საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"
 ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"

ცნო­ბი­ლია, რომ ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სოლო კონ­ცერ­ტი მომ­ღე­რალ­მა მა­ნა­ნა თო­და­ძემ გა­მარ­თა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კონ­ცერ­ტის­თვის მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას შვი­ლი - ლე­ი­ლა თო­და­ძე, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად იც­ნობს, თუმ­ცა ის ჯა­ზურ კომ­პო­ზი­ცი­ებს უბად­ლოდ ას­რუ­ლებს, რაც იმ დღეს, სცე­ნა­ზე ასულ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა.

მომ­ღე­რა­ლი ინ­ტერ­ვი­უს იშ­ვი­ა­თად იძ­ლე­ვა, მაგ­რამ თუ მე­დი­ის ესა თუ ის სა­შუ­ა­ლე­ბა მოს­წონს, მა­შინ ის იმა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ენა­წყლი­ა­ნი რეს­პონ­დენ­ტიც კია, ვიდ­რე ეს ჟურ­ნა­ლისტს მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნია... ასე მოხ­და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც...

- მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ. რა ასაკ­ში და­ი­წყეთ სიმ­ღე­რა?

- მშობ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ 2 წლი­დან უკვე საკ­მა­ოდ რთულ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. რაც თავი მახ­სოვს, ოჯა­ხურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ყვე­ლა­ნი ვმღე­რო­დით. ბე­ბია რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენტზე - გი­ტა­რა­ზე, ჩონ­გურ­სა და პი­ა­ნი­ნო­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავ­და და ხმაც ღვთა­ებ­რი­ვი ჰქონ­და. ბა­ბუ­აც სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მახ­სოვს, ყო­ველ სა­ღა­მოს, ჩონ­გურ­სა და სა­ლა­მურ­ზე უკ­რავ­და ხოლ­მე, რა თქმა უნდა, ისიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და... მოკ­ლედ, მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო - დე­ი­და, ბი­ძე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი - მა­ი­კო და შო­რე­ნა ყარ­ყა­რაშ­ვი­ლე­ბი ხმა­შე­წყო­ბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ოჯა­ხი დიდი ან­სამ­ბლი­ვით იყო. ხან­და­ხან, როცა დე­და­ჩე­მი, მა­ნა­ნა თო­და­ძე გას­ტროლ­ზე არ გახ­ლდათ, ისიც გვი­ერ­თდე­ბო­და სიმ­ღე­რა­ში, რაც უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. მა­მა­ჩე­მიც მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმის ტემ­ბრი და შე­უ­და­რე­ბე­ლი ხმა აქვს.

- მა­მის სა­ნა­თე­სა­ვო­შიც მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან?

- დიახ, მა­მა­ჩე­მის ოჯახ­შიც ყვე­ლა მღე­რის და თან, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად. მოკ­ლედ, ასეთ გა­რე­მო­სა და ოჯახ­ში რომ ვიზ­რდე­ბო­დი, ამის­თვის მად­ლო­ბა უფალს.

- ალ­ბათ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ პრო­ფე­სი­ად მომ­ღერ­ლო­ბა აირ­ჩი­ეთ...

- ასე გა­მო­ვი­და. ოჯა­ხუ­რი "კონ­ცერ­ტე­ბი" სე­რი­ო­ზულ სურ­ვილ­ში გა­და­ი­ზარ­და, რომ პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე მემ­ღე­რა და შე­იქ­მნა ტრიო "სა­მა­ია" მე­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ტრი­ო­ში ვი­ყა­ვით - მე, მა­ი­კო და შო­რე­ნა ყარ­ყა­რაშ­ვი­ლე­ბი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა თუ კონ­ცერ­ტში.

- რო­გორც გა­ვი­გე, იმ პე­რი­ოდ­ში "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

- დიახ, 1989 წელს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით "იურ­მა­ლის" შე­სარ­ჩევ ტურ­ში და ფი­ნალ­ში გა­ვე­დით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ გაგ­ვიშ­ვეს, ვი­ნა­ი­დან სამ­ნი ვი­ყა­ვით (ტრი­ომ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა). დღეს ამ კონ­კურსს "ახა­ლი ტალ­ღა" ჰქვია. ჩვენ­თან ერ­თად კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი და ალ­ბათ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს სო­სოს გა­მარ­ჯვე­ბაც! გა­ვი­და წლე­ბი და უნი­ჭი­ე­რე­სი, ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, სოსო და თე­მუ­კა ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი გახ­დნენ... შემ­დეგ ჩვენს ტრიო "სა­მა­ი­ას" უნი­ჭი­ე­რე­სი რუსა მორ­ჩი­ლა­ძეც შე­მო­უ­ერ­თდა და გავ­ხდით კვარ­ტე­ტი "თო­ლია"...

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რეთ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, მუს­კო­მე­დი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. 1994 წელს გა­დავ­წყვი­ტე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო კონ­კურ­სში - "იალ­ტა-მოსკვა-ტრან­ზი­ტი". სა­ქარ­თვე­ლო­დან ფი­ნალ­ში მე, ლელა წურ­წუ­მია და დათო ფორჩხი­ძე გა­ვე­დით. რაც მა­შინ იმ კონ­კურ­სზე ხდე­ბო­და, ამის მო­ყო­ლას დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა. იმის მერე სა­კუ­თარ თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ აღა­რა­სო­დეს, არც ერთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მე­ღო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­რე­კავ­დნენ და მთა­ვა­ზობ­დნენ ამა თუ იმ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ პი­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მი­ვე­ცი, აღარ და­ვარ­ღვიე...

- და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბით გა­გიც­ნოთ, მაგ­რამ ვი­საც თქვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჯა­ზუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი მო­უს­მე­ნია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს. არა­ერ­თი ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ა­ტიც ხართ... ისე, მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად რა­ტომ წახ­ვე­დით?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ ბევ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და, რომ მოღ­ვა­წე­ო­ბა რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, მოს­კოვ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ერთ-ერ­თმა ასეთ­მა წი­ნა­და­დე­ბამ დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა და მოს­კოვ­ში მე, მა­ნა­ნა და ჩემი მე­უღ­ლე გა­ვემ­გზავ­რეთ. ის შეხ­ვედ­რა სამ­წუ­ხა­რო მი­ზე­ზის გამო არ შემ­დგა­რა: შეხ­ვედ­რამ­დე დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ ჩემი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მე­ცე­ნა­ტი მო­ი­წამ­ლა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ამ ამ­ბავ­მა ძალ­ზე შეგ­ვაძ­რწუ­ნა... იმ პე­რი­ოდ­ში მა­მა­ჩე­მი უკვე მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას­თან დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. შე­ვეხ­მი­ა­ნე ჩემს მოს­კო­ველ მე­გობ­რებს (რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის დროს გა­ვი­ცა­ნი). ისი­ნი ღა­მის კლუ­ბებ­ში შო­უ­კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დნენ და შე­მომ­თა­ვა­ზეს, მათ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კლუბ­ში, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­დან 3-4 გა­მოს­ვლა მქონ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოს­კო­ვი საკ­მა­ოდ ძვი­რი ქა­ლა­ქია და ის შე­მო­სა­ვა­ლი თა­ვის გა­სა­ტა­ნად საკ­მა­რი­სი არ იყო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო მე­შო­ვა და პა­რა­ლე­ლუ­რად, რეს­ტო­რან­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან რუ­სუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი არ მქონ­და. ვმღე­რო­დი მხო­ლოდ უცხო­ურ სიმ­ღე­რებს და მქონ­და რამ­დე­ნი­მე ჩემი სიმ­ღე­რა. ეს რეს­ტორ­ნის­თვის საკ­მა­რი­სი არ იყო. და­ვი­წყე რუ­სუ­ლი ესტრა­დის სიმ­ღე­რე­ბის გაც­ნო­ბა-შეს­წავ­ლა.

- და შემ­დეგ აღი­ა­რე­ბაც მო­ვი­და, არა?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ხალ­ხმა უდი­დე­სი შრო­მის შე­დე­გად გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა. ნელ-ნელა იზ­რდე­ბო­და ჩემი სიმ­ღე­რის მოყ­ვა­რულ­თა სია და მად­ლო­ბე­ლი ვარ თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლის...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რის - "აფ­რე­ბი" შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­დით...

- ამ სიმ­ღე­რას სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აქვს: ერთხე­ლაც და­მი­რე­კა ბუ­კომ (მუ­სი­კო­სი ბო­რის შხი­ა­ნი, ჩემი მა­მო­ბი­ლი) და მე­უბ­ნე­ბა: - ლეი, მინ­და, ორი სიმ­ღე­რა მო­გას­მე­ნი­ნო, რო­მე­ლიც მა­ნა­ნას და­ვუ­წე­რე და ამ ნა­მუ­შევ­რებ­ზე შენი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. პირ­ვე­ლი იყო "თბი­ლი­სო", ულა­მა­ზე­სი ჰარ­მო­ნი­ი­თა და ბრწყინ­ვა­ლე ტექ­სტით. ამ სიმ­ღე­რას ვუს­მენ­დი და ცრემ­ლე­ბი ღვარ-ღვა­რად ჩა­მომ­დი­ო­და. თვალ­წინ ჩა­მი­ა­რა მთელ­მა გან­ვლილ­მა ცხოვ­რე­ბამ, ბავ­შვო­ბამ, ახალ­გაზ­რდო­ბამ, რო­მე­ლიც ჩემს ულა­მა­ზეს და შე­უ­და­რე­ბელ ქა­ლაქს უკავ­შირ­დე­ბა. დღე­საც ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ვუს­მენ ამ სიმ­ღე­რას. რო­დე­საც დავ­წყნარ­დი, ბუ­კომ მე­ო­რე, სამ­ხი­ა­რუ­ლო სიმ­ღე­რა "აფ­რე­ბი" ჩა­მირ­თო. სიმ­ღე­რის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ვუ­თხა­რი, "აფ­რე­ბი" ძა­ლი­ან მა­გა­რი სიმ­ღე­რაა და გა­ჰიტ­დე­ბა-მეთ­ქი. მკი­თხა, - მარ­თლა მოგ­წონ­სო? რაკი და­ი­ნა­ხა, რომ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მა­შინ­ვე და­მით­მო და მი­თხრა, - მა­ნა­ნას სხვა სიმ­ღე­რას და­ვუ­წე­რო. ეს იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ბუ­კო­სი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უნი­ჭი­ე­რე­სი პო­ე­ტის, თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლის. ამ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რი­დან თით­ქმის 14 წელი გა­ვი­და და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მათ ბევ­რი ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა და­მი­წე­რეს, რომ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვას­რუ­ლებ. იმე­დი მაქვს, რომ კი­დევ მრა­ვა­ლი წელი ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ ბუ­კოს­თან და ქალ­ბა­ტონ თი­ნას­თან.

- "აფ­რე­ბი" ის სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც მსმე­ნელ­მა მა­სობ­რი­ვად აი­ტა­ცა...

- მომ­ღე­რალს სიმ­ღე­რის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის ხში­რად გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და უწევს ხოლ­მე, რომ რა­დი­ო­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვი­დეს მისი ნა­მუ­შე­ვა­რი და ხალ­ხმა გა­იც­ნოს. "აფ­რებს" ეს არ დას­ჭირ­ვე­ბია, ამ სიმ­ღე­რას ხალ­ხმა თვი­თონ გა­უ­კე­თა რეკ­ლა­მა, - აი­ტა­ცა და შე­იყ­ვა­რა. მას უს­მენ­დნენ ყველ­გან, რაც სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან "აფ­რე­ბი" და შემ­დგომ ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სხვა ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბი "სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტე­ბი" აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა "აფ­რე­ბიც" და სხვა და­ნარ­ჩე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რიც კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის, ის­რა­ელ­ში წარ­სად­გე­ნად გა­კეთ­და. მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ბევ­რმა შე­იყ­ვა­რა ეს რე­პერ­ტუ­ა­რი და ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ახ­ლაც მთხო­ვენ...

- რო­გორც ვიცი, მსმე­ნე­ლი უცხო­ეთ­ში მხო­ლოდ ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბით არ გიც­ნობთ...

- ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი რამ­დე­ნი­მე ბლო­კის­გან შედ­გე­ბა: ვმღე­რი სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში და ბევრ ენა­ზე! ყვე­ლას თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი და პუბ­ლი­კა ჰყავს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გო­რი მო­თხოვ­ნაც არის, მსმე­ნელს იმ რე­პერ­ტუ­არს ვთა­ვა­ზობ.

- რე­პერ­ტუ­არ­ში და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი სიმ­ღე­რა გაქვთ და რამ­დენ ენა­ზე მღე­რით?

- (ით­ვლის) 15 ენა­ზე ვმღე­რი და რე­პერ­ტუ­არ­ში 2000 სიმ­ღე­რა მა­ინც მაქვს, თუ მეტი არა.

- მოდი, ახლა თქვენს ოჯახ­ზე ვი­სა­უბ­როთ, - რო­გო­რი შვი­ლი, დედა და მე­უღ­ლე ხართ?

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მა­ნა­ნა თო­და­ძის შვი­ლი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ანს უყ­ვარს თა­ვი­სი დედა, მაგ­რამ მა­ნა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ის ჩემი მშო­ბე­ლიც არის, მე­გო­ბა­რიც და მრჩე­ვე­ლიც. მა­ო­ცებს მისი ენერ­გია, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და სათ­ნო­ე­ბა. ყვე­ლას გა­სა­ჭი­რი გულ­თან მი­აქვს და ცდი­ლობს, და­ეხ­მა­როს. დედა ჩემ­თვის მა­გა­ლი­თია და ვცდი­ლობ, მა­სა­ვით ვი­ცხოვ­რო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ოჯახს, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე და ორი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი შვი­ლი: 20 წლის სა­ლო­მე კურ­ცხა­ლია და 2 წლი­სა და 5 თვის და­თუ­ჩა.

- ისე, ალ­ბათ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყო მა­ნა­ნა თო­და­ძის შვი­ლი და უცხო ქვე­ყა­ნა­ში წა­რად­გენ­დე ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას...

- ყო­ველ­თვის მა­ნა­ნა თო­და­ძის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მის ჩრდილ­ქვეშ ყოფ­ნა არ ვი­სურ­ვე. რო­გორც კი გავ­თხოვ­დი, მა­შინ­ვე ქმრის გვარ­ზე გა­და­ვე­დი და კურ­ცხა­ლია გავ­ხდი. მაგ­რამ მა­ინც მა­ნა­ნას შვი­ლად მიც­ნო­ბენ და ამით ვა­მა­ყობ ისე­ვე, რო­გორც ჩემი უმ­ცრო­სი და - თა­მუ­ნა შხი­ა­ნი. თა­მუ­ნას აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა აქვს. შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის, მაგ­რამ უსა­ზღვროდ მორ­ცხვია. სიმ­ღე­რას არ გაჰ­ყვა, რაც სამ­წუ­ხა­როა.

- რა პრო­ფე­სია აქვს თა­მუ­ნას?

- იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ა­საც არ გაჰ­ყვა. იმ­დე­ნად რბი­ლი და სათ­ნო ხა­სი­ა­თი აქვს, რომ გა­მოგ­ვი­ცხა­და, - არც ეს პრო­ფე­სი­აა ჩე­მიო. სა­მა­გი­ე­როდ, თა­თუს, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, კი­დევ ერთი, ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი აქვს, - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ხა­ტავს... მას ორი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ნინი და ნანუ ეზ­რდე­ბა. უბრწყინ­ვა­ლე­სი დედა და მე­უღ­ლეა. ვა­მა­ყობ ჩემი ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რით და ბედ­ნი­ე­რი ვარ ჩემი ოჯა­ხით!

- შვი­ლებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ... სა­ლო­მე ჩემი სი­ა­მა­ყეა. ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და კე­თი­ლი გო­გო­ნაა, ასე­ვე თბი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ჭკვი­ა­ნი. და­თუ­ჩა ჯერ პა­ტა­რაა. რომ გა­იზ­რდე­ბა, იმე­დი მაქვს, რომ ასე­ვე სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით ვი­ლა­პა­რა­კებ მას­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით კი ვი­ტყვი, რომ ის ჩვე­ნი სი­ცო­ცხლეა.

- რო­გო­რი დედა ხართ?

- ეს კი­თხვა უმ­ჯო­ბე­სია, სა­ლო­მეს და­უს­ვათ.

სა­უ­ბარ­ში სა­ლო­მე კურ­ცხა­ლია ერ­თვე­ბა:

- და­ვი­წყებ იმით, რომ მა­ნა­ნას და ლე­ი­ლას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დაშ­ვი­ლო­ბა აქვთ. ასე­ვე ვართ მე და ლე­ი­ლაც. ის დე­დაც არის და ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც. არ არ­სე­ბობს თემა, რო­მე­ლიც ლე­ი­ლას­თან შე­იძ­ლე­ბა, დავ­მა­ლო. ის ჩემი სა­უ­კე­თე­სო მრჩე­ვე­ლია.

- წლე­ბია, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობთ, ქარ­თუ­ლი გა­რე­მო რამ­დე­ნად გაქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი?

- საქ­მეც მა­გა­შია, რომ ისე­თი­ვე ქარ­თუ­ლი გა­რე­მო გვაქვს მოს­კოვ­ში, რო­გო­რიც თბი­ლის­ში. სა­მე­გობ­რო წრე, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლებ­თან გვაქვს. ჩემი მე­გობ­რე­ბიც მოს­კო­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და კავ­კა­სი­ე­ლე­ბი არი­ან. რამ­დე­ნი­მე რუსი მე­გო­ბა­რიც მყავს! სა­დი­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ვი­ცით. მა­ნა­ნა ხომ სა­ოც­რად გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებს, ლე­ი­ლაც მა­სა­ვით კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სია. შე­სა­ბა­მი­სად, მე მათი გაზ­რდი­ლი ვარ და მათ ტრა­დი­ცი­ებს გა­ვაგ­რძე­ლებ.

- შენ არ მღე­რი?

- პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ვმღე­რო­დი, მაგ­რამ ოჯახ­ში ამ­დე­ნი მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი საკ­მა­რი­სია. მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­კე­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურსს ვამ­თავ­რებ, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მო­ვი­დეს დრო და ლე­ი­ლას­თან და მა­ნა­ნას­თან ერ­თად, მეც ავმღერ­დე.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გოგო ხარ და მოს­კოვ­ში ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გე­ყო­ლე­ბა.

- ჩემი რჩე­უ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უკვე საქმრო, ქარ­თვე­ლია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. სა­ხელს და გვარს არ გე­ტყვით (იღი­მის). დრო მოვა და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლი პირ­ვე­ლი გა­ი­გებს მის ვი­ნა­ო­ბას, ამის პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"

 ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი მომღერალმა მანანა თოდაძემ გამართა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოსკოვიდან ჩამოსული იყო ქალბატონი მანანას შვილი - ლეილა თოდაძე, რომელსაც ქართველი მსმენელი ქალაქური სიმღერების შემსრულებლად იცნობს, თუმცა ის ჯაზურ კომპოზიციებს უბადლოდ ასრულებს, რაც იმ დღეს, სცენაზე ასულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მომღერალი ინტერვიუს იშვიათად იძლევა, მაგრამ თუ მედიის ესა თუ ის საშუალება მოსწონს, მაშინ ის იმაზე საინტერესო და ენაწყლიანი რესპონდენტიც კია, ვიდრე ეს ჟურნალისტს მასთან შეხვედრამდე წარმოუდგენია... ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც...

- მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ. რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?

- მშობლების გადმოცემით ვიცი, რომ 2 წლიდან უკვე საკმაოდ რთულ სიმღერებს ვასრულებდი. რაც თავი მახსოვს, ოჯახურ წვეულებებზე, ყველანი ვმღეროდით. ბებია რამდენიმე ინსტრუმენტზე - გიტარაზე, ჩონგურსა და პიანინოზე არაჩვეულებრივად უკრავდა და ხმაც ღვთაებრივი ჰქონდა. ბაბუაც საოცრად მუსიკალური ადამიანი გახლდათ. მახსოვს, ყოველ საღამოს, ჩონგურსა და სალამურზე უკრავდა ხოლმე, რა თქმა უნდა, ისიც შესანიშნავად მღეროდა... მოკლედ, მთელი სანათესავო - დეიდა, ბიძები, ბიძაშვილები და ჩემი დეიდაშვილები - მაიკო და შორენა ყარყარაშვილები ხმაშეწყობილები ვიყავით. ჩვენი ოჯახი დიდი ანსამბლივით იყო. ხანდახან, როცა დედაჩემი, მანანა თოდაძე გასტროლზე არ გახლდათ, ისიც გვიერთდებოდა სიმღერაში, რაც უდიდესი ბედნიერება იყო. მამაჩემიც მომღერალია, რომელსაც არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი და შეუდარებელი ხმა აქვს.

- მამის სანათესავოშიც მუსიკალური ადამიანები არიან?

- დიახ, მამაჩემის ოჯახშიც ყველა მღერის და თან, ძალიან ლამაზად. მოკლედ, ასეთ გარემოსა და ოჯახში რომ ვიზრდებოდი, ამისთვის მადლობა უფალს.

- ალბათ ამან განაპირობა ის, რომ პროფესიად მომღერლობა აირჩიეთ...

- ასე გამოვიდა. ოჯახური "კონცერტები" სერიოზულ სურვილში გადაიზარდა, რომ პროფესიულ სცენაზე მემღერა და შეიქმნა ტრიო "სამაია" მერაბ მამულაშვილის ხელმძღვანელობით. ტრიოში ვიყავით - მე, მაიკო და შორენა ყარყარაშვილები. ვმონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონცერტში.

- როგორც გავიგე, იმ პერიოდში "იურმალის" კონკურსშიც მონაწილეობდით.

- დიახ, 1989 წელს, ვმონაწილეობდით "იურმალის" შესარჩევ ტურში და ფინალში გავედით, მაგრამ ბოლომდე არ გაგვიშვეს, ვინაიდან სამნი ვიყავით (ტრიომ მივიღეთ მონაწილეობა). დღეს ამ კონკურსს "ახალი ტალღა" ჰქვია. ჩვენთან ერთად კონკურსში მონაწილეობდნენ სოსო პავლიაშვილი და თემურ თათარაშვილი და ალბათ ყველას კარგად გვახსოვს სოსოს გამარჯვებაც! გავიდა წლები და უნიჭიერესი, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები, სოსო და თემუკა ჩემი შვილის ნათლიები გახდნენ... შემდეგ ჩვენს ტრიო "სამაიას" უნიჭიერესი რუსა მორჩილაძეც შემოუერთდა და გავხდით კვარტეტი "თოლია"...

- სკოლის დამთავრების შემდეგ რომელ სასწავლებელში ჩააბარეთ?

- სკოლის დამთავრებისთანავე თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 1994 წელს გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში - "იალტა-მოსკვა-ტრანზიტი". საქართველოდან ფინალში მე, ლელა წურწუმია და დათო ფორჩხიძე გავედით. რაც მაშინ იმ კონკურსზე ხდებოდა, ამის მოყოლას დიდი დრო დასჭირდება. იმის მერე საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო. წლების განმავლობაში მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი, აღარ დავარღვიე...

- და მიუხედავად ამისა, ქართველმა მსმენელმა ქალაქური სიმღერების შესრულებით გაგიცნოთ, მაგრამ ვისაც თქვენ მიერ შესრულებული ჯაზური კომპოზიციები მოუსმენია, აღფრთოვანებას ვერ მალავს. არაერთი ფესტივალის ლაურეატიც ხართ... ისე, მოსკოვში საცხოვრებლად რატომ წახვედით?

- აღნიშნული კონკურსის შემდეგ ბევრი შეთავაზება მქონდა, რომ მოღვაწეობა რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში გამეგრძელებინა. ერთ-ერთმა ასეთმა წინადადებამ დაგვაინტერესა და მოსკოვში მე, მანანა და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ. ის შეხვედრა სამწუხარო მიზეზის გამო არ შემდგარა: შეხვედრამდე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი ვოკალური მონაცემებით დაინტერესებული მეცენატი მოიწამლა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ ამბავმა ძალზე შეგვაძრწუნა... იმ პერიოდში მამაჩემი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა და მასთან დარჩენა გადავწყვიტე. შევეხმიანე ჩემს მოსკოველ მეგობრებს (რომლებიც კონკურსის დროს გავიცანი). ისინი ღამის კლუბებში შოუკონცერტებს მართავდნენ და შემომთავაზეს, მათ ღონისძიებებში მეც მიმეღო მონაწილეობა. კლუბში, თვის განმავლობაში, თავიდან 3-4 გამოსვლა მქონდა. მოგეხსენებათ, მოსკოვი საკმაოდ ძვირი ქალაქია და ის შემოსავალი თავის გასატანად საკმარისი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ყოველდღიური შემოსავლის წყარო მეშოვა და პარალელურად, რესტორანში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, რადგან რუსული რეპერტუარი არ მქონდა. ვმღეროდი მხოლოდ უცხოურ სიმღერებს და მქონდა რამდენიმე ჩემი სიმღერა. ეს რესტორნისთვის საკმარისი არ იყო. დავიწყე რუსული ესტრადის სიმღერების გაცნობა-შესწავლა.

- და შემდეგ აღიარებაც მოვიდა, არა?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა უდიდესი შრომის შედეგად გამიცნო და შემიყვარა. ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემი სიმღერის მოყვარულთა სია და მადლობელი ვარ თითოეული ჩემი ერთგული მსმენელის...

- საქართველოში კი პოპულარული სიმღერის - "აფრები" შესრულების შემდეგ გახდით...

- ამ სიმღერას საინტერესო ამბავი აქვს: ერთხელაც დამირეკა ბუკომ (მუსიკოსი ბორის შხიანი, ჩემი მამობილი) და მეუბნება: - ლეი, მინდა, ორი სიმღერა მოგასმენინო, რომელიც მანანას დავუწერე და ამ ნამუშევრებზე შენი აზრი მაინტერესებსო. პირველი იყო "თბილისო", ულამაზესი ჰარმონიითა და ბრწყინვალე ტექსტით. ამ სიმღერას ვუსმენდი და ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამომდიოდა. თვალწინ ჩამიარა მთელმა განვლილმა ცხოვრებამ, ბავშვობამ, ახალგაზრდობამ, რომელიც ჩემს ულამაზეს და შეუდარებელ ქალაქს უკავშირდება. დღესაც ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ ამ სიმღერას. როდესაც დავწყნარდი, ბუკომ მეორე, სამხიარულო სიმღერა "აფრები" ჩამირთო. სიმღერის დამთავრებისთანავე ვუთხარი, "აფრები" ძალიან მაგარი სიმღერაა და გაჰიტდება-მეთქი. მკითხა, - მართლა მოგწონსო? რაკი დაინახა, რომ ძალიან მომეწონა, მაშინვე დამითმო და მითხრა, - მანანას სხვა სიმღერას დავუწერო. ეს იყო ჩემთვის პირველი საკუთარი ქალაქური სიმღერა, რისთვისაც მადლობელი ვარ ბუკოსი და არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი პოეტის, თინა ნაცვლიშვილის. ამ სიმღერის ჩაწერიდან თითქმის 14 წელი გავიდა და ჩვენი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. მათ ბევრი ლამაზი სიმღერა დამიწერეს, რომლებსაც სიამოვნებით ვასრულებ. იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წელი ვითანამშრომლებ ბუკოსთან და ქალბატონ თინასთან.

- "აფრები" ის სიმღერაა, რომელიც მსმენელმა მასობრივად აიტაცა...

- მომღერალს სიმღერის რეკლამირებისთვის ხშირად გარკვეული თანხის გადახდა უწევს ხოლმე, რომ რადიოსა თუ ტელევიზიაში გავიდეს მისი ნამუშევარი და ხალხმა გაიცნოს. "აფრებს" ეს არ დასჭირვებია, ამ სიმღერას ხალხმა თვითონ გაუკეთა რეკლამა, - აიტაცა და შეიყვარა. მას უსმენდნენ ყველგან, რაც სასიამოვნო იყო, რადგან "აფრები" და შემდგომ ჩემ მიერ შესრულებული სხვა ქალაქური სიმღერები "სახალხო პროექტები" აღმოჩნდა. თუმცა "აფრებიც" და სხვა დანარჩენი ნამუშევარიც კონკრეტული პროექტისთვის, ისრაელში წარსადგენად გაკეთდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ბევრმა შეიყვარა ეს რეპერტუარი და ქალაქური სიმღერების შესრულებას ახლაც მთხოვენ...

- როგორც ვიცი, მსმენელი უცხოეთში მხოლოდ ქალაქური სიმღერებით არ გიცნობთ...

- ჩემი რეპერტუარი რამდენიმე ბლოკისგან შედგება: ვმღერი სხვადასხვა ჟანრში და ბევრ ენაზე! ყველას თავისი მსმენელი და პუბლიკა ჰყავს. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც არის, მსმენელს იმ რეპერტუარს ვთავაზობ.

- რეპერტუარში დაახლოებით რამდენი სიმღერა გაქვთ და რამდენ ენაზე მღერით?

- (ითვლის) 15 ენაზე ვმღერი და რეპერტუარში 2000 სიმღერა მაინც მაქვს, თუ მეტი არა.

- მოდი, ახლა თქვენს ოჯახზე ვისაუბროთ, - როგორი შვილი, დედა და მეუღლე ხართ?

- მეამაყება, რომ მანანა თოდაძის შვილი ვარ. ყველა ადამიანს უყვარს თავისი დედა, მაგრამ მანანა განსაკუთრებულია. ის ჩემი მშობელიც არის, მეგობარიც და მრჩეველიც. მაოცებს მისი ენერგია, კეთილშობილება და სათნოება. ყველას გასაჭირი გულთან მიაქვს და ცდილობს, დაეხმაროს. დედა ჩემთვის მაგალითია და ვცდილობ, მასავით ვიცხოვრო. რაც შეეხება ჩემს პირად ოჯახს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი უმშვენიერესი შვილი: 20 წლის სალომე კურცხალია და 2 წლისა და 5 თვის დათუჩა.

- ისე, ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო მანანა თოდაძის შვილი და უცხო ქვეყანაში წარადგენდე ქართულ ხელოვნებას...

- ყოველთვის მანანა თოდაძის შვილი ვიყავი, ვარ და ვიქნები. მიუხედავად ამისა, მის ჩრდილქვეშ ყოფნა არ ვისურვე. როგორც კი გავთხოვდი, მაშინვე ქმრის გვარზე გადავედი და კურცხალია გავხდი. მაგრამ მაინც მანანას შვილად მიცნობენ და ამით ვამაყობ ისევე, როგორც ჩემი უმცროსი და - თამუნა შხიანი. თამუნას აბსოლუტური სმენა აქვს. შესანიშნავად მღერის, მაგრამ უსაზღვროდ მორცხვია. სიმღერას არ გაჰყვა, რაც სამწუხაროა.

- რა პროფესია აქვს თამუნას?

- იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ამ პროფესიასაც არ გაჰყვა. იმდენად რბილი და სათნო ხასიათი აქვს, რომ გამოგვიცხადა, - არც ეს პროფესიაა ჩემიო. სამაგიეროდ, თათუს, ჩვენგან განსხვავებით, კიდევ ერთი, ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, - არაჩვეულებრივად ხატავს... მას ორი ულამაზესი გოგონა, ნინი და ნანუ ეზრდება. უბრწყინვალესი დედა და მეუღლეა. ვამაყობ ჩემი ოჯახის თითოეული წევრით და ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით!

- შვილებზე რას გვეტყვით?

- ბედნიერი დედა ვარ... სალომე ჩემი სიამაყეა. ზრდილობიანი და კეთილი გოგონაა, ასევე თბილი, სამართლიანი და ჭკვიანი. დათუჩა ჯერ პატარაა. რომ გაიზრდება, იმედი მაქვს, რომ ასევე სიამაყის გრძნობით ვილაპარაკებ მასზე. ჯერჯერობით კი ვიტყვი, რომ ის ჩვენი სიცოცხლეა.

- როგორი დედა ხართ?

- ეს კითხვა უმჯობესია, სალომეს დაუსვათ.

საუბარში სალომე კურცხალია ერთვება:

- დავიწყებ იმით, რომ მანანას და ლეილას არაჩვეულებრივი დედაშვილობა აქვთ. ასევე ვართ მე და ლეილაც. ის დედაც არის და ჩემი საუკეთესო მეგობარიც. არ არსებობს თემა, რომელიც ლეილასთან შეიძლება, დავმალო. ის ჩემი საუკეთესო მრჩეველია.

- წლებია, რუსეთში ცხოვრობთ, ქართული გარემო რამდენად გაქვთ შენარჩუნებული?

- საქმეც მაგაშია, რომ ისეთივე ქართული გარემო გვაქვს მოსკოვში, როგორიც თბილისში. სამეგობრო წრე, ურთიერთობები ძირითადად ქართველებთან გვაქვს. ჩემი მეგობრებიც მოსკოველი ქართველები და კავკასიელები არიან. რამდენიმე რუსი მეგობარიც მყავს! სადილებიც ქართული ვიცით. მანანა ხომ საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებს, ლეილაც მასავით კარგი დიასახლისია. შესაბამისად, მე მათი გაზრდილი ვარ და მათ ტრადიციებს გავაგრძელებ.

- შენ არ მღერი?

- პატარა რომ ვიყავი, ვმღეროდი, მაგრამ ოჯახში ამდენი მომღერალი და მუსიკოსი საკმარისია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსს ვამთავრებ, თუმცა გამორიცხული არ არის, მოვიდეს დრო და ლეილასთან და მანანასთან ერთად, მეც ავმღერდე.

- გამორჩეული გარეგნობის გოგო ხარ და მოსკოვში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

- ჩემი რჩეული და შეიძლება ითქვას, უკვე საქმრო, ქართველია. ძალიან კარგი ადამიანია. სახელს და გვარს არ გეტყვით (იღიმის). დრო მოვა და თქვენი ჟურნალის მკითხველი პირველი გაიგებს მის ვინაობას, ამის პირობას ვიძლევი.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო