მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს
წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს

სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 9 პი­რი­დან სამი ბრალს არ აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, კობა თო­დუ­ას ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ნარ­მა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ სცნობს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­შია გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი.

აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა კი­დევ ორმა ბრალ­დე­ბულ­მა - ირაკ­ლი ახა­ლა­ი­ამ და რუს­ლან შა­მა­ხი­ამ გა­ა­სა­ჩივ­რეს.

მათი ად­ვო­კა­ტის, მათე ხარ­ჭა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს ირაკ­ლი ახა­ლა­ი­ას და რუს­ლან შა­მა­ხი­ას ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გი­ორ­გი ბუ­ლი­ას ად­ვო­კა­ტის ხვი­ჩა ხევ­სუ­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ სცნობს.

სამი პი­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის შე­ტა­ნი­დან 72 სა­ა­თის ვა­და­ში უნდა მოხ­დეს.

სა­მეგ­რე­ლო­ში სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნი­დან მე­ო­რე დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით, 9 პირი - მარ­ლეს ხვი­ტია, გოჩა შო­ნია, გუ­რამ ჭი­თა­ნა­ვა, კობა თო­დუა, გი­ორ­გი ბუ­ლია, თე­მურ უბი­რია, პა­ა­ტა ქი­რია, რუს­ლან შა­მა­ხია და ირაკ­ლი ახა­ლა­ია და­ა­კა­ვეს. მათი ნა­წი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, ნა­წი­ლი კი - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და.

მათ ბრა­ლად სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ფი­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა - მათ შო­რის სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა ედე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან სამი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, კობა თოდუას ადვოკატმა ირაკლი ნარმანიამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა კიდევ ორმა ბრალდებულმა - ირაკლი ახალაიამ და რუსლან შამახიამ გაასაჩივრეს.

მათი ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ირაკლი ახალაიას და რუსლან შამახიას ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები.

კიდევ ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ბულიას ადვოკატის ხვიჩა ხევსურიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ სცნობს.

სამი პირის სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანიდან 72 საათის ვადაში უნდა მოხდეს.

სამეგრელოში საიდუმლო სამალავის აღმოჩენიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურმა წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 9 პირი - მარლეს ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, კობა თოდუა, გიორგი ბულია, თემურ უბირია, პაატა ქირია, რუსლან შამახია და ირაკლი ახალაია დააკავეს. მათი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან, ნაწილი კი - თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

მათ ბრალად სამალავში აღმოჩენილ ფირებზე აღბეჭდილი წამება და არაადამიანური მოპყრობა - მათ შორის სქესობრივი ძალადობა ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ