მიხეილ სააკაშვილის თქმით, იარაღის საწყობების გაკეთების ნებართვა მისი გაცემულია

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იარაღის საწყობების გაკეთების ნებართვა მისი გაცემულია

იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი ყველა ვხვდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გორში, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შს სამინისტროს მიერ სამეგრელოში სამალავების აღმოჩენას გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, იარაღის საწყობების შექმნაზე მას ნებართვა გაცემული ჰქონდა.

"ნებართვა მაქვს მიცემული გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. ამიტომ, თავისთავად, იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი ყველა ვხვდებით. რაც შეეხება "კაგებეს" მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯაოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი უარყოფს, რომ ეს ყველაფერი მასობრივად ხდებოდა. "ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიციაში ათასჯერ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე ოდესმე. ალბათ ვიღაცას წაუცდა ხელი და ყველა ვერ დავსაჯეთ. ყველა მთავრობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი არამზადები. მთავარია, რომ დროზე მოხდეს გამოვლენა და დასჯა",-დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა