"საქართველოს ბანკის" განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. ამიერიდან, მომხმარებელი სასურველი ნივთის განვადებით შეძენას სახლიდან გაუსვლელად, "საქართველოს ბანკის" პარტნიორი მაღაზიების ინტერნეტ-გვერდიდან შეძლებს.
ონლაინ-განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს სასურველ ნივთს შესაბამისი მაღაზიის ინტერნეტ-გვერდზე და იქვე ავსებს ონლაინ-განვადების განაცხადს. განაცხადის სამუშაო საათებში გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს მიიღებს გაგზავნიდან 15 წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელი SMS-შეტყობინებით მიიღებს კოდს. მიღებული კოდი მომხმარებელს განვადების პირობებისა და ხელშეკრულების დასადასტურებლად დასჭირდება, რის შემდეგაც შეძენილ ნივთს მფლობელს მაღაზიის თანამშრომლები სახლში მიუტანენ.
"საქართველოს ბანკის" ონლაინ-განვადების ერთი განაცხადით, შესაძლებელია ერთდროულად სამი ნივთის შეძენა. ონლაინ-განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 150-დან 5 000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24-თვემდე. "საქართველოს ბანკის" ონლაინ-განვადებით სარგებლობა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" პარტნიორ ინტერნეტ-მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე: www.sb.ge.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9