გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიუვეტების (სანიაღვრე არხები) პრობლემა მწვავედ დგას. სოფელ კოლაგის მოსახლეობას წვიმის დროს ნიაღვარი სახლებში უვარდება და არხების დაღრმავებას ითხოვს, გურჯაანში კი მიწით ამოვსებულ სანიაღვრეებში კანალიზაციაც მიედინება და ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოდის. როგორც გურჯაანელები ვარაუდობენ, თბილისი-თელავის ცენტრალურ მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრებლების საკანალიზაციო სისტემაც არხზეა შეერთებული, რადგან ქუჩაზე საშინელი სუნი დგას.