პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია

რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა, ომის გა­რე­შეც მი­აღ­წი­ოს იმას, რა­საც ომით ვერ მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ გორ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მა­რეკ დუ­და­ე­ვი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ატე­რო­რებ­და ქარ­თლის მო­სახ­ლე­ო­ბას, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, გა­ამ­წა­რა, არის ნამ­დვი­ლი მკვლე­ლო­ბის მან­ქა­ნა. ის, იმის მა­გივ­რად, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში მჯდა­რი­ყო და არას­დროს თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ენა­ხა, ახლა გა­მო­სუ­ლია, გა­და­სუ­ლია ჩვე­ნი მტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქი­დან იმუქ­რე­ბა - ქარ­თვე­ლებს დავ­ხო­ცავ­თო. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა, მკვლე­ლო­ბე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. ახლა ის არის გაშ­ვე­ბუ­ლი, რო­გორც ლა­მის გმი­რი და ალ­ბათ პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვეს გა­ნახ­ლე­ბით იმუქ­რე­ბა. ჩა­ხა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმუქ­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ქუც­მა­ცე­ბით, გაშ­ვე­ბუ­ლია გა­რეთ და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ზის ცი­ხე­ში. არ გვიჩ­ნდე­ბა უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა, რომ ეს ასეა?! მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კლი­მა­ტი გაგ­რძელ­დეს, ის რომ ვი­ღა­ცა და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ო­და ან კა­ნონს არ­ღვევ­და, რა თქმა უნდა დას­ჯა­დია. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, 20% არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. "კო­ჭო­ია" მარ­თლა ტე­რო­რის­ტია ხალხნო! მარ­თლა მო­დი­ო­და ბაზ­რე­ბის, ხალ­ხის ასა­ფეთ­ქებ­ლად. აა­ფეთ­ქეს ხალ­ხი, ეს ხომ არ არის ჩემი მო­გო­ნი­ლი?! ახლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "კო­ჭო­ი­აც" მო­გო­ნი­ლია, მა­რეკ დუ­და­ე­ვიც მო­გო­ნი­ლია, რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­აც მო­გო­ნი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი არის წინა მთავ­რო­ბის პრო­გან­და. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. ჩვენ არ ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე წელი იმ ფორ­მა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად ყო­ფი­ლი­ყო და გა­მოგ­ვე­რი­ცხა, თუნ­დაც და­ნა­შა­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შიგ­ნით. მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბა არის იგი­ვე, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე და ჩვენ, ახლა, ნა­ბან წყალს არ უნდა გა­და­ვა­ყო­ლოთ ბავ­შვი. არ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვა ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გა­ი­ზარ­და რო­გორც კრი­მი­ნა­ლე­ბის გავ­ლე­ნა, ასე­ვე - რუ­სე­თის გავ­ლე­ნაც. "რუ­სე­თის გავ­ლე­ნა ჩვე­ნი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ორ­გა­ნო­ებ­ში სამ­წუ­ხა­როდ იზ­რდე­ბა. მო­დით, სი­მარ­თლე ვთქვთ. რუ­სეთ­მა, შე­იძ­ლე­ბა ომის გა­რე­შეც მი­აღ­წი­ოს იმას, რა­საც ომით ვერ მი­აღ­წია", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია

რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მარეკ დუდაევი, რომელიც მთელი ცხოვრება ატერორებდა ქართლის მოსახლეობას, უამრავი ადამიანი მოკლა, გაამწარა, არის ნამდვილი მკვლელობის მანქანა. ის, იმის მაგივრად, რომ მთელი ცხოვრება ციხეში მჯდარიყო და არასდროს თავისუფლება არ ენახა, ახლა გამოსულია, გადასულია ჩვენი მტრის ტერიტორიაზე და იქიდან იმუქრება - ქართველებს დავხოცავთო. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება უამრავი გატაცება, მკვლელობები პანკისის ხეობაში. ახლა ის არის გაშვებული, როგორც ლამის გმირი და ალბათ პრაქტიკულად იგივეს განახლებით იმუქრება. ჩახალიანი, რომელიც იმუქრება ქართული სახელმწიფოს დაქუცმაცებით, გაშვებულია გარეთ და ამ ყველაფრის ფონზე, ვანო მერაბიშვილი ზის ციხეში. არ გვიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ ეს ასეა?! მე ვისურვებდი, რომ საქართველოში უსაფრთხოების კლიმატი გაგრძელდეს, ის რომ ვიღაცა დანაშაულს ჩადიოდა ან კანონს არღვევდა, რა თქმა უნდა დასჯადია. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული. "კოჭოია" მართლა ტერორისტია ხალხნო! მართლა მოდიოდა ბაზრების, ხალხის ასაფეთქებლად. ააფეთქეს ხალხი, ეს ხომ არ არის ჩემი მოგონილი?! ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კოჭოიაც" მოგონილია, მარეკ დუდაევიც მოგონილია, რუსეთის ოკუპაციაც მოგონილია და ყველაფერი არის წინა მთავრობის პროგანდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. ჩვენ არ ვიყავით რამდენიმე წელი იმ ფორმაში, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო და გამოგვერიცხა, თუნდაც დანაშაული სამართალდამცავ ორგანოებს შიგნით. მაგრამ მოცემულობა არის იგივე, საქართველო რჩება ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე და ჩვენ, ახლა, ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი. არ უნდა განვახორციელოთ მასობრივი შეტევა ინსტიტუტებზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს გაიზარდა როგორც კრიმინალების გავლენა, ასევე - რუსეთის გავლენაც. "რუსეთის გავლენა ჩვენი კონტრდაზვერვის ორგანოებში სამწუხაროდ იზრდება. მოდით, სიმართლე ვთქვთ. რუსეთმა, შეიძლება ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა