თურქი ქალბატონი მას შემდეგ გადარჩა, რაც ქმრის საყვარლის თირკმელი გადაუნერგეს. 4-წლიანი ქორწინების შემდეგ ამ ქალბატონის ერთ-ერთმა თირკმელმა მუშაობა შეწყვიტა და ყოველ მეოთხე დღეს საავადმყოფოში უხდებოდა მისვლა. ამ დროს მისმა მეუღლემ საყვარელი გაიჩინა, რომელმაც შემდეგ ძიძად გაასაღა თავი და მათივე ოჯახში დაიწყო მუშაობა. მეუღლის ავადმყოფობით შეწუხებულმა ქმარმა საყვარელს თირკმელი მოსთხოვა... გადარჩენილი ქალბატონის თქმით, ამჟამად მათ არა მარტო საერთო ქმარი, არამედ თირკმელიც აერთიანებთ.
მინ ლის ხელი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა. ხელი იმდენად იყო დაზიანებული, რომ ქირურგებმა მისი მიკერება გოგონას ხელის ადგილას კი არა, ფეხზე გადაწყვიტეს. სამი თვის შემდეგ კი ხელი თავის ადგილას დააბრუნეს. ამჟამად გოგონა ხელს ამოძრავებს.
ავსტრალიელი ექიმები 15 წლის გოგონას, დემი ლი-ბრენანს, ნამდვილ სასწაულად თვლიან. ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომლის სისხლის ჯგუფი ტრანსპლანტაციის შემდეგ შეიცვალა. დემის ღვიძლი ვირუსმა დაუზიანა და ექიმებმა დონორის ღვიძლი გადაუნერგეს, 10-საათიანი ოპერაციის შემდეგ გოგონას იმუნოდამთრგუნველი პერეპარატები მისცეს, რათა ორგანიზმს ახალი ორგანო არ განედევნა. ცხრა თვის შემდეგ ექიმები გაოცებულები აღნიშნავდნენ, რომ უარყოფითი რეზუს-ფაქტორი დადებითად შეიცვალა, ანუ სისხლი გახდა იმ ჯგუფის, რომელიც ღვიძლის პატრონს ჰქონდა.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)