დღეს მილანის სასამართლომ იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი არასრულწლოვან მოცეკვავესთან ინტიმური კავშირის დამყარებაში დამნაშავედ სცნო და 7 წელი მიუსაჯა. ამას გარდა, ბერლუსკონის სამთავრობო პოსტების დაკავება აეკრძალა.
პროკურატურა 76 წლის ბერლუსკონისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. თუმცა, სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ჯერ კიდევ ექვემდებარება გასაჩივრებას. აღსანიშნავია, რომ თვითონ ყოფილი პრემიერი და მოცეკვავე, რომელიც საქმეში ფიგურირებს, სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
გამოძიების ვერსიით, ბერლუსკონიმ 2010 წელს რამდენჯერმე დაამყარა სექსუალური კონტაქტი კ. ელ-მაგურთან, რომელიც რუბის იგივე "გულთამპყრობლის" ფსევდონიმით არის ცნობილი.