პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს
მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე დად­გე­ნი­ლე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "24 ივ­ნი­სი, 2013 წელი, ქ. თბი­ლი­სი ქ. თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა გან­ვი­ხი­ლე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე №074261112802, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ წა­მე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა," "ბ," "დ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და მი­ვი­ღე მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იძ­ლე­ვა საკ­მა­რის სა­ფუძ­ველს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი­სათ­ვის, რომ ივა­ნე სერ­გოს ძე მე­რა­ბიშ­ვილ­მა, და­ბა­დე­ბულ­მა 1968 წლის 15 აპ­რილს, პი­რა­დი ნო­მე­რი 01021004498, სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნემ, ჩა­ი­დი­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა.

ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2004 წლის 18 დე­კემ­ბე­რი­დან 2012 წლის 4 ივ­ლი­სამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 1-ლი მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის "გ" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, წარ­მო­ად­გენ­და სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. მას, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ეკის­რე­ბო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უზურნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის.

2006 წლის 27 იან­ვარს, 23:00 სა­ათ­ზე, ქ. თბი­ლის­ში, კაფე-ბარ "შარ­დენ­ში" შე­იკ­რიბ­ნენ თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი (სა­ლა­ყა­ია) - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, და­ვით ახა­ლა­ია - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი - ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვა­სილ სა­ნო­ძე - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი, გუ­რამ დო­ნა­ძე - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ანა კა­ლან­და­ძე და მისი მე­გო­ბა­რი თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე.

ამა­ვე ბარ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და მისი მე­გო­ბა­რი - ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე. დარ­ბაზ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, სან­დრო გირ­გვლი­ან­მა შე­ნიშ­ნა თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე და რამ­დე­ნა­დაც მას­თან ჰქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ბარ­ში მის­ვლამ­დე ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა კი­დეც, მი­უ­ახ­ლოვ­და მას და სუფ­რის სხვა წევ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მკვეთ­რი ჟეს­ტე­ბი­თა და ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით და­უ­წყო სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და იმას, რომ ცოტა ხნის წინ, მათ შო­რის შემ­დგა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას, თ. მა­ი­სუ­რა­ძემ და­უ­მა­ლა და არ გა­უმ­ხი­ლა ს. გირ­გვლი­ანს, რომ იმ­ყო­ფე­ბო­და "შარ­დენ ბარ­ში", არა­მედ მო­ა­ტყუა, თით­ქოს სხვა ბარ­ში იყო, მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თად.

ს. გირ­გვლი­ან­სა და თ. მა­ი­სუ­რა­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩა ამა­ვე ბარ­ში მყოფ ს. გირ­გვლი­ა­ნის მე­გო­ბარს ზაალ ქურ­ცი­კაშ­ვილს, რო­მელ­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი გა­მო­ა­რი­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის თ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის სუფ­რას. თუმ­ცა, ს. გირ­გვლი­ან­მა გა­ნაგ­რძო საყ­ვე­დუ­რე­ბის გა­მოთ­ქმა. ზაალ ქურ­ცი­კაშ­ვილ­მა რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ შე­ნიშ­ვნაც კი მის­ცა მას და დამ­შვი­დე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თ. მა­ი­სუ­რა­ძე გა­დაჯ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მა­გი­დას­თან, სა­დაც მათ შო­რის კვლავ გაგ­რძელ­და სა­უ­ბა­რი მკვეთ­რი ჟეს­ტე­ბის ფონ­ზე. ერ­თმა­ნეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გარ­კვე­ვი­სას ს. გირ­გვლი­ან­მა უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის სუფ­რას­თან მჯდო­მი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

სან­დრო გირ­გვლი­ან­სა და თ. მა­ი­სუ­რა­ძეს შო­რის გა­მარ­თუ­ლი და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი და მათი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ თ. მა­ი­სუ­რა­ძის სუფ­რის წევ­რებს, რისი დას­ტუ­რიც აღ­მოჩ­ნდა "შარ­დენ ბა­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სას­წრა­ფო თავ­მოყ­რა. კერ­ძოდ, სუფ­რას­თან მყო­ფი დათა ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით, ს. გირ­გვლი­ან­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით",შარ­დენ ბა­რის", თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­ლაგ­დნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პატ­რა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: გე­რონ­ტი ალა­ნია, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რი, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა, მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძე, და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი, იო­სებ ხა­სა­ია, ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ვე­ლი და სხვე­ბი. დრო­ის რა­ღაც პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ს. გირ­გვლი­ან­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა და­ტო­ვეს ბარი და გა­რეთ გა­ვიდ­ნენ. მათ დათა ახა­ლა­ი­ას მი­თი­თე­ბით უკან გა­მოჰ­ყვათ მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის სუფ­რის ერთ-ერთი წევ­რი - ო. მელ­ნი­კო­ვი, რათა დ. ახა­ლა­ი­ას გა­მო­ძა­ხე­ბით ქუ­ჩა­ში მყო­ფი "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის მი­ე­ნიშ­ნე­ბი­ნა მსხვერ­პლზე. ო. მელ­ნი­კო­ვის მი­ნიშ­ნე­ბით გ. ალა­ნი­ამ, თან­მხლებ პი­რებ­თან - ალ. ღა­ჭა­ვა­სა და დ. ქო­ქი­აშ­ვილ­თან ერ­თად, ს. გირ­გვლი­ა­ნი და მისი მე­გო­ბა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და გა­ი­ტა­ცეს ქა­ლაქ­გა­რეთ, თბი­ლი­სი­დან 6 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე. აქ მათ შე­მო­უ­ერ­თდათ ა. აფ­ცი­ა­უ­რი და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძეც. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ს.გირ­გვლი­ა­ნი და მისი მე­გო­ბა­რი გა­ა­შიშ­ვლეს ძლი­ერ ყინ­ვა­ში და სას­ტი­კად სცე­მეს. ს. გირ­გვლი­ანს წა­მე­ბის მიზ­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ნით მი­ა­ყე­ნეს აუ­რა­ცხე­ლი ჭრი­ლო­ბა, მათ შო­რის 12 ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში. გარ­და ამი­სა, მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და ასე­ვე მარ­ცხე­ნა მხარ­ზე, მარ­ცხე­ნა წი­ნამ­ხარ­ზე, მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე, თი­თებ­ზე, მუ­ცელ­ზე, ორი­ვე მუხ­ლზე, წვი­ვებ­ზე, თე­ძო­ებ­ზე, შუბ­ლზე, ცხვირ­ზე და თვა­ლე­ბის ირ­გვლივ და ასეთ უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, გვი­ან ღა­მით მი­ა­ტო­ვეს უკაც­რი­ელ ად­გი­ლას. 2006 წლის 28 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გვა­მი მის­მა მე­გობ­რებ­მა იპო­ვეს ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გირ­გვლი­ა­ნი­სათ­ვის ჭრი­ლო­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ყე­ლის არე­ში, მათ შო­რის სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა ხორხზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ლ. ბუ­ხა­ი­ძეს, გამ­ტა­ცებ­ლებ­მა, ძლი­ერ ნა­ცე­მი და შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი და­ტო­ვეს რა სა­საფ­ლა­ო­ზე, მან გა­აღ­წია და მი­აგ­ნო უახ­ლო­ეს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურს, სა­ი­და­ნაც და­უ­კავ­შირ­და პო­ლი­ცი­ას.

ივ. მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა იმა­ში, რომ მოქ­მე­დებ­და რა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვის­თვის და მისი მე­უღ­ლი­სათ­ვის, ასე­ვე, მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი მა­ღა­ლი რან­გის მო­ხე­ლე­ე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნო უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პი­რა­დი მო­ტი­ვით, და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით (რა­საც გან­სა­ზღვრავ­და არა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, არა­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტი­თა და ფაქ­ტობ­რი­ვი გავ­ლე­ნით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი), უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვის გზით და ერ­თი­ა­ნი გან­ზრახ­ვით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მთელ პრო­ცეს­ში მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, არას­რულ­ყო­ფი­ლი, უსა­მარ­თლო და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის, შემ­დეგ კი სას­ჯე­ლის მოხ­დის მთელ პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ჩე­ნის არა­სა­თა­ნა­დო აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის უკა­ნო­ნო შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შექ­მნი­სათ­ვის, ასე­ვე სას­ჯე­ლი­სა­გან მათი ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­თა შე­დე­გად სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე გან­ზრახ არ იქნა მხი­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი და არ მი­ე­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ხოლო საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ არ გან­ხორ­ცი­ელ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ადექ­ვა­ტუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­ნიშ­ნულ პირ­თა მი­მართ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, აგ­რეთ­ვე გა­ნა­ჩე­ნის არა­სა­თა­ნა­დოდ აღ­სრუ­ლე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში:

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში 2006 წლის 28 თე­ბერ­ვალს ს. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, "მე ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ამ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი". 2006 წლის 6 მარტს, შ/ს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა კვლავ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცა­და, რომ ს.გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა პი­რა­დად მისი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­ტი­ჟის საქ­მე იყო, და სწო­რედ ამი­ტომ, მი­სი­ვე და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნამ­დე, აწარ­მო­ებ­და მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბა (სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო).

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი/თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როს და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად, პი­რა­დი მო­ტი­ვით და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი და მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით და­ფარ­ვა, შეც­ვლა და მათი იმგვა­რი საპ­რო­ცე­სო და­მაგ­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ნა­შა­უ­ლის შემ­კვე­თე­ბი­სა და თა­ნა­ამსრუ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გარ­დუ­ვა­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი და ადექ­ვა­ტუ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო, ერ­თის მხრივ, და­ე­ფა­რათ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე და მისი შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ნა­შა­ულ­ში, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ გ. ალა­ნი­ას, ა.აფ­ცი­ა­უ­რის, ალ. ღა­ჭა­ვას და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა და მსჯავ­რდე­ბა ჩა­დე­ნილ­ზე უფრო მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის ვა­დი­სა და პი­რო­ბე­ბის წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბით.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, 2011 წლის 26 აპ­რი­ლის გან­ჩი­ნე­ბით - "ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ," და­ად­გი­ნა, რომ ალექ­სან­დრე (სან­დრო) გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის დარ­ღვე­ვას.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ოს მახ­ლობ­ლად ს. გირ­გვლი­ა­ნის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნი­დან მე-2-მე-3 დღეს, ქ.თბი­ლი­სის შ.ს. მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა უფ­როს­მა მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ამ ივ.მე­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად მო­ახ­სე­ნა თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი, ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ ის, რომ ს. გირ­გვლი­ანს კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და "შარ­დენ ბარ­ში" მყოფ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს დ. ახა­ლა­ი­ას­თან, შსს პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­როს გ. დო­ნა­ძეს­თან და მათი სუფ­რის სხვა წევ­რებ­თან, რის გა­მოც, "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შემ­დგომ­ში მოხ­და ს. გირ­გვლი­ა­ნი­სა და მისი მე­გობ­რის, ლ. ბუ­ხა­ი­ძის გა­ტა­ცე­ბა. ივ. მე­რა­ბიშ­ვილს მოხ­სენ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ამო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წე­რე­ბი, რი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ყოფ­ნა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გილ­ზე, ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე. ასე­ვე დად­გე­ნი­ლი იყო ავ­ტო­მან­ქა­ნა ("Mერ­ცე­დეს - ML"), რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლი. მი­თი­თე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა კი იმ დრო­ი­სათ­ვის სარ­გებ­ლო­ბა­ში ჰყავ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს გ. ალა­ნი­ას. ივ. მე­რა­ბიშ­ვილს ასე­ვე მო­ახ­სე­ნა, რომ "შარ­დენ ბარ­ში", სუფ­რის წევ­რებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და მისი მე­უღ­ლე თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი. მი­ნის­ტრთან სა­უბ­რი­სას, მ. ბა­ღა­თუ­რი­ას­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ივ.მე­რა­ბიშ­ვილ­მა უკვე იცო­და საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მ. ბა­ღა­თუ­რი­ას ნა­ამ­ბო­ბი მის­თვის სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და. ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, მისი მი­ნის­ტრის - ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა­გან თან­ხმო­ბას ითხოვ­და "კუდ"-ის იმ მო­ხე­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე, რო­მელ­თა მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე დგინ­დე­ბო­და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. თუმ­ცა, მ. ბა­ღა­თუ­რი­ამ ასე­თი თან­ხმო­ბა ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა­გან ვერ მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­კი­თხზე მათ შო­რის გა­მარ­თუ­ლი რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რი­სა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან ასე­ვე 2-3 დღე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი­მა თავ­მჯდო­მა­რემ - ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ, თა­ვის­თან მი­იწ­ვია ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მოს­თხო­ვა ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის, მათ შო­რის - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის დ. ახა­ლა­ი­ას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე, არ და­ე­თან­ხმა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­თხოვ­ნას_ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პი­რის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ იმ მო­ტი­ვით, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მას თა­ვად მო­უ­წევ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ანუ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა.

ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­სა და მ. ბა­ღა­თუ­რი­ას შო­რის ს. გირ­გვლი­ა­ნის დაკ­რძალ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კვლავ შედ­გა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც მათ გარ­და, ეს­წრე­ბოდ­ნენ: დ. ახა­ლა­ია და ვ. სა­ნო­ძე. სა­უბ­რი­სას, ს.გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრის შე­კი­თხვა­ზე, დ. ახა­ლა­ი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. თა­ვის მხრივ, მ. ბა­ღა­თუ­რი­ამ მო­ახ­სე­ნა ივ.მე­რა­ბიშ­ვილს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და "შარ­დენ ბარ­ში" და იძ­ლე­ო­და ჩვე­ნე­ბას, ბარ­ში მყოფ ს. გირ­გვლი­ან­სა და შ.ს. სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის თა­ო­ბა­ზე. მოწ­მე ადას­ტუ­რებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ იგი თა­ვად მი­ვი­და ს. გირ­გვლი­ან­თან და გა­მო­ა­რი­და დ. ახა­ლა­ი­ა­სა და მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის სუფ­რას, რი­თაც შე­ე­ცა­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის აღ­მო­ფხვრას. მი­ღე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა მი­ნის­ტრი და გან­მარ­ტე­ბა დ. ახა­ლა­ი­ას­გან მო­ი­თხო­ვა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის მათ ინ­ტე­რე­სებ­ში გან­ვით­რე­ბი­სათ­ვის პრობ­ლე­მად წარ­მო­ჩინ­და "შარ­დენ ბარ­ში" მყო­ფი მოწ­მის - ზაალ ქურ­ცი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლი იყო ს. გირ­გვლი­ან­სა და დ. ახა­ლა­ი­ას სუფ­რას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი­სა, რისი გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­დი­ო­და ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში.

ამ­დე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი­უ­რად მე-2 დღეს, ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იცო­და, რომ (1) და­ნა­შა­ულ­ში იმ­ხი­ლე­ბოდ­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი; (2) ამ და­ნა­შა­ულს წინ უს­წრებ­და ს. გირ­გვლი­ა­ნი­სა და მისი მე­გობ­რის, ლ. ბუ­ხა­ი­ძის ყოფ­ნა "შარ­დენ ბარ­ში", სა­დაც ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი უწყე­ბის თა­ნამ­შორმ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ასე­ვე მი­სი­ვე მე­უღ­ლე - თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, (3) ალ­ბა­თო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო "შარ­დენ ბარ­ში" და ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რან­ტი და რო­გორც მი­ნი­მუმ - მოწ­მე; (4) ს. გირ­გვლი­ან­სა და ამ სუფ­რის წევ­რებს შო­რის მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი, რაც გახ­და მი­ზე­ზი შემ­დგომ­ში ს. გირ­გვლი­ან­ზე გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კით ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა; (5) დ. ახა­ლა­ია წარ­მო­ად­გენ­და ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ინი­ცი­ა­ტორს; (6) ამ და­ნა­შა­უ­ლის ინი­ცი­რე­ბა­სა და აღ­სრუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 4-ზე მეტი პირი და ყვე­ლა მათ­გა­ნი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცე­რი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა ასე­ვე იცო­და, რომ პო­ლი­ცი­ის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის (რო­მე­ლიც იძი­ებ­და ამ და­ნა­შა­ულს), ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ, იგი დ. ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ეძებ­და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და მისი არას­რუ­ლი, "იძუ­ლე­ბი­თი" გახ­სნის გზებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ს. გირ­გვლი­ან­ზე ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის, მისი სი­ცო­ცხლის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და მსჯავდრე­ბულ­თა მიერ სას­ჯე­ლის მოხ­დის დროს, გან­ზრახ იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი არა­ერ­თი სი­ყალ­ბე და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და ამ საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის არ­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მიღ­წე­ულ იქნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა იცო­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში იმ­ხი­ლე­ბოდ­ნენ მისი უწყე­ბის მო­ხე­ლე­ე­ბი და მათ შო­რის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ხოლო საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი მისი მე­უღ­ლე თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად და სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მან 37 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მის ე.წ. "გა­მო­ძი­ე­ბა" წარ­მარ­თა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფის მეშ­ვე­ო­ბით, ვი­ნა­ი­დან, მას გა­მიზ­ნუ­ლი ჰქონ­და - საქ­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტის და მათ შო­რის - სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის და­კი­თხვა მომ­ხდა­რი­ყო მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბის შიგ­ნით და პი­რა­დი კონ­ტრო­ლის ქვეშ.

2006 წლის 16 თე­ბერ­ვალს, ში­ნა­გან საქ­მე­თა თბი­ლი­სის მთ. სამ­მარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად, მათ­თვის მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბი­სა­მებრ, და­კი­თხვის სა­წარ­მო­ებ­ლად გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის - ვა­სილ სა­ნო­ძის კა­ბი­ნეტ­ში, რო­მე­ლიც ამა­ვე საქ­მის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რანტს წარ­მო­ად­გენ­და. ვ. სა­ნო­ძის, თ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის, დ. ახა­ლა­ი­ას, ვ. მელ­ნი­კო­ვის, გ. დო­ნა­ძის, თ. მა­ი­სუ­რა­ძის, ა. კა­ლან­და­ძის ე.წ. "და­კი­თხვა" გან­ხორ­ცი­ელ­და ვ. სა­ნო­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში ყვე­ლა ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რის ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და თა­მარ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბე­ბი­სა და კო­რექ­ტი­რე­ბე­ბის ფონ­ზე. და­კი­თხვა წარ­მო­ებ­და ერ­თმა­ნე­თის თან­დას­წრე­ბით და და­სა­კითხ პირ­თა პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და მათ მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზე­ბის ურ­თი­ერ­თშე­ჯე­რე­ბით, რა­საც უსი­ტყვოდ აფიქ­სი­რებ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და რო­მელ­საც ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და იქვე მყო­ფი - სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ "შარ­დენ ბარ­ში" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე ზაალ ქურ­ცი­კაშ­ვი­ლი დად­გე­ნი­ლი ჰყავ­და იმ­ჟა­მინ­დელ გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მოკ­ლე დრო­ში. იგი არა­ერ­თხელ შეხ­ვდა საქ­მის მწარ­მო­ე­ბელ გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­მაც იგი მოწ­მის სა­ხით და­კი­თხა. ზ. ქურ­ცი­კაშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა და ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არ­სი მ. ბა­ღა­თუ­რი­ამ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ახ­სე­ნა ივ. მე­რა­ბიშ­ვილს. თუმ­ცა, ზ. ქურ­ცი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა აღარ არ­სე­ბობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში, ასე­ვე არ მომ­ხდა­რა მისი შემ­დგო­მი და­კი­თხვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე. ამ მოწ­მის მიერ მი­ცე­მუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თა იმ ვერ­სი­ით, თით­ქოს, დ. ახა­ლა­ი­ა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის სუფ­რას­თან, გარ­დაც­ვლილ ს. გირ­გვლი­ანს რა­ი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა ან ინ­ცი­დენ­ტი არ ჰქო­ნია.

ამ­დე­ნად, ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­უთ­მო საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას, რაც მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყოფ­მა პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რად და­ა­მაგ­რა თა­ვი­სი­ვე მი­ნის­ტრის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ში მყოფ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის საქ­მი­დან გან­რი­დე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­რას­თან მყო­ფი პი­რე­ბის ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რის არარ­სე­ბო­ბის დად­გე­ნის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბით თ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის, დ. ახა­ლა­ი­ას, გ. დო­ნა­ძის, ო. მელ­ნი­კო­ვის და ვ. სა­ნო­ძის ჩვე­ნე­ბა­თა ში­ნა­არ­სი ამა­ვე სა­ხით შე­ნარ­ჩუნ­და საქ­მის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დრო­საც.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მთე­ლი რიგი საპ­რო­ცე­სო დო­კუ­მენ­ტე­ბი და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც და­ა­დას­ტუ­რებ­და ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის შეკ­ვე­თით ჩა­დე­ნას და იმას, რომ ამ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის თა­ნა­მე­სუფ­რე­ე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­ო­პე­რა­ტო­რო ქსე­ლე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა 10-მდე აბო­ნენ­ტის დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რი, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ ორი (ს. გირ­გვლი­ა­ნის და გ. ალა­ნი­ას) დარ­ჩა, ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი, საქ­მი­დან ად­რე­ვე იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და ისიც, რომ საქ­მის მწარ­მო­ე­ბელ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, 2006 წლის 5 მარტს, ქ.თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დელ პრო­კუ­რორს გ. ღვი­ნი­აშ­ვილს, მი­სი­ვე მო­თხოვ­ნით, სა­თა­ნა­დო მი­მარ­თვით და­უ­ტო­ვა სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში. შემ­დგომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თვის ტექ­სტი ასე­ვე შე­იც­ვა­ლა სხვა მი­მარ­თვის წე­რი­ლით, ვი­ნა­ი­დან ს.გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს გ. ღვი­ნი­აშ­ვი­ლი­სათ­ვის გა­და­ცე­მის დროს, თან ერ­თვო­და 3 ლა­ზე­რუ­ლი დის­კი: "მაგ­თის" ან­ძე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი; "ჯე­ო­სე­ლის" ან­ძე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი და ბ.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო დამ­ნა­შა­ვე­თა მოძ­რა­ო­ბა ოქ­რო­ყა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და უკან. დის­კი მო­ი­ცავ­და ჩა­ნა­წერს ღა­მის 02.00 სა­ა­თი­დან 03.00 სა­ა­თამ­დე. საქ­მე­ში დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­მარ­თვა აღარ მო­ი­ცავს მი­თი­თე­ბას ამ და­ნარ­თებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ზე დარ­თუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ამ­ჟა­მად არის მხო­ლოდ 34 წამი.

საქ­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძალ­ზე მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­სა და იმის გამო, რომ მი­უ­ხე­და­ვად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა "კუდ"-ის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბის და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მისი წი­ნა­პი­რო­ბის - "შარ­დენ ბარ­ში" მი­ნის­ტრის მე­უღ­ლი­სა და შ.ს. სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ყოფ­ნის სრუ­ლად და­ფარ­ვა, ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან ერთი თვის შემ­დეგ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა და­ნა­შუ­ლის ე.წ. "გახ­სნა" კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის დ. ახა­ლა­ი­ას ვი­თომ­და "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით".

2006 წლის 6 მარტს, სა­ჯა­როდ გა­ცხად­და, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­ზი­ა­ნე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გით (სსკ 119-ე მუ­ხით) და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის (სსკ 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა", "გ" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით) ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: გე­რონ­ტი ალა­ნია (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი), ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ. ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი), მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძე (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ. ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი) და ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რი (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ. ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი). თუმ­ცა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცემ პი­რებ­თან წი­ნას­წარ შე­თან­ხმდა მათი და­კა­ვე­ბის დღე, პი­რო­ბე­ბი, სას­ჯე­ლის სახე და ზომა. მო­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლის ზომა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სათ­ვის არ იქ­ნე­ბო­და წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ზე მეტი. ამას­თან, და­სა­კა­ვე­ბელ პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, წი­ნას­წარ, უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლე­ბის: "შარ­დენ ბარი"-სა და ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვერ­სი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა-შე­ჯე­რე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს: გ. ალა­ნი­ას, მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძეს, ალ. ღა­ჭა­ვას და ა. აფ­ცი­ა­ურს, მათ მიერ სას­ჯე­ლის მოხ­დის სა­ფა­სუ­რად, ასე­ვე დუ­მი­ლი­სა და და­ნა­შა­ულ­ში უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და, კერ­ძოდ, დ. ახა­ლა­ი­ას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის არ გან­თქმის სა­ნაც­ვლოდ შეს­თა­ვა­ზეს ფი­ნან­სუ­რი სა­ზღა­უ­რის გა­დახ­და 100-100 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე მათი ოჯა­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მთე­ლი რიგი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე, ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი შეხ­ვდა ბრალ­დე­ბუ­ლებს და შე­პირ­და, რომ "მის გა­სა­კე­თე­ბელს თა­ვად­ვე გა­ა­კე­თებ­და და მათ პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­დათ", რაც მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც. ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა მათ. და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი "სა­ჩუქ­რის" სა­ხით "შე­ფი­სა­გან", (იგუ­ლის­ხმე­ბა შ/ს მი­ნის­ტრი), იქვე გა­დას­ცეს და­კა­ვე­ბუ­ლებს. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის გა­და­ცე­მა კი, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მათი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში (N7 და N10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა).

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის წი­ნას­წარ­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მათ ჩვე­ნე­ბებ­სა და ვერ­სი­ებ­ზე თა­ვად იზ­რუ­ნებ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი პი­რე­ბი. რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლე­ბი თა­ვად კარ­ნა­ხობ­დნენ ჩვე­ნე­ბებს ბრალ­დე­ბუ­ლებს, ან მიჰ­ქონ­დათ მათ­თან წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის ტექ­სტე­ბი, რო­მელ­თა ფორ­მა­ლურ გა­და­წე­რა­საც ახ­დენ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2006 წლის 3 მა­ისს, ბრალ­დე­ბუ­ლებს ფიქ­ტი­უ­რად შეს­თა­ვა­ზეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე მათ­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ვი­თომ­და გან­თქმის შემ­თხვე­ვა­ში პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის სა­ნაც­ვლოდ და ამ შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! დო­კუ­მენ­ტი მო­ა­თავ­სეს მათი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ბრალ­დე­ბულ­თა მიერ ამ შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მი­ღე­ბით შექ­მნეს დო­კუ­მე­ტი, რაც უნდა შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში არ იმ­ხი­ლე­ბოდ­ნენ შ/ს სა­მი­ნის­ტროს უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბამ ყვე­ლა ზომა მი­ი­ღო მათი გა­მოვ­ლე­ნა-დად­გე­ნის მიზ­ნით. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­თა მიერ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ღე­ბის საფრ­თხი­სა­გან და­ზღვე­ვი­სათ­ვის, მი­ღე­ბულ იქნა ზო­მე­ბი დ. ახა­ლა­ი­ას მიერ. მან, გ. ალა­ნი­ას ხე­ლით, და­ნარ­ჩენ 3 ბრალ­დე­ბულს გა­დას­ცა ფუ­ლა­დი თან­ხა მა­შინ­ვე, რო­გორც კი ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან გა­მოთ­ქვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი.

ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში დ. ახა­ლა­ი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­ფარ­ვი­სა და პი­რი­ქით, საქ­მის გახ­სნა­ში მისი წვლი­ლის ჩვე­ნე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გეგ­მის ფარ­გლებ­ში შედ­გა ე.წ. "სა­ი­დუმ­ლო" წე­რი­ლე­ბი: დ. ახა­ლა­ი­ას 2006 წლის 24 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი "სა­ი­დუმ­ლო" წე­რი­ლი N16/27 (ს) ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სად­მი, თა­ვის მხრივ, ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის ასე­ვე 2006 წლის 24 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი "სა­ი­დუმ­ლო" წე­რი­ლი N16/12(2)-2 სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის - ზ. ადე­იშ­ვი­ლი­სად­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი "სა­ი­დუმ­ლო" წე­რი­ლით დ. ახა­ლა­ია ან­გა­რიშს აბა­რებს ივ. მე­რა­ბიშ­ვილს - თით­ქოს­და ამ უკა­ნას­კნე­ლის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, რაც შე­ე­ხე­ბო­და ს. გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნი­სათ­ვის მის მიერ ვი­თომ­და გა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში დ. ახა­ლა­ია "ას­კვნის", რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ს. გირ­გვლი­ა­ნი­სა და ლ. ბუ­ხა­ი­ძის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მხო­ლოდ: გ. ალა­ნია, მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძე, ა. აფ­ცი­ა­უ­რი და ალ. ღა­ჭა­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა დ. ახა­ლა­ი­ას წე­რი­ლი, ვი­თომ­და გა­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ზ. ადე­იშ­ვილს, რად­გან მის­თვის დ. ახა­ლა­ი­ას­გან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ს. გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად იკ­ვე­თე­ბოდ­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლით ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზ. ადე­იშ­ვილს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის უგ­ზავ­ნი­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის დ. ახა­ლა­ი­ას სა­ი­დუმ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბას.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. "სა­ი­დუმ­ლო" წე­რი­ლე­ბი შედ­გე­ნი­ლია არა მათ­ზე მი­თი­თე­ბულ დროს, არა­მედ, შეს­რულ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბის გეგ­მის ფარ­გლებ­ში და წარ­მო­ად­გენს ყალბ დო­კუ­მენ­ტებს არარ­სე­ბუ­ლი რეკ­ვი­ზი­ტე­ბით.

"ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ" ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის ძა­ლით, ივ. მე­რა­ბიშ­ვილს გა­აჩ­ნდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მისი პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი. "ნე­ბის­მი­ე­რი ხარ­ვე­ზი გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც ძირს უთხრის მის უნარს და­ად­გი­ნოს საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი ან და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ არ იქნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხი. (იხ. "ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ N 25091/07, პარ. 242, 2011 წლის 26 აპ­რი­ლი). ს. გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი და პი­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის არც ერთ სტა­დი­ა­ზე არ იყ­ვნენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი, არა­მედ და­მო­კი­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ არა მხო­ლოდ იერ­არ­ქი­უ­ლი ან ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც იმ პი­რებ­ზე, ვინც პი­რა­დი მიზ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო საქ­მის არა­სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით".

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2006 წლის 6 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით დად­გე­ნი­ლი სას­ჯე­ლის მოხ­დის მიზ­ნით: გ. ალა­ნია, ალ. ღა­ჭა­ვა, მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძე და ა. აფ­ცი­ა­უ­რი 2006 წლის 18 ივ­ლისს მო­თავ­სე­ბულ იქ­ნენ ქ. თბი­ლის­ში, N10 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ წი­ნას­წა­რი შე­პი­რე­ბის თა­ნახ­მად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე, მათ­თვის სა­გან­გე­ბოდ გა­რე­მონტდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი (ყო­ფი­ლი მედ.ცენ­ტრი), და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­სა­გან იზო­ლი­რე­ბის მიზ­ნით შე­მო­ი­ღო­ბა გარე პე­რი­მეტ­რი, მო­ე­წყო ცალ­კე სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა სა­თავ­სო­ე­ბი. მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში შე­ტა­ნი­ლი იქნა ახა­ლი ავე­ჯი და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, და­მონ­ტაჟ­და ინ­ტერ­ნე­ტი, სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზია და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­როს ხა­ზე­ბი. ამ პა­ტიმ­რებ­ზე არ ვრცელ­დე­ბო­და ცი­ხის ში­ნა­გა­ნა­წე­სით დად­გე­ნი­ლი მსჯავ­რდე­ბულ­თა ქცე­ვის წე­სე­ბი. ისი­ნი შე­უ­ზღუ­და­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­დი­ოდ­ნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კორ­პუს­ში, შე­უ­ზღუ­და­ვად სარ­გებ­ლობ­დნენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით, დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით და რა­ო­დე­ნო­ბით იღებ­დნენ სტუმ­რებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად იყ­ვნენ: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­ხე­ლე­ე­ბი, უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ მათ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლით, სარ­გებ­ლობ­დნენ სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გ. ალა­ნია, ა. ღა­ჭა­ვა, ა. აფ­ცი­ა­უ­რი და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძე სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში პე­რი­ო­დუ­ლად გაჰ­ყავ­დათ N10 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ვა­დით და გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით, მათ შო­რის: ბე­ბი­ის, ბი­ძაშ­ვი­ლის სამ­ძი­მარ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ში და სხვა, რო­გორც თბი­ლის­ში, ისე მის გა­რეთ. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ისიც, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს - 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს: გ.ალა­ნია, ალ.ღა­ჭა­ვა, ა. აფ­ცი­ა­უ­რი და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძე გაყ­ვა­ნილ იქ­ნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბის გან­ზრახ­ვით. თუმ­ცა, დ. ახა­ლა­ია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 25 აგ­ვის­ტოს ისი­ნი უკან­ვე და­ებ­რუ­ნე­ბუ­ნა ვი­ნა­ი­დან, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2008 წლის 24 ნო­ემ­ბერს: გ. ალა­ნია, ა. ღა­ჭა­ვა, ა. აფ­ცი­ა­უ­რი და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძე მარ­თლაც შე­ი­წყა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­უ­თი­თებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს უფრო მეტი სიმ­კაც­რის გა­მო­ხატ­ვა მო­ე­თხო­ვე­ბა სა­კუ­თა­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დას­ჯის დროს, ვიდ­რე სხვა დამ­ნა­შა­ვის მი­მართ, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში, სას­წორ­ზე არა მხო­ლოდ დამ­ნა­შა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დევს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - აღ­მო­ფხვრას და­უს­ჯე­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვე­ებს შე­საძ­ლოა სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის გამო ჰქონ­დეთ (იხ. ნი­კო­ლო­ვა და ვე­ლი­ჩკო­ვა, #63). "რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ში და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლის ხელ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, შე­სა­ბა­მის ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ორ­გა­ნო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ავ­ლენს რა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში აქ­ტე­ბის მი­მართ შემ­წყნა­რებ­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში და­უს­ჯე­ლო­ბის გრძნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის წი­ნა­შე დად­გე­ბა, რა­საც შე­უძ­ლია გზა გა­უხ­სნას სხვა თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს, ისე­თებს, რო­გორ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი მო­ცე­მულ საქ­მე­ში" (ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, 277 პა­რაგ­რა­ფი).

ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა, არა­თუ და­არ­ღვია სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღ­მო­ე­ფხვრა და­უს­ჯე­ლო­ბის უკა­ნო­ნო პრი­ვი­ლე­გია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ხე­ლე­თა შო­რის, არა­მედ, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით გა­მო­იწ­ვია მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ მო­ხე­ლე­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­და­პი­რი წა­ხა­ლი­სე­ბა პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბით, სა­ჯა­რო და სხვა პირ­თა ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა გა­მო­ი­ხა­ტა დამ­ნა­შა­ვე­თა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა ქმე­დე­ბა­თა და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის ყალ­ბი მო­ლო­დი­ნის გა­ჩე­ნით - სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა­ში, დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­სა­ხუ­რებ­რივ, მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­ში, მათ­თვის სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში უკა­ნო­ნო პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში და დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფი­ნან­სუ­რი სა­ზღა­უ­რი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში, ასე­ვე, სას­ჯე­ლი­სა­გან ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

ამ­რი­გად, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ 332-ე მუხ­ლი მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, ჩა­დე­ნილს სა­ხელ­მწი­ფო - პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ.

ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის საკ­მა­რის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შემ­დე­გი ერ­თობ­ლი­ო­ბა: მოწ­მე­თა: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის; მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ას; და­ვით კუ­პა­ტა­ძის; ემ­ზარ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის; დი­მიტ­რი ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლის; თა­მაზ ვა­სა­ძის, დი­მიტ­რი შა­ორ­შა­ძის, ჯე­მალ გა­ბე­ლი­ას, მალ­ხაზ ბო­ხუ­ას, ივა­ნე კიკ­ნა­ვე­ლი­ძის; თა­მაზ ვა­სა­ძის; გი­ორ­გი ცნო­ბი­ლა­ძის, შალ­ვა ნი­ქა­ბა­ძის, და­ვით სარ­ჯვე­ლა­ძის, ვაჟა გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლის; გია კო­ბა­ჩიშ­ვი­ლის; ლერი წე­რე­თე­ლის, თენ­გიზ ჩი­ტი­აშ­ვი­ლის, ბად­რი გოგ­ლი­ძის; გელა ლა­ზაშ­ვი­ლის; შოთა გენ­გაშ­ვი­ლის; ნო­დარ ნარ­სი­ას, ზაზა ქი­მა­ძის, ზაზა ოსი­აშ­ვი­ლის; თა­მარ მი­ქა­ძის, იო­სებ ტბე­ლაშ­ვი­ლის; და­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის; ვახ­ტანგ იმე­დაშ­ვი­ლის; გელა ასა­ნაშ­ვი­ლის; თა­მაზ მა­ზა­ნაშ­ვი­ლის; ვა­სილ სა­ნო­ძეს; გურ­გენ დო­ნა­ძის; კონ­სტან­ტი­ნე არ­ჩა­ი­ას; ზუ­რაბ კო­ტა­რი­ას; შალ­ვა ვა­შა­კი­ძის; მა­მუ­კა სა­ბა­ნა­ძის; ზაზა ქურ­ცი­კაშ­ვი­ლის; ლე­ვან ჩი­ფაშ­ვი­ლის; იო­სებ ხა­სა­ი­ას; მა­რი­ნა მა­ნუ­კი­ა­ნის; რუ­სუ­დან არჩვა­ძის; იო­სებ სად­რა­ძის; და­ვით ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის; ლაშა მე­რე­ბაშ­ვი­ლის; და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი; ალექ­სან­დრე მგე­ლა­ძის; ვა­ლე­რი ლა­ცუზ­ბა­ი­ას; ზვი­ად გუ­გუ­ჩი­ას; ვარ­ლამ ხე­ცუ­რი­ა­ნის; ლაშა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის; სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლის; თე­მურ ტა­ბა­ღუ­ას; მუ­რად გა­ბუ­ნი­ას; რა­მაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის; მინ­დია ჯა­ხა­ი­ას; კახა გაზ­დე­ლი­ა­ნის; ივა­ნე ჯა­ვა­ხის; და­ვით სამ­ხა­რა­ძის; ავ­თან­დილ გუ­ლა­რო­ვის; ზვი­ად ჯინ­ჯო­ლი­ას; აკა­კი მუშ­კუ­დი­ა­ნის; ნა­თია რა­მიშ­ვი­ლის; ცი­ა­ლა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის; ალექ­სან­დრე დო­ლინ­სკის; გია ალა­ვი­ძის; გი­ორ­გი მუ­ხი­გუ­ლაშ­ვი­ლის; გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის, ზუ­რაბ კვი­ცი­ა­ნის; ვლა­დი­მერ გვა­სა­ლი­ას; არ­ჩილ არე­ვა­ძის; ირაკ­ლი კი­პა­რო­ი­ძის; ნინო გვე­ლე­სი­ა­ნის, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვას, მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძის, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რის; და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლის; გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის; ნინო კი­კა­ბი­ძის; ზუ­რაბ გრი­გო­ლაშ­ვი­ლის; ცი­უ­რი თევ­დო­რაშ­ვი­ლის; ლა­მა­რა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბით; სის­ხლის სა­მარ­თლის N10060037 საქ­მის მა­სა­ლე­ბით; თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2009 წლის 5 სექ­ტემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2008 წლის N768 გან­კარ­გუ­ლე­ბით (შე­წყა­ლე­ბა); სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის 2006 წლის 24 თე­ბერ­ვლის N16/12(ს)-მ და "კუდ"-ის დი­რექ­ტორ დ. ახა­ლა­ი­ას 2006 წლის 24 თე­ბერ­ვლის N 16/27(ს) მი­მარ­თვის წე­რი­ლე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2013 წლის 19 თე­ბერ­ვლის N 19632 წე­რი­ლი­თა და გად­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით; სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის 2013 წლის N16/2-966599 წე­რი­ლით; სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს საქ­მის­წარ­მო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს 2013 წლის 28 თე­ბერ­ვლის N23464 წე­რი­ლით; ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2011 წლის 26 აპ­რი­ლის გან­ჩი­ნე­ბით საქ­მე­ზე "ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" (სა­ჩი­ვა­რი N25091/07); გი­ორ­გი ცნო­ბი­ლა­ძის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით; ნივთმტკი­ცე­ბის გახ­სნი­სა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მით; სა­ქარ­თვე­ლოს შ.ს. სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ("მო­დუ­ლი") 2008 წლის აგ­ვის­ტოს საშვთა ბი­უ­როს აღ­რი­ცხვის ჟურ­ნა­ლის ელექტრო­ნუ­ლი ამო­ნა­წე­რით; სა­ქარ­თვე­ლოს შ.ს. სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს 2013 წლის 13 აპ­რი­ლის N695719 წე­რი­ლით გად­მოგ­ზავ­ნი­ლი შ.ს. სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში (9აპ­რი­ლის ქ. 4) 2006 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში უცხო პირ­თა შეს­ვლა-გა­მოს­ვლის რე­გის­ტრა­ცი­ის ჟურ­ნა­ლის ას­ლე­ბით; თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან ამო­ღე­ბუ­ლი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან გად­მოგ­ზავ­ნი­ლი გ. ალა­ნი­ას, ა. აფ­ცი­ა­უ­რის, ალ. ღა­ჭა­ვას და მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძის პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბით; თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კან­ცე­ლა­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის 2013 წლის 8 თე­ბერ­ვლის N4558 წე­რი­ლი­თა და გად­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს შ.ს. სა­მი­ნის­ტროს სა­ფი­ნა­სო-სა­მე­ურ­ნეო დე­პარ­ტა­მენ­ტის 2013 წლის 25 იან­ვრის N10/4/2-13-0 და და შ.ს.ს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ფი­ნან­სო-სა­მე­ურ­ნეო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის 2013 წლის 18 იან­ვრის N101569 წე­რი­ლე­ბი­თა და გად­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით; სა­ტე­ლე­ფო­ნო სიმ ბა­რა­თებ­ზე შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბის შ.პ.ს. "ჯე­ო­სე­ლი­დან" და შ.პ.ს. "მაგ­თი­კო­მი­დან" ამო­ღე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რე­ბით; გაგა ალა­ვი­ძის მიერ 2013 წლის 4 თე­ბერ­ვალს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბით; ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის ნუს­ხით; ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს

მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს

მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "24 ივნისი, 2013 წელი, ქ. თბილისი ქ. თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა განვიხილე სისხლის სამართლის საქმე №074261112802, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ," "დ" ქვეპუნქტებით, სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მივიღე მხედველობაში, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ივანე სერგოს ძე მერაბიშვილმა, დაბადებულმა 1968 წლის 15 აპრილს, პირადი ნომერი 01021004498, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონემ, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ივანე მერაბიშვილი 2004 წლის 18 დეკემბერიდან 2012 წლის 4 ივლისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული - ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზურნველყოფისათვის.

2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათზე, ქ. თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენში" შეიკრიბნენ თამარ მერაბიშვილი (სალაყაია) - შინაგან საქმეთა მინისტრის ივ. მერაბიშვილის მეუღლე, დავით ახალაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ოლეგ მელნიკოვი - ამავე დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი, ვასილ სანოძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გურამ დონაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი, ანა კალანდაძე და მისი მეგობარი თათია მაისურაძე.

ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდნენ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი - ლევან ბუხაიძე. დარბაზში შესვლისთანავე, სანდრო გირგვლიანმა შენიშნა თათია მაისურაძე და რამდენადაც მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობები და ბარში მისვლამდე ტელეფონით ესაუბრა კიდეც, მიუახლოვდა მას და სუფრის სხვა წევრების თანდასწრებით, მკვეთრი ჟესტებითა და ხმამაღალი ტონით დაუწყო საუბარი, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ცოტა ხნის წინ, მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, თ. მაისურაძემ დაუმალა და არ გაუმხილა ს. გირგვლიანს, რომ იმყოფებოდა "შარდენ ბარში", არამედ მოატყუა, თითქოს სხვა ბარში იყო, მეგობარ გოგონებთან ერთად.

ს. გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის მომხდარი შელაპარაკება შეუმჩნეველი არ დარჩა ამავე ბარში მყოფ ს. გირგვლიანის მეგობარს ზაალ ქურციკაშვილს, რომელმაც მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით, სანდრო გირგვლიანი გამოარიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თ. მერაბიშვილის სუფრას. თუმცა, ს. გირგვლიანმა განაგრძო საყვედურების გამოთქმა. ზაალ ქურციკაშვილმა რამოდენიმეჯერ შენიშვნაც კი მისცა მას და დამშვიდებისაკენ მოუწოდა. მოგვიანებით, თ. მაისურაძე გადაჯდა სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან, სადაც მათ შორის კვლავ გაგრძელდა საუბარი მკვეთრი ჟესტების ფონზე. ერთმანეთს შორის ურთიერთობათა გარკვევისას ს. გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მინისტრის მეუღლის სუფრასთან მჯდომი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.

სანდრო გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის გამართული დაძაბული საუბარი და მათი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თ. მაისურაძის სუფრის წევრებს, რისი დასტურიც აღმოჩნდა ,,შარდენ ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების სასწრაფო თავმოყრა. კერძოდ, სუფრასთან მყოფი დათა ახალაიას დავალებით, ს. გირგვლიანთან ანგარიშსწორების მიზნით, ,,შარდენ ბარის", თავისუფლების მოედნის, ლესელიძის ქუჩის მიმართულებით და მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია, ვალერიან მეტრეველი და სხვები. დროის რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ს. გირგვლიანმა და მისმა მეგობარმა დატოვეს ბარი და გარეთ გავიდნენ. მათ დათა ახალაიას მითითებით უკან გამოჰყვათ მინისტრის მეუღლის სუფრის ერთ-ერთი წევრი - ო. მელნიკოვი, რათა დ. ახალაიას გამოძახებით ქუჩაში მყოფი "კუდ"-ის თანამშრომლებისათვის მიენიშნებინა მსხვერპლზე. ო. მელნიკოვის მინიშნებით გ. ალანიამ, თანმხლებ პირებთან - ალ. ღაჭავასა და დ. ქოქიაშვილთან ერთად, ს. გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩაისვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ქალაქგარეთ, თბილისიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოქროყანის სასაფლაოზე. აქ მათ შემოუერთდათ ა. აფციაური და მ. ბიბილურიძეც. გამტაცებლებმა ს.გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ს. გირგვლიანს წამების მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს აურაცხელი ჭრილობა, მათ შორის 12 ჭრილობა ყელის არეში. გარდა ამისა, მას დაზიანებები აღენიშნებოდა ასევე მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე, წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ და ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით მიატოვეს უკაცრიელ ადგილას. 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გირგვლიანისათვის ჭრილობათა უმეტესობა მიყენებული იყო ყელის არეში, მათ შორის სასიკვდილო აღმოჩნდა ხორხზე მიყენებული ღრმა ჭრილობები. რაც შეეხება ლ. ბუხაიძეს, გამტაცებლებმა, ძლიერ ნაცემი და შიშველ მდგომარეობაში მყოფი დატოვეს რა სასაფლაოზე, მან გააღწია და მიაგნო უახლოეს ბენზინგასამართ სადგურს, საიდანაც დაუკავშირდა პოლიციას.

ივ. მერაბიშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მოქმედებდა რა დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი რანგის მოხელეებისათვის უკანონო უპირატესობების მინიჭების პირადი მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით (რასაც განსაზღვრავდა არა მხოლოდ დაკავებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე ფორმალურ-სამართლებრივი უფლებამოსილებები, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობრივი ავტორიტეტითა და ფაქტობრივი გავლენით განპირობებული შესაძლებლობები, აგრეთვე მისი სამსახურებრივი კავშირები), უკანონო ჩარევის გზით და ერთიანი განზრახვით გავლენას ახდენდა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მთელ პროცესში მიკერძოებული, არასრულყოფილი, უსამართლო და არაობიექტური სამართალწარმოების უზრუნველყოფისათვის, შემდეგ კი სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში განაჩენის არასათანადო აღსრულებისათვის მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და პირობების შექმნისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადამდე გათავისუფლებისათვის.

ივანე მერაბიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებათა შედეგად სანდრო გირგვლიანის საქმეზე განზრახ არ იქნა მხილებული დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და არ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ არ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, ადექვატური სამართალწარმოება, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირთა მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე განაჩენის არასათანადოდ აღსრულება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ივ. მერაბიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 28 თებერვალს ს. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საჯარო გამოსვლისას განაცხადა, "მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ეს საქმე გაიხსნება და მთელი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებლები". 2006 წლის 6 მარტს, შ/ს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ივ. მერაბიშვილმა კვლავ საჯაროდ განაცადა, რომ ს.გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნა პირადად მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო, და სწორედ ამიტომ, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქმის გამოძიებას, დანაშაულის გახსნამდე, აწარმოებდა მისდამი დაქვემდებარებული უწყება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).

სინამდვილეში, ივანე მერაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ახალაიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პირადი მოტივით დაგეგმა და განახორციელა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და თანაამსრულებლებისათვის გარდუვალი, კანონიერი და ადექვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ივ. მერაბიშვილისა და სხვა თანამდებობის პირთა შეთანხმებული ქმედებებით განხორციელდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთის მხრივ, დაეფარათ დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მათთან შემხებლობაში მყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო მეორეს მხრივ, მოეხერხებინათ გ. ალანიას, ა.აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის, მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების წინასწარ შეპირებული გარანტიებით.

ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ, 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ," დაადგინა, რომ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

ჩადენილი დანაშაულის ამჟამინდელი გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად ს. გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან მე-2-მე-3 დღეს, ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ ივ.მერაბიშვილს პირადად მოახსენა თბილისის კრიმინალური სამსახურების მიერ დადგენილი, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, კერძოდ ის, რომ ს. გირგვლიანს კონფლიქტი მოუხდა "შარდენ ბარში" მყოფ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დ. ახალაიასთან, შსს პრეს-სამსახურის უფროს გ. დონაძესთან და მათი სუფრის სხვა წევრებთან, რის გამოც, "კუდ"-ის თანამშრომლების მიერ შემდგომში მოხდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის გატაცება. ივ. მერაბიშვილს მოხსენდა, რომ გამოძიებას ამოღებული ჰქონდა სატელეფონო ამონაწერები, რითაც დასტურდებოდა "კუდ"-ის თანამშრომლების ყოფნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ოქროყანის სასაფლაოზე. ასევე დადგენილი იყო ავტომანქანა ("Mერცედეს - ML"), რომლის საშუალებითაც ჩადენილი იქნა დანაშაული. მითითებული ავტომანქანა კი იმ დროისათვის სარგებლობაში ჰყავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსს გ. ალანიას. ივ. მერაბიშვილს ასევე მოახსენა, რომ "შარდენ ბარში", სუფრის წევრებს შორის იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. მინისტრთან საუბრისას, მ. ბაღათურიასთვის ცხადი გახდა, რომ ივ.მერაბიშვილმა უკვე იცოდა საქმის გარემოებები და მ. ბაღათურიას ნაამბობი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მინისტრის - ივ. მერაბიშვილისაგან თანხმობას ითხოვდა "კუდ"-ის იმ მოხელეების დაკავებაზე, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენა ოქროყანის სასაფლაოზე დგინდებოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით. თუმცა, მ. ბაღათურიამ ასეთი თანხმობა ივ. მერაბიშვილისაგან ვერ მიიღო, მიუხედავად ამ საკითხზე მათ შორის გამართული რამდენიმე შეხვედრისა.

დანაშაულის ჩადენიდან ასევე 2-3 დღეში, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელიმა თავმჯდომარემ - ნინო ბურჯანაძემ, თავისთან მიიწვია ივ. მერაბიშვილი და მოსთხოვა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების, მათ შორის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. ივანე მერაბიშვილი, რომელიც სრულად ფლობდა ინფორმაციას ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას_ ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას თავად მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება.

ივ. მერაბიშვილსა და მ. ბაღათურიას შორის ს. გირგვლიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში კვლავ შედგა შეხვედრა, რომელსაც მათ გარდა, ესწრებოდნენ: დ. ახალაია და ვ. სანოძე. საუბრისას, ს.გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მინისტრის შეკითხვაზე, დ. ახალაიამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თავის მხრივ, მ. ბაღათურიამ მოახსენა ივ.მერაბიშვილს, რომ გამოძიებას მოძიებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ინციდენტის დროს იმყოფებოდა "შარდენ ბარში" და იძლეოდა ჩვენებას, ბარში მყოფ ს. გირგვლიანსა და შ.ს. სამინისტროს თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. მოწმე ადასტურებდა ინფორმაციას, რომ იგი თავად მივიდა ს. გირგვლიანთან და გამოარიდა დ. ახალაიასა და მინისტრის მეუღლის სუფრას, რითაც შეეცადა მათ შორის კონფლიქტის აღმოფხვრას. მიღებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა მინისტრი და განმარტება დ. ახალაიასგან მოითხოვა. მიმდინარე გამოძიების მათ ინტერესებში განვითრებისათვის პრობლემად წარმოჩინდა "შარდენ ბარში" მყოფი მოწმის - ზაალ ქურციკაშვილის ჩვენება, რომელიც თვითმხილველი იყო ს. გირგვლიანსა და დ. ახალაიას სუფრას შორის ინციდენტისა, რისი გამოაშკარავებაც კატეგორიულად არ შედიოდა ივ. მერაბიშვილის ინტერესებში.

ამდენად, გამოძიებით დადგენილია, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტიურად მე-2 დღეს, ივ. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ (1) დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები; (2) ამ დანაშაულს წინ უსწრებდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის ყოფნა "შარდენ ბარში", სადაც ივ. მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშორმლებთან ერთად იმყოფებოდა ასევე მისივე მეუღლე - თამარ მერაბიშვილი, (3) ალბათობის მაღალი ხარისხით, თამარ მერაბიშვილი იყო "შარდენ ბარში" და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ფიგურანტი და როგორც მინიმუმ - მოწმე; (4) ს. გირგვლიანსა და ამ სუფრის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა მიზეზი შემდგომში ს. გირგვლიანზე გაუგონარი სისასტიკით ანგარიშსწორებისა; (5) დ. ახალაია წარმოადგენდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; (6) ამ დანაშაულის ინიცირებასა და აღსრულებაში მონაწილეობდა 4-ზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.

ზემოაღნიშნულთან ერთად ივ. მერაბიშვილმა ასევე იცოდა, რომ პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიული დანაყოფებისა და საგამოძიებო სამსახურისათვის (რომელიც იძიებდა ამ დანაშაულს), ასევე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ. სწორედ ამიტომ, იგი დ. ახალაიასთან ერთად ეძებდა დანაშაულის დაფარვისა და მისი არასრული, "იძულებითი" გახსნის გზებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანზე ჩადენილი ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის საქმის გამოძიების და მსჯავდრებულთა მიერ სასჯელის მოხდის დროს, განზრახ იქნა დაშვებული არაერთი სიყალბე და კანონდარღვევა, რაც მიზნად ისახავდა ამ საქმეზე მართლმსაჯულების არგანხორციელებას, რაც მიღწეულ იქნა.

მიუხედავად იმისა, რომ ივ. მერაბიშვილმა იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ მისი უწყების მოხელეები და მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო საქმის მნიშვნელოვანი ფიგურანტი მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მან 37 დღის განმავლობაში საქმის ე.წ. "გამოძიება" წარმართა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფის მეშვეობით, ვინაიდან, მას გამიზნული ჰქონდა - საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურანტის და მათ შორის - საკუთარი მეუღლის დაკითხვა მომხდარიყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების შიგნით და პირადი კონტროლის ქვეშ.

2006 წლის 16 თებერვალს, შინაგან საქმეთა თბილისის მთ. სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად, მათთვის მიცემული დავალებისამებრ, დაკითხვის საწარმოებლად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის კაბინეტში, რომელიც ამავე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს წარმოადგენდა. ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის, ა. კალანდაძის ე.წ. "დაკითხვა" განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის ერთობლივი მონაწილეობით და თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე. დაკითხვა წარმოებდა ერთმანეთის თანდასწრებით და დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა იქვე მყოფი - საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ "შარდენ ბარში" მომხდარი ინციდენტის შემსწრე ზაალ ქურციკაშვილი დადგენილი ჰყავდა იმჟამინდელ გამოძიებას დანაშაულის ჩადენიდან მოკლე დროში. იგი არაერთხელ შეხვდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რომელმაც იგი მოწმის სახით დაკითხა. ზ. ქურციკაშვილის ვინაობა და ჩვენების შინაარსი მ. ბაღათურიამ შეხვედრაზე მოახსენა ივ. მერაბიშვილს. თუმცა, ზ. ქურციკაშვილის ჩვენება აღარ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებში, ასევე არ მომხდარა მისი შემდგომი დაკითხვა პროკურატურაში გამოძიების ეტაპზე. ამ მოწმის მიერ მიცემული განმარტებების საპირისპიროდ, გამოძიება წარიმართა იმ ვერსიით, თითქოს, დ. ახალაიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სუფრასთან, გარდაცვლილ ს. გირგვლიანს რაიმე ურთიერთობა ან ინციდენტი არ ჰქონია.

ამდენად, ივ. მერაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაუთმო საქმე პროკურატურას, რაც მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დანაყოფმა პროცესუალურად დაამაგრა თავისივე მინისტრის პირად ინტერესებში მყოფ მოწმეთა ჩვენებები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სინამდვილეში ივ. მერაბიშვილის მეუღლის საქმიდან განრიდებისა და შესაბამისად, სუფრასთან მყოფი პირების ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ დანაშაულთან კავშირის არარსებობის დადგენის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, ამგვარი ქმედებებით თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, გ. დონაძის, ო. მელნიკოვის და ვ. სანოძის ჩვენებათა შინაარსი ამავე სახით შენარჩუნდა საქმის პროკურატურაში გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროსაც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმიდან, გამოძიების ეტაპზე ამოღებული იქნა მთელი რიგი საპროცესო დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის შეკვეთით ჩადენას და იმას, რომ ამ დანაშაულთან კავშირში იმყოფებოდნენ ივ. მერაბიშვილის მეუღლის თანამესუფრეები. გამოძიების პირველივე ეტაპზე სატელეფონო საოპერატორო ქსელებიდან მოპოვებული იქნა 10-მდე აბონენტის დეტალური ამონაწერი, საიდანაც მხოლოდ ორი (ს. გირგვლიანის და გ. ალანიას) დარჩა, ყველა სხვა დანარჩენი, საქმიდან ადრევე იქნა ამოღებული.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმე, 2006 წლის 5 მარტს, ქ.თბილისის იმჟამინდელ პროკურორს გ. ღვინიაშვილს, მისივე მოთხოვნით, სათანადო მიმართვით დაუტოვა საკუთარ კაბინეტში. შემდგომ, აღნიშნული მიმართვის ტექსტი ასევე შეიცვალა სხვა მიმართვის წერილით, ვინაიდან ს.გირგვლიანის საქმეს გ. ღვინიაშვილისათვის გადაცემის დროს, თან ერთვოდა 3 ლაზერული დისკი: "მაგთის" ანძების მონაცემები; "ჯეოსელის" ანძების მონაცემები და ბ.პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ასახული იყო დამნაშავეთა მოძრაობა ოქროყანის მიმართულებით და უკან. დისკი მოიცავდა ჩანაწერს ღამის 02.00 საათიდან 03.00 საათამდე. საქმეში დღეს წარმოდგენილი მიმართვა აღარ მოიცავს მითითებას ამ დანართებზე და შესაბამისად, საქმეზე დართული ჩანაწერი ამჟამად არის მხოლოდ 34 წამი.

საქმისადმი საზოგადოების ძალზე მაღალი ინტერესისა და იმის გამო, რომ მიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ მოხერხდა "კუდ"-ის კონკრეტული მოხელეების დანაშაულში მონაწილეობისა და მისი წინაპირობის - "შარდენ ბარში" მინისტრის მეუღლისა და შ.ს. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ყოფნის სრულად დაფარვა, ივ. მერაბიშვილი იძულებული გახდა დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის შემდეგ გამოეცხადებინა დანაშულის ე.წ. "გახსნა" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას ვითომდა "განსაკუთრებული ძალისხმევით".

2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ ს. გირგვლიანის ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაზიანების სასიკვდილო შედეგით (სსკ 119-ე მუხით) და თავისუფლების უკანონო აღკვეთის (სსკ 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "თ" ქვეპუნქტებით) ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი). თუმცა, პასუხისგებაში მისაცემ პირებთან წინასწარ შეთანხმდა მათი დაკავების დღე, პირობები, სასჯელის სახე და ზომა. მორიგების თანახმად, სასჯელის ზომა თითოეული მათგანისათვის არ იქნებოდა წელიწად ნახევარზე მეტი. ამასთან, დასაკავებელ პირთა მონაწილეობით, წინასწარ, უკანონოდ განხორციელდა შემთხვევის ადგილების: "შარდენ ბარი"-სა და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და საგამოძიებო ვერსიის შემუშავება-შეჯერება.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და, კერძოდ, დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ", რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. დაპირებული თანხის ნაწილი "საჩუქრის" სახით "შეფისაგან", (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში (N7 და N10 დაწესებულება).

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ ჩვენებებსა და ვერსიებზე თავად იზრუნებდნენ გამოძიების მწარმოებელი პირები. რომ გამომძიებელები თავად კარნახობდნენ ჩვენებებს ბრალდებულებს, ან მიჰქონდათ მათთან წინასწარ დაწერილი ჩვენებების ტექსტები, რომელთა ფორმალურ გადაწერასაც ახდენდნენ ბრალდებულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 3 მაისს, ბრალდებულებს ფიქტიურად შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება დანაშაულში მონაწილე მათზე მაღალი თანამდებობის პირის ვითომდა განთქმის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ და ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დოკუმენტი მოათავსეს მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში. სინამდვილეში კი, ბრალდებულთა მიერ ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიღებით შექმნეს დოკუმეტი, რაც უნდა შეფასებულიყო იმის მტკიცებულებად, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ იმხილებოდნენ შ/ს სამინისტროს უფრო მაღალი თანამდებობის პირები და გამოძიებამ ყველა ზომა მიიღო მათი გამოვლენა-დადგენის მიზნით. მიმდინარე გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მიერ საპროცესო გარიგების შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიღების საფრთხისაგან დაზღვევისათვის, მიღებულ იქნა ზომები დ. ახალაიას მიერ. მან, გ. ალანიას ხელით, დანარჩენ 3 ბრალდებულს გადასცა ფულადი თანხა მაშინვე, როგორც კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამომძიებლებთან გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

ჩადენილ დანაშაულში დ. ახალაიას მონაწილეობის დაფარვისა და პირიქით, საქმის გახსნაში მისი წვლილის ჩვენების მიზნით, გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა ე.წ. "საიდუმლო" წერილები: დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული "საიდუმლო" წერილი N16/27 (ს) ივ. მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, ივ. მერაბიშვილის ასევე 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული "საიდუმლო" წერილი N16/12(2)-2 საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზ. ადეიშვილისადმი. აღნიშნული "საიდუმლო" წერილით დ. ახალაია ანგარიშს აბარებს ივ. მერაბიშვილს - თითქოსდა ამ უკანასკნელის დავალების შესრულების მიმდინარეობაზე, რაც შეეხებოდა ს. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენისათვის მის მიერ ვითომდა გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. ივ. მერაბიშვილისათვის გაგზავნილ წერილში დ. ახალაია "ასკვნის", რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, ს. გირგვლიანისა და ლ. ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ მხოლოდ: გ. ალანია, მ. ბიბილურიძე, ა. აფციაური და ალ. ღაჭავა. შესაბამისად, ივ. მერაბიშვილმა დ. ახალაიას წერილი, ვითომდა გაუგზავნა საქართველოს გენერალური პროკურორის ზ. ადეიშვილს, რადგან მისთვის დ. ახალაიასგან ცნობილი გახდა, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დამნაშავეებად იკვეთებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული წერილით ივ. მერაბიშვილი, ზ. ადეიშვილს სათანადო რეაგირებისათვის უგზავნიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსის დ. ახალაიას საიდუმლო შეტყობინებას.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ე.წ. "საიდუმლო" წერილები შედგენილია არა მათზე მითითებულ დროს, არამედ, შესრულდა მოგვიანებით, გამოძიების ინსცენირების გეგმის ფარგლებში და წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს არარსებული რეკვიზიტებით.

"ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ძალით, ივ. მერაბიშვილს გააჩნდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება, მიუხედავად მისი პირადი დაინტერესებისა გამოძიების შედეგებისადმი. "ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს დაადგინოს საქმის გარემოებები ან დანაშაულის ჩამდენი პირი, იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტურობის სათანადო ხარისხი. (იხ. "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ N 25091/07, პარ. 242, 2011 წლის 26 აპრილი). ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმის მწარმოებელი დანაყოფები და პირები გამოძიების არც ერთ სტადიაზე არ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, არამედ დამოკიდებულნი იყვნენ არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური, ასევე პრაქტიკული და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყო საქმის არასამართლიანი გამოძიების შედეგებით".

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური 2006 წლის 18 ივლისს მოთავსებულ იქნენ ქ. თბილისში, N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარი შეპირების თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებამდე, მათთვის საგანგებოდ გარემონტდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი (ყოფილი მედ.ცენტრი), დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისაგან იზოლირების მიზნით შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო ცალკე სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსოები. მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შეტანილი იქნა ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დამონტაჟდა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები. ამ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა ციხის შინაგანაწესით დადგენილი მსჯავრდებულთა ქცევის წესები. ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი დროით და რაოდენობით იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეები, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლურ სასმელით, სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე სასჯელის მოხდის პერიოდში პერიოდულად გაჰყავდათ N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვადასხვა ვადით და გადაადგილდებოდნენ პირადი სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის: ბებიის, ბიძაშვილის სამძიმარზე, მაღაზიებში და სხვა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. დადასტურებულია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს ცნობილი მოვლენების დროს - 2008 წლის 11 აგვისტოს: გ.ალანია, ალ.ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე გაყვანილ იქნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების განზრახვით. თუმცა, დ. ახალაია იძულებული გახდა 25 აგვისტოს ისინი უკანვე დაებრუნებუნა ვინაიდან, პრეზიდენტის შეწყალება დროებით გადაიდო. მოგვიანებით, 2008 წლის 24 ნოემბერს: გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე მართლაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი სიმკაცრის გამოხატვა მოეთხოვება საკუთარი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების დასჯის დროს, ვიდრე სხვა დამნაშავის მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასწორზე არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დევს, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება - აღმოფხვრას დაუსჯელობის შეგრძნება, რომელიც დამნაშავეებს შესაძლოა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამო ჰქონდეთ (იხ. ნიკოლოვა და ველიჩკოვა, #63). "როდესაც ადამიანი იღუპება საეჭვო გარემოებებში და სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში, გამოძიების წარმოებისას, შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოავლენს რა სიცოცხლისათვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, თავის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება, რასაც შეუძლია გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს, ისეთებს, როგორსაც ჰქონდა ადგილი მოცემულ საქმეში" (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, 277 პარაგრაფი).

ივ. მერაბიშვილმა, არათუ დაარღვია სახელმწიფოს ვალდებულება აღმოეფხვრა დაუსჯელობის უკანონო პრივილეგია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა შორის, არამედ, თავისი მოქმედებით გამოიწვია მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობის პირდაპირი წახალისება პირადი მოტივებით, საჯარო და სხვა პირთა ინტერესის საწინააღმდეგოდ. ივ. მერაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა დამნაშავეთა და დანაშაულის დაფარვისათვის სხვადასხვა ქმედებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში, გამოძიების ინსცენირებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზებაში, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენით - საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში, დამნაშავეთა სამსახურებრივ, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭებისათვის პირობების შექმნაში და დუმილის სანაცვლოდ, ფინანსური საზღაურისა და კეთილდღეობის შეთავაზებაში, ასევე, სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფაში.

ამრიგად, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 332-ე მუხლი მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ჩადენილს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.

ივ. მერაბიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: მოწმეთა: ნინო ბურჯანაძის; მერაბ ბაღათურიას; დავით კუპატაძის; ემზარ ღარიბაშვილის; დიმიტრი ბიჩინაშვილის; თამაზ ვასაძის, დიმიტრი შაორშაძის, ჯემალ გაბელიას, მალხაზ ბოხუას, ივანე კიკნაველიძის; თამაზ ვასაძის; გიორგი ცნობილაძის, შალვა ნიქაბაძის, დავით სარჯველაძის, ვაჟა გამეზარდაშვილის; გია კობაჩიშვილის; ლერი წერეთელის, თენგიზ ჩიტიაშვილის, ბადრი გოგლიძის; გელა ლაზაშვილის; შოთა გენგაშვილის; ნოდარ ნარსიას, ზაზა ქიმაძის, ზაზა ოსიაშვილის; თამარ მიქაძის, იოსებ ტბელაშვილის; დათუნა გაფრინდაშვილის; ვახტანგ იმედაშვილის; გელა ასანაშვილის; თამაზ მაზანაშვილის; ვასილ სანოძეს; გურგენ დონაძის; კონსტანტინე არჩაიას; ზურაბ კოტარიას; შალვა ვაშაკიძის; მამუკა საბანაძის; ზაზა ქურციკაშვილის; ლევან ჩიფაშვილის; იოსებ ხასაიას; მარინა მანუკიანის; რუსუდან არჩვაძის; იოსებ სადრაძის; დავით ჯავახიშვილის; ლაშა მერებაშვილის; დავით ჩხატარაშვილი; ალექსანდრე მგელაძის; ვალერი ლაცუზბაიას; ზვიად გუგუჩიას; ვარლამ ხეცურიანის; ლაშა ამირანაშვილის; სალომე ჯანუაშვილის; თემურ ტაბაღუას; მურად გაბუნიას; რამაზ ჭოხონელიძის; მინდია ჯახაიას; კახა გაზდელიანის; ივანე ჯავახის; დავით სამხარაძის; ავთანდილ გულაროვის; ზვიად ჯინჯოლიას; აკაკი მუშკუდიანის; ნათია რამიშვილის; ციალა დოიჯაშვილის; ალექსანდრე დოლინსკის; გია ალავიძის; გიორგი მუხიგულაშვილის; გიორგი შალამბერიძის, ზურაბ კვიციანის; ვლადიმერ გვასალიას; არჩილ არევაძის; ირაკლი კიპაროიძის; ნინო გველესიანის, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძის, ავთანდილ აფციაურის; დავით ქოქიაშვილის; გიორგი კალანდარიშვილის; ნინო კიკაბიძის; ზურაბ გრიგოლაშვილის; ციური თევდორაშვილის; ლამარა გაბრიელაშვილის ჩვენებებით; სისხლის სამართლის N10060037 საქმის მასალებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილებებით; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის N768 განკარგულებით (შეწყალება); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 თებერვლის N16/12(ს)-მ და ,,კუდ"-ის დირექტორ დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლის N 16/27(ს) მიმართვის წერილებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 19 თებერვლის N 19632 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტაციით; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2013 წლის N16/2-966599 წერილით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს 2013 წლის 28 თებერვლის N23464 წერილით; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" (საჩივარი N25091/07); გიორგი ცნობილაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით; ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში (,,მოდული") 2008 წლის აგვისტოს საშვთა ბიუროს აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ამონაწერით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს გენერალური ინსპექციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს 2013 წლის 13 აპრილის N695719 წერილით გადმოგზავნილი შ.ს. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (9აპრილის ქ. 4) 2006 წლის თებერვლის თვეში უცხო პირთა შესვლა-გამოსვლის რეგისტრაციის ჟურნალის ასლებით; თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი გ. ალანიას, ა. აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების დოკუმენტებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2013 წლის 8 თებერვლის N4558 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს საფინასო-სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 25 იანვრის N10/4/2-13-0 და და შ.ს.ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის 18 იანვრის N101569 წერილებითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; სატელეფონო სიმ ბარათებზე შემავალი და გამავალი ზარების შ.პ.ს. ,,ჯეოსელიდან" და შ.პ.ს. ,,მაგთიკომიდან" ამოღებული დეტალური ამონაწერებით; გაგა ალავიძის მიერ 2013 წლის 4 თებერვალს წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერებით; ივანე მერაბიშვილის სამსახურის გავლის ნუსხით; ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ