პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"
"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის - ეკა ბე­სე­ლი­ას გო­გო­ნა, 9 წლის ლიზი გუ­ბე­ლა­ძე ბულ­გა­რეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი Best Child model of the world-ის კონ­კურ­სი­დან ორი პრი­ზით დაბ­რუნ­და: "მის ევ­რა­ზია" და "მის ტა­ლან­ტი" გახ­და, - ანუ ლი­ზიმ ჟი­უ­რის მო­ხიბ­ვლა არა მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმის ტემ­ბრი­თაც შეძ­ლო. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" დამ­ფუძ­ნებ­ლის - ეკა­ტე­რი­ნე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კონ­კურ­სი ბულ­გა­რეთ­ში, "ოქ­როს ქვი­შა­ზე" გა­ი­მარ­თა. მას­ში 80-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც "მის ევ­რა­ზია" ქარ­თვე­ლი გახ­და. ლი­ზის­თან ერ­თად, კი­დევ სამ­მა პა­ტა­რა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ გვა­სა­ხე­ლა: მე­ო­რე საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი და "კონ­კურ­სის სახე" ნა­ნუ­კა აბ­რა­მი­ძე გახ­და, სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­მო­დე­ლად მა­რი­კა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლეს, ხოლო ტოპ­მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახ­ში გაზ­რდილ ფო­თელ გო­გო­ნას, ნინი სარ­თა­ნი­ას ერგო...

ეკა ბე­სე­ლია შვი­ლის წარ­მა­ტე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, მას ლი­ზის გარ­და, უფ­რო­სი ვა­ჟიც ჰყავს: რატი მი­ლო­რა­ვა 20 წლის გახ­ლავთ. და-ძმას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 11 წე­ლია და უფ­რო­სი ძმა პა­ტა­რა ლი­ზის ხში­რად ანე­ბივ­რებს.

ეკა:

- "მის ტა­ლან­ტი" რომ გახ­დე­ბო­და, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და, იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რია. სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ბულ­გა­რეთ­ში შე­ას­რუ­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ამ­ზა­და და ალ­ბათ, ჟი­უ­რიმ ამა­საც მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ლიზი სა­ოც­რად სპორ­ტუ­ლია და ვეხ­ვე­წე­ბი, ტან­ვარ­ჯიშ­ზე ია­როს, მაგ­რამ უარ­ზეა. ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ ახლა ესეც არ უნდა. ურ­ჩევ­ნია, შინ იჯ­დეს და კომ­პი­უ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით რა­ღა­ცე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ "მის ევ­რა­ზი­ად" და­ა­სა­ხე­ლეს - სა­ხა­სი­ა­თო ქარ­თუ­ლი სახე აქვს და ეტყო­ბა, ამი­ტო­მაც მო­ე­წო­ნათ. მისი გა­მარ­ჯვე­ბით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ლიზი:

- 9 წლის ვარ და კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვსწავ­ლობ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რინ­ში" დავ­დი­ვარ. აქ პირ­ვე­ლად ბე­ბომ მო­მიყ­ვა­ნა. ეს რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა გა­ი­გეს, არ მო­ე­წო­ნათ და მი­თხრეს, - სწავ­ლა­ში ხელი შე­გეშ­ლე­ბაო. ჰოდა, მე და ბე­ბია სა­ა­გენ­ტო­ში თით­ქმის მთე­ლი თვე, მა­ლუ­ლად დავ­დი­ო­დით. სახ­ლში დი­ვან­ზე ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ ჩა­მოვ­სხდე­ბო­დით, ბე­ბოს ვე­კი­თხე­ბო­დი, - რო­დის წა­ვალთ-მეთ­ქი? ის კი მა­ნიშ­ნებ­და ხოლ­მე, - ჩუ­მად იყა­ვიო. ერთხე­ლაც, სა­ა­გენ­ტომ გა­და­წყვი­ტა გა­ე­მარ­თა კონ­კურ­სი - "ვა­ჩუ­ქოთ პა­ტა­რებს სი­ხა­რუ­ლი", რო­მელ­შიც მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ბე­ბი­ამ დე­დას უთხრა: კონ­კურ­სზე ხართ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, სა­დაც თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­სო. დე­დას ჩემი გა­მოს­ვლა მო­ე­წო­ნა და მას მერე სა­ა­გენ­ტო­ში მა­ლუ­ლად სი­ა­რუ­ლი აღარ გვი­წევს (იღი­მის). 2012 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლო" გავ­ხდი, ახლა კი ბულ­გა­რეთ­შიც მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას. იქ იმ­დე­ნად ლა­მა­ზი ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ისე­თი ლა­მა­ზი კა­ბე­ბი ეც­ვათ, ცოტა არ იყოს, შე­მე­შინ­და, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ ეს შიში რო­გორ­ღაც დავძლიე. ჰოდა, "მის ევ­რა­ზი­ად" რომ და­მა­სა­ხე­ლეს, სი­ხა­რუ­ლის­გან ვი­ტი­რე.

- სა­მო­მავ­ლოდ მო­დე­ლო­ბას აპი­რებ?

- მო­დე­ლო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა პრო­ფე­სი­ა­საც უნდა და­ვე­უფ­ლო. თუ ჩემი ეკა მას­წავ­ლე­ბე­ლი­ვით ლა­მა­ზი ვიქ­ნე­ბი, მერე შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდე. გაკ­ვე­თი­ლებ­საც კარ­გად ვსწავ­ლობ. "მის ევ­რა­ზია" რომ გავ­ხდი, კლა­სე­ლებ­მა სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თეს - ყველ­გან ნა­ხა­ტე­ბი ეკი­და და ეწე­რა: "ლიზი, გი­ლო­ცავ!" სა­თი­თა­ოდ მო­მი­ლო­ცეს წარ­მა­ტე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და დი­რექ­ტორ­მაც. ახლა სკო­ლის სა­იტ­ზე ჩემ­ზე სტა­ტია უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს.

- სიმ­ღე­რის­თვი­საც გერ­გო პრი­ზი და "მის ტა­ლან­ტი" გახ­დი...

- თვით­ნას­წავ­ლი ვარ. თუმ­ცა, პა­ტა­რა­ო­ბი­სას "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" დავ­დი­ო­დი. 3 წლი­სამ და­ვი­წყე სიმ­ღე­რა და მას მერე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცდი­ლობ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, ოღონდ - კომ­პი­უ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით: ჯერ სი­ტყვებს ვი­ზე­პი­რებ, მერე მე­ლო­დი­ას ვი­მე­ო­რებ...

- გა­მარ­ჯვე­ბის ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად დე­დას ახა­რე?

- დე­დას ეკა მას­წავ­ლე­ბელ­მა და­უ­რე­კა, მაგ­რამ სხდო­მა­ზე იყო, ამი­ტომ პირ­ვე­ლად მა­მამ გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი. დედა სულ და­კა­ვე­ბუ­ლია და ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე. ის მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ჩა­მო­დის თბი­ლის­ში, სხვა დროს ქუ­თა­ის­შია, მაგ­რამ უქმე დღე­ებ­შიც არ სცა­ლია ხოლ­მე, გა­მუდ­მე­ბით შეხ­ვედ­რებ­ზე და­დის. როცა დედა თბი­ლის­შია, ვცდი­ლობ, ში­ნი­დან არ გა­ვი­დე და ვე­ლო­დე­ბი, რო­დის მოვა. სხვა­თა შო­რის, როცა ახალ მე­გობ­რებს ვი­ძენ, მათ არ ვე­უბ­ნე­ბი, ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლი რომ ვარ. ვამ­ბობ ხოლ­მე: როცა მე გავ­ხდე­ბი ცნო­ბი­ლი, ამას მა­შინ გა­ი­გე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მომ­დის, მათ დე­და­ჩე­მის ვი­ნა­ო­ბას ვი­ღაც ეუბ­ნე­ბა.

- მა­მი­კო ახერ­ხებს შენ­თან ყოფ­ნას?

- მა­მაც დე­და­სა­ვით, და­კა­ვე­ბუ­ლია. ის თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეა, მაგ­რამ ეკას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემ­თვის იც­ლის ხოლ­მე. ბულ­გა­რეთ­ში რომ მივ­დი­ო­დი, აე­რო­პორ­ტში დედა და მამა გა­მომ­ყვნენ, მაგ­რამ უკან რომ დავ­ბრუნ­დი, მხო­ლოდ მამა დამ­ხვდა. დედა სახ­ლში იყო, სი­ცხე ჰქონ­და. რომ მი­ვე­დი, გა­ვაღ­ვი­ძე... იცით, მე ყვე­ლა­ზე კარ­გი მამა მყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის ყვე­ლა სურ­ვილს მის­რუ­ლებს და ერ­თად დავ­დი­ვართ ზო­ო­პარკში, ხან­და­ხან - "მაკ­დო­ნალდსში".

- როცა დე­დას სცა­ლია, არ გა­სე­ირ­ნებს ხოლ­მე?

- დე­დას ადრე მი­ტინ­გებ­ზე დავ­ყავ­დი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არც ერთი მი­ტინ­გი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. მეც მომ­წონ­და იქ სი­ა­რუ­ლი. შე­და­რე­ბით პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მინ­დო­და, პრე­ზი­დენ­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მერე ჩემი მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სია - იუ­რის­ტო­ბა მომ­წონ­და, მაგ­რამ ახლა არც ეს მინ­და, რად­გან ვხე­დავ, რომ დედა ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბა. არ მინ­და, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ვიჯ­დე; იქ ისე­თი სი­ცხეა, რომ ალ­ბათ, გა­ვი­გუ­დე­ბი... ძი­რი­თა­დად, ბე­ბოს­თან ვარ და მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ბე­ბომ რომ არ მომ­ხე­დოს, არ ვიცი, რა მო­მი­ვა. ის დე­დო­ბა­საც მი­წევს ხოლ­მე. ძა­ლი­ან თბი­ლი ბებო მყავს და ყვე­ლა სურ­ვილს მის­რუ­ლებს, ყველ­გან დამ­ყვე­ბა და ჩემი წარ­მა­ტე­ბა უხა­რია.

- დე­დი­კო სა­ჩუქ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რებს?

- სა­ზღვარ­გა­რეთ ხში­რად ისე მი­დის, მის ნახ­ვა­საც ვერ ვას­წრებ და ეს ბევ­რჯერ გა­მიპ­რო­ტეს­ტე­ბია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბლოკ­ნო­ტებ­ში წერა და ხატ­ვა. ჰოდა, დე­დას სა­ჩუქ­რად სწო­რედ დიდი ზო­მის ბლოკ­ნო­ტე­ბი ჩა­მო­აქვს ხოლ­მე.

- შენ და შენი ძმა ხში­რად ჩხუ­ბობთ?

- რატი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ხან­და­ხან, კომ­პი­უ­ტე­რის გამო ვჩხუ­ბობთ. სახ­ლში ყვე­ლა­ფერს ბებო აკე­თებს და მეც მას­წავ­ლის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ჯერ ტორ­ტს და ხა­ჭა­პურს ვერ ვა­ცხობ, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი პიცა გა­მომ­დის; ვიცი კვერ­ცხის შეწ­ვა და ყა­ვის, ჩაის მო­დუ­ღე­ბა. ისიც ვიცი, რომ დე­დას ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი რა­ღა­ცე­ბის მირ­თმე­ვა გა­უ­ხარ­დე­ბა და ვცდი­ლობ, როცა შინ მო­დის, გა­ვა­ნე­ბივ­რო. ერთ დღეს ხილი ლა­მა­ზად დავ­ჭე­რი, გვერ­დით ჩემი გა­მომ­ცხვა­რი ორ­ცხო­ბი­ლა მი­ვუ­წყვე, ჩაი მო­ვუ­დუ­ღე, თეფ­შზე შო­კო­ლა­დიც დავ­დე და მი­ვარ­თვი...

ეკა ბე­სე­ლია:

- სულ ვოც­ნე­ბობ­დი, ლი­ზის­ნა­ი­რი გო­გო­ნა მყო­ლო­და; ის ჩემი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი. მგავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა­ში. აქვს მა­მის ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა: არ­ტის­ტუ­ლია, ხე­ლოვ­ნე­ბა უყ­ვარს, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია; წერს სიმ­ღე­რებს, დგამს სპექ­ტაკ­ლებს, აკე­თებს კლი­პებს და მერე კომ­პი­უ­ტერ­ში ტვირ­თავს. ვცდი­ლობ, წიგ­ნის კი­თხვას მი­ვაჩ­ვიო... ლიზი პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­ტინ­გებ­სა და აქ­ცი­ებ­ზე გა­ი­ზარ­და. 4 წლი­დან მი­ტინ­გებ­ზე დამ­ყავ­და და მსვლე­ლო­ბებ­ში დიდი ინ­ტე­რე­სით მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ტერ­მი­ნე­ბით ლა­პა­რა­კობ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვაჩ­ვევ­დი. მი­მაჩ­ნია, რომ ბავ­შვი რაც უფრო მე­ტად და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­იზ­რდე­ბა, უფრო ძლი­ე­რი თვი­სე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თი უყა­ლიბ­დე­ბა. ხში­რად დამ­ყავ­და პო­ლი­ტი­კურ შეხ­ვედ­რებ­ზეც, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, თე­ატ­რში, სპექ­ტაკლზე...

- ლი­ზის გული სწყდე­ბა, რომ მის­თვის დრო არ გრჩე­ბა.

- შვი­ლი დე­დას­თან უნდა იზ­რდე­ბო­დეს, მაგ­რამ მე თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ცოტა მქონ­და და მუ­დამ იმას ვცდი­ლობ­დი, ჩემ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო. ახლა საქ­მემ მო­ი­თხო­ვა და ქუ­თა­ის­ში მი­წევს ყოფ­ნა. დღეს ლიზი ბე­ბი­ი­სა და მა­მის ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბის ქვე­შაა. მა­მას უფრო ხში­რად ურე­კავს, ვიდ­რე - მე. როცა ლიზი რა­ი­მეს და­ხა­ტავს ან გა­ა­ფე­რა­დებს, იქვე მი­ა­წერს ხოლ­მე: "დედა, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე, ძა­ლი­ან მინ­და აქ იყო; ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ". ასეთ წარ­წე­რებს რომ ვხე­დავ, ამას გან­ვიც­დი. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ისეთ ად­გი­ლებ­ში მიმ­ყავს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს ყოფ­ნა. დიდი ახი­რე­ბე­ბი არ აქვს და მის სურ­ვი­ლებს იო­ლად ვას­რუ­ლებ. სხვა­თა შო­რის, ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, დე­და­სა­ვით გიჟ­დე­ბა შო­კო­ლად­ზე.

- უფ­როს ვაჟ­თან შენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც გვი­თხა­რი რა­ი­მე...

- 19 წლის ვი­ყა­ვი, რატი რომ გაჩ­ნდა. ის მე მგავს, ლიზი კი - მა­მას. რატი 2 თვის იყო, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი და წვა­ლე­ბით გავ­ზარ­დე - მა­შინ ხომ სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო... შემ­დეგ, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვი­ღა­ცე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და და ამი­ტო­მაც, მის წი­ნა­შე უფრო მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მა­კის­რია. მან ჩემ გამო მძი­მე ორი წელი გა­და­ი­ტა­ნა, ერთი წელი იმა­ლე­ბო­და და სკო­ლაც დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა. მინ­და, რატი ბევ­რად უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე არის. შვი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ, მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ კე­თილ­შო­ბი­ლი ბი­ჭია და ცუდს არას­დროს გა­ა­კე­თებს. ასე მგო­ნია, დროს არ უფრთხილ­დე­ბა და ამის გამო ვაკ­რი­ტი­კებ ხოლ­მე. ახლა 20 წლის არის და მე­ა­მა­ყე­ბა, ამ­ხე­ლა შვი­ლი რომ მყავს. წელს აბა­რებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შარ­შან კი ერთი ქულა და­აკ­ლდა. რატი მა­მის გა­რე­შე გა­ი­ზარ­და და ვცდი­ლობ, ეს სი­ცა­რი­ე­ლე ამო­ვუვ­სო, ზოგ­ჯერ კი ვე­ბუ­ტე­ბი და ხმას არ ვცემ.

- მა­გა­ლი­თად, რის გამო ებუ­ტე­ბი?

- ვე­ბუ­ტე­ბი მა­შინ, როცა შინ გვი­ან ბრუნ­დე­ბა ან იმის გა­კე­თე­ბა და­ა­ვი­წყდე­ბა, რა­საც და­ვა­ვა­ლებ. სხვა­თა შო­რის, ჩემს შვი­ლებს სა­ო­ცა­რი დაძ­მო­ბა აქვთ. რატი ლი­ზი­კოს მი­მართ ძა­ლი­ან თბი­ლია.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"

"ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - ეკა ბესელიას გოგონა, 9 წლის ლიზი გუბელაძე ბულგარეთში ჩატარებული Best Child model of the world-ის კონკურსიდან ორი პრიზით დაბრუნდა: "მის ევრაზია" და "მის ტალანტი" გახდა, - ანუ ლიზიმ ჟიურის მოხიბვლა არა მარტო გარეგნობით, არამედ არაჩვეულებრივი ხმის ტემბრითაც შეძლო. სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებლის - ეკატერინე მგალობლიშვილის განცხადებით, კონკურსი ბულგარეთში, "ოქროს ქვიშაზე" გაიმართა. მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც "მის ევრაზია" ქართველი გახდა. ლიზისთან ერთად, კიდევ სამმა პატარა ქართველმა გოგონამ გვასახელა: მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი და "კონკურსის სახე" ნანუკა აბრამიძე გახდა, საუკეთესო ფოტომოდელად მარიკა ვაჩეიშვილი დაასახელეს, ხოლო ტოპმოდელის ტიტული სოციალურად დაუცველ ოჯახში გაზრდილ ფოთელ გოგონას, ნინი სართანიას ერგო...

ეკა ბესელია შვილის წარმატებით გახარებულია. შეგახსენებთ, მას ლიზის გარდა, უფროსი ვაჟიც ჰყავს: რატი მილორავა 20 წლის გახლავთ. და-ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია და უფროსი ძმა პატარა ლიზის ხშირად ანებივრებს.

ეკა:

- "მის ტალანტი" რომ გახდებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, იმდენად ნიჭიერია. სიმღერა, რომელიც ბულგარეთში შეასრულა, დამოუკიდებლად მოამზადა და ალბათ, ჟიურიმ ამასაც მიაქცია ყურადღება. ლიზი საოცრად სპორტულია და ვეხვეწები, ტანვარჯიშზე იაროს, მაგრამ უარზეა. ცეკვაზე დადიოდა, მაგრამ ახლა ესეც არ უნდა. ურჩევნია, შინ იჯდეს და კომპიუტერის დახმარებით რაღაცები დამოუკიდებლად ისწავლოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ "მის ევრაზიად" დაასახელეს - სახასიათო ქართული სახე აქვს და ეტყობა, ამიტომაც მოეწონათ. მისი გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

ლიზი:

- 9 წლის ვარ და კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ, პარალელურად კი სამოდელო სააგენტო "კატრინში" დავდივარ. აქ პირველად ბებომ მომიყვანა. ეს რომ ჩემმა მშობლებმა გაიგეს, არ მოეწონათ და მითხრეს, - სწავლაში ხელი შეგეშლებაო. ჰოდა, მე და ბებია სააგენტოში თითქმის მთელი თვე, მალულად დავდიოდით. სახლში დივანზე ყველანი ერთად რომ ჩამოვსხდებოდით, ბებოს ვეკითხებოდი, - როდის წავალთ-მეთქი? ის კი მანიშნებდა ხოლმე, - ჩუმად იყავიო. ერთხელაც, სააგენტომ გადაწყვიტა გაემართა კონკურსი - "ვაჩუქოთ პატარებს სიხარული", რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. ბებიამ დედას უთხრა: კონკურსზე ხართ დაპატიჟებული, სადაც თქვენი ქალიშვილიც მონაწილეობსო. დედას ჩემი გამოსვლა მოეწონა და მას მერე სააგენტოში მალულად სიარული აღარ გვიწევს (იღიმის). 2012 წელს "მის საქართველო" გავხდი, ახლა კი ბულგარეთშიც მივაღწიე წარმატებას. იქ იმდენად ლამაზი ბავშვები მონაწილეობდნენ და ისეთი ლამაზი კაბები ეცვათ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მაგრამ სცენაზე გასვლის წინ ეს შიში როგორღაც დავძლიე. ჰოდა, "მის ევრაზიად" რომ დამასახელეს, სიხარულისგან ვიტირე.

- სამომავლოდ მოდელობას აპირებ?

- მოდელობა ძალიან მომწონს, მაგრამ პარალელურად, სხვა პროფესიასაც უნდა დავეუფლო. თუ ჩემი ეკა მასწავლებელივით ლამაზი ვიქნები, მერე შეიძლება, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი გავხდე. გაკვეთილებსაც კარგად ვსწავლობ. "მის ევრაზია" რომ გავხდი, კლასელებმა საჩუქარი გამიკეთეს - ყველგან ნახატები ეკიდა და ეწერა: "ლიზი, გილოცავ!" სათითაოდ მომილოცეს წარმატება მასწავლებლებმა და დირექტორმაც. ახლა სკოლის საიტზე ჩემზე სტატია უნდა გამოქვეყნდეს.

- სიმღერისთვისაც გერგო პრიზი და "მის ტალანტი" გახდი...

- თვითნასწავლი ვარ. თუმცა, პატარაობისას "ბასტი-ბუბუში" დავდიოდი. 3 წლისამ დავიწყე სიმღერა და მას მერე დამოუკიდებლად ვცდილობ მეცადინეობას, ოღონდ - კომპიუტერის დახმარებით: ჯერ სიტყვებს ვიზეპირებ, მერე მელოდიას ვიმეორებ...

- გამარჯვების ამბავი პირველად დედას ახარე?

- დედას ეკა მასწავლებელმა დაურეკა, მაგრამ სხდომაზე იყო, ამიტომ პირველად მამამ გაიგო ეს ამბავი. დედა სულ დაკავებულია და ამას უკვე მივეჩვიე. ის მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდის თბილისში, სხვა დროს ქუთაისშია, მაგრამ უქმე დღეებშიც არ სცალია ხოლმე, გამუდმებით შეხვედრებზე დადის. როცა დედა თბილისშია, ვცდილობ, შინიდან არ გავიდე და ველოდები, როდის მოვა. სხვათა შორის, როცა ახალ მეგობრებს ვიძენ, მათ არ ვეუბნები, ეკა ბესელიას შვილი რომ ვარ. ვამბობ ხოლმე: როცა მე გავხდები ცნობილი, ამას მაშინ გაიგებენ-მეთქი, მაგრამ არ გამომდის, მათ დედაჩემის ვინაობას ვიღაც ეუბნება.

- მამიკო ახერხებს შენთან ყოფნას?

- მამაც დედასავით, დაკავებულია. ის თბილისის პროკურორის მოადგილეა, მაგრამ ეკასგან განსხვავებით, ჩემთვის იცლის ხოლმე. ბულგარეთში რომ მივდიოდი, აეროპორტში დედა და მამა გამომყვნენ, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, მხოლოდ მამა დამხვდა. დედა სახლში იყო, სიცხე ჰქონდა. რომ მივედი, გავაღვიძე... იცით, მე ყველაზე კარგი მამა მყავს მთელ მსოფლიოში. ის ყველა სურვილს მისრულებს და ერთად დავდივართ ზოოპარკში, ხანდახან - "მაკდონალდსში".

- როცა დედას სცალია, არ გასეირნებს ხოლმე?

- დედას ადრე მიტინგებზე დავყავდი და შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია. მეც მომწონდა იქ სიარული. შედარებით პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, პრეზიდენტი გამოვსულიყავი, მერე ჩემი მშობლების პროფესია - იურისტობა მომწონდა, მაგრამ ახლა არც ეს მინდა, რადგან ვხედავ, რომ დედა ძალიან იტანჯება. არ მინდა, პარლამენტის შენობაში ვიჯდე; იქ ისეთი სიცხეა, რომ ალბათ, გავიგუდები... ძირითადად, ბებოსთან ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ბებომ რომ არ მომხედოს, არ ვიცი, რა მომივა. ის დედობასაც მიწევს ხოლმე. ძალიან თბილი ბებო მყავს და ყველა სურვილს მისრულებს, ყველგან დამყვება და ჩემი წარმატება უხარია.

- დედიკო საჩუქრებით განებივრებს?

- საზღვარგარეთ ხშირად ისე მიდის, მის ნახვასაც ვერ ვასწრებ და ეს ბევრჯერ გამიპროტესტებია. ძალიან მიყვარს ბლოკნოტებში წერა და ხატვა. ჰოდა, დედას საჩუქრად სწორედ დიდი ზომის ბლოკნოტები ჩამოაქვს ხოლმე.

- შენ და შენი ძმა ხშირად ჩხუბობთ?

- რატი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხანდახან, კომპიუტერის გამო ვჩხუბობთ. სახლში ყველაფერს ბებო აკეთებს და მეც მასწავლის კერძების მომზადებას. ჯერ ტორტს და ხაჭაპურს ვერ ვაცხობ, მაგრამ გემრიელი პიცა გამომდის; ვიცი კვერცხის შეწვა და ყავის, ჩაის მოდუღება. ისიც ვიცი, რომ დედას ჩემი მომზადებული რაღაცების მირთმევა გაუხარდება და ვცდილობ, როცა შინ მოდის, გავანებივრო. ერთ დღეს ხილი ლამაზად დავჭერი, გვერდით ჩემი გამომცხვარი ორცხობილა მივუწყვე, ჩაი მოვუდუღე, თეფშზე შოკოლადიც დავდე და მივართვი...

ეკა ბესელია:

- სულ ვოცნებობდი, ლიზისნაირი გოგონა მყოლოდა; ის ჩემი ახდენილი ოცნებაა. ძალიან საინტერესო ადამიანია, ნიჭიერი, ჭკვიანი. მგავს დამოუკიდებლობაში, კომუნიკაციაში, მიზანსწრაფულობაში. აქვს მამის ბევრი კარგი თვისება: არტისტულია, ხელოვნება უყვარს, ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებულია; წერს სიმღერებს, დგამს სპექტაკლებს, აკეთებს კლიპებს და მერე კომპიუტერში ტვირთავს. ვცდილობ, წიგნის კითხვას მივაჩვიო... ლიზი პრაქტიკულად, მიტინგებსა და აქციებზე გაიზარდა. 4 წლიდან მიტინგებზე დამყავდა და მსვლელობებში დიდი ინტერესით მონაწილეობდა, პოლიტიკური ტერმინებით ლაპარაკობდა. დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე ვაჩვევდი. მიმაჩნია, რომ ბავშვი რაც უფრო მეტად დამოუკიდებლად გაიზრდება, უფრო ძლიერი თვისებები და ხასიათი უყალიბდება. ხშირად დამყავდა პოლიტიკურ შეხვედრებზეც, კულტურულ ღონისძიებებზე, თეატრში, სპექტაკლზე...

- ლიზის გული სწყდება, რომ მისთვის დრო არ გრჩება.

- შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს, მაგრამ მე თავისუფალი დრო ყოველთვის ძალიან ცოტა მქონდა და მუდამ იმას ვცდილობდი, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ახლა საქმემ მოითხოვა და ქუთაისში მიწევს ყოფნა. დღეს ლიზი ბებიისა და მამის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა. მამას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე - მე. როცა ლიზი რაიმეს დახატავს ან გააფერადებს, იქვე მიაწერს ხოლმე: "დედა, ძალიან მომენატრე, ძალიან მინდა აქ იყო; ძალიან მიყვარხარ". ასეთ წარწერებს რომ ვხედავ, ამას განვიცდი. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ისეთ ადგილებში მიმყავს, სადაც ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა. დიდი ახირებები არ აქვს და მის სურვილებს იოლად ვასრულებ. სხვათა შორის, ტკბილეული უყვარს, დედასავით გიჟდება შოკოლადზე.

- უფროს ვაჟთან შენს ურთიერთობაზეც გვითხარი რაიმე...

- 19 წლის ვიყავი, რატი რომ გაჩნდა. ის მე მგავს, ლიზი კი - მამას. რატი 2 თვის იყო, საცხოვრებლად თბილისში რომ ჩამოვედი და წვალებით გავზარდე - მაშინ ხომ სამოქალაქო ომი იყო... შემდეგ, ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ჩემი 16 წლის ვაჟი ვიღაცების სამიზნე გახდა და ამიტომაც, მის წინაშე უფრო მეტი ვალდებულება მაკისრია. მან ჩემ გამო მძიმე ორი წელი გადაიტანა, ერთი წელი იმალებოდა და სკოლაც დაგვიანებით დაამთავრა. მინდა, რატი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე არის. შვილების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კეთილშობილი ბიჭია და ცუდს არასდროს გააკეთებს. ასე მგონია, დროს არ უფრთხილდება და ამის გამო ვაკრიტიკებ ხოლმე. ახლა 20 წლის არის და მეამაყება, ამხელა შვილი რომ მყავს. წელს აბარებს უნივერსიტეტში, შარშან კი ერთი ქულა დააკლდა. რატი მამის გარეშე გაიზარდა და ვცდილობ, ეს სიცარიელე ამოვუვსო, ზოგჯერ კი ვებუტები და ხმას არ ვცემ.

- მაგალითად, რის გამო ებუტები?

- ვებუტები მაშინ, როცა შინ გვიან ბრუნდება ან იმის გაკეთება დაავიწყდება, რასაც დავავალებ. სხვათა შორის, ჩემს შვილებს საოცარი დაძმობა აქვთ. რატი ლიზიკოს მიმართ ძალიან თბილია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია