პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ
"ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სის­ტე­მუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა ნიკო ხა­ჩი­რაშ­ვილ­მა და ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ შსს-ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს. საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლებს გა­ეც­ნენ.

"მე და­ვუშ­ვებ­დი, რომ სის­ტე­მას შე­იძ­ლე­ბა გა­ე­პა­როს ერთი და ორი ფაქ­ტი, მაგ­რამ რო­დე­საც ათა­სო­ბით ფაქ­ტზეა სა­უ­ბა­რი, ეს უკვე სის­ტე­მის და­ნა­შა­უ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ნიკო ხა­ჩი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის რო­გორც ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ქვეყ­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს.

"მე ვი­ღებ ჩემ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ამას­თან, მი­ვიჩ­ნევ მკაც­რად უნდა გა­სა­მარ­თლდეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ვინც ამ სა­ში­ნე­ლე­ბის დამ­კვე­თი იყო", - აღ­ნიშ­ნა ნიკო ხა­ჩი­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, მისი გან­მარ­ტე­ბით, მან კად­რე­ბის ყუ­რე­ბა მხო­ლოდ 15 წუთი შეძ­ლო.

"ზო­გი­ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა კად­რებს მხო­ლოდ 10 წუთი უყუ­რა, მეც მხო­ლოდ 15 წუთი შევ­ძე­ლი რომ მე­ყუ­რე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, რომ ესაა ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტი. ქარ­თულ ენა­ში არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ეპი­თე­ტი ამ კად­რე­ბის ზუს­ტად შე­სა­ფა­სებ­ლად. რა თქმა უნდა, ეს არის სის­ტე­მის და­ნა­შა­უ­ლი და ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამის შე­სა­ხებ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას - რამ­დე­ნად იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა არას­დროს ჰქო­ნია.

"მე კენ­ჭი ვი­ყა­რე ვა­ზი­სუბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი სტა­ტუ­სი არ იყო იმ დო­ნე­ზე შე­სა­ბა­მი­სო­ბის, რომ ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა მქო­ნო­და", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ

"ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ. შესაბამისი განცხადებები თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ყოფილმა წევრებმა ნიკო ხაჩირაშვილმა და ზურა გაჩეჩილაძემ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. საკრებულოს წევრები, სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალებს გაეცნენ.

"მე დავუშვებდი, რომ სისტემას შეიძლება გაეპაროს ერთი და ორი ფაქტი, მაგრამ როდესაც ათასობით ფაქტზეა საუბარი, ეს უკვე სისტემის დანაშაულია", - განაცხადა ნიკო ხაჩირაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის როგორც ყოფილი "ნაციონალი" ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას იღებს.

"მე ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამასთან, მივიჩნევ მკაცრად უნდა გასამართლდეს ყველა ადამიანი, ვინც ადამიანთა წამებაში მონაწილეობდა და ვინც ამ საშინელების დამკვეთი იყო", - აღნიშნა ნიკო ხაჩირაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ გაჩეჩილაძეს, მისი განმარტებით, მან კადრების ყურება მხოლოდ 15 წუთი შეძლო.

"ზოგიერთმა დეპუტატმა კადრებს მხოლოდ 10 წუთი უყურა, მეც მხოლოდ 15 წუთი შევძელი რომ მეყურებინა. ვფიქრობ, რომ ესაა ყოვლად ამაზრზენი ფაქტი. ქართულ ენაში არ არსებობს შესაბამისი ეპითეტი ამ კადრების ზუსტად შესაფასებლად. რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დანაშაული და ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამის შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულები იყვნენ", - განაცხადა ზურაბ გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას - რამდენად იღებს პასუხისმგებლობას როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, მას მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე წვდომა არასდროს ჰქონია.

"მე კენჭი ვიყარე ვაზისუბნის საარჩევნო ოლქში. შესაბამისად, ჩემი სტატუსი არ იყო იმ დონეზე შესაბამისობის, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა მქონოდა", - აღნიშნა ზურაბ გაჩეჩილაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა