ბუდაპეშტის აეროპორტში უნგრელმა ჟოლტ სინკამ 50-ტონიანი კომერციული ავიალაინერი А320 კბილებით 40 მეტრის მანძილზე გადააადგილა. უნგრელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
სინკამ რეკორდის დამყარებას 52 წამი მოანდომა. მას სერიოზული ძალისხმევაც კი არ დასჭირდა: მრავალტონიანი თვითმფრინავი "კბილებიანმა" რეკორდსმენმა მარტივად დაიმორჩილა.
ჟოლტ სინკას სატრანსპორტო საშუალებები კბილებით არაერთხელ გადაუადგილებია. დღემდე უნგრელი სახანძრო ავტომობილებსა და მატარებლებზე ვარჯიშობდა.
სინკას ახლა სხვა რეკორდსმენთან - კევინ ფასტთან შეჯიბრებაც შეუძლია. 2009 წელს კანადელმა 188-ტონიანი თვითმფრინავი 8,8 მეტრის მანძილზე გასწია, თუმცა ამისთვის მან, კბილების ნაცვლად, ხელები გამოიყენა.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.