პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს დუმილის სანაცვლოდ 100-100 ათასი დოლარი შესთავაზეს"
"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს დუმილის სანაცვლოდ 100-100 ათასი დოლარი შესთავაზეს"

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს დუ­მი­ლი­სა და და­ნა­შა­ულ­ში უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის არ­გათ­ქმის სა­ნაც­ვლოდ 100-100 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ფი­ნან­სუ­რი სა­ზღა­უ­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზეს, - ამის შე­სა­ხებ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის, მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლებს შეხ­ვდა და შეჰ­პირ­და, რომ "მის გა­სა­კე­თე­ბელს თა­ვად­ვე გა­ა­კე­თებ­და და მათ პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­დათ".

"მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს: გ. ალა­ნი­ას, მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძეს, ალ. ღა­ჭა­ვას და ა. აფ­ცი­ა­ურს, მათ მიერ სას­ჯე­ლის მოხ­დის სა­ფა­სუ­რად, ასე­ვე დუ­მი­ლი­სა და და­ნა­შა­ულ­ში უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და კერ­ძოდ, დ. ახა­ლა­ი­ას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის არ გან­თქმის სა­ნაც­ვლოდ შეს­თა­ვა­ზეს ფი­ნან­სუ­რი სა­ზღა­უ­რის გა­დახ­და 100-100 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, მათი ოჯა­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მთე­ლი რიგი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე, ივ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი შეხ­ვდა ბრალ­დე­ბუ­ლებს და შე­პირ­და, რომ "მის გა­სა­კე­თე­ბელს თა­ვად­ვე გა­ა­კე­თებ­და და მათ პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­დათ", რაც მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც. ივ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა მათ. და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი "სა­ჩუქ­რის" სა­ხით "შე­ფი­სა­გან", (იგუ­ლის­ხმე­ბა შ/ს მი­ნის­ტრი), იქვე გა­დას­ცეს და­კა­ვე­ბუ­ლებს. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის გა­და­ცე­მა კი, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მათი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში (N7 და N10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა)", - ნათ­ქვა­მია ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის წი­ნას­წარ­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მათ ჩვე­ნე­ბებ­სა და ვერ­სი­ებ­ზე თა­ვად იზ­რუ­ნებ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი პი­რე­ბი, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლე­ბი თა­ვად კარ­ნა­ხობ­დნენ ჩვე­ნე­ბებს ბრალ­დე­ბუ­ლებს ან მიჰ­ქონ­დათ მათ­თან წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის ტექ­სტე­ბი, რო­მელ­თა ფორ­მა­ლურ გა­და­წე­რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ახ­დენ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს დუმილის სანაცვლოდ 100-100 ათასი დოლარი შესთავაზეს"

"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს დუმილის სანაცვლოდ 100-100 ათასი დოლარი შესთავაზეს"

სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების არგათქმის სანაცვლოდ 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ფინანსური საზღაურის გადახდა შესთავაზეს, - ამის შესახებ ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ თბილისის პროკურორის, მაია მწარიაშვილის დადგენილებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ვანო მერაბიშვილი ბრალდებულებს შეხვდა და შეჰპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ".

"მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და კერძოდ, დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე, მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ", რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. დაპირებული თანხის ნაწილი "საჩუქრის" სახით "შეფისაგან", (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში (N7 და N10 დაწესებულება)", - ნათქვამია ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ ჩვენებებსა და ვერსიებზე თავად იზრუნებდნენ გამოძიების მწარმოებელი პირები, რომ გამომძიებელები თავად კარნახობდნენ ჩვენებებს ბრალდებულებს ან მიჰქონდათ მათთან წინასწარ დაწერილი ჩვენებების ტექსტები, რომელთა ფორმალურ გადაწერასაც ბრალდებულები ახდენდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ