სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"
"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"

ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფი­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დგომ და­წყე­ბულ­მა სკან­დალ­მა ერ­თგვა­რად მიჩ­ქმა­ლა ის ფაქ­ტი, რომ თბი­ლი­სის მერი ისევ და­ი­ბა­რეს სა­სა­მარ­თლო­ში. უგუ­ლა­ვას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­სა" და "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფის" ეპი­ზოდ­ზე, სხვი­სი ქო­ნე­ბის არა­მარ­თლზო­მი­ე­რად მით­ვი­სე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გამო ედა­ვე­ბა. რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, და­უმ­ძიმ­დე­ბა თუ არა უგუ­ლა­ვას ბრა­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია.

თბი­ლი­სის მე­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბი თინა ხი­და­შელ­მა წლე­ბის წინ გა­შიფ­რა. ამი­ტომ მას უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე გან­მარ­ტე­ბე­ბი ვთხო­ვეთ:

- რაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩემ­თვის უცხო არ არის. მაგ­რამ შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა ამ და­ნა­შა­უ­ლის მას­შტა­ბი. მა­შინ არ მი­ფიქ­რია, რომ ამ­დენ მი­ლი­ონ­ზე (5 მლნ ლარ­ზე მეტი) იყო ლა­პა­რა­კი. ჩვენ ვი­ცო­დით, რომ "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფი" იყო ერთ-ერთი იმ რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მო­თა­გა­ნი, სა­დაც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასაქ­მებ­დნენ.

უც­ნა­უ­რია, რომ გიგი უგუ­ლა­ვა ჯო­ზეფ ქეის "ივა­ნიშ­ვი­ლის ჯო­კერს" უწო­დებს. ვის ჯო­კე­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­ულ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ქურ­დო­ბა­სა და სხვა ბევ­რი ბიზ­ნე­სის მით­ვი­სე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი" სწო­რედ ჯო­ზეფ ქეი იყო. ახლა გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის თაღ­ლი­თი? ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ამის მოს­მე­ნა იმ ადა­მი­ა­ნი­სა­გან, რო­მელ­მაც ჯერ და­არ­ბია "იმე­დი", ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, შემ­დეგ ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია თა­ვის სა­კუთ­რე­ბად აქ­ცია.

- თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "იმე­დის" ეპი­ზოდ­ში უგუ­ლა­ვა რა სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- მე ვიცი ორი რამ: "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ შეკ­ვე­თებს და მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რაზე რო­გორ უნდა ემუ­შა­ვათ, უგუ­ლა­ვას­გან იღებ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის კა­ბი­ნეტ­ში იგეგ­მე­ბო­და. მე­ო­რე ეპი­ზო­დია ფი­ნან­სუ­რი სქე­მა, რო­მელ­ზეც "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" წერ­და. რო­დე­საც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია რი­ყის ტენ­დე­რის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, მე ამ თე­მა­ზე საკ­რე­ბუ­ლო­ში ვმუ­შა­ობ­დი.

ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო იყო, რო­დე­საც თბი­ლი­სის ცენ­ტრში გა­ი­ყი­და ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც მერე უკან დაბ­რუნ­და, მერე ისევ გა­ი­ყი­და და ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ 10 მი­ლი­ო­ნი სა­დღაც გაქ­რა(!).

ამან, რა თქმა უნდა, კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ჩვენ ხელი არ მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა­ზე, იმ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რის უკან იდ­გნენ, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ამ ეპი­ზოდ­ში ჯო­ზეფ ქეიც ფი­გუ­რი­რებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, დე­და­ქა­ლაქ­ში ამ­ხე­ლა მიწა გა­ყი­დუ­ლი­ყო, ასე­თი მას­შტა­ბის აფე­რა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და ეს თბი­ლი­სის მერს არ სცოდ­ნო­და.

- მაგ­რამ რით უკავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს რი­ყის აფე­რა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი"?

- ჩვენ ეს ორი ამ­ბა­ვი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ცო­დით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯო­ზეფ ქეის სა­ხე­ლი გა­მოჩ­ნდა რი­ყის გა­რი­გე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბას გა­უჩ­ნდა ეჭვი, რო­მე­ლიც მერე და­სა­ბუთ­და. 10 მი­ლი­ო­ნი არის ის თან­ხა, რო­მე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და რი­ყის გა­რი­გე­ბა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჯო­ზეფ ქეიმ "იმედ­ში" 10 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"

"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"

ადამიანის წამების ამსახველი ფირის გასაჯაროების შემდგომ დაწყებულმა სკანდალმა ერთგვარად მიჩქმალა ის ფაქტი, რომ თბილისის მერი ისევ დაიბარეს სასამართლოში. უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდზე, სხვისი ქონების არამართლზომიერად მითვისებისა და შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის გამო ედავება. როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, დაუმძიმდება თუ არა უგულავას ბრალი, ჯერჯერობით, უცნობია.

თბილისის მერიის საქმიანობაში კორუფციული სქემები თინა ხიდაშელმა წლების წინ გაშიფრა. ამიტომ მას უგულავას საქმეზე განმარტებები ვთხოვეთ:

- რაც გამოძიებისთვის დღეს გახდა ცნობილი, ჩემთვის უცხო არ არის. მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩნდა ამ დანაშაულის მასშტაბი. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამდენ მილიონზე (5 მლნ ლარზე მეტი) იყო ლაპარაკი. ჩვენ ვიცოდით, რომ "თბილსერვისჯგუფი" იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოთაგანი, სადაც "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ასაქმებდნენ.

უცნაურია, რომ გიგი უგულავა ჯოზეფ ქეის "ივანიშვილის ჯოკერს" უწოდებს. ვის ჯოკერობაზე ლაპარაკობენ, როდესაც სხვადასხვა დანაშაულში, ტელეკომპანიის ქურდობასა და სხვა ბევრი ბიზნესის მითვისებაში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" "ბიზნესპარტნიორი" სწორედ ჯოზეფ ქეი იყო. ახლა გახდა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი? ძალიან სასაცილოა ამის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელმაც ჯერ დაარბია "იმედი", ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, შემდეგ ეს ტელეკომპანია თავის საკუთრებად აქცია.

- თქვენი ინფორმაციით, "იმედის" ეპიზოდში უგულავა რა სახით მონაწილეობდა?

- მე ვიცი ორი რამ: "იმედის" ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ შეკვეთებს და მიმართულებებს, რაზე როგორ უნდა ემუშავათ, უგულავასგან იღებდნენ. ეს ყველაფერი მის კაბინეტში იგეგმებოდა. მეორე ეპიზოდია ფინანსური სქემა, რომელზეც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერდა. როდესაც ეს ორგანიზაცია რიყის ტენდერის საკითხს განიხილავდა, მე ამ თემაზე საკრებულოში ვმუშაობდი.

ძალიან საეჭვო იყო, როდესაც თბილისის ცენტრში გაიყიდა ტერიტორია, რომელიც მერე უკან დაბრუნდა, მერე ისევ გაიყიდა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ 10 მილიონი სადღაც გაქრა(!).

ამან, რა თქმა უნდა, კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა იმ პირების ვინაობაზე, იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ჯოზეფ ქეიც ფიგურირებს. შეუძლებელია, დედაქალაქში ამხელა მიწა გაყიდულიყო, ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და ეს თბილისის მერს არ სცოდნოდა.

- მაგრამ რით უკავშირდება ერთმანეთს რიყის აფერა და ტელეკომპანია "იმედი"?

- ჩვენ ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან ჯოზეფ ქეის სახელი გამოჩნდა რიყის გარიგებაში, გამოძიებას გაუჩნდა ეჭვი, რომელიც მერე დასაბუთდა. 10 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ფიგურირებდა რიყის გარიგებაში, მოგვიანებით კი ჯოზეფ ქეიმ "იმედში" 10 მილიონი გადაიხადა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა