მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს
რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს

კარ­გა ხა­ნია, მომ­ღე­რალ­მა ია ჩანტლა­ძემ "ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნის"ამ­პლუა მო­ირ­გო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა­ში, ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ პოსტზე მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მხრივ არა­ერთ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი და ერთ-ერთი სი­ლა­მა­ზის ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლავთ. ცნო­ბი­სათ­ვის, ია ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად მთე­ლი წლით ეს­პა­ნეთ­შიც იყო, სა­დაც რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის მე­ნე­ჯმენტს და­ე­უფ­ლა. ალ­ბათ ბევ­რი გა­იკ­ვირ­ვებს: ქარ­თველ ქალს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა, თა­ნაც - ამ ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად სხვა ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა რაში დას­ჭირ­დაო? იას ამ კი­თხვა­ზე საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და თა­ნაც, სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი აქვს.

- პირ­ველ რიგ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ გა­ნა­პი­რო­ბა შენი, რო­გორც "ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?

- რა­ღაც ასაკ­ში გა­ვი­აზ­რე, რომ არ მიყ­ვარს ისეთ სის­ტე­მა­ში ყოფ­ნა, სა­დაც მე ვე­რა­ფერს შევ­ცვლი, სა­მა­გი­ე­როდ, ამ სის­ტე­მას შე­უძ­ლია ჩემი შეც­ვლა. ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ხში­რად, რა­ღაც ჩარ­ჩო­ებს ვერ ვე­გუ­ე­ბი. ამი­ტომ გა­მო­ვუ­ტყდი სა­კუ­თარ თავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბა არ მსურ­და (პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბათმცოდ­ნე ვარ) და და­ვი­წყე სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა სულ სხვა კუ­თხით. ჰოდა, ამ ძი­ე­ბა-ძი­ე­ბა­ში თავი ამოვ­ყა­ვი ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა­ში, სა­დაც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რო­გორც საქ­მი­ა­ნი ქალი. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა თა­ვი­დან­ვე არ მო­უ­ცი­ათ. წარ­მა­ტე­ბის­თვის რომ მი­მეღ­წია, ძა­ლი­ან დიდი გზა გა­ვი­ა­რე. უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია, აქ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ერთხე­ლაც არ მი­ფიქ­რია აქე­დან წას­ვლა­ზე.

- თქვე­ნი ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა კონ­კრე­ტუ­ლად, რას საქ­მი­ა­ნობს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ ვიქ­ნე­ბი თავ­მდა­ბა­ლი და გე­ტყვი, რომ ბევრ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ - ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და­წყე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი თუ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი; ბევ­რი კარ­გი წა­მო­წყე­ბის ავ­ტო­რე­ბი და გან­მხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი ვართ. მა­გა­ლი­თად, 2008 წლის ომის დროს 21 დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ის­რა­ელ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს. ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში, წარ­მო­ჩინ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და ა.შ. ის­რა­ე­ლი­და­ნაც ბევ­რი სტუ­მა­რი ჩა­მოგ­ვყავს და მათ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ას ვუ­წევთ. ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი კარ­გი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს.

- საქ­მი­ა­ნი იმი­ჯის მო­სარ­გე­ბად პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა მო­გიხ­და და ამ მიზ­ნით, ცოტა ხნის წინ სას­წავ­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რე...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ჩემი კი­დევ ერთი საქ­მი­ა­ნო­ბა სას­ტუმ­როს ბიზ­ნეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც მეც ვარ ჩარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად აბა­ნო­თუ­ბან­ში ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო კომ­პლექსს ვა­შე­ნებთ... რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ამ სფე­რო­შიც მო­მი­წევ­და რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, მად­რიდ­ში წა­ვე­დი, სა­დაც შე­ვის­წავ­ლე Hospitality, Travel and Hotel Management . ეს სფე­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემ­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტუ­რიზ­მზე, სას­ტუმ­რო­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა, რად­გან ამ სფე­რო­შიც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. ვამ­ბობ ხოლ­მე, ეს­პა­ნეთ­ში სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ვის­წავ­ლე-მეთ­ქი.

- ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, შენ კი ამის შე­სას­წავ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მო­გიხ­და წას­ვლა...

- ვფიქ­რობ, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სწავ­ლა ქარ­თვე­ლებ­საც გვჭირ­დე­ბა. რო­დე­საც ქარ­თველ­თან სახ­ლში მი­დის სტუ­მა­რი, მას გა­მას­პინ­ძლე­ბა­ში მარ­თლაც, ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა, მაგ­რამ ხში­რია ფაქ­ტი, როცა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კლი­ენ­ტი ისე უნდა მი­ი­ღოს, რო­გორც პი­რა­დი სტუ­მა­რი და ამის გამო დიდ პრობ­ლე­მას აწყდე­ბა არა მარ­ტო თვი­თონ, არა­მედ მას­თან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი და რა თქმა უნდა, სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის იმიჯ­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა...

- პირ­ველ რიგ­ში, რა თვი­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს?

- მას რა­ღა­ცე­ბის მოთ­მე­ნის უნა­რი და ღი­მი­ლი უნდა შე­ეძ­ლოს. თუმ­ცა, ღი­მი­ლის გარ­და არის ისე­თი ხარ­ვე­ზი, რა­საც სტუ­მა­რი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევს. მერ­წმუ­ნეთ, ერთი თა­ნამ­შრომ­ლის უდის­ციპ­ლი­ნო­ბაც საქ­მე­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, - ანუ ეს სის­ტე­მა ჯაჭ­ვი­ვით არის აწყო­ბი­ლი და ერთი რგო­ლიც რომ გა­წყდეს, სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ირ­ღვე­ვა.

- ხელ­ქვე­ი­თებ­თან სიმ­კაც­რეს ხში­რად იჩენ?

- იცი, რა, ქარ­თვე­ლე­ბი ისე­თი ზარ­მა­ცე­ბი ვართ, რომ გვჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ხელი. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ...

- როცა უფ­რო­სი მკაც­რია და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან ბევ­რს მო­ი­თხოვს, ცხა­დია, ეს ყვე­ლას არ მოს­წონს. შე­საძ­ლოა, შენ­ზეც თქვან აუგი. ეს არ გა­ში­ნებს?

- შე­ნიშ­ვნის მი­ღე­ბა არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ შეგ­ნე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა არა მგო­ნია, უფ­რო­სის სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნა თუ თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს უსა­მარ­თლოდ ვექ­ცე­ვი. თუ ვი­ღა­ცის­გან რა­ღა­ცას ვი­თხოვ, ყო­ველ­თვის მაქვს არ­გუ­მენ­ტი, თუ რა­ტომ ვა­კე­თებ ამას. რაც შე­ე­ხე­ბა ჭო­რა­ო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სახ­ლშიც რომ ვიჯ­დე, და­მერ­წმუ­ნე, ვი­ღაც მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინც ჩემ­ზე ცუდს იტყვის; ვი­საც შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, ეს "კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა"არ მო­ე­წო­ნოს და ამის გამო, მთე­ლი დღე მლან­ძღოს. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ზე მეტი მომ­დუ­რა­ვი და მა­ქე­ბა­რი ჰყავს მას, ვინც რა­ღა­ცას აკე­თებს; თუ უმოქ­მე­დო ხარ, ნაკ­ლებ ადა­მი­ანს გა­ახ­სენ­დე­ბა შენი არ­სე­ბო­ბაც კი. სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სამ­წუ­ხა­როდ, 18 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა გა­ჰიტ­და და ერთხე­ლაც, როცა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ ხალ­ხი მცნობ­და. მა­ში­ნაც ჭო­რა­ობ­დნენ ჩემ­ზე...

- რა თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რომ მის­გან კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი დად­გეს? რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩევთ პი­როვ­ნე­ბას (ცხა­დია, როცა ვა­კან­სია გაქვთ), რო­მელ­საც და­საქ­მე­ბა სურს?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ტი­ვა­ცია, შემ­დეგ კი რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია და ცოდ­ნა. ვფიქ­რობ, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა, მთა­ვა­რია - ის საქ­მე, რო­მელ­საც აით­ვი­სებ, შენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­კე­თე­ბე­ლი იყოს, სხვაგ­ვა­რად ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი კარ­გი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა შენ­ზე ეს­პა­ნეთ­მა და ეს­პა­ნე­ლებ­მა?

- ეს­პა­ნე­თი არის შოკი! მად­რი­დი გახ­ლავთ ის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც უცხოს შვი­ლი­ვით მი­გი­ღებს. იქ ისე­თი­ვე ტემ­პე­რა­მენ­ტის მქო­ნე ხალ­ხი ცხოვ­რობს, რო­გო­რიც ქარ­თვე­ლე­ბი ვართ. ეს­პა­ნუ­რი კულ­ტუ­რა, ეს­თე­ტი­კა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ენა, კო­ლო­რი­ტი გა­სა­გი­ჟე­ბე­ლია; ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან თბი­ლი, უფრო სწო­რად - ცხე­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს (იღი­მის)! ჩემ­თვის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­სა­ჩე­ნად, გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის, ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად და იმის გა­სა­გე­ბად, თუ რას ნიშ­ნავს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად ყოფ­ნა. ვის­წავ­ლე უფრო მეტი ფიქ­რი და გავ­ხდი უფრო მე­ტად კრე­ა­ტი­უ­ლი. ბევ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი თემა სწო­რედ იქ ყოფ­ნი­სას დავ­წე­რე და იმე­დი მაქვს, ოდეს­მე ისი­ნი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს.

- ის­რა­ელ­შიც ბევ­რჯერ ხარ ნამ­ყო­ფი...

- საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, ის­რა­ელ­ში ბევ­რჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ამ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი: მა­ნამ­დე სულ სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა მე­გო­ნა, მაგ­რამ თელ-ავივ­ში ჩა­სულს, ევ­რო­პუ­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა. ებ­რა­ე­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს: თბი­ლი ხალ­ხია, ემო­ცი­უ­რი. გა­მა­ო­ცა მათ­მა პატ­რი­ო­ტულ­მა სუ­ლის­კვე­თე­ბამ. ქარ­თვე­ლე­ბი უყ­ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ - ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთხელ მა­ინც არის ნამ­ყო­ფი.

- სი­ლა­მა­ზის ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც ხარ. სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად თუ სარ­გებ­ლობ ამ ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბით? სხე­უ­ლის ამა თუ იმ ფორ­მის შეც­ვლას ხომ არ აპი­რებ?

- რა თქმა უნდა, სი­ლა­მა­ზის ცენ­ტრის ერთ-ერთი კლი­ენ­ტი თა­ვა­დაც გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას, ამას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ. ვფიქ­რობ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით "პლას­ტი­კა"არ მჭირ­დე­ბა... ისე, ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის სი­ლა­მა­ზე მისი ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით, დახ­ვე­წი­ლო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და თუ ამას ცო­ტა­ო­დენ თა­ვის მოვ­ლა­საც და­ვუ­მა­ტებთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­რე­ვად იქ­ნე­ბა.

- რო­გორც ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს (და არა მარ­ტო მათ), ალ­ბათ შენც გაქვს სურ­ვი­ლი, მი­ლი­არ­დე­რი თუ არა, მი­ლი­ო­ნე­რი მა­ინც გახ­დე.

- ამის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მაქვს. ფულს ჩემ­თვის ერ­თა­დერ­თი დატ­ვირ­თვა აქვს - თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დრო ვი­ყი­დო, რათა ვა­კე­თო მხო­ლოდ ის, რაც მე მინ­და. მსურს, იმ­დე­ნი ფული მქონ­დეს, რომ მე ვმარ­თო ის და არა მან - მე და სიმ­შვი­დე და­მი­კარ­გოს. თუკი ოდეს­მე მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ ფონდს, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გზის გა­საკ­ვა­ლად. ხომ იცით, ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს, მაგ­რამ მათ ხელ­შე­წყო­ბა აკ­ლი­ათ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც გქო­ნო­და, საქ­მი­ა­ნი ქა­ლის იმი­ჯის მორ­გე­ბა­ზე არ იფიქ­რებ­დი?

- რომ არ მქონ­დეს იმე­დი იმი­სა, რომ ოდეს­მე მუ­სი­კის სფე­რო­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ რა­ღაც ღი­რე­ბულს, ალ­ბათ ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი... ჩემ­თვის მუ­სი­კა­ში რა­ღა­ცის ფრაგ­მენ­ტუ­ლად კე­თე­ბა არა­საკ­მა­რი­სი, არა­სა­ინ­ტე­რე­სო იყო. წე­ლი­წად­ში ერთ სიმ­ღე­რას რომ ჩა­წერ, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს; სხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ასე არ ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ მე თუ რა­მეს ვა­კე­თებ, მინ­და, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო.

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შინ უქ­მად სხე­დან და ამ­ბო­ბენ, რომ სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვეს, რომ იღ­ბა­ლი არ სწყა­ლობთ და არც ბიზ­ნეს­ში უმარ­თლებთ, - ანუ რა არის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის სა­წინ­და­რი, როცა ფუ­ლის შოვ­ნა გინ­და?

- მოდი, და­ვა­ნე­ბოთ ფულს თავი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იმ პრო­ცე­სით უნდა ხა­რობ­დეს, რა­საც აკე­თებს და მხო­ლოდ შე­დეგ­ზე არ უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შე­დე­გი თა­ვი­სით დად­გე­ბა, როცა იქ ხარ, სა­დაც უნდა იყო. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს რა­ღა­ცის ნუ­ლი­დან და­წყე­ბის. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ უცებ არა­ფე­რი მოვა. წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წიო, ამის­თვის წლე­ბია სა­ჭი­რო და კი­დევ, დიდი ნე­ბის­ყო­ფა, ენერ­გია და ოპ­ტი­მიზ­მი, რწმე­ნა იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა!..

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს

რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს

კარგა ხანია, მომღერალმა ია ჩანტლაძემ "ბიზნესვუმენის"ამპლუა მოირგო და საკმაოდ წარმატებულადაც. მოგეხსენებათ, ის ამ ეტაპზე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში, ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობს. გარდა ამისა, სასტუმროების მშენებლობის მხრივ არაერთ პროექტშია ჩართული და ერთ-ერთი სილამაზის ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ. ცნობისათვის, ია ცოდნის გასაღრმავებლად მთელი წლით ესპანეთშიც იყო, სადაც როგორც თავად აღნიშნა, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტს დაეუფლა. ალბათ ბევრი გაიკვირვებს: ქართველ ქალს სტუმართმოყვარეობის ხელოვნების შესწავლა, თანაც - ამ ცოდნის მისაღებად სხვა ქვეყანაში გამგზავრება რაში დასჭირდაო? იას ამ კითხვაზე საკმაოდ დამაჯერებელი და თანაც, საინტერესო პასუხი აქვს.

- პირველ რიგში, მაინტერესებს, რამ განაპირობა შენი, როგორც "ბიზნესვუმენის" ჩამოყალიბება?

- რაღაც ასაკში გავიაზრე, რომ არ მიყვარს ისეთ სისტემაში ყოფნა, სადაც მე ვერაფერს შევცვლი, სამაგიეროდ, ამ სისტემას შეუძლია ჩემი შეცვლა. ხელოვანი ვარ და ხშირად, რაღაც ჩარჩოებს ვერ ვეგუები. ამიტომ გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა არ მსურდა (პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე ვარ) და დავიწყე სამსახურის ძებნა სულ სხვა კუთხით. ჰოდა, ამ ძიება-ძიებაში თავი ამოვყავი ბიზნესპალატაში, სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც საქმიანი ქალი. რა თქმა უნდა, ჩემთვის თანამდებობა თავიდანვე არ მოუციათ. წარმატებისთვის რომ მიმეღწია, ძალიან დიდი გზა გავიარე. უკვე მეშვიდე წელია, აქ ვმუშაობ, მაგრამ ერთხელაც არ მიფიქრია აქედან წასვლაზე.

- თქვენი ბიზნესპალატა კონკრეტულად, რას საქმიანობს?

- ამ შემთხვევაში, ვერ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვი, რომ ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებით დაწყებული და კულტურული თუ საქველმოქმედო პროექტებით დამთავრებული; ბევრი კარგი წამოწყების ავტორები და განმხორციელებლები ვართ. მაგალითად, 2008 წლის ომის დროს 21 დაჭრილი ქართველი მეომარი ჩვენი მეგობრების დახმარებით, ისრაელში წავიყვანეთ, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ჩვენი კონტაქტებისა და ინიციატივების შედეგად, საქართველომ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ფესტივალში, წარმოჩინდა ქართული კულტურა და ა.შ. ისრაელიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოგვყავს და მათ უფასო კონსულტაციას ვუწევთ. ბოლო წლებში საქართველოში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების ნაწილი თამამად შეიძლება, ჩვენი კარგი მუშაობის შედეგადაც ჩაითვალოს.

- საქმიანი იმიჯის მოსარგებად პროფესიის შეცვლა მოგიხდა და ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრე...

- (მაწყვეტინებს) ჩემი კიდევ ერთი საქმიანობა სასტუმროს ბიზნესთან არის დაკავშირებული. საქართველოში ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული. მაგალითად, ამჟამად აბანოთუბანში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს ვაშენებთ... როდესაც მივხვდი, რომ ამ სფეროშიც მომიწევდა რაღაცის გაკეთება, მადრიდში წავედი, სადაც შევისწავლე Hospitality, Travel and Hotel Management . ეს სფერო ძალიან მიყვარს. ჩემთვის მოგზაურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმზე, სასტუმროსა და მოგზაურობაზე ყველაფერი მაინტერესებდა. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ამ სფეროშიც მომიწია მუშაობამ. ვამბობ ხოლმე, ესპანეთში სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი შევისწავლე-მეთქი.

- ქართველები ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, შენ კი ამის შესასწავლად საზღვარგარეთ მოგიხდა წასვლა...

- ვფიქრობ, სტუმართმოყვარეობის სწავლა ქართველებსაც გვჭირდება. როდესაც ქართველთან სახლში მიდის სტუმარი, მას გამასპინძლებაში მართლაც, ვერავინ შეედრება, მაგრამ ხშირია ფაქტი, როცა ადამიანს, რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობს, გაცნობიერებული არ აქვს, რომ დაწესებულების კლიენტი ისე უნდა მიიღოს, როგორც პირადი სტუმარი და ამის გამო დიდ პრობლემას აწყდება არა მარტო თვითონ, არამედ მასთან მომსახურების მისაღებად მისული ადამიანი და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაწესებულების იმიჯზე ცუდად აისახება...

- პირველ რიგში, რა თვისება უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობს?

- მას რაღაცების მოთმენის უნარი და ღიმილი უნდა შეეძლოს. თუმცა, ღიმილის გარდა არის ისეთი ხარვეზი, რასაც სტუმარი აუცილებლად შეამჩნევს. მერწმუნეთ, ერთი თანამშრომლის უდისციპლინობაც საქმეზე ცუდად აისახება. ნებისმიერი საქმის წარმატება თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, - ანუ ეს სისტემა ჯაჭვივით არის აწყობილი და ერთი რგოლიც რომ გაწყდეს, სისტემა მთლიანად ირღვევა.

- ხელქვეითებთან სიმკაცრეს ხშირად იჩენ?

- იცი, რა, ქართველები ისეთი ზარმაცები ვართ, რომ გვჭირდება ძლიერი ხელი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი ვარ...

- როცა უფროსი მკაცრია და თანამშრომლებისგან ბევრს მოითხოვს, ცხადია, ეს ყველას არ მოსწონს. შესაძლოა, შენზეც თქვან აუგი. ეს არ გაშინებს?

- შენიშვნის მიღება არავის სიამოვნებს და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ შეგნებულმა ადამიანმა არა მგონია, უფროსის სამართლიანი მოთხოვნა თუ თხოვნა არ გაითვალისწინოს. სულაც არ ვფიქრობ, რომ თანამშრომლებს უსამართლოდ ვექცევი. თუ ვიღაცისგან რაღაცას ვითხოვ, ყოველთვის მაქვს არგუმენტი, თუ რატომ ვაკეთებ ამას. რაც შეეხება ჭორაობასა და ადამიანების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას, სახლშიც რომ ვიჯდე, დამერწმუნე, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ჩემზე ცუდს იტყვის; ვისაც შეიძლება უბრალოდ, ეს "კარჩაკეტილობა"არ მოეწონოს და ამის გამო, მთელი დღე მლანძღოს. საერთოდ, ყველაზე მეტი მომდურავი და მაქებარი ჰყავს მას, ვინც რაღაცას აკეთებს; თუ უმოქმედო ხარ, ნაკლებ ადამიანს გაახსენდება შენი არსებობაც კი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, 18 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი სიმღერა გაჰიტდა და ერთხელაც, როცა ქუჩაში გამოვედი, მივხვდი, რომ ხალხი მცნობდა. მაშინაც ჭორაობდნენ ჩემზე...

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისგან კარგი ბიზნესმენი დადგეს? რა კრიტერიუმებით არჩევთ პიროვნებას (ცხადია, როცა ვაკანსია გაქვთ), რომელსაც დასაქმება სურს?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოტივაცია, შემდეგ კი რა თქმა უნდა, შესაბამისი კომპეტენცია და ცოდნა. ვფიქრობ, ამქვეყნად ყველაფრის სწავლა შეიძლება, მთავარია - ის საქმე, რომელსაც აითვისებ, შენთვის სასიამოვნო საკეთებელი იყოს, სხვაგვარად ვერასდროს იქნები კარგი თანამშრომელი.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ესპანეთმა და ესპანელებმა?

- ესპანეთი არის შოკი! მადრიდი გახლავთ ის ქალაქი, რომელიც უცხოს შვილივით მიგიღებს. იქ ისეთივე ტემპერამენტის მქონე ხალხი ცხოვრობს, როგორიც ქართველები ვართ. ესპანური კულტურა, ესთეტიკა, არქიტექტურა, ენა, კოლორიტი გასაგიჟებელია; ამ ქვეყანაში ძალიან თბილი, უფრო სწორად - ცხელი ხალხი ცხოვრობს (იღიმის)! ჩემთვის ესპანეთში ცხოვრების პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის აღმოსაჩენად, განმარტოებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ვისწავლე უფრო მეტი ფიქრი და გავხდი უფრო მეტად კრეატიული. ბევრი მუსიკალური თემა სწორედ იქ ყოფნისას დავწერე და იმედი მაქვს, ოდესმე ისინი დღის სინათლეს იხილავს.

- ისრაელშიც ბევრჯერ ხარ ნამყოფი...

- საქმიანობიდან გამომდინარე, ცხადია, ისრაელში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ამ ქვეყანაში პირველად რომ ჩავედი, გაოცებული დავრჩი: მანამდე სულ სხვანაირი ქვეყანა მეგონა, მაგრამ თელ-ავივში ჩასულს, ევროპული გარემო დამხვდა. ებრაელებიც ძალიან მიყვარს: თბილი ხალხია, ემოციური. გამაოცა მათმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ. ქართველები უყვართ, განსაკუთრებით იმათ - ვინც საქართველოში ერთხელ მაინც არის ნამყოფი.

- სილამაზის ესთეტიკური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ხარ. საინტერესოა, თავად თუ სარგებლობ ამ ცენტრის მომსახურებით? სხეულის ამა თუ იმ ფორმის შეცვლას ხომ არ აპირებ?

- რა თქმა უნდა, სილამაზის ცენტრის ერთ-ერთი კლიენტი თავადაც გახლავართ, მაგრამ რაც შეეხება გარეგნობაში რაიმე რადიკალურ ცვლილებას, ამას ნამდვილად არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით "პლასტიკა"არ მჭირდება... ისე, ჩემი აზრით, ადამიანის სილამაზე მისი შინაგანი კულტურით, დახვეწილობით არის განპირობებული და თუ ამას ცოტაოდენ თავის მოვლასაც დავუმატებთ, ყველაფერი გადასარევად იქნება.

- როგორც ყველა ბიზნესმენს (და არა მარტო მათ), ალბათ შენც გაქვს სურვილი, მილიარდერი თუ არა, მილიონერი მაინც გახდე.

- ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ფულს ჩემთვის ერთადერთი დატვირთვა აქვს - თავისუფლება და დრო ვიყიდო, რათა ვაკეთო მხოლოდ ის, რაც მე მინდა. მსურს, იმდენი ფული მქონდეს, რომ მე ვმართო ის და არა მან - მე და სიმშვიდე დამიკარგოს. თუკი ოდესმე მექნება საშუალება, ჩამოვაყალიბებ ფონდს, ნიჭიერი ადამიანებისთვის გზის გასაკვალად. ხომ იცით, ქართველებს ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ მათ ხელშეწყობა აკლიათ.

- საქართველოში შოუბიზნესი აყვავებული რომ ყოფილიყო და კარგი შემოთავაზებებიც გქონოდა, საქმიანი ქალის იმიჯის მორგებაზე არ იფიქრებდი?

- რომ არ მქონდეს იმედი იმისა, რომ ოდესმე მუსიკის სფეროში აუცილებლად გავაკეთებ რაღაც ღირებულს, ალბათ ვერ ვიცხოვრებდი... ჩემთვის მუსიკაში რაღაცის ფრაგმენტულად კეთება არასაკმარისი, არასაინტერესო იყო. წელიწადში ერთ სიმღერას რომ ჩაწერ, ეს არაფერს ნიშნავს; სხვები შეიძლება, ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მე თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო.

- დაბოლოს, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც შინ უქმად სხედან და ამბობენ, რომ სამსახური ვერ იშოვეს, რომ იღბალი არ სწყალობთ და არც ბიზნესში უმართლებთ, - ანუ რა არის წარმატების მიღწევის საწინდარი, როცა ფულის შოვნა გინდა?

- მოდი, დავანებოთ ფულს თავი. ყველა ადამიანი იმ პროცესით უნდა ხარობდეს, რასაც აკეთებს და მხოლოდ შედეგზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი თავისით დადგება, როცა იქ ხარ, სადაც უნდა იყო. არ უნდა შეგვეშინდეს რაღაცის ნულიდან დაწყების. უნდა გავიაზროთ, რომ უცებ არაფერი მოვა. წარმატებას რომ მიაღწიო, ამისთვის წლებია საჭირო და კიდევ, დიდი ნებისყოფა, ენერგია და ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა!..

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია