მომღერალი რობი უილიამსი აცხადებს, რომ საკუთარ შვილს, თუ ის ოდესმე ნარკოტიკების მომხმარებელი გახდება, ნარკოტიკს თავად უყიდის და მასთან ერთად მიიღებს. მომღერალი ამ გადაწყვეტილებას უხარისხო ნარკოტიკისგან შვილის დაცვის სურვილით ხსნის.
"ჩემს შვილს თავად ვუყიდი ნარკოტიკებს, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ საუკეთესოს იღებს", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
39 წლის მომღერალი რამდენიმე წლის წინ თავად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს. ვარსკვლავმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და გამოჯანმრთელდა, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს მისთვის ძალიან რთული პროცესი იყო. უილიამსის ქალიშვილი - ტედი ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. მომღერლის თქმით, თუ ის ოდესმე ნარკოტიკების მოხმარებას დაიწყებს, უკვე იცის, როგორც დაეხმაროს.
"ვეჭვობ, რომ მე დამემსგავსოს. იმედი მაქვს, ამ გზას არ დაადგება, მაგრამ თუ, სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდება, ვიცი, როგორ მოვიქცე. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ საუკეთესო პრეპარატებს იღებს, ამიტომ მეც მივიღებ მასთან ერთად", - აღნიშნა უილიამსმა.
ინტერვიუს დროს რობიმ ისიც განაცხადა, რომ ტედისთვის სიმღერა დაწერა. მისი შთაგონების წყაროდ სწორედ ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ბრძოლის დროს განცდილი გრძნობა იქცა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.