იყო ბე­დუ­კა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. ის იყო ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც სხვე­ბის­გან გას­ხვა­ვე­ბით, გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია, რი­თაც საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დო სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი. მან ხომ არ იცო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, მო­ვი­დო­დი პრო­კუ­რო­რად და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. არ ჰქონ­და იმის იმე­დი, რომ ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი და ამი­ტო­მაც გა­ი­ხიზ­ნა", - აღ­ნიშ­ნავს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მის­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, მო­ი­ნა­ნია თუ არა ბე­დუ­კა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი.

"ზო­გი­ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა მი­თხრა, რომ არ მოს­წონ­დათ მისი ქცე­ვა პრო­ცეს­ზე, ქედ­მაღ­ლუ­რია და არ ჰგავს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ინა­ნი­ებს ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­სო. კა­რან­ტი­ნის სცე­ნის მო­ნა­წი­ლე­ზე კი მო­მი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ ის თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს, ინა­ნი­ებ­სო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გორ ინა­ნი­ებს ან არ ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. მან შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა და დადო, ხოლო ის, ვინც ინა­ნი­ნებს, დღე­საც იმა­ვეს გა­აგ­რძე­ლებ­და, რომ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლი­ყო. ანუ მო­ნა­ნი­ე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი და საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. მე მის მო­რა­ლურ მხა­რეს არ გან­ვსჯი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თუ არა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ჩავ­წე­რეთ, რომ მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის შე­დე­გია მთა­ვა­რი – მან მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­და­არ­ჩი­ნა მსგავ­სი ხელ­ყო­ფის­გან სხვა პა­ტიმ­რე­ბი. აი, ეს არის ის ხედ­ვა, რაც მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ვუ­დე", - გან­მარ­ტა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.

"ამ საკითხს აქვს ფორმალური და შინაარსობრივი მხარე. ფორმალურად, მთავარ პროკურორს აქვს უფლება, დანაშაულის ჩამდენი გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, ანუ, ამ მხრივ, პრობლემა არ დგას. რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა რამდენიმე არგუმენტი, მათ შორის ის, რომ ამ ადამიანის მიერ მოტანილი ვიდეომასალით შესაძლებელი გახდა მხილება არა კონკრეტულად იმ ეპიზოდებისა, არამედ მან უბიძგა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ფართო გამოძიების დაწყებას პენიტენციურ დაწესებულებებში", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ბედუკაძის ვიდეომასალამ დასაბამი მისცა არა მარტო ერთი კონკრეტული ფაქტის გამოძიებას, არამედ საზოგადოებას თვალი აუხილა და საშუალება მისცა დაენახა, რა ხდებოდა სისტემაში.

"მისი მეშვეობით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული, აღიკვეთა ის, რაც მომავალში ათასობით პატიმარს უქადდა იმავე ბედს, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ. ამასთანავე, ამ კაცმა ეს მასალა თავისი ნებით წარმოადგინა, თვითონ მოიტანა და გვაჩვენა ის დანაშაული, რომელშიც თვითონ მონაწილეობდა. ეს ადამიანი მოვალე იყო შეესრულებინა ის, რასაც სისტემა მოითხოვდა. კარანტინის ეპიზოდში დაკითხული პირები ამბობენ, რომ არ უნდოდათ პატიმრის ცემა, მაგრამ ასეთი წესი იყო.

პენიტენციური დაწესებულებები იმართებოდა ამ მეთოდებით და ეს არ იყო ბედუკაძის შემოქმედება. ის იყო ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც სხვებისგან გასხვავებით, გარეთ გამოიტანა ეს ინფორმაცია, რითაც საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ოჯახი. მან ხომ არ იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მოვიდოდი პროკურორად და გავათავისუფლებდი. არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ასეთი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც გაიხიზნა", - აღნიშნავს მთავარი პროკურორი.

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის მეორეხარისხოვანი იყო, მოინანია თუ არა ბედუკაძემ დანაშაული.

"ზოგიერთმა პროკურორმა მითხრა, რომ არ მოსწონდათ მისი ქცევა პროცესზე, ქედმაღლურია და არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ინანიებს ჩადენილ ქმედებასო. კარანტინის სცენის მონაწილეზე კი მომიტანეს ამბავი, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს, ინანიებსო. გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორ ინანიებს ან არ ინანიებს დანაშაულს. მან შედეგი მოიტანა და დადო, ხოლო ის, ვინც ინანინებს, დღესაც იმავეს გააგრძელებდა, რომ არაფერი შეცვლილიყო. ანუ მონანიება არ არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი. მე მის მორალურ მხარეს არ განვსჯი, გამაღიზიანებელია თუ არა მისი დამოკიდებულება. ჩვენ შუამდგომლობაში ჩავწერეთ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად ამისა, ჩემთვის შედეგია მთავარი – მან მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა მსგავსი ხელყოფისგან სხვა პატიმრები. აი, ეს არის ის ხედვა, რაც მე ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დავუდე", - განმარტა არჩილ კბილაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ