პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"
კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"

ტრა­გე­დია N1 - უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შეც­ვივ­დნენ და სცე­მეს ისიც და მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლეც. ქალი, რო­მელ­საც სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, მი­აგ­დეს, კაცი - გა­ი­ტა­ცეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქა­ლიც გა­დარ­ჩა და ბავ­შვიც, მაგ­რამ კაცს სა­მუ­და­მოდ და­ენგრა სული... გა­ტა­ცე­ბუ­ლი სარ­დაფ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, გა­კო­ჭეს, ჯერ ელექტრო­შო­კით აწა­მეს, შემ­დეგ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს (ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ფირ­ში ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი მხე­ცი სჩა­დის, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ლი - რო­გორც ჩანს, ასე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბაც ჰქონ­დათ). ამაზ­რზე­ნი სა­ნა­ხა­ო­ბაა. ბორ­კი­ლებ­და­დე­ბუ­ლი შიშ­ვე­ლი მსხვერ­პლი მა­გი­და­ზეა გა­დას­კო­ჩი­ლი, მო­ძა­ლა­დე მშვი­დად იხ­დის ტან­საც­მელს, იტო­ვებს მხო­ლოდ ნი­ღაბს და... რო­დე­საც ჯა­ლა­თე­ბის ბან­და რწმუნ­დე­ბა, რომ მსხვერ­პლის­გან სა­სურ­ველ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას ვერ მი­ი­ღებს, უშ­ვე­ბენ...

ტრა­გე­დია N2 - მსხვერ­პლს, რო­მე­ლიც ასე­ვე ქუ­ჩი­დან გა­ი­ტა­ცეს, სთხო­ვენ, აღი­ა­როს არარ­სე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა. იმ დღეს ნაც­ნობ­მა სთხო­ვა, სა­საფ­ლა­ო­ზე ამ­ყე­ვი, ახ­ლობ­ლის საფ­ლა­ვი უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლოო. გაჰ­ყვა. იქ და­ესხნენ თავს და წა­იყ­ვა­ნეს...

წა­მე­ბის წესი იგი­ვეა, ერთი გან­სხვა­ვე­ბით, პრო­ფე­სი­ით გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბელს ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყა­ვარ­ჯნებს ეყ­რდნო­ბა, მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არც კი ყოყ­მა­ნობს. მსხვერ­პლს რამ­დე­ნი­მე დღე აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ... ცოტა ხნით პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბა ავი­წყდე­ბათ და ნიღ­ბებს იხ­სნი­ან. ჯა­ლა­თე­ბის სა­ხეს ცო­ცხალ-მკვდა­რი მსხვერ­პლი აფიქ­სი­რებს. ამის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტენ, რომ ის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს და სა­გან­გე­ბოდ შე­თხზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლით ცი­ხე­ში უშ­ვე­ბენ, უკე­თე­ბენ ნარ­კო­ტიკს, ცო­ტა­საც ჯი­ბე­ში უდე­ბენ. იძა­ხე­ბენ პო­ლი­ცი­ის სხვა ჯგუფს და "ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­სა და გამ­სა­ღე­ბელს" 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას უს­ჯი­ან...

მსხვერ­პლი ფი­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ეს ორი ამაზ­რზე­ნი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბია იმ სი­სას­ტი­კი­სა, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ. წა­მე­ბის, სხვა­დას­ხვა ფორ­მით ძა­ლა­დო­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დეო და აუ­დი­ო­მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ათი ათასს აჭარ­ბებს. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ამ მა­სა­ლე­ბის კო­პი­რე­ბუ­ლი არ­ქი­ვე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­საც აქვს. მათი გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ფა­რულ გა­და­ღე­ბებ­სა და თვალ­თვალ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი­ან იმ პრობ­ლე­მე­ბის­გან, რაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ამი­ტო­მაც ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო თუ აუ­დი­ო­მა­სა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის თემა ზღაპ­რუ­ლი დრა­კო­ნის ამ­ბავს ემ­სგავ­სე­ბა, რო­დე­საც იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, დრა­კო­ნის თა­ვის მოჭ­რა­ზე მა­ნამ­დე მა­ინც თქვა უარი, სა­ნამ ისე არ მოჭ­რი, რომ ერთი თა­ვის ად­გილ­ზე ათი არ ამო­ვი­დეს.

"ეს იყო ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის მსგავ­სი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჩვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც იყ­ვნენ დღე­საც მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სხვა იდე­ო­ლო­გე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ეს იყო კა­ცობ­რი­ო­ბი­სა და პი­რა­დად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს იყო რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ებ­რძო­და ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს; ებ­რძო­და სა­კუ­თარ ხალ­ხს და ამაზ­რზე­ნია, რომ დღეს ამ ფი­რის ნახ­ვის გამო პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს ის ხალ­ხი, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "აპ­რა­ვებ­და" "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" რე­ჟიმს", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას შემ­დეგ, რაც სა­მი­ნის­ტროს დარ­ბაზ­ში ვი­დე­ო­ფი­რის გაშ­ვე­ბამ­დე სკან­და­ლი მოხ­და.

ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ და შემ­დეგ დათო პა­ი­ჭა­ძემ გა­აპ­რო­ტეს­ტეს ფი­რის ჩვე­ნე­ბა, რა­საც კვე­სი­ტა­ძეს­თან ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძი­სა და სხვე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. მათი თქმით, კვე­სი­ტა­ძე ასე­თი გან­ცხა­დე­ბით ცდი­ლობ­და, ხელი და­ე­ფა­რე­ბი­ნა იმ სას­ტი­კი რე­ჟი­მი­სათ­ვის, რო­მელ­საც თვი­თონ და მისი ქმა­რი, შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი შოთა უტი­აშ­ვი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

როცა ფირი ვნა­ხე, დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, რა ფორ­მით გად­მო­მე­ცა მისი ში­ნა­არ­სი მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­თა­გან ერთი ნა­წი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, რომ "ვა­ნოს ჯა­ლა­თე­ბის" მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა კინო" სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ხოს. სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს გა­ვე­ცა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა, მსოფ­ლი­ო­ში გახ­მა­უ­რე­ბულ, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კი­სა და ადა­მი­ან­თა მა­სობ­რი­ვი წა­მე­ბის ამ­სახ­ველ ფაქ­ტებს. თვალ­ში სა­ცე­მია, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა ახ­ლობ­ლებს ჰქონ­დათ შეგ­ნე­ბა, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და­ეგ­მოთ და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო... რო­გორც ჩანს, ჩვენ­თან არა მხო­ლოდ ჯა­ლა­თო­ბის, მო­ნა­ნი­ე­ბის პრობ­ლე­მაც დგას. მა­ვანს უჯობს, იყ­ვი­როს, რომ არა­ე­თი­კუ­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, თუნ­დაც წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რომ ასე, ყვი­რი­ლით გა­და­ფა­როს თა­ვი­სი წილი და­ნა­შა­უ­ლი ან შეც­დო­მა.

ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი: - ნა­ნახ­მა შემძრა. ამ ფირს რომ ნა­ხავ, მერე რო­გორ უნდა გა­ი­ღი­მო? ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში ასე­თი სი­ბილ­წე რომ და­ი­ბა­დე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე მე­ტად სა­დიზ­მის ჩამ­დე­ნია შე­საბ­რა­ლი­სი და სა­ცო­და­ვი, მაგ­რამ ვერც იმას მი­ვემ­ხრო­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ფუ­ჩეჩ­დეს და ვინ­მე და­უს­ჯე­ლი დარ­ჩეს. ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან უნდა ამო­ი­ძირ­კვოს ის, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმი­სა, რაც ცნო­ბი­ე­რე­ბა­შია დაგ­რო­ვი­ლი. რო­გორც ჩანს, ში­ნა­გა­ნად ვერ გავ­ქრის­ტი­ან­დით. ქარ­თვე­ლი იმით იყო მყა­რად, რომ ცხოვ­რე­ბის წე­სით ქრის­ტი­ა­ნობ­და. ეგ რომ მო­ა­ცი­ლო, მი­ი­ღებ ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­ძი­რა­ლას და ეს ხდე­ბა ახლა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრძა­ნა, რომ ეს იყო სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად უნდა ვი­ცხოვ­როთ, იქვე უნდა გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ სის­ტე­მა­საც ჩვენ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ზნე­ო­ბა ქმნის. ერ­თთან მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი მყი­სი­ე­რად გა­მო­ძა­ხილს პო­უ­ლობს მე­ო­რეს­თან. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვერ შევ­ძე­ლით ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან ფა­შიზ­მის ამო­ძირ­კვა. ამ­ბი­ცი­ე­ბი არ აძ­ლევს მოს­ვე­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს და ვერ ხვდე­ბა, რომ ფა­შიზ­მი უაზ­რო­ბაა. ეს ჩან­და დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხშიც. ზოგს წინა რე­ჟი­მის ნოს­ტალ­გია ეტყო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"

კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"

ტრაგედია N1 - უდანაშაულო ადამიანის სახლში სამართალდამცველები შეცვივდნენ და სცემეს ისიც და მისი ფეხმძიმე მეუღლეც. ქალი, რომელსაც სისხლდენა დაეწყო, მიაგდეს, კაცი - გაიტაცეს. საბედნიეროდ, ქალიც გადარჩა და ბავშვიც, მაგრამ კაცს სამუდამოდ დაენგრა სული... გატაცებული სარდაფში ჩაიყვანეს, გაკოჭეს, ჯერ ელექტროშოკით აწამეს, შემდეგ გააუპატიურეს (ამ საშინელებას ფირში ადამიანის მსგავსი მხეცი სჩადის, გამაუპატიურებელი - როგორც ჩანს, ასეთი თანამდებობაც ჰქონდათ). ამაზრზენი სანახაობაა. ბორკილებდადებული შიშველი მსხვერპლი მაგიდაზეა გადასკოჩილი, მოძალადე მშვიდად იხდის ტანსაცმელს, იტოვებს მხოლოდ ნიღაბს და... როდესაც ჯალათების ბანდა რწმუნდება, რომ მსხვერპლისგან სასურველ აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებს, უშვებენ...

ტრაგედია N2 - მსხვერპლს, რომელიც ასევე ქუჩიდან გაიტაცეს, სთხოვენ, აღიაროს არარსებული ტერაქტის მოწყობის მცდელობა. იმ დღეს ნაცნობმა სთხოვა, სასაფლაოზე ამყევი, ახლობლის საფლავი უნდა მოვინახულოო. გაჰყვა. იქ დაესხნენ თავს და წაიყვანეს...

წამების წესი იგივეა, ერთი განსხვავებით, პროფესიით გამაუპატიურებელს ფეხი აქვს მოტეხილი და მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნებს ეყრდნობა, მოვალეობის შესრულებაზე არც კი ყოყმანობს. მსხვერპლს რამდენიმე დღე აუპატიურებენ... ცოტა ხნით პირადი უსაფრთხოება ავიწყდებათ და ნიღბებს იხსნიან. ჯალათების სახეს ცოცხალ-მკვდარი მსხვერპლი აფიქსირებს. ამის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს და საგანგებოდ შეთხზული დანაშაულით ციხეში უშვებენ, უკეთებენ ნარკოტიკს, ცოტასაც ჯიბეში უდებენ. იძახებენ პოლიციის სხვა ჯგუფს და "ნარკომომხმარებელსა და გამსაღებელს" 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან...

მსხვერპლი ფირების აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ამნისტიით გათავისუფლდა.

ეს ორი ამაზრზენი ამბავი მხოლოდ ფრაგმენტებია იმ სისასტიკისა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შსს-ს თანამშრომლები სჩადიოდნენ. წამების, სხვადასხვა ფორმით ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიომასალის რაოდენობა ათი ათასს აჭარბებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მასალების კოპირებული არქივები წინა ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანსაც აქვს. მათი განადგურების შემთხვევაშიც კი, არსებობს საშიშროება, რომ ფარულ გადაღებებსა და თვალთვალში დაფიქსირებული პირები დაცული ვერ იქნებიან იმ პრობლემებისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ მასალების გავრცელებას. ამიტომაც ფარულად ჩაწერილი ვიდეო თუ აუდიომასალების განადგურების თემა ზღაპრული დრაკონის ამბავს ემსგავსება, როდესაც იძულებული ხარ, დრაკონის თავის მოჭრაზე მანამდე მაინც თქვა უარი, სანამ ისე არ მოჭრი, რომ ერთი თავის ადგილზე ათი არ ამოვიდეს.

"ეს იყო ფაშისტური რეჟიმის მსგავსი სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეშიც იყვნენ დღესაც მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა იდეოლოგები. მიმაჩნია, რომ ეს იყო კაცობრიობისა და პირადად ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ყველასა და ყველაფერს; ებრძოდა საკუთარ ხალხს და ამაზრზენია, რომ დღეს ამ ფირის ნახვის გამო პრეტენზიას გამოთქვამს ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში "აპრავებდა" "ნაციონალურ" რეჟიმს", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც სამინისტროს დარბაზში ვიდეოფირის გაშვებამდე სკანდალი მოხდა.

ჯერ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ და შემდეგ დათო პაიჭაძემ გააპროტესტეს ფირის ჩვენება, რასაც კვესიტაძესთან ირაკლი კაკაბაძისა და სხვების დაპირისპირება მოჰყვა. მათი თქმით, კვესიტაძე ასეთი განცხადებით ცდილობდა, ხელი დაეფარებინა იმ სასტიკი რეჟიმისათვის, რომელსაც თვითონ და მისი ქმარი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი ემსახურებოდნენ.

როცა ფირი ვნახე, დიდხანს ვფიქრობდი, რა ფორმით გადმომეცა მისი შინაარსი მკითხველისთვის, რომელთაგან ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ "ვანოს ჯალათების" მიერ გადაღებული "საშინელებათა კინო" სრულიად საქართველომ ნახოს. სტატიაზე მუშაობის დროს გავეცანი ფაქტობრივად ყველა, მსოფლიოში გახმაურებულ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სისასტიკისა და ადამიანთა მასობრივი წამების ამსახველ ფაქტებს. თვალში საცემია, რომ დამნაშავეთა ახლობლებს ჰქონდათ შეგნება, მოკრძალებულად დაეგმოთ დანაშაული, რომელიც არ უნდა მომხდარიყო... როგორც ჩანს, ჩვენთან არა მხოლოდ ჯალათობის, მონანიების პრობლემაც დგას. მავანს უჯობს, იყვიროს, რომ არაეთიკურია ადამიანის უფლებების, პირადი ცხოვრების, თუნდაც წამების ამსახველი ფაქტების გასაჯაროება, რომ ასე, ყვირილით გადაფაროს თავისი წილი დანაშაული ან შეცდომა.

ერეკლე საღლიანი: - ნანახმა შემძრა. ამ ფირს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო? ადამიანის ტვინში ასეთი სიბილწე რომ დაიბადება, დაზარალებულზე მეტად სადიზმის ჩამდენია შესაბრალისი და საცოდავი, მაგრამ ვერც იმას მივემხრობი, რომ ეს ყველაფერი მიფუჩეჩდეს და ვინმე დაუსჯელი დარჩეს. ადამიანის ცნობიერებიდან უნდა ამოიძირკვოს ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რაც ცნობიერებაშია დაგროვილი. როგორც ჩანს, შინაგანად ვერ გავქრისტიანდით. ქართველი იმით იყო მყარად, რომ ცხოვრების წესით ქრისტიანობდა. ეგ რომ მოაცილო, მიიღებ ჩვეულებრივ ნაძირალას და ეს ხდება ახლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ვეთანხმები, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, იქვე უნდა გაგვახსენდეს, რომ სისტემასაც ჩვენში, საზოგადოებაში არსებული ზნეობა ქმნის. ერთთან მომხდარი ამბავი მყისიერად გამოძახილს პოულობს მეორესთან. სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით ცნობიერებიდან ფაშიზმის ამოძირკვა. ამბიციები არ აძლევს მოსვენებას საზოგადოების ნაწილს და ვერ ხვდება, რომ ფაშიზმი უაზრობაა. ეს ჩანდა დარბაზში შეკრებილ ხალხშიც. ზოგს წინა რეჟიმის ნოსტალგია ეტყობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ