მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის
რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის

ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, - ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წევ­რო­ბის ბი­ლე­თი არ არის.

"მწუ­ხა­რე­ბა მინ­და გა­მოთ­ქვა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ღუპ­ვის გამო. ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არ არის წევ­რო­ბის ბი­ლე­თი. იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დეს წევ­რი, გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. სა­ჭი­როა ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბი, მათ შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­შიც. სა­ქარ­თვე­ლო ამ პრო­ცესს აგ­რძე­ლებს და ჩვენ ვა­ფა­სებთ მის ნა­ბი­ჯებს ამ გზა­ზე, მაგ­რამ ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა ნა­ტოს შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბის კონ­კუ­რე­ტულ თა­რი­ღებ­ზე სა­უ­ბა­რი", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნატო მო­ხა­რუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსთან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­კვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კას გა­ნაგ­რძობს. "გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა ნა­ტოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ახა­ლი მთავ­რო­ბა იზი­ა­რებს წინა მთავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად გა­მოწ­ვე­ვი­სა, ჩვენ ვხე­დავთ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რო­გორ აფა­სებს ის პო­ლი­ტი­კი­დან შე­საძ­ლო წას­ვლის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის თქმით, ეს ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვა­პი­რებთ ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას, ჩვენ ვა­ფა­სებთ იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი აგ­რძე­ლებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსთან ურ­თი­ერ­თო­ბის კუ­თხით. ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს კურ­სი გაგ­რძელ­დე­ბა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ ვინ იქ­ნე­ბა მისი შემ­ცვლე­ლი", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ციპს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. "სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით რომ მთავ­რო­ბა ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს", - დას­ძი­ნა ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის

რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის

ნატოს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში მონაწილეობა წევრობის ბილეთი არ არის.

"მწუხარება მინდა გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის წევრობის ბილეთი. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს წევრი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. საქართველო ამ პროცესს აგრძელებს და ჩვენ ვაფასებთ მის ნაბიჯებს ამ გზაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ნატოს შემდგომი გაფართოების კონკურეტულ თარიღებზე საუბარი", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო მოხარულია, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს. "გრძელდება საქართველოს პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში. ახალი მთავრობა იზიარებს წინა მთავრობის ღირებულებებს. მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენ ვხედავთ კოჰაბიტაციას და ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ აფასებს ის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ეს შიდაპოლიტიკური საკითხია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ივანიშვილი აგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის კუთხით. ვვარაუდობ, რომ ეს კურსი გაგრძელდება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი", - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს გაითვალისწინებს. "სამართლებრივ პროცესებში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ კანონის უზენაესობის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით რომ მთავრობა ამას გაითვალისწინებს", - დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა