23 ივნისს ცნობილმა აკრობატმა, 34 წლის ნიკ ვალენდამ, არიზონაში მდებარე დიდ კანიონზე გაჭიმულ ბაგირზე დაზღვევის გარეშე გაიარა. ვალენდა პირველი ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო.
400 მეტრის სიგრძის ბაგირი მიწიდან 457 მეტრ სიმაღლეზე იყო გადებული, მისი დიამეტრი კი სულ რაღაც 5 სანტიმეტრი იყო. ექსტრემალმა "ბეწვის ხიდის" გავლას 22 წუთი და 54 წამი მოანდომა და "გზად" მხოლოდ ორჯერ შეჩერდა.
ნიკ ვალენდამ, რომელიც აკრობატების ცნობილი საგვარეულოს, "მფრინავი ვალენდების" ოჯახის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია, შარშანაც გააკვირვა მსოფლიო, როცა ნიაგარას ჩანჩქერზე გაჭიმულ ბაგირზე გაიარა.