მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა მამალაძე შემოდგომაზე გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება
ეკა მამალაძე შემოდგომაზე გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება

ერთ სახ­ლში სამი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მან­დი­ლო­სა­ნი ცხოვ­რობს, სა­მი­ვე ერ­თსა და იმა­ვე საქ­მეს - სიმ­ღე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სიც ბევ­რი აქვთ. სა­უ­ბა­რია ნანი ბრეგ­ვა­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც შვი­ლი - ეკა მა­მა­ლა­ძე და შვი­ლიშ­ვი­ლი - ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ცხოვ­რო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეკას სამი შვი­ლი ჰყავს - ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი ნანი უკვე დიდი ბე­ბი­აც გახ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­ლი­ას, ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, უკვე ოთხი წე­ლია გი­ორ­გი ბად­რი­ძეს ხვდე­ბა და წყვილს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარს, თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ამ­ბობს, სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, არა­ვინ იცი­სო.

შე­მოქ­მე­დე­ბა და ახა­ლი პრო­ექ­ტი...

- ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, შე­მოდ­გო­მის­თვის ვგეგ­მავ ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბას. ჩემი პირ­ვე­ლი სო­ლო­კონ­ცერ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 9-10 წლის წინ "არტ-იმე­დის" ეგი­დით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა. მე­ო­რე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი - "მოგ­ზა­უ­რო­ბა დრო­ში", 4-5 წლის წინ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. შე­ვას­რუ­ლე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი მუ­სი­კა, ასე­ვე ჟღერ­და კი­ნო­მუ­სი­კა ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლის ორ­კესტრის თან­ხლე­ბით. სხვა­თა შო­რის, ამ კონ­ცერ­ტზე ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ნა­ტა­ლი­ამ არა მარ­ტო იმ­ღე­რა, არა­მედ ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ორ რო­ი­ალ­ზე და­უკ­რა. მე­სა­მე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მიშა მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად ქა­ლა­ქურ სტილ­ში გა­ვა­კე­თე. ამ­ჯე­რად მინ­და, სცე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ის­ტო­რია წარ­მო­ვად­გი­ნო და სწო­რედ ამა­ზე და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას, რათა გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე მსმე­ნელს კარ­გი გა­მოს­ვლა შევ­თა­ვა­ზო. დები იშხნე­ლე­ბის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან უნდა და­ვი­წყო, გა­მოვ­ყვე გან­ვლილ გზას და მო­ვი­დე ჩვე­ნამ­დე. ძა­ლი­ან დიდი მა­სა­ლაა, იდე­აც სა­ინ­ტე­რე­სოა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნო.

დღეს...

...რო­დე­საც ნაკ­ლე­ბად ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, უფრო დუნ­დე­ბი ადა­მი­ა­ნი. მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ირ საქ­მეს არ ვარ შე­ჭი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ. მო­ვი­და ზა­ფხუ­ლი და გაჩ­ნდა ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლი, მიზ­ნე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, ჰოდა, ახლა ამ საქ­მე­ებს და­ვუთ­მობ დროს. ისე, როცა დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ცოტა ხნის წინ მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი ნა­ნის­თან ერ­თად კონ­ცერ­ტზე, შემ­დეგ ბერ­ლინ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, სა­დაც გა­მო­ფე­ნა­ზე გახ­ლდით მიწ­ვე­უ­ლი და ვიმ­ღე­რე კი­დეც.

თა­ვის მოვ­ლა...

- მინ­და ჯან­მრთე­ლად ვი­ცხოვ­რო, მარ­თა­ლია, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­ინც დავ­დი­ვარ, რად­გან ვიცი, ეს კარ­გია. გარ­და ამი­სა, ვსტუმ­რობ აუზს, ვვარ­ჯი­შობ და ვუვ­ლი თავს. ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, ალ­ბათ წო­ნის პრობ­ლე­მას არას­დროს შე­უ­წუ­ხე­ბი­ხა­რო, მაგ­რამ ასე არ არის, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, ბევ­რი არ ვჭა­მო, რომ ფორ­მა არ დავ­კარ­გო. დი­ე­ტა­ზე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ სა­კონ­ცერ­ტოდ მინ­დო­და 2-3 კი­ლოს დაკ­ლე­ბა და მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც, თუმ­ცა მერე ისევ მო­ვი­მა­ტე. მოკ­ლედ, ჩემი წონა თა­მა­შობს, მაგ­რამ ისე არას­დროს ვსუქ­დე­ბი, რომ თვალ­ში უხე­შად მო­სახ­ვედ­რი იყოს. კანს და თმას არ ვა­ნე­ბივ­რებ ნიღ­ბე­ბით, დე­ი­და­ჩე­მი გა­და­სა­რე­ვად უვ­ლი­და თავს და მეც მას­წავ­ლა რა­ღა­ცე­ბი, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი ისაა, რომ სა­ხე­ზე და­ი­დო ყვე­ლა ის ხილი, რო­მე­ლიც ახ­ლად შე­მო­დის სე­ზონ­ზე, გა­იწ­მინ­დო მჭა­დის ფქვი­ლით, ესეც საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა ხში­რად ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ.

შო­პინ­გი

...ჩემ­თვის შო­პინ­გი მხო­ლოდ სა­მო­სის შე­ძე­ნას არ უკავ­შირ­დე­ბა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სუ­პერ­მარ­კეტ­ში სა­ო­ჯა­ხო და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, ფხვნი­ლე­ბის და სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო სხვა რა­ღა­ცე­ბის ყიდ­ვას შე­მიძ­ლია გული გა­და­ვა­ყო­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ტან­საც­მელს, თუ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ვი­ძი­ნო, ხომ კარ­გი, თუ არა­და, აქაც არის რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­ღა­ზია, სა­დაც ბევ­რი კარ­გი ნივ­თის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა. სა­კონ­ცერ­ტო სა­მოსს ატე­ლი­ე­ში ვი­კე­რავთ, ყო­ველ­დღი­ურს კი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ვი­ძენთ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც სჩ­ვე­ვი­ათ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მცნო­ბენ და მა­შინ­ვე ცდი­ლო­ბენ, მა­სი­ა­მოვ­ნონ. თუ ფული არ მყოფ­ნის, ნი­სი­ად მა­ტა­ნენ შერ­ჩე­ულ ნივთს, ფას­საც მიკ­ლე­ბენ, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ეკა მამალაძე შემოდგომაზე გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება

ეკა მამალაძე შემოდგომაზე გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება

ერთ სახლში სამი სხვადასხვა თაობის მანდილოსანი ცხოვრობს, სამივე ერთსა და იმავე საქმეს - სიმღერას ემსახურება, შესაბამისად, საერთო ინტერესიც ბევრი აქვთ. საუბარია ნანი ბრეგვაძეზე, რომელთანაც შვილი - ეკა მამალაძე და შვილიშვილი - ნატალია ქუთათელაძე ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, ეკას სამი შვილი ჰყავს - ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ქალბატონი ნანი უკვე დიდი ბებიაც გახდა. რაც შეეხება ნატალიას, ის შეყვარებულია, უკვე ოთხი წელია გიორგი ბადრიძეს ხვდება და წყვილს ერთმანეთი უყვარს, თუმცა, როგორც ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი ეკა ამბობს, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ამბავი, არავინ იცისო.

შემოქმედება და ახალი პროექტი...

- ჩემს შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება, შემოდგომისთვის ვგეგმავ ახალი პროექტის გაკეთებას. ჩემი პირველი სოლოკონცერტი დაახლოებით 9-10 წლის წინ "არტ-იმედის" ეგიდით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მეორე მუსიკალური პროექტი - "მოგზაურობა დროში", 4-5 წლის წინ განვახორციელეთ. შევასრულე სხვადასხვა პერიოდში დაწერილი მუსიკა, ასევე ჟღერდა კინომუსიკა ნიკა მემანიშვილის ორკესტრის თანხლებით. სხვათა შორის, ამ კონცერტზე ჩემმა ქალიშვილმა ნატალიამ არა მარტო იმღერა, არამედ ნიკა მემანიშვილთან ერთად ორ როიალზე დაუკრა. მესამე მუსიკალური პროექტი მიშა მდინარაძესთან ერთად ქალაქურ სტილში გავაკეთე. ამჯერად მინდა, სცენაზე ქართული ესტრადის ისტორია წარმოვადგინო და სწორედ ამაზე დავიწყებ მუშაობას, რათა გვიან შემოდგომაზე მსმენელს კარგი გამოსვლა შევთავაზო. დები იშხნელების რეპერტუარიდან უნდა დავიწყო, გამოვყვე განვლილ გზას და მოვიდე ჩვენამდე. ძალიან დიდი მასალაა, იდეაც საინტერესოა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სისრულეში მოვიყვანო.

დღეს...

...როდესაც ნაკლებად ხარ დაკავებული, უფრო დუნდები ადამიანი. მართალია, ამ ეტაპზე არანაირ საქმეს არ ვარ შეჭიდებული, მაგრამ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. მოვიდა ზაფხული და გაჩნდა ახალი საფიქრალი, მიზნები, პრობლემები, ჰოდა, ახლა ამ საქმეებს დავუთმობ დროს. ისე, როცა დრო და საშუალება მაქვს, მიყვარს მოგზაურობა. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიყავი ნანისთან ერთად კონცერტზე, შემდეგ ბერლინში გადავინაცვლეთ, სადაც გამოფენაზე გახლდით მიწვეული და ვიმღერე კიდეც.

თავის მოვლა...

- მინდა ჯანმრთელად ვიცხოვრო, მართალია, ფეხით სიარული არ მიყვარს, მაგრამ მაინც დავდივარ, რადგან ვიცი, ეს კარგია. გარდა ამისა, ვსტუმრობ აუზს, ვვარჯიშობ და ვუვლი თავს. ხშირად მეუბნებიან, ალბათ წონის პრობლემას არასდროს შეუწუხებიხარო, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ, ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო, რომ ფორმა არ დავკარგო. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ საკონცერტოდ მინდოდა 2-3 კილოს დაკლება და მოვახერხე კიდეც, თუმცა მერე ისევ მოვიმატე. მოკლედ, ჩემი წონა თამაშობს, მაგრამ ისე არასდროს ვსუქდები, რომ თვალში უხეშად მოსახვედრი იყოს. კანს და თმას არ ვანებივრებ ნიღბებით, დეიდაჩემი გადასარევად უვლიდა თავს და მეც მასწავლა რაღაცები, ყველაზე ადვილი ისაა, რომ სახეზე დაიდო ყველა ის ხილი, რომელიც ახლად შემოდის სეზონზე, გაიწმინდო მჭადის ფქვილით, ესეც საკმარისია, თუმცა ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ.

შოპინგი

...ჩემთვის შოპინგი მხოლოდ სამოსის შეძენას არ უკავშირდება, ძალიან მიყვარს სუპერმარკეტში საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, ფხვნილების და სახლისთვის საჭირო სხვა რაღაცების ყიდვას შემიძლია გული გადავაყოლო. რაც შეეხება ტანსაცმელს, თუ მაქვს საშუალება, საზღვარგარეთ შევიძინო, ხომ კარგი, თუ არადა, აქაც არის რამდენიმე შესანიშნავი მაღაზია, სადაც ბევრი კარგი ნივთის შეძენა შეიძლება. საკონცერტო სამოსს ატელიეში ვიკერავთ, ყოველდღიურს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიძენთ. ჩვენს ქვეყანაში ისედაც სჩვევიათ ცნობილი ადამიანების პატივისცემა, მაღაზიაში შესვლისთანავე მცნობენ და მაშინვე ცდილობენ, მასიამოვნონ. თუ ფული არ მყოფნის, ნისიად მატანენ შერჩეულ ნივთს, ფასსაც მიკლებენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება