სახელმწიფო დაზღევის პაკეტი ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირებისთვის გაფართოვდება როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურების პაკეტები.
კერძოდ, ოჯახის ექიმის მომსახურებასთან ერთად, დაზღვეულებს შეეძლებათ სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურებითაც ისარგებლონ. ამასთან, გაიზრდება ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალი და დაფინანსდება გეგმიური სტაციონარული მომსახურებაც.
აღსანიშნავია, რომ ივლისიდან უფასო ხდება მშობიარობაც იმ პირებისთვის, რომლებიც კორპორატიული დაზღვევით არ სარგებლობენ.
"მშობიარობის დაფინანსება 1-ელი ივლისიდან იქნება თანაგადახდის გარეშე იმ კონტიგენტზე, რომელიც სხვაგან არ არის დაზღვეული. მშობიარობის ფასი განისაზღვრება მისი რეალური ღირებულებით. თუ ვინმეს ექნება სურვილი ძვირიან, მაღალტექნოლოგიურ კერძო კლინიკაში იმშობიაროს, სადაც მშობიარობის ღირებულება უფრო მაღალია, განსხვავება უნდა დაამატოს თვითონ. ამასთან ღირებულება იქნება ისეთი, რითიც ეს დაწესებულებები მუშაობდნენ", - განმარტავს სერგეენკო.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9