სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს
BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს

"ხუთი წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ალა­გებს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს BBC დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სის სტა­ტი­ას. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რუ­სეთ­თან ომის წა­გე­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ , სა­ქარ­თვე­ლოს კრემლთან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სურს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ის­წრაფ­ვის.

"8 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლო ომი­დან ხუთი წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. ეს ომი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ომი, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ოპე­რა­ცი­ით და­ი­წყო, რო­მე­ლიც იმე­დოვ­ნებ­და, რომ 1990-იან წლებ­ში და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ტროლს და­იბ­რუ­ნებ­და. რუ­სე­თის არ­მია, რო­მელ­საც დიდი დრო არ დას­ჭირ­ვე­ბია ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ასა­ღე­ბად და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის­თვის კი­დევ უფრო დიდი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბის­თვის, თბი­ლის­თან ახ­ლოს გა­ჩერ­და", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი და დას­ძენს, რომ ამ ომში ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რუ­სებს ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. მოს­კოვ­მა და თბი­ლის­მა სწრა­ფად გა­წყვი­ტეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მათი ლი­დე­რე­ბი კი, ერ­თმა­ნე­თის­თვის არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ.

"პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გე­ნი­ტა­ლი­ე­ბით და­კი­დებ­და. თა­ვის მხრივ კი, სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთხელ პუ­ტი­ნი "ლილი-პუ­ტი­ნად" მო­იხ­სე­ნია", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი წერს, ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ზა­რალ­დნენ, რომ­ლებ­საც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის მხრივ.

"თუმ­ცა ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას, რო­მელ­მაც ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ა­შო­რა, მოს­კოვ­თან სა­ვაჭ­რო და ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა უნდა. თბი­ლი­სი­დან წა­მო­სულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბებ­მა მოს­კო­ვი და­არ­წმუ­ნა, უარი ეთ­ქვა რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა­ზე. უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის რუ­სეთ­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის ნიშ­ნე­ბიც. 11 ივ­ნისს კი პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის" აღ­დგე­ნის მომ­ხრეა", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი და დას­ძენს, მი­უ­ხე­და­ვად ომის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ია­რე­ბი­სა, ამ პო­ლი­ტი­კას ბევ­რი ქარ­თვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს.

"ჩვენ გვიყ­ვარს რუ­სე­თი. უბ­რა­ლოდ პუ­ტი­ნი არ მოგ­ვწონს", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის სი­ტყვებს.

რო­გორც დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი წერს, ქარ­თვე­ლებს რუ­სეთ­თან სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს.

"ქარ­თვე­ლე­ბი აღ­მერ­თე­ბენ რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კულ­ტუ­რას. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ისი­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რუ­სეთს ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მუს­ლი­მუ­რი იმ­პე­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი, რუ­სე­თი მათ­თვის ბას­ტი­ო­ნი იყო. 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მზი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი­ვე რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და, რო­გორც იტა­ლი­ას ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში: მომ­ხიბ­ლა­ვად ქა­ო­ტუ­რი, სა­ო­ცა­რი კერ­ძე­ბით, ღვი­ნი­თა და ამინ­დით. ასე რომ, ორი ქვეყ­ნის გახ­ლეჩ­ვა ტრავ­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი უძღო­და და რო­მე­ლიც აშშ-ის მიერ იყო მხარ­და­ჭე­რი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო კო­რუფ­ცი­უ­ლი, საბ­ჭო­თა სტი­ლის ქვეყ­ნი­დან დე­მოკ­რა­ტი­ულ, და­სავ­ლურ პრო­ექ­ტად გა­და­იქ­ცა. ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ იქცა.

"ასე რომ, არ­სე­ბობ­და რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­სა და აშშ-ის რუ­სეთ­თან სრულ­ფა­სო­ვან ომში ჩა­ით­რევ­და", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ად გა­ნი­ხი­ლავს. ევ­რო­კავ­შირ­მა კი რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და რე­გი­ონ­ში ეთ­ნი­კურ წმენ­და­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­არ­დერ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რუ­სეთ­თან ომის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა. გა­სულ წელს, რო­დე­საც იგი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, ბევ­რმა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სურ­და. გან­სხვა­ვე­ბით ამე­რი­კა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს რუ­სუ­ლად, თუმ­ცა ცო­ტას ინ­გლი­სუ­რად. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მისი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი, ბევ­რმა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მენ­ტა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნის გზით მი­დი­ო­და და რუ­სე­თის ორ­ბი­ტის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კვლა­ვაც ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა რჩე­ბა", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი და დას­ძენს, რომ კრემლთან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­ხი­ფა­თო და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლის პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მა რუ­სე­თის სა­კი­თხი­სად­მი ქარ­თვე­ლებს შო­რის ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლია.

"მე­ვე­ნა­ხე­ებს ერთი სული აქვთ, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან რუ­სე­თის დიდ ბა­ზარ­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რი კი ამ ზა­ფხულს რუსი ვი­ზტო­რე­ბის რი­ცხვის გაზ­რდას მო­ე­ლის", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის - ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ მე­ზო­ბელს შო­რის კვლა­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა.

"და­ა­ყე­ნებს თუ არა რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა საფრ­თხის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას? სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ მო­მა­ვალ წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა სურს. ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მო­რი­გი შე­მოჭ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის გა­რან­ტი­ად გა­ნი­ხი­ლავს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და დას­ძენს, რომ თუ საქ­მე და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ასარ­ჩე­ვად მიდ­გა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სა­კი­თხი მარ­ტი­ვად აღარ დგას, რად­გან რო­გორ­ღაც ორი­ვეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა მოგ­ვარ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს

BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს

"ხუთი წლის შემდეგ, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს", - ამ სათაურით აქვეყნებს BBC დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთთან ომის წაგებიდან 5 წლის შემდეგ , საქართველოს კრემლთან მეგობრული ურთიერთობები სურს, თუმცა ამავდროულად, დასავლეთთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის.

"8 აგვისტოს, საქართველო ომიდან ხუთი წლისთავს აღნიშნავს. ეს ომი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ომი, საქართველოს მხრიდან ოპერაციით დაიწყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ 1990-იან წლებში დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებდა. რუსეთის არმია, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია ტერიტორიების ასაღებად და საქართველოს ტერიტორიისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმის მიყენებისთვის, თბილისთან ახლოს გაჩერდა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ ამ ომში ათასამდე ადამიანი დაიღუპა, სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები ათასობით ქართველი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსებს ახლა საქართველოს ტერიტორიების 20% აქვთ ოკუპირებული. მოსკოვმა და თბილისმა სწრაფად გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, მათი ლიდერები კი, ერთმანეთისთვის არადიპლომატიური შეურაცხყოფის მიყენებას არ ერიდებოდნენ.

"პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გენიტალიებით დაკიდებდა. თავის მხრივ კი, სააკაშვილმა ერთხელ პუტინი "ლილი-პუტინად" მოიხსენია", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, ყოველივე ამის გამო ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ რუსეთში გამგზავრების და ნათესავების მონახულების მხრივ.

"თუმცა ახლა, საქართველოს ახალ მთავრობას, რომელმაც ოქტომბერში სააკაშვილის პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორა, მოსკოვთან სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების აღდგენა უნდა. თბილისიდან წამოსულმა პოლიტიკურმა შერიგების მცდელობებმა მოსკოვი დაარწმუნა, უარი ეთქვა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვის აკრძალვაზე. უკვე შეინიშნება ქართველებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გამარტივების ნიშნებიც. 11 ივნისს კი პუტინმა განაცხადა, რომ "სრულფასოვანი ურთიერთობების" აღდგენის მომხრეა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, მიუხედავად ომისგან დარჩენილი იარებისა, ამ პოლიტიკას ბევრი ქართველი მხარდამჭერი ჰყავს.

"ჩვენ გვიყვარს რუსეთი. უბრალოდ პუტინი არ მოგვწონს", - ციტირებს სტატიის ავტორი ქართველი მეგობრის სიტყვებს.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, ქართველებს რუსეთთან საუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებს.

"ქართველები აღმერთებენ რუსულ ლიტერატურასა და კულტურას. ტრადიციულად, ისინი მართლმადიდებლურ რუსეთს ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილავდნენ, მუსლიმური იმპერიების წინააღმდეგ კი, რუსეთი მათთვის ბასტიონი იყო. 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მზიან საქართველოს ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორც იტალიას ჩრდილოეთ ევროპაში: მომხიბლავად ქაოტური, საოცარი კერძებით, ღვინითა და ამინდით. ასე რომ, ორი ქვეყნის გახლეჩვა ტრავმატული გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის", - წერს დემიენ მაკგინესი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელსაც სააკაშვილი უძღოდა და რომელიც აშშ-ის მიერ იყო მხარდაჭერილი, საქართველო კორუფციული, საბჭოთა სტილის ქვეყნიდან დემოკრატიულ, დასავლურ პროექტად გადაიქცა. ამავდროულად, საქართველო ნატო-ს მთავარ მოკავშირედ იქცა.

"ასე რომ, არსებობდა რეალური საშიშროება, რომ საქართველო ევროპასა და აშშ-ის რუსეთთან სრულფასოვან ომში ჩაითრევდა", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობა ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიად განიხილავს. ევროკავშირმა კი რუსეთი საერთაშორისო კანონების დარღვევასა და რეგიონში ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

"მაისში, საქართველოს მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ომის ხელახალი გამოძიების დაწყება მოითხოვა. გასულ წელს, როდესაც იგი ქვეყნის სათავეში მოვიდა, ბევრმა დაადანაშაულა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია სურდა. განსხვავებით ამერიკაში განათლებამიღებული პრეზიდენტისგან, საქართველოს პრემიერი თავისუფლად საუბრობს რუსულად, თუმცა ცოტას ინგლისურად. ოქტომბრის არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ კი, ბევრმა საერთაშორისო კომენტატორმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის გზით მიდიოდა და რუსეთის ორბიტისკენ მიექანებოდა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი კვლავაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა რჩება", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ კრემლთან რამდენიმეწლიანი სახიფათო დაძაბულობის შემდეგ, ივანიშვილის პრაგმატული მიდგომა რუსეთის საკითხისადმი ქართველებს შორის ერთობ პოპულარულია.

"მევენახეებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან რუსეთის დიდ ბაზარზე, ტურისტული სექტორი კი ამ ზაფხულს რუსი ვიზტორების რიცხვის გაზრდას მოელის", - წერს დემიენ მაკგინესი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორიების - ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ მოლაპარაკებები ორ მეზობელს შორის კვლავაც შეუძლებელი რჩება.

"დააყენებს თუ არა რუსეთთან დაახლოება საფრთხის ქვეშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას? საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სურს. ნატო-ში გაწევრიანებას საქართველო რუსეთის მორიგი შემოჭრისგან თავის დაღწევის გარანტიად განიხილავს", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ თუ საქმე დასავლეთსა და რუსეთს შორის ასარჩევად მიდგა, საქართველოში ეს საკითხი მარტივად აღარ დგას, რადგან როგორღაც ორივესთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"