შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულმა, გვიან ღამით, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით ჭ. კი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამოდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი "ტე-ტე"-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და მასში მოთავსებული საბრძოლო ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.