სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს
"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს

ვი­საც ავ­ტო­ბუ­სით გი­წევთ მგზავ­რო­ბა, ალ­ბათ ხში­რად შეს­წრე­ბი­ხართ კონ­ტრო­ლი­ო­რებ­სა და მგზავ­რებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლას, წყევ­ლა­სა და გი­ნე­ბას. ზოგ მგზავ­რსა და კონ­ტრო­ლი­ორს, რო­გორც ჩანს, კარ­გად არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებს ქმნის. სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ.

იაგო, 24 წლის:

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას კონ­ტრო­ლი­ორ­მა ტყუ­ი­ლად და­მა­ჯა­რი­მა. სტუ­დენ­ტუ­რი ბა­რა­თით ვსარ­გებ­ლობ­დი, რო­მელ­საც ჯი­ბე­ში დე­ბის­გან სა­ხე­ლი და გვა­რი კარ­გად აღარ ეტყო­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მქონ­და, ჯა­რი­მის ქვი­თარ­ში კონ­ტრო­ლი­ორ­მა ჩა­წე­რა, ვი­თომ ბი­ლე­თი არ მქონ­და.

- არ გა­ა­სა­ჩივ­რე?

- რა თქმა უნდა. მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი­დან წარ­ვუდ­გი­ნე ცნო­ბა, რომ ბი­ლე­თი ნამ­დვი­ლად აღე­ბუ­ლი მქონ­და. ჯა­რი­მა გა­მი­უქ­მეს და იმე­დია, და­ი­სა­ჯა ის კონ­ტრო­ლი­ო­რი, რო­მელ­მაც უკა­ნო­ნოდ და­მა­ჯა­რი­მა.

მერი, 21 წლის:

- კონ­ტრო­ლი­ო­რებს სულ "ვაჩ­მო­რებ". ამო­დი­ან ავ­ტო­ბუს­ში და ყვი­რი­ლით ამ­ბო­ბენ, ბი­ლე­თე­ბი წარ­მო­ად­გი­ნე­თო! მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა ამოს­ვლის­თა­ნა­ვე მი­ე­სალ­მონ მგზავ­რებს, ყვი­რი­ლი­სა და ჩხუ­ბის მა­გივ­რად წყნა­რად და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად მოს­თხო­ვონ ხალ­ხს ბი­ლე­თი.

ელ­გუ­ჯა, 60 წლის:

- მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლე­ბის შე­უგ­ნებ­ლო­ბის ბრა­ლია, კონ­ტრო­ლი­ო­რის ინ­სტი­ტუ­ტი რომ გვჭირ­დე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ შე­ვეს­წა­რი, ავ­ტო­ბუს­ში კონ­ტრო­ლი­ო­რი ამო­ვი­და და თა­ვა­ზი­ა­ნად მი­მარ­თა მგზავ­რებს, - ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნე­თო. ერ­თმა ქალ­მა წყევ­ლა და­უ­წყო. ზოგ­ჯერ მგზავ­რე­ბი მათ­თან ძა­ლი­ან ტყუ­იან.

- არას­დროს და­უ­ჯა­რი­მე­ბი­ხართ?

- კი. არ ვი­ცო­დი, ხურ­და რომ არ მქონ­და და და­მა­ჯა­რი­მეს.

ნა­ნუ­კა, 25 წლის:

- კუ­რი­ოზს მო­გიყ­ვე­ბით. კონ­ტრო­ლი­ო­რი ამო­ვი­და და მთხო­ვა, ბი­ლე­თი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ვუ­თხა­რი, რომ ჯერ არ ჩავ­დი­ო­დი და ჩას­ვლი­სას ავი­ღებ­დი. კონ­ტრო­ლი­ო­რი მსუ­ქა­ნი და ღი­პი­ა­ნი იყო. კარ­თან ვი­დე­ქი, "მომ­კრა" ღიპი და კი­ბე­ზე მაგ­დებ­და (იცი­ნის). იქვე მო­ხუ­ცი ქალი იჯდა ჯო­ხით ხელ­ში, რო­მელ­მაც ავ­ტო­ბუ­სი­დან ჯო­ხით ჩა­აგ­დო მსუ­ქა­ნი კაცი. უთხრა, - ბავ­შვს ნუ ანერ­ვი­უ­ლე­ბო.

ჟანა, 22 წლის:

- ცოტა ხნის წინ, 88 ნო­მე­რი ავ­ტო­ბუ­სით ვმგზავ­რობ­დი, რო­მელ­შიც რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია. 4 წე­ლია, სტუ­დენ­ტი ვარ და კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­ბუს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია, მუ­დამ მეხ­მა­რე­ბი­ან ბი­ლე­თის აღე­ბა­ში. დე­ლის­თან კონ­ტრო­ლი­ო­რი ამო­ვი­და, სა­ხე­ლი და გვა­რი ახ­ლაც მახ­სოვს - გა­ლაქ­ტი­ონ თო­დუა. ბო­ლო­ში მდგომ­მა გა­ვუ­წო­დე სტუ­დენ­ტუ­რი ბა­რა­თი. ვი­ფიქ­რე, მეხ­მა­რე­ბო­და. პი­რა­დო­ბა მთხო­ვა და გა­მო­მარ­თვა თუ არა, ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­ვი­და და და­მი­ძა­ხა, ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. მი­თხრა, რომ და­მა­ჯა­რი­მებ­და და ასეც მო­იქ­ცა. ჯი­ხუ­რე­ბი­დან ხალ­ხი გა­მო­ვი­და და კონ­ტრო­ლი­ორს ლან­ძღვა და­უ­წყო. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნო ასე მო­ტყუ­ე­ბით და და­ა­ჯა­რი­მოო? ალ­ბათ შემ­ჩნე­უ­ლი ჰყავ­დათ მო­ვაჭ­რე­ებს ამ­გვარ ხრი­კებ­ში. მოკ­ლედ, ლა­მის ხე­ლი­თაც შე­ეხ­ნენ ჩემ გამო. პატ­რულს გა­მო­ვუ­ძა­ხე, რო­მელ­მაც კონ­ტრო­ლი­ორს შე­ნიშ­ვნა მის­ცა: ხომ იცი, არას­წო­რად მო­ი­ქე­ციო...

- ბი­ლე­თი რა­ტომ ას­ვლის­თა­ნა­ვე არ აიღე?

- ავ­ტო­ბუს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, უკან ვი­დე­ქი. ჭეჭყვა­ში სა­ნამ სამ­გზავ­რო ბი­ლე­თი ამო­ვი­ღე, ავ­ტო­ბუ­სი დე­ლი­სის მეტ­როს­თან გა­ჩერ­და და კონ­ტრო­ლი­ო­რიც ამო­ვი­და. და­მი­ნა­ხა, ხელ­ში მე­ჭი­რა ბა­რა­თი და ბი­ლე­თის ასა­ღე­ბად მივ­დი­ო­დი. მო­ტყუ­ე­ბით, ვი­თომ და­სახ­მა­რებ­ლად გა­მომ­გლი­ჯა ხე­ლი­დან. ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცა, ეს პატ­რულ­მაც და იქვე მყოფ­მა ხალ­ხმაც და­ა­დას­ტუ­რა. გა­ვა­სა­ჩივ­რე და ვნა­ხოთ, რას მე­ტყვი­ან.

ირმა, 35 წლის:

- 20 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში ინ­ცი­დენტს შე­ვეს­წა­რი. ახალ­გაზ­რდა ბიჭს კონ­ტრო­ლი­ორ­მა ბი­ლე­თი მოს­თხო­ვა, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტუ­რი - 20-თეთ­რი­ა­ნი ბი­ლე­თი აჩ­ვე­ნა. ეგ ბი­ლე­თი შენი არ არი­სო, უთხრა და მისი ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩაყ­ვა­ნა სცა­და. ბიჭ­მა მე­ო­რეც იმა­ვე ბა­რა­თით, მის თვალ­წინ აიღო. კონ­ტრო­ლი­ო­რი არ უშ­ვებ­და ავ­ტო­ბუსს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან რე­კავ­და. ხალ­ხი ლან­ძღავ­და და იყო ერთი ამ­ბა­ვი. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უბ­რძა­ნა, ავ­ტო­ბუ­სი გა­ეშ­ვა. კონ­ტრო­ლი­ორს სხვა გზა აღარ ჰქონ­და... ვფიქ­რობ, ავ­ტო­ბუს­ში ბი­ლე­თე­ბის შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს კონ­ტრო­ლი­ორს, უნდა ამოწ­მებ­დნენ მგზავრს ჩას­ვლის შემ­დეგ.

შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი, რო­გორ ხდე­ბა მათი და­ნიშ­ვნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ჯა­რიმ­დეს მგზავ­რი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. კი­თხვებს შპს "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის", მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი - თა­მაზ რო­ბა­ქი­ძე პა­სუ­ხობს.

- მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი 2009 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რო­გორც იცით, მა­ნამ­დე მგზავ­რის­გან მძღო­ლი იღებ­და თან­ხას, რის გა­მოც ყუ­რა­დღე­ბა ეფან­ტე­ბო­და. ახლა ის მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლია მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამ ახა­ლი სის­ტე­მით გა­მო­ი­რი­ცხა კო­რუფ­ცია მძღო­ლე­ბის მხრი­დან, რად­გან ადრე მათ შე­ეძ­ლოთ მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა და­ე­მა­ლათ და მეტი თან­ხა თა­ვად აე­ღოთ. მძღოლს ახლა მხო­ლოდ მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა ევა­ლე­ბა. ჩვენ ახა­ლი არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­გო­ნე­ბია, ეს სის­ტე­მა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

- რო­გორ მოხ­და კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა? რა მო­თხოვ­ნე­ბი იყო მათ მი­მართ?

- ვა­კან­სია მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­ზე მუდ­მი­ვად გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რთუ­ლი და კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­მუ­შა­ოა, ამი­ტო­მაც კად­რე­ბის დე­ნა­დო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ღე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს, - მათ მო­ე­თხო­ვე­ბათ ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა და გა­მარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი. შემ­დგო­მი ეტა­პი კი გა­სა­უბ­რე­ბაა. ამ დროს ვხვდე­ბით, არის თუ არა კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი მო­მა­ვა­ლი კონ­ტრო­ლი­ო­რი. გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ გა­მო­საც­დე­ლად იწყე­ბა ერ­თკვი­რი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა. ჩვენ გვაქვს სამი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს კონ­ტრო­ლი­ო­რის მუ­შა­ო­ბა­სა და მგზავ­რის და­ჯა­რი­მე­ბის წესს. ბოლო ეტა­პია გა­მოც­და, სა­დაც მო­ე­თხო­ვე­ბათ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცოდ­ნა და ჯა­რი­მის გა­მო­წე­რა.

ჩვენ­თან სი­ახ­ლეა, გვყავს ორი ტი­პის კონ­ტრო­ლი­ო­რი, - პირ­ველს მგზავ­რე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ, ისი­ნი ამო­დი­ან ავ­ტო­ბუ­სებ­ში და ამოწ­მე­ბენ, აქვთ თუ არა მგზავ­რებს ბი­ლე­თე­ბი. მე­ო­რე ტი­პის კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი კი ახლა და­ვა­მა­ტეთ, ისი­ნი ცალ­კე­ულ ხა­ზებ­ზე არი­ან გა­ნა­წი­ლე­ბულ­ნი, რომ­ლე­ბიც სულ დაჰ­ყვე­ბი­ან ავ­ტო­ბუსს. პირ­ვე­ლი ტი­პის 160, ხოლო მე­ო­რე ტი­პის 324 კონ­ტრო­ლი­ო­რია და­საქ­მე­ბუ­ლი.

- მათი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა რო­გო­რია? და­მო­კი­დე­ბუ­ლია თუ არა კონ­ტრო­ლი­ო­რის ხელ­ფა­სი მგზავ­რე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბის გა­მო­წე­რის სიმ­რავ­ლე­ზე?

- აქვთ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი და ბო­ნუ­სე­ბი. ეს კი არა­ნა­ი­რად ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კონ­ტრო­ლი­ო­რის ბო­ნუ­სი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმით, თუ რამ­დე­ნი ავ­ტო­ბუ­სი შე­ა­მოწ­მა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ­დე­ნი ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და იმ უბან­ში, სა­დაც ის იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

- რა შემ­თხვე­ვა­ში აქვს კონ­ტრო­ლი­ორს მგზავ­რის და­ჯა­რი­მე­ბის უფ­ლე­ბა? ეს სა­კი­თხი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რია, ხში­რად შევ­სწრე­ბი­ვარ ამ დროს შეხ­ლა-შე­მოხ­ლას.

- როცა კონ­ტრო­ლი­ო­რი ადის ავ­ტო­ბუს­ში და ხე­დავს უბი­ლე­თო მგზავრს, - სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ჩა­მო­იყ­ვა­ნოს ავ­ტო­ბუ­სი­დან და და­ა­ჯა­რი­მოს. ჩვენ გვინ­და კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს თავი ავა­რი­დოთ, ამი­ტომ ხში­რად კონ­ტრო­ლი­ო­რი თვალს ხუ­ჭავს უბი­ლე­თო მგზავრზე და მგზავრს ეხ­მა­რე­ბა მის შე­ძე­ნა­ში. ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი­ო­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მუ­შა­ობს, აჭარ­ბებს თა­ვის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს. ასე­თი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას, მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია დარ­ე­კოს ნო­მერ­ზე: 2 93 44 44, და­ა­ფიქ­სი­როს სა­ჩი­ვა­რი და იმ კონ­ტრო­ლი­ო­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვის მი­მარ­თაც სურს სა­ჩივ­რის გა­კე­თე­ბა. შიდა გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია გა­მო­იკ­ვლევს ამ ფაქტს და და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრო­ლი­ო­რი მი­ი­ღებს გაფრ­თხი­ლე­ბას ან სა­ერ­თოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აგ­რე­სია და ზე­წო­ლა მგზავ­რე­ბის მხრი­და­ნაც წა­მო­სუ­ლა, - უცე­მი­ათ და და­უჭ­რი­ათ კი­დეც კონ­ტრო­ლი­ო­რი. ცოტა ხან­ში კონ­ტრო­ლი­ო­რებს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. ისი­ნი უკეთ შე­ის­წავ­ლი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. ეს სერ­ვი­სი კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს

"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს

ვისაც ავტობუსით გიწევთ მგზავრობა, ალბათ ხშირად შესწრებიხართ კონტროლიორებსა და მგზავრებს შორის შეხლა-შემოხლას, წყევლასა და გინებას. ზოგ მგზავრსა და კონტროლიორს, როგორც ჩანს, კარგად არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლება-მოვალეობები, რაც არასასიამოვნო სიტუაციებს ქმნის. საილუსტრაციოდ, რამდენიმე შემთხვევის შესახებ მოგითხრობთ.

იაგო, 24 წლის:

- სტუდენტობისას კონტროლიორმა ტყუილად დამაჯარიმა. სტუდენტური ბარათით ვსარგებლობდი, რომელსაც ჯიბეში დებისგან სახელი და გვარი კარგად აღარ ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი აღებული მქონდა, ჯარიმის ქვითარში კონტროლიორმა ჩაწერა, ვითომ ბილეთი არ მქონდა.

- არ გაასაჩივრე?

- რა თქმა უნდა. მეტროპოლიტენიდან წარვუდგინე ცნობა, რომ ბილეთი ნამდვილად აღებული მქონდა. ჯარიმა გამიუქმეს და იმედია, დაისაჯა ის კონტროლიორი, რომელმაც უკანონოდ დამაჯარიმა.

მერი, 21 წლის:

- კონტროლიორებს სულ "ვაჩმორებ". ამოდიან ავტობუსში და ყვირილით ამბობენ, ბილეთები წარმოადგინეთო! მათი მოვალეობაა ამოსვლისთანავე მიესალმონ მგზავრებს, ყვირილისა და ჩხუბის მაგივრად წყნარად და ცივილიზებულად მოსთხოვონ ხალხს ბილეთი.

ელგუჯა, 60 წლის:

- მე ვფიქრობ, რომ ქართველების შეუგნებლობის ბრალია, კონტროლიორის ინსტიტუტი რომ გვჭირდება. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გვაქვს გაცნობიერებული. ცოტა ხნის წინ შევესწარი, ავტობუსში კონტროლიორი ამოვიდა და თავაზიანად მიმართა მგზავრებს, - ბილეთები შეიძინეთო. ერთმა ქალმა წყევლა დაუწყო. ზოგჯერ მგზავრები მათთან ძალიან ტყუიან.

- არასდროს დაუჯარიმებიხართ?

- კი. არ ვიცოდი, ხურდა რომ არ მქონდა და დამაჯარიმეს.

ნანუკა, 25 წლის:

- კურიოზს მოგიყვებით. კონტროლიორი ამოვიდა და მთხოვა, ბილეთი მეჩვენებინა. ვუთხარი, რომ ჯერ არ ჩავდიოდი და ჩასვლისას ავიღებდი. კონტროლიორი მსუქანი და ღიპიანი იყო. კართან ვიდექი, "მომკრა" ღიპი და კიბეზე მაგდებდა (იცინის). იქვე მოხუცი ქალი იჯდა ჯოხით ხელში, რომელმაც ავტობუსიდან ჯოხით ჩააგდო მსუქანი კაცი. უთხრა, - ბავშვს ნუ ანერვიულებო.

ჟანა, 22 წლის:

- ცოტა ხნის წინ, 88 ნომერი ავტობუსით ვმგზავრობდი, რომელშიც როგორც წესი, ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. 4 წელია, სტუდენტი ვარ და კონტროლიორები იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსში ძალიან ბევრი ხალხია, მუდამ მეხმარებიან ბილეთის აღებაში. დელისთან კონტროლიორი ამოვიდა, სახელი და გვარი ახლაც მახსოვს - გალაქტიონ თოდუა. ბოლოში მდგომმა გავუწოდე სტუდენტური ბარათი. ვიფიქრე, მეხმარებოდა. პირადობა მთხოვა და გამომართვა თუ არა, ავტობუსიდან ჩავიდა და დამიძახა, ჩავსულიყავი. მითხრა, რომ დამაჯარიმებდა და ასეც მოიქცა. ჯიხურებიდან ხალხი გამოვიდა და კონტროლიორს ლანძღვა დაუწყო. რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანო ასე მოტყუებით და დააჯარიმოო? ალბათ შემჩნეული ჰყავდათ მოვაჭრეებს ამგვარ ხრიკებში. მოკლედ, ლამის ხელითაც შეეხნენ ჩემ გამო. პატრულს გამოვუძახე, რომელმაც კონტროლიორს შენიშვნა მისცა: ხომ იცი, არასწორად მოიქეციო...

- ბილეთი რატომ ასვლისთანავე არ აიღე?

- ავტობუსში ძალიან ბევრი ხალხი იყო, უკან ვიდექი. ჭეჭყვაში სანამ სამგზავრო ბილეთი ამოვიღე, ავტობუსი დელისის მეტროსთან გაჩერდა და კონტროლიორიც ამოვიდა. დამინახა, ხელში მეჭირა ბარათი და ბილეთის ასაღებად მივდიოდი. მოტყუებით, ვითომ დასახმარებლად გამომგლიჯა ხელიდან. ძალიან უსამართლოდ მომექცა, ეს პატრულმაც და იქვე მყოფმა ხალხმაც დაადასტურა. გავასაჩივრე და ვნახოთ, რას მეტყვიან.

ირმა, 35 წლის:

- 20 ნომერ ავტობუსში ინციდენტს შევესწარი. ახალგაზრდა ბიჭს კონტროლიორმა ბილეთი მოსთხოვა, რომელმაც სტუდენტური - 20-თეთრიანი ბილეთი აჩვენა. ეგ ბილეთი შენი არ არისო, უთხრა და მისი ავტობუსიდან ჩაყვანა სცადა. ბიჭმა მეორეც იმავე ბარათით, მის თვალწინ აიღო. კონტროლიორი არ უშვებდა ავტობუსს, ხელმძღვანელობასთან რეკავდა. ხალხი ლანძღავდა და იყო ერთი ამბავი. ხელმძღვანელობამ უბრძანა, ავტობუსი გაეშვა. კონტროლიორს სხვა გზა აღარ ჰქონდა... ვფიქრობ, ავტობუსში ბილეთების შემოწმების უფლება არ უნდა ჰქონდეს კონტროლიორს, უნდა ამოწმებდნენ მგზავრს ჩასვლის შემდეგ.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა უფლებებით სარგებლობენ კონტროლიორები, როგორ ხდება მათი დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე, რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს მგზავრი და როგორ შეიძლება მოსახლეობის მიერ დასახელებული არასასიამოვნო შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. კითხვებს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის", მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - თამაზ რობაქიძე პასუხობს.

- მონიტორინგის სამსახური 2009 წელს ჩამოყალიბდა. როგორც იცით, მანამდე მგზავრისგან მძღოლი იღებდა თანხას, რის გამოც ყურადღება ეფანტებოდა. ახლა ის მთლიანად გადართულია მგზავრთა უსაფრთხოებაზე. ამ ახალი სისტემით გამოირიცხა კორუფცია მძღოლების მხრიდან, რადგან ადრე მათ შეეძლოთ მგზავრთა რაოდენობა დაემალათ და მეტი თანხა თავად აეღოთ. მძღოლს ახლა მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილება ევალება. ჩვენ ახალი არაფერი გამოგვიგონებია, ეს სისტემა აპრობირებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.

- როგორ მოხდა კადრების შერჩევა? რა მოთხოვნები იყო მათ მიმართ?

- ვაკანსია მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელზე მუდმივად გვაქვს გამოცხადებული. რთული და კონფლიქტური სამუშაოა, ამიტომაც კადრების დენადობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მიღების კრიტერიუმებს, - მათ მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა და გამართულად საუბარი. შემდგომი ეტაპი კი გასაუბრებაა. ამ დროს ვხვდებით, არის თუ არა კომუნიკაბელური მომავალი კონტროლიორი. გასაუბრების გავლის შემდეგ გამოსაცდელად იწყება ერთკვირიანი სტაჟირება. ჩვენ გვაქვს სამი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს კონტროლიორის მუშაობასა და მგზავრის დაჯარიმების წესს. ბოლო ეტაპია გამოცდა, სადაც მოეთხოვებათ აღნიშნული კანონმდებლობის ცოდნა და ჯარიმის გამოწერა.

ჩვენთან სიახლეა, გვყავს ორი ტიპის კონტროლიორი, - პირველს მგზავრები კარგად იცნობენ, ისინი ამოდიან ავტობუსებში და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მგზავრებს ბილეთები. მეორე ტიპის კონტროლიორები კი ახლა დავამატეთ, ისინი ცალკეულ ხაზებზე არიან განაწილებულნი, რომლებიც სულ დაჰყვებიან ავტობუსს. პირველი ტიპის 160, ხოლო მეორე ტიპის 324 კონტროლიორია დასაქმებული.

- მათი შრომის ანაზღაურება როგორია? დამოკიდებულია თუ არა კონტროლიორის ხელფასი მგზავრებისთვის ჯარიმების გამოწერის სიმრავლეზე?

- აქვთ ფიქსირებული ხელფასი და ბონუსები. ეს კი არანაირად ჯარიმების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. კონტროლიორის ბონუსი განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ავტობუსი შეამოწმა თვის განმავლობაში და რამდენი ბილეთი გაიყიდა იმ უბანში, სადაც ის იყო მიმაგრებული.

- რა შემთხვევაში აქვს კონტროლიორს მგზავრის დაჯარიმების უფლება? ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემურია, ხშირად შევსწრებივარ ამ დროს შეხლა-შემოხლას.

- როცა კონტროლიორი ადის ავტობუსში და ხედავს უბილეთო მგზავრს, - სრული უფლება აქვს, ჩამოიყვანოს ავტობუსიდან და დააჯარიმოს. ჩვენ გვინდა კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ავარიდოთ, ამიტომ ხშირად კონტროლიორი თვალს ხუჭავს უბილეთო მგზავრზე და მგზავრს ეხმარება მის შეძენაში. ზოგიერთი ჩვენი კონტროლიორი არაკეთილსინდისიერად მუშაობს, აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს. ასეთი ფაქტების აღმოჩენისას, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ნომერზე: 2 93 44 44, დააფიქსიროს საჩივარი და იმ კონტროლიორის სახელი და გვარი, ვის მიმართაც სურს საჩივრის გაკეთება. შიდა გენერალური ინსპექცია გამოიკვლევს ამ ფაქტს და დანაშაულის შემთხვევაში კონტროლიორი მიიღებს გაფრთხილებას ან საერთოდ გათავისუფლდება. იყო შემთხვევები, როცა აგრესია და ზეწოლა მგზავრების მხრიდანაც წამოსულა, - უცემიათ და დაუჭრიათ კიდეც კონტროლიორი. ცოტა ხანში კონტროლიორებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. ისინი უკეთ შეისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ კონფლიქტური სიტუაციების დროს. ეს სერვისი კიდევ უფრო დაიხვეწება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია