პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს
 წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს

რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ის ფაქ­ტი, რომ ახ­ლა­ხან ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­მა და ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა - ჰი­რო­კო კა­კომ გა­მოს­ცა წიგ­ნი - "სა­ქარ­თვე­ლო". გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რიც ია­პო­ნე­ლი - ქარ­თვე­ლო­ლო­გი ია­სუ­ჰი­რო კო­ჯი­მა გახ­ლავთ. ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­ტონ­მა კარ­ლო ქვე­ლა­ძემ გვამ­ცნო და წიგ­ნი­სა და მისი ის­ტო­რი­ის თა­ო­ბა­ზე წე­რი­ლის მომ­ზა­დე­ბაც ითა­ვა.

ჩემი აზ­რით, ეს არის პა­ტა­რა ენ­ციკ­ლო­პე­დია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც ქალ­ბა­ტო­ნი ჰი­რო­კო კაკო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ებს, ყო­ფას, ის­ტო­რი­ას, სარ­წმუ­ნო­ე­ბას, კულ­ტუ­რას, ხე­ლოვ­ნე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ადათ-წე­სებს აც­ნობს. წიგ­ნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, მად­ლო­ბის წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე ავ­ტორს, სა­დაც აღ­ვნიშ­ნე: "ქალ­ბა­ტო­ნო ჰი­რო­კო კაკო, თქვე­ნი სი­ცო­ცხლის და შრო­მის დიდი ნა­წი­ლი და­უთ­მეთ ია­პო­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, ახლა კი ამ წიგ­ნით - "სა­ქარ­თვე­ლო", ოქ­როს გვირ­გი­ნი და­ად­გით ამ უდი­დეს საქ­მეს. უღ­რმეს მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჩემი და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლით!"

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკი­თხველს, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით მო­ვუ­თხროთ იმ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ ია­პო­ნელ ქალ­ბა­ტონს წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­უ­წე­ვია. ამ ღვაწ­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად სი­ტყვის შერ­ჩე­ვი­სას უნებ­ლი­ეთ გა­მახ­სენ­და სა­უ­ცხოო ქარ­თუ­ლი გან­სა­ზღვრე­ბა - "დე­და­ბო­ძი", რად­გან ყვე­ლა­ზე უკეთ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ტო­კი­ოს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სახ­ლის ყო­ფილ ვიცე-პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტონ ჰი­რო­კო კა­კოს იმ შრო­მი­სათ­ვის, რო­მელ­საც ის 1980 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის კულ­ტუ­რუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ეწე­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი ჰი­რო­კო კაკო ან, რო­გორც ია­პო­ნი­ა­შია მი­ღე­ბუ­ლი - კაკო სანი - მე­გობ­რო­ბის ნამ­დვი­ლი დე­და­ბო­ძია. მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში, და­წყე­ბუ­ლი ია­პო­ნი­ა­ში ია­პო­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბი­დან (1980 წ.), დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ახალ­გა­მო­სუ­ლი წიგ­ნით "სა­ქარ­თვე­ლო". კაკო სა­ნის გული იტევს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლის სიყ­ვა­რულს, ვი­საც ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა მა­ინც ჰქო­ნია ია­პო­ნი­ას­თან. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი, ვი­საც კი ოდეს­მე უს­წავ­ლია ან უცხოვ­რია ია­პო­ნი­ა­ში, არა­თუ იც­ნობს ქალ­ბა­ტონ ჰი­რო­კოს, არა­მედ უფ­როს მე­გობ­რად, მო­რა­ლურ, სუ­ლი­ერ და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ტე­რი­ა­ლურ და­საყ­რდე­ნად აღიქ­ვამს. "მე ზოგ­ჯერ ვწყვეტ ჩემს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, - წერს კაკო სანი თა­ვის წე­რილ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ია­პო­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი", - რათა ია­პო­ნე­ლებს გა­ვაც­ნო ქარ­თვე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ეს მეტი არა­ფე­რია, თუ არა ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ".

ქალ­ბა­ტონ ჰი­რო­კო კა­კოს პი­რა­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის და­მე­გობ­რე­ბა­ში, ორი ერის კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­დე­ნად დი­დია, რომ მხო­ლოდ ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც შორს წაგ­ვიყ­ვან­და, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე მოვ­ლე­ნით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი: მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და ხელ­შე­წყო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და ია­პო­ნი­ა­ში ია­პო­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და "სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ამ­ბის" გა­მომ­ცემ­ლო­ბის და­არ­სე­ბა; სხვა­დას­ხვა დროს, ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბლის, "რუს­თა­ვის", სა­ქარ­თვე­ლოს უხუ­ცეს­თა და მოს­წავ­ლე­თა ან­სამ­ბლე­ბის - "მზი­უ­რის", "მარ­თვეს", "დო­ლუ­რი­სა" და სხვა­თა გას­ტრო­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა; მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ია­პო­ნუ­რი "კა­ბუ­კის" თე­ატ­რის გას­ტრო­ლე­ბი და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის უბად­ლოდ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ია­პო­ნუ­რი ან­სამ­ბლის - "ია­მა­ში­რო­გუ­მის" გას­ტრო­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში; სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ა­ში გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა; კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

კაკო სანი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან; მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი პირ­ვე­ლი ორ­წლი­ა­ნი კურ­სე­ბის შექ­მნა­ში (1990 წ.): ქალ­ბა­ტონ­მა ჰი­რო­კომ ამ კურ­სებ­ზე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით, თითო წლით, ია­პო­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი - სე­ი­ჩი კი­ტა­გა­ვა და მი­ნო­რუ მო­რი­ტა მო­ავ­ლი­ნა.

კაკო სა­ნის ღვაწ­ლის ამ მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვის და­სას­რულს გაც­ნო­ბებთ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ და ასო­ცი­ა­ცი­ის კო­ლექ­ტი­უ­რი წევ­რის, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბა­ტონ­მა ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა, ვი­შუ­ამ­დგომ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან, რათა კაკო სა­ნის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა, რის შე­დე­გა­დაც 2010 წლის 21 ივ­ლისს კაკო სანს "ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი" გა­და­ე­ცა. ამ მოვ­ლე­ნას მოჰ­ყვა წე­რი­ლი ია­პო­ნი­ი­დან, რო­მელ­შიც ქალ­ბა­ტო­ნი ჰი­რო­კო მწერს:

"ბა­ტო­ნო კარ­ლო, რო­გორ ბრძან­დე­ბით?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ჩემი და­ჯილ­დო­ე­ბა მო­ე­წყო. ბა­ტონ­მა ელჩმა, რე­ვაზ ბე­ში­ძემ გად­მომ­ცა ჯილ­დო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მო­მა­ნი­ჭა. ემო­ცი­ას ვერ ვფა­რავ ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი ასე­თი პა­ტი­ვის­ცე­მის გამო. ეს სი­ხა­რუ­ლი მინ­და, გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას გიხ­დით თქვენ, რად­გან ვიცი, რომ ჩემი და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წი­ეთ. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, ჰი­რო­კო კაკო".

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, "სა­ქარ­თვე­ლოს" რე­დაქ­ტო­რი, ია­სუ­ჰი­რო კო­ჯი­მაც გა­გაც­ნოთ თუნ­დაც იმის გამო, რომ ეს კაცი ია­პო­ნელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გად ფლობს ქარ­თულ ენას, იც­ნობს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კულ­ტუ­რას. ია­სუ­ჰი­რო ჩემი ოჯა­ხის ხში­რი სტუ­მა­რია. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან კო­ჯი­მა ქალ­ბა­ტო­ნი ჰი­რო­კოს მე­გო­ბა­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას მას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს.

ია­სუ­ჰი­რო, გარ­და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, წიგ­ნე­ბის თარ­გმნა­საც მის­დევს. სწო­რედ მან გა­და­თარ­გმნა ია­პო­ნურ ენა­ზე ქარ­თუ­ლი­დან: ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი", ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის "მშვი­დო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო!", გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის "და­ვი­წყე­ბის მდი­ნა­რე", ხოლო 2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ია­პო­ნურ ენა­ზე გა­მოს­ცა "ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო", რაც ხელს უწყობს ია­პო­ნე­ლებს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში. რო­გორც კაკო სანს, ისე ია­სუ­ჰი­რო კო­ჯი­მას დიდი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს თბი­ლი­სის სკო­ლას­თან "ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი", სა­დაც ია­პო­ნუ­რი ენა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე ის­წავ­ლე­ბა. კო­ჯი­მას ია­პო­ნურ ენა­ზე თარ­გმნი­ლი აქვს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ და­წე­რი­ლი წიგ­ნი - "დრა­კო­ნი", ასე­ვე, ჩვე­ნი თხოვ­ნით, ია­პო­ნურ ენა­ზე თარ­გმნა ვაჟა-ფშა­ვე­ლას "არ­ჩი­ლუ­რი" და აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სი "ოი, ამას ვე­ნაც­ვა­ლე", რო­მე­ლიც ია­პო­ნე­ლებს შე­ე­ხე­ბა.

ია­სუ­ჰი­როს ქარ­თველ­მა მე­უღ­ლემ, მე­დეა გო­ცი­რი­ძემ გა­მოს­ცა წიგ­ნი "ია­პო­ნუ­რი ენა ყვე­ლას", რო­მელ­ზეც ია­პო­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს შო­რის დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ თქმუ­ლის შემ­დეგ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ბოლო წლებ­ში ბევ­რმა ქარ­თველ­მაც შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი. გა­მორ­ჩე­ულ მა­გა­ლი­თებს წარ­მო­ად­გენს: ირმა რა­ტი­ა­ნის წიგ­ნი - "ასი უძ­ვე­ლე­სი ია­პო­ნუ­რი ლექ­სი", პა­ა­ტა ნაც­ვლიშ­ვი­ლის წიგ­ნი "ნამ­დვი­ლი ქა­ღალ­დის წერო", ნანა გე­ლაშ­ვი­ლის წიგ­ნი "ია­პო­ნია სა­უ­კუ­ნე­თა ლა­ბი­რინ­თებ­ში" და თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლის წიგ­ნი "სა­ქარ­თვე­ლო-ია­პო­ნია - შორ­სმყო­ფი ახ­ლობ­ლე­ბი".

ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე - "ია­პო­ნე­ლე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ადათ-წე­სე­ბი", რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2014 წლის დამ­ლევს გა­მო­ვა დღის სი­ნათ­ლე­ზე.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს

 წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს

რაოდენ სასიხარულოა და მისასალმებელი ის ფაქტი, რომ ახლახან იაპონიაში საქართველოს მეგობარმა და ჩვენს სამშობლოზე შეყვარებულმა ქალბატონმა - ჰიროკო კაკომ გამოსცა წიგნი - "საქართველო". გამოცემის რედაქტორიც იაპონელი - ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა გახლავთ. ამ ღირსშესანიშნავი ფაქტის შესახებ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა კარლო ქველაძემ გვამცნო და წიგნისა და მისი ისტორიის თაობაზე წერილის მომზადებაც ითავა.

ჩემი აზრით, ეს არის პატარა ენციკლოპედია საქართველოს შესახებ, რომლითაც ქალბატონი ჰიროკო კაკო თანამემამულეებს ქართველი ხალხის ტრადიციებს, ყოფას, ისტორიას, სარწმუნოებას, კულტურას, ხელოვნებას და საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ადათ-წესებს აცნობს. წიგნის მიღებისთანავე მე, როგორც საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტმა, მადლობის წერილი გავუგზავნე ავტორს, სადაც აღვნიშნე: "ქალბატონო ჰიროკო კაკო, თქვენი სიცოცხლის და შრომის დიდი ნაწილი დაუთმეთ იაპონელი და ქართველი ხალხის მეგობრობის გაღრმავებას, ახლა კი ამ წიგნით - "საქართველო", ოქროს გვირგინი დაადგით ამ უდიდეს საქმეს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი და ყველა ქართველის სახელით!"

აუცილებელია, მკითხველს, რამდენიმე სიტყვით მოვუთხროთ იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის ამ იაპონელ ქალბატონს წლების მანძილზე გაუწევია. ამ ღვაწლის შესაფასებლად სიტყვის შერჩევისას უნებლიეთ გამახსენდა საუცხოო ქართული განსაზღვრება - "დედაბოძი", რადგან ყველაზე უკეთ შეესაბამება ტოკიოს ინტერნაციონალური სახლის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ჰიროკო კაკოს იმ შრომისათვის, რომელსაც ის 1980 წლიდან საქართველო-იაპონიის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად ეწევა. ქალბატონი ჰიროკო კაკო ან, როგორც იაპონიაშია მიღებული - კაკო სანი - მეგობრობის ნამდვილი დედაბოძია. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობა თითქმის ყველა სფეროში, დაწყებული იაპონიაში იაპონია-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების დაფუძნებიდან (1980 წ.), დამთავრებული - ახალგამოსული წიგნით "საქართველო". კაკო სანის გული იტევს საქართველოსა და ყველა იმ ქართველის სიყვარულს, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია იაპონიასთან. ნებისმიერი ქართველი, ვისაც კი ოდესმე უსწავლია ან უცხოვრია იაპონიაში, არათუ იცნობს ქალბატონ ჰიროკოს, არამედ უფროს მეგობრად, მორალურ, სულიერ და, ხშირ შემთხვევაში, მატერიალურ დასაყრდენად აღიქვამს. "მე ზოგჯერ ვწყვეტ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, - წერს კაკო სანი თავის წერილში "საქართველოს იაპონელი მეგობრები", - რათა იაპონელებს გავაცნო ქართველები და საქართველოს კულტურა, რაც ძალიან მახარებს. ეს მეტი არაფერია, თუ არა ჩემი დიდი სიყვარულის გამოხატვა საქართველოს მიმართ".

ქალბატონ ჰიროკო კაკოს პირადი დამსახურება ჩვენი ხალხების დამეგობრებაში, ორი ერის კულტურულ ურთიერთობაში იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანდა, ამიტომ რამდენიმე მოვლენით შემოვიფარგლები: მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით, განხორციელდა იაპონიაში იაპონია-საქართველოს მეგობრობის პირველი საზოგადოების ჩამოყალიბება და "საზოგადოების მოამბის" გამომცემლობის დაარსება; სხვადასხვა დროს, ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, "სუხიშვილების" ანსამბლის, "რუსთავის", საქართველოს უხუცესთა და მოსწავლეთა ანსამბლების - "მზიურის", "მართვეს", "დოლურისა" და სხვათა გასტროლების ორგანიზება; მსოფლიოში სახელგანთქმული იაპონური "კაბუკის" თეატრის გასტროლები და ქართული ხალხური სიმღერების უბადლოდ შემსრულებელი იაპონური ანსამბლის - "იამაშიროგუმის" გასტროლები ჩვენს ქვეყანაში; საქართველოსა და იაპონიაში გამოფენების მოწყობა; კინოფესტივალებისა და კულტურის დღეების ჩატარება.

კაკო სანი აქტიურად თანამშრომლობს საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციასთან; მონაწილეობდა საქართველოში იაპონური ენის შემსწავლელი პირველი ორწლიანი კურსების შექმნაში (1990 წ.): ქალბატონმა ჰიროკომ ამ კურსებზე საკუთარი ხარჯით, თითო წლით, იაპონელი პროფესორები - სეიჩი კიტაგავა და მინორუ მორიტა მოავლინა.

კაკო სანის ღვაწლის ამ მოკლე მიმოხილვის დასასრულს გაცნობებთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციამ და ასოციაციის კოლექტიური წევრის, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა, ვიშუამდგომლეთ საქართველოს პრეზიდენტთან, რათა კაკო სანისთვის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭებინა, რის შედეგადაც 2010 წლის 21 ივლისს კაკო სანს "ღირსების ორდენი" გადაეცა. ამ მოვლენას მოჰყვა წერილი იაპონიიდან, რომელშიც ქალბატონი ჰიროკო მწერს:

"ბატონო კარლო, როგორ ბრძანდებით?

საქართველოს საელჩოში ჩემი დაჯილდოება მოეწყო. ბატონმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ გადმომცა ჯილდო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა. ემოციას ვერ ვფარავ ჩემ მიმართ გამოხატული ასეთი პატივისცემის გამო. ეს სიხარული მინდა, გავუზიარო ჩემს ქართველ მეგობრებს. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, რადგან ვიცი, რომ ჩემი დაჯილდოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეთ. საუკეთესო სურვილებით, ჰიროკო კაკო".

აუცილებელია, "საქართველოს" რედაქტორი, იასუჰირო კოჯიმაც გაგაცნოთ თუნდაც იმის გამო, რომ ეს კაცი იაპონელთა შორის ყველაზე კარგად ფლობს ქართულ ენას, იცნობს ქართულ ლიტერატურასა და კულტურას. იასუჰირო ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კოჯიმა ქალბატონი ჰიროკოს მეგობარია და საქართველოში სტუმრობისას მას ყოველთვის თან ახლავს.

იასუჰირო, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, წიგნების თარგმნასაც მისდევს. სწორედ მან გადათარგმნა იაპონურ ენაზე ქართულიდან: ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ლაშა თაბუკაშვილის "მშვიდობით, ქალბატონო!", გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე", ხოლო 2011 წლის გაზაფხულზე იაპონურ ენაზე გამოსცა "ქართული ენის სახელმძღვანელო", რაც ხელს უწყობს იაპონელებს ქართული ენის შესწავლაში. როგორც კაკო სანს, ისე იასუჰირო კოჯიმას დიდი კონტაქტები აქვს თბილისის სკოლასთან "ქართული სასწავლებელი", სადაც იაპონური ენა დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლება. კოჯიმას იაპონურ ენაზე თარგმნილი აქვს სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი წიგნი - "დრაკონი", ასევე, ჩვენი თხოვნით, იაპონურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას "არჩილური" და აკაკი წერეთლის ლექსი "ოი, ამას ვენაცვალე", რომელიც იაპონელებს შეეხება.

იასუჰიროს ქართველმა მეუღლემ, მედეა გოცირიძემ გამოსცა წიგნი "იაპონური ენა ყველას", რომელზეც იაპონური ენის შესწავლის მსურველებს შორის დიდი მოთხოვნილებაა.

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ მინდა აღვნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში ბოლო წლებში ბევრმა ქართველმაც შეიტანა წვლილი. გამორჩეულ მაგალითებს წარმოადგენს: ირმა რატიანის წიგნი - "ასი უძველესი იაპონური ლექსი", პაატა ნაცვლიშვილის წიგნი "ნამდვილი ქაღალდის წერო", ნანა გელაშვილის წიგნი "იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში" და თქვენი მონა-მორჩილის წიგნი "საქართველო-იაპონია - შორსმყოფი ახლობლები".

ამჟამად ვმუშაობ წიგნზე - "იაპონელების საუკუნოვანი ტრადიციები და ადათ-წესები", რომელიც სავარაუდოდ, 2014 წლის დამლევს გამოვა დღის სინათლეზე.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს