პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა
პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, აყ­ვა­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე მე-5 პირი და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში უკა­ნას­კნელ პე­რი­ო­დამ­დე და­ფა­რუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და. 2006 წლის 30 სექ­ტემ­ბრი­დან იგი მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა, შემ­დეგ შს სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად. ამ თა­ნამ­დე­ბა­ზე და­ვით ქო­ქი­აშ­ვილ­მა 2011 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე დაჰ­ყო. 2011 წლის სექ­ტემ­ბრი­დან "კუდ"-ის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე ისან-სამ­გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად, სა­ი­და­ნაც და­ი­თხო­ვეს", - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აყვანილია დანაშაულში მონაწილე მე-5 პირი დავით ქოქიაშვილი, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია.

"აღნიშნული პირის მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან "კუდ"-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისან-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ