Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩის კალათბურთში "რედ ბულის" თასის მფლობელი ვახტანგ ქადარია გახდა
ქუჩის კალათბურთში "რედ ბულის" თასის მფლობელი ვახტანგ ქადარია გახდა

22 ივ­ნისს რა­ბა­თის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქუ­ჩის კა­ლათ­ბურ­თის (სთრით­ბო­ლი) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის - Red Bull King of the Rock 2013 - სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი გა­ი­მარ­თა. ერ­თდღი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მხო­ლოდ კა­ლათ­ბურ­თით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა. ად­გილ­ზე ჩა­სულ მო­ნა­წი­ლე­ებს გი­დის თან­ხლე­ბით რა­ბა­თის ცი­ხე­სი­მაგ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­მო­რი ბალ­დე და გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­უ­ძღვნენ.

კომ­პა­ნია "რედ ბუ­ლის" თა­სის მო­სა­პო­ვებ­ლად ერ­თმა­ნეთს 64 მო­ნა­წი­ლე შე­ე­ჯიბ­რა. ორ­თაბ­რძო­ლა ერთი-ერ­თზე გა­ი­მარ­თა. მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ ერ­თა­დერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი მო­დე­ბა­ძე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და­ვით ქა­ცა­რა­ვა.

შე­სარ­ჩე­ვი ტური რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გა­ი­მარ­თა. მე­ო­თხე და მე­სა­მე ად­გი­ლი აკა­კი ლო­მო­ურ­მა და დათო ბაქ­რა­ძემ და­ი­კა­ვეს.

ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს მი­ხე­ილ ფან­ჩუ­ლი­ძე და ვახ­ტანგ ქა­და­რია შეხ­ვდნენ. Red Bull King of the Rock 2013-ის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 23 წლის ვახ­ტანგ ქა­და­რია გახ­და.(ან­გა­რი­შით 8:4)

დღის და­სას­რულს რა­ბა­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­სე­ბულ რეს­ტო­რან­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სან-ფრან­ცის­კო­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსოფ­ლიო ფი­ნალ­ზე გა­ეგ­ზავ­რე­ბა და 28 სექ­ტემ­ბერს მსოფ­ლი­ოს 23 ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებს.

ფი­ნა­ლი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ცი­ხის - ალ­კატ­რა­სის (Alcatraz) ეზო­ში ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე "კლდის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. წელს უკვე მე­ო­თხედ გა­მოვ­ლინ­დე­ბა The King of the Rock – "კლდის მეფე", რო­მე­ლიც რა­ჟან რონ­დოს­თან პი­რა­დი შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გარ­და, 20 000 აშშ დო­ლარ­საც მი­ი­ღებს 

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ქე­თე­ვან პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქუჩის კალათბურთში "რედ ბულის" თასის მფლობელი ვახტანგ ქადარია გახდა

ქუჩის კალათბურთში "რედ ბულის" თასის მფლობელი ვახტანგ ქადარია გახდა

22 ივნისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთის (სთრითბოლი) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატის - Red Bull King of the Rock 2013 - საქართველოს ოფიციალური შესარჩევი ეტაპი გაიმართა. ერთდღიანი ღონისძიება მხოლოდ კალათბურთით არ შემოფარგლულა. ადგილზე ჩასულ მონაწილეებს გიდის თანხლებით რაბათის ციხესიმაგრის დათვალიერების საშუალება მიეცათ.

ღონისძიებას სამორი ბალდე და გიორგი ზურაბიშვილი გაუძღვნენ.

კომპანია "რედ ბულის" თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს 64 მონაწილე შეეჯიბრა. ორთაბრძოლა ერთი-ერთზე გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ ერთადერთი ქალბატონი ქეთი მოდებაძე და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა.

შესარჩევი ტური რამდენიმე ეტაპად გაიმართა. მეოთხე და მესამე ადგილი აკაკი ლომოურმა და დათო ბაქრაძემ დაიკავეს.

ფინალში ერთმანეთს მიხეილ ფანჩულიძე და ვახტანგ ქადარია შეხვდნენ. Red Bull King of the Rock 2013-ის საქართველოს შესარჩევი ტურის გამარჯვებული 23 წლის ვახტანგ ქადარია გახდა.(ანგარიშით 8:4)

დღის დასასრულს რაბათის ციხესიმაგრეში არსებულ რესტორანში მონაწილეებისთვის ტრადიციული ვახშამი გაიმართა.

გამარჯვებული სან-ფრანცისკოში ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე გაეგზავრება და 28 სექტემბერს მსოფლიოს 23 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს.

ფინალი ცნობილი ამერიკული ციხის - ალკატრასის (Alcatraz) ეზოში ჩატარდება, რომელიც ასევე „კლდის“ სახელითაა ცნობილი. წელს უკვე მეოთხედ გამოვლინდება The King of the Rock – „კლდის მეფე“, რომელიც რაჟან რონდოსთან პირადი შეხვედრის შესაძლებლობის  გარდა, 20 000 აშშ დოლარსაც მიიღებს 

იხილეთ ფოტოგალერეა

ქეთევან პატარქალიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია