მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ
ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ

მო­მა­ვალ წელს ამე­რი­კის სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი და ISAF-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი ავ­ღა­ნეთს და­ტო­ვე­ბენ. ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. აშშ-ის ავ­ღა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კონ­ტი­გენ­ტი ჰყავს. სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის რა­ო­დე­ნო­ბი­თაც ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამე­რი­კულ ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებ­სა და "მრა­პის" ტი­პის მან­ქა­ნებს ISAF-ის სხვა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბიც იყე­ნე­ბენ.

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მოყ­ვა­ნა დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც სამ­ხედ­რო ქო­ნე­ბის ნა­წილს ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვად ად­გილ­ზე­ვე ანად­გუ­რე­ბენ და ჯარ­თის სა­ხით ყი­დი­ან. ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Washington Post იუ­წყე­ბა.

გა­მო­ცე­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო ქო­ნე­ბა უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს. მათ შო­რი­საა ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი და "მრა­პე­ბი".

სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ტექ­ნი­კის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ამე­რი­კე­ლებს თვითმფრი­ნა­ვე­ბით მო­უ­წევთ. ეს კი რო­გორც ჩანს, დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კას ამ­დე­ნი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად "მრა­პის" ტი­პის ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი, ამე­რი­კე­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­ღა­ნეთ­ში სა­მოქ­მე­დოდ შექ­მნეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ISAF-ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კე­ლე­ბი ჯავ­შან­ტექ­ნი­კას მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე და ავ­ღა­ნე­თის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს გა­და­უ­ნა­წი­ლებ­დნენ. ტექ­ნი­კის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მა უან­გა­როდ უნდა მოხ­დეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ

ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ

მომავალ წელს ამერიკის სამხედრო კონტიგენტი და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნები ავღანეთს დატოვებენ. ჯარების გამოყვანის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია. აშშ-ის ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტი ჰყავს. სამხედრო ტექნიკის რაოდენობითაც ამერიკა პირველ ადგილზეა. ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებსა და "მრაპის" ტიპის მანქანებს ISAF-ის სხვა მონაწილე ქვეყნებიც იყენებენ.

სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყვანა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც სამხედრო ქონების ნაწილს ამერიკელები თავად ადგილზევე ანადგურებენ და ჯართის სახით ყიდიან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post იუწყება.

გამოცემის მონაცემებით, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ქონება უკვე გაანადგურეს. მათ შორისაა ჯავშანმანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და "მრაპები".

საკუთარ ტერიტორიაზე ავღანეთიდან გამოყვანილი ტექნიკის ტრანსპორტირება ამერიკელებს თვითმფრინავებით მოუწევთ. ეს კი როგორც ჩანს, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, ამერიკას ამდენი ჯავშანტექნიკა სულაც არ სჭირდება. მაგალითად "მრაპის" ტიპის ჯავშანმანქანები, ამერიკელებმა სპეციალურად ავღანეთში სამოქმედოდ შექმნეს.

სავარაუდოდ, ISAF-ის დასრულების შემდეგ, ამერიკელები ჯავშანტექნიკას მისიაში მონაწილე და ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს გადაუნაწილებდნენ. ტექნიკის ნაწილის გადაცემა უანგაროდ უნდა მოხდეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე