მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"
პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ვა­დის შეც­ვლას "გა­გე­ბით ეკი­დე­ბა". რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბობ­და აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა შექ­მნა.

"მე გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას, ვი­ნა­ი­დან ამ პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს არა რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, არა­მედ რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ თე­მა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის საქ­მეა.

ამას­თან, პრე­მი­ე­რი უშუ­ა­ლოდ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ მა­სა­ლებს შე­მაშ­ფო­თე­ბელს უწო­დებს. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა - სამ­წუ­ხა­როა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და აცხა­დე­ბენ, თით­ქოს ამის შე­სა­ხებ არ იცოდ­ნენ.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა მათი ლიკ­ვი­და­ცია კვი­რას, 23 ივ­ნისს აღარ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სი­ის წევ­რმა, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ლაშა ტუ­ღუშ­მა გან­მარ­ტა, კო­მი­სია და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში შე­იკ­რი­ბე­ბა და გან­სა­ზღვრავს კონ­კრე­ტულ თა­რიღს, რო­დის მოხ­დე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. იქამ­დე კი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"

პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების ვადის შეცვლას "გაგებით ეკიდება". როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, არსებობდა აღნიშნულის საფუძველი, რაც სამეგრელოში აღმოჩენილმა მასალებმა შექმნა.

"მე გაგებით ვეკიდები გადაწყვეტილების შეცვლას, ვინაიდან ამ პროცესზე გავლენა მოახდინა სამეგრელოში აღმოჩენილმა მასალებმა", - აღნიშნა ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პოზიციას აფიქსირებს არა როგორც მთავრობის მეთაური, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე.

ივანიშვილის განცხადებით, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება პროფესიონალების საქმეა.

ამასთან, პრემიერი უშუალოდ სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებს შემაშფოთებელს უწოდებს. პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კი, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა - სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, თითქოს ამის შესახებ არ იცოდნენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა მათი ლიკვიდაცია კვირას, 23 ივნისს აღარ განხორციელდება.

როგორც შესაბამისი კომისიის წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განმარტა, კომისია დაახლოებით ერთ კვირაში შეიკრიბება და განსაზღვრავს კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ჩანაწერების განადგურება. იქამდე კი, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა