პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს
ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, - ასე აფა­სებს პუბ­ლი­ცის­ტი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ამას­თან, რო­გორც მაღ­ლა­ფე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, მე­ო­რე მხრივ, მსგავ­სი მა­გა­ლი­თი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა მუდ­მი­ვად ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მიდ­რე­კილ ჩვენს ქვე­ყა­ნას.

"ექ­სპრეტ­თა ვა­რა­უ­დე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ უსაგ­ნო ცრუ­გან­გა­შია, რად­გან, ცხა­დია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ­სა­დაც არ წავა სა­ნამ სის­ტე­მურ გარ­დაქ­მნას დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნევს და წავა მხო­ლოდ მა­შინ, როცა, მისი აზ­რით, ამ­გვა­რი გარ­დაქ­მნა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის სა­ბო­ლოო დას­ტუ­რი", - მი­იჩ­ნევს მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

მი­სი­ვე აზ­რით, გან­ცხა­დე­ბა, პო­ლი­ტი­კი­დან პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში წას­ვლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ იმას ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გათ­ვლით, პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად სის­ტე­მუ­რი გარ­დაქ­მნა დას­რულ­დე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა მყარ სა­ფუძ­ველ­ზე დად­გე­ბა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და იმ უმ­თავ­რე­სი გა­ნა­ცხა­დით და და­პი­რე­ბით, რომ სის­ტე­მურ გარ­დაქ­მნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, რის შემ­დე­გაც სა­ხელ­მწი­ფო აღარ იქ­ნე­ბო­და მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ტე­რო­რის ია­რა­ღი და დამ­კვიდ­რდე­ბო­და სის­ტე­მუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლი დარ­ჩა, რაც ყვე­ლა უსა­მარ­თლო­ბის სა­თა­ვედ გვევ­ლი­ნე­ბა, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი იქ­ნე­ბა და მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ იგი პრო­ცე­სე­ბი­დან გაქ­ცე­ვას აპი­რებ­დეს ანუ თა­ვად გეგ­მავ­დეს და ეგუ­ე­ბო­დეს სა­კუ­თარ მარ­ცხს", - აღ­ნიშ­ნავს პუბ­ლი­ცის­ტი.

ასე­ვე ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ე.წ. წას­ვლა რის­კე­ბის­გა­ნაც და­ზღვე­უ­ლია, ვი­ნა­ი­დან სწო­რე ამ ნა­ბი­ჯით იგი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე­წო­ნი­ან პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად, რო­მელ­საც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა პრო­ცე­სე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, მაღ­ლა­ფე­რი­ძის აზ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იჭ­რას ორი პრობ­ლე­მა.

"პირ­ვე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრე­მი­ე­რის ინ­სტი­ტუტ­თან... მე­ო­რე პრობ­ლე­მა კი არის პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ შე­მად­გენ­ლო­ბით და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს და დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ახერ­ხებს ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. პო­ლი­ტი­კის ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­დაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩანს ამ­გვა­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა", - მი­იჩ­ნევს ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს

ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოლიტიკური გამარჯვების მაუწყებელი იქნება, - ასე აფასებს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას.

ამასთან, როგორც მაღლაფერიძე მიიჩნევს, მეორე მხრივ, მსგავსი მაგალითი ძალიან სჭირდება მუდმივად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ჩვენს ქვეყანას.

"ექსპრეტთა ვარაუდები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სინამდვილეში მხოლოდ უსაგნო ცრუგანგაშია, რადგან, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსადაც არ წავა სანამ სისტემურ გარდაქმნას დასრულებულად არ მიიჩნევს და წავა მხოლოდ მაშინ, როცა, მისი აზრით, ამგვარი გარდაქმნა დასრულებული იქნება. აქედან გამომდინარე, სწორედ პოლიტიკიდან წასვლა იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გამარჯვების საბოლოო დასტური", - მიიჩნევს მაღლაფერიძე.

მისივე აზრით, განცხადება, პოლიტიკიდან პრეზიდენტის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წასვლის შესახებ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გათვლით, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად სისტემური გარდაქმნა დასრულდება და დემოკრატიული მმართველობა მყარ საფუძველზე დადგება.

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა იმ უმთავრესი განაცხადით და დაპირებით, რომ სისტემურ გარდაქმნას განახორციელებდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აღარ იქნებოდა მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული ტერორის იარაღი და დამკვიდრდებოდა სისტემური სამართლიანობა. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ თუ საქართველოს სახელმწიფო კვლავინდებურად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი დარჩა, რაც ყველა უსამართლობის სათავედ გვევლინება, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მარცხი იქნება და მისი განვლილი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია, რომ იგი პროცესებიდან გაქცევას აპირებდეს ანუ თავად გეგმავდეს და ეგუებოდეს საკუთარ მარცხს", - აღნიშნავს პუბლიცისტი.

ასევე ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. წასვლა რისკებისგანაც დაზღვეულია, ვინაიდან სწორე ამ ნაბიჯით იგი განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.

აღნიშნულის გარდა, მაღლაფერიძის აზრით, ივანიშვილის წასვლამდე აუცილებლად უნდა გადაიჭრას ორი პრობლემა.

"პირველი დაკავშირებულია პრემიერის ინსტიტუტთან... მეორე პრობლემა კი არის პარლამენტი, რომელიც ამ შემადგენლობით და კონფიგურაციით სრულიად არ შეესაბამება მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებს და დღესდღეობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას. პოლიტიკის ლოგიკიდან გამომდინარე ისედაც მიზანშეწონილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში კატეგორიულად აუცილებელი ჩანს ამგვარი არჩევნების ჩატარება", - მიიჩნევს ვასილ მაღლაფერიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა