მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში
როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში

ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტმა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ მოგ­ზა­უ­რო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყო. მამა გიდი გახ­ლდათ და შვი­ლებ­თან ერ­თად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უამ­რა­ვი ქა­ლა­ქი მო­ი­ა­რა. დი­ა­ნას იმ­დრო­ინ­დე­ლი ბევ­რი ფოტო შე­მორ­ჩა და რამ­დე­ნი­მე ჩვენც გად­მოგ­ვცა სა­ნა­ხა­ვად. რო­დე­საც გა­ი­ზარ­და და ჟურ­ნა­ლის­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ჩვენს რეს­პონ­დენტს ასე­ვე ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ, ოღონდ ამას მოგ­ზა­უ­რო­ბით ტკბო­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ. და­ნარ­ჩენს თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. თა­ვი­დან წიგ­ნე­ბით და­ვი­წყე ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ძა­ლი­ან მდი­და­რი წარ­მო­სახ­ვის წყა­ლო­ბით, მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, რო­მელ­ზეც წა­მი­კი­თხავს. სულ მე­გო­ნა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ მე, ქო­ბუ­ლეთ­ში მცხოვ­რებს, გა­მე­გო მათი არ­სე­ბო­ბა (იცი­ნის).

მა­მა­ჩე­მი სა­ექ­სკურ­სიო ბი­უ­რო­ში გი­დად მუ­შა­ობ­და, ჯერ სა­ქარ­თვე­ლო შე­მოგ­ვა­ტა­რა, შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებ­ში დავ­დი­ო­დით, ყო­ველ ზამ­თარს ან რი­გა­ში ვი­ყა­ვით, ან ტა­ლინ­ში, ან მოს­კოვ­ში, ან ლე­ნინ­გრად­ში. ერთი ტურ­ნე ასე­თი გახ­ლდათ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი ქა­ლა­ქე­ბი და ამ ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 15 ქა­ლა­ქი მო­ვი­ა­რეთ. ყვე­ლა ად­გი­ლი და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა კარ­გად მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს წლე­ბის შემ­დეგ ფო­ტო­სუ­რა­თი და გამ­ხსე­ნე­ბია, რომ წლე­ბის წინ მეც ვყო­ფილ­ვარ იმ ად­გილ­ზე.

ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ამ სივ­რცი­დან ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი, იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" რომ მოვ­ხვდი და გა­იხ­სნა, ასე ვთქვათ, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, მაია თა­ბა­გარ­მა და მათე კირ­ვა­ლი­ძემ და­მი­ძა­ხეს და ასე­თი ტეს­ტი ჩა­მი­ტა­რეს - "პაპ­რი­გუ­ნია სტრე­კა­ზა, ლეტო კრას­ნოე პრა­პე­ლა..." დაგ­ვის­რუ­ლეო. მეც ბო­ლომ­დე ვთქვი და გა­ე­ცი­ნათ, იმ­დე­ნი რუ­სუ­ლი კი გცოდ­ნია, ბა­ქო­ში რომ პრე­მი­ერს გაჰ­ყვე ვი­ზიტ­ზეო (იღი­მე­ბა). ასე­თი მოკ­ლე ტეს­ტით მოვ­ხვდი ბა­ქო­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან ერ­თად. შემ­დეგ ასე­ვე მას­თან ერ­თად მო­მი­წია ბრი­უ­სელ­ში გამ­გზავ­რე­ბამ. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ბრი­უ­სელ­ში ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ვართ გა­და­ღე­ბუ­ლი მე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და კახა ბენ­დუ­ქი­ძე. კა­მე­რი­თა და მიკრო­ფო­ნით დავ­ბო­დი­ა­ლებ­დი ქა­ლაქ­ში, ვი­ფიქ­რე, რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს წა­ვა­წყდე­ბი-მეთ­ქი და მოვ­ხვდი იმ სას­ტუმ­როს­თან, სა­დაც უამ­რა­ვი მან­ქა­ნა იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ერთ-ერთი მან­ქა­ნი­დან ზუ­რაბ ჟვა­ნია გად­მო­ვი­და. ეს შეხ­ვედ­რა მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო, მე კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. ეს მო­თელ­ვი­თი შეხ­ვედ­რა გახ­ლდათ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რამ­დე. ასე­ვე შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო, უკ­რა­ი­ნა­ში იუ­ლია ტი­მო­შენ­კო რომ ჩავ­წე­რე. არ ვი­ცო­დი, მას რო­გორ შევ­ხვედ­რო­დი. უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წინ დავ­დე­ქი, იქ­ნებ, ვინ­მემ ჩა­მო­ი­ა­როს-მეთ­ქი. ტი­მო­შენ­კო კო­მი­ტე­ტის შეხ­ვედ­რა­ზე ყო­ფი­ლა და­ბა­რე­ბუ­ლი, გა­ჩერ­და რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, გა­ი­ღო კარი და ერთ-ერ­თი­დან იუ­ლია ტი­მო­შენ­კო გად­მო­ვი­და. ჩემი და მისი ურ­თი­ერ­თო­ბა ცნო­ბი­ლია. ნა­რინ­ჯის­ფე­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­ი­დან ვახ­სოვ­დი და შემ­დეგ, სა­დაც მხვდე­ბო­და, ჩა­მი­ხუ­ტებ­და და იხ­სე­ნებ­და, რო­გო­რი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში (იცი­ნის). მოკ­ლედ, მი­თხრა, ახლა არ მცა­ლია და ორ სა­ათ­ზე ჩემს ოფის­ში მო­დიო. იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, რომ ჩემი მა­სა­ლა "რო­ი­ტერ­მაც" გა­და­ი­წე­რა. შრო­მა­ში უმარ­თლებს ადა­მი­ანს და მე არას­დროს ვჩერ­დე­ბო­დი.

- რო­გორც მივ­ხვდი, სა­ზღვრებს გა­რეთ ყოფ­ნი­სას არას­დროს იბ­ნე­ვი...

- სა­ერ­თოდ, კარ­გი ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რი მაქვს და არ­სად დავ­კარ­გულ­ვარ, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ადრე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ ტე­ლე­პუნ­ქტი­სა თუ სტუ­დი­ის მიგ­ნე­ბა, სა­ი­და­ნაც გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას თბი­ლის­ში ვაგ­ზავ­ნი­დით, ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით ად­ვი­ლად ხერ­ხდე­ბა. ამას ჩვენს ენა­ზე "პე­რე­გო­ნი" ჰქვია, ორი სა­ა­თით ადრე მივ­დი­ო­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე და ეს იყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­ტან­ჯვე­ლი. მახ­სოვს, ბრი­უ­სელ­ში "პე­რე­გონ­ზე" ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე, "ღიუ დე ლა­ლუ­ა­ზე" მივ­დი­ო­დი. ფრან­გუ­ლად "ღიუ" ქუ­ჩას ნიშ­ნავს, ტაქ­სი­დან სა­დაც ამ სი­ტყვას და­ვი­ნა­ხავ­დი, ლა­ლუ­ას აღარ ვკი­თხუ­ლობ­დი და ტაქ­სისტს ვე­უბ­ნე­ბო­დი, აქ გა­მი­ჩე­რეთ-მეთ­ქი (იცი­ნის). ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე წინ ეს სი­ტყვა ეწე­რა და ქუ­ჩას ნიშ­ნავ­და. ერთი შემ­თხვე­ვა მქონ­და ჰო­ლან­დი­ა­ში. ად­გი­ლობ­რივ რე­დაქ­ტორს აე­რია და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­მიშ­ვეს ოფის­ში, რო­მე­ლიც სა­დღე­ღა­მი­სო არ გახ­ლდათ, მე­ო­რეც არ­სე­ბობ­და კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. უნდა გე­ნა­ხათ, ღა­მის სამ სა­ათ­ზე რომ მი­ვა­დე­ქი ცენ­ტრში მდე­ბა­რე სტუ­დი­ას, საც­ვლე­ბის ამა­რა გოგო-ბიჭ­მა გა­მი­ღეს კარი და გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხით მი­თხრეს, უკვე და­ხუ­რუ­ლია ჩვე­ნი ცენ­ტრიო (იცი­ნის). მახ­სოვს, რო­გორ ვდარ­დობ­დი "იმე­დის" ამ­ბავს, 1000 დო­ლა­რი ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი ამ "პე­რე­გონ­ში", თა­ნაც, იმ დროს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი ამ ამ­ბავს. ჩემს მა­სა­ლა­საც დავ­ტი­რო­დი და ცრემ­ლმო­რე­უ­ლი დავ­დი­ო­დი ამ­სტერ­და­მის ქუ­ჩებ­ში (იღი­მე­ბა). თუმ­ცა მა­ინც ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი. რვის ათ წუთ­ზე ჩა­მოვფრინ­დი, რვის ნა­ხე­ვარ­ზე მი­ვე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და "ლი­ნე­ი­კა­ზე", ლაივ-რე­ჟიმ­ში და­ვა­მონ­ტა­ჟე სი­უ­ჟე­ტი 20 წუთ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სი­უ­ჟე­ტი უფრო კარ­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მა­სა­ლა მა­ინც მოხ­ვდა ეთერ­ში.

- დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხე?

- ძი­რი­თა­დად ღა­მის კლუ­ბე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი (იცი­ნის). რაც ღია იყო მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას, იქ მივ­დი­ო­დით ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მახ­სოვს, მოს­კოვ­ში დაგ­ვხვდა ოთარ კუ­შა­ნაშ­ვი­ლი, გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ­თვის პა­ტი­ვი ეცა, ჯერ "მე­ტე­ლი­ცა­ში" დაგვპა­ტი­ჟა, შემ­დეგ კი ახალ­გახ­სნილ კლუბ­ში, რო­მე­ლიც სტრიპ­ტი­ზკ­ლუ­ბი აღ­მოჩ­ნდა. ისე შემ­რცხვა, დაც­ვა­საც კი ვუხ­სნი­დი, პრე­ზი­დენ­ტის დელე-გა­ცი­ის წევ­რე­ბი ვართ და უბ­რა­ლოდ, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მო­ვე­დით-მეთ­ქი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში

როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში

ტელეჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მოგზაურობა ადრეულ ასაკში დაიწყო. მამა გიდი გახლდათ და შვილებთან ერთად საბჭოთა კავშირის უამრავი ქალაქი მოიარა. დიანას იმდროინდელი ბევრი ფოტო შემორჩა და რამდენიმე ჩვენც გადმოგვცა სანახავად. როდესაც გაიზარდა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, ჩვენს რესპონდენტს ასევე ბევრ ქვეყანაში მოუწია ყოფნამ, ოღონდ ამას მოგზაურობით ტკბობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. დანარჩენს თავად გვიამბობს.

- მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარდა. თავიდან წიგნებით დავიწყე ქვეყნებში მოგზაურობა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის წყალობით, მქონდა შეგრძნება, რომ ყველა იმ ქვეყანაში ვყოფილვარ, რომელზეც წამიკითხავს. სულ მეგონა, ყველა ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ მე, ქობულეთში მცხოვრებს, გამეგო მათი არსებობა (იცინის).

მამაჩემი საექსკურსიო ბიუროში გიდად მუშაობდა, ჯერ საქართველო შემოგვატარა, შემდეგ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დავდიოდით, ყოველ ზამთარს ან რიგაში ვიყავით, ან ტალინში, ან მოსკოვში, ან ლენინგრადში. ერთი ტურნე ასეთი გახლდათ, საბჭოთა კავშირის გმირი ქალაქები და ამ ტურნეს ფარგლებში საბჭოთა კავშირის 15 ქალაქი მოვიარეთ. ყველა ადგილი და ღირსშესანიშნაობა კარგად მახსოვს, რამდენჯერ მინახავს წლების შემდეგ ფოტოსურათი და გამხსენებია, რომ წლების წინ მეც ვყოფილვარ იმ ადგილზე.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ სივრციდან ნამყოფი არ ვიყავი, იყო აზერბაიჯანი. ტელეკომპანია "იმედში" რომ მოვხვდი და გაიხსნა, ასე ვთქვათ, სამუშაო ვიზიტების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ხელმძღვანელებმა, მაია თაბაგარმა და მათე კირვალიძემ დამიძახეს და ასეთი ტესტი ჩამიტარეს - "პაპრიგუნია სტრეკაზა, ლეტო კრასნოე პრაპელა..." დაგვისრულეო. მეც ბოლომდე ვთქვი და გაეცინათ, იმდენი რუსული კი გცოდნია, ბაქოში რომ პრემიერს გაჰყვე ვიზიტზეო (იღიმება). ასეთი მოკლე ტესტით მოვხვდი ბაქოში ზურაბ ჟვანიასთან ერთად. შემდეგ ასევე მასთან ერთად მომიწია ბრიუსელში გამგზავრებამ. ერთ-ერთ ფოტოზე ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვართ გადაღებული მე, ზურაბ ჟვანია და კახა ბენდუქიძე. კამერითა და მიკროფონით დავბოდიალებდი ქალაქში, ვიფიქრე, რაიმე საინტერესოს წავაწყდები-მეთქი და მოვხვდი იმ სასტუმროსთან, სადაც უამრავი მანქანა იყო გაჩერებული და ერთ-ერთი მანქანიდან ზურაბ ჟვანია გადმოვიდა. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მე კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ეს მოთელვითი შეხვედრა გახლდათ ოფიციალურ შეხვედრამდე. ასევე შემთხვევითობა იყო, უკრაინაში იულია ტიმოშენკო რომ ჩავწერე. არ ვიცოდი, მას როგორ შევხვედროდი. უკრაინის პარლამენტის წინ დავდექი, იქნებ, ვინმემ ჩამოიაროს-მეთქი. ტიმოშენკო კომიტეტის შეხვედრაზე ყოფილა დაბარებული, გაჩერდა რამდენიმე მანქანა, გაიღო კარი და ერთ-ერთიდან იულია ტიმოშენკო გადმოვიდა. ჩემი და მისი ურთიერთობა ცნობილია. ნარინჯისფერი უკრაინული რევოლუციის დროიდან ვახსოვდი და შემდეგ, სადაც მხვდებოდა, ჩამიხუტებდა და იხსენებდა, როგორი წვლილი მაქვს შეტანილი უკრაინულ რევოლუციაში (იცინის). მოკლედ, მითხრა, ახლა არ მცალია და ორ საათზე ჩემს ოფისში მოდიო. იმდენად აქტუალური ინტერვიუ ჩავწერე, რომ ჩემი მასალა "როიტერმაც" გადაიწერა. შრომაში უმართლებს ადამიანს და მე არასდროს ვჩერდებოდი.

- როგორც მივხვდი, საზღვრებს გარეთ ყოფნისას არასდროს იბნევი...

- საერთოდ, კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და არსად დავკარგულვარ, თუმცა ჟურნალისტებისთვის ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ტელეპუნქტისა თუ სტუდიის მიგნება, საიდანაც გადაღებულ მასალას თბილისში ვაგზავნიდით, ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტით ადვილად ხერხდება. ამას ჩვენს ენაზე "პერეგონი" ჰქვია, ორი საათით ადრე მივდიოდი დანიშნულების ადგილზე და ეს იყო ჩვენი მთავარი სატანჯველი. მახსოვს, ბრიუსელში "პერეგონზე" ერთ-ერთ ქუჩაზე, "ღიუ დე ლალუაზე" მივდიოდი. ფრანგულად "ღიუ" ქუჩას ნიშნავს, ტაქსიდან სადაც ამ სიტყვას დავინახავდი, ლალუას აღარ ვკითხულობდი და ტაქსისტს ვეუბნებოდი, აქ გამიჩერეთ-მეთქი (იცინის). ბოლოს მივხვდი, რომ ყველა ქუჩაზე წინ ეს სიტყვა ეწერა და ქუჩას ნიშნავდა. ერთი შემთხვევა მქონდა ჰოლანდიაში. ადგილობრივ რედაქტორს აერია და ქალაქის ცენტრში გამიშვეს ოფისში, რომელიც სადღეღამისო არ გახლდათ, მეორეც არსებობდა კუნძულზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. უნდა გენახათ, ღამის სამ საათზე რომ მივადექი ცენტრში მდებარე სტუდიას, საცვლების ამარა გოგო-ბიჭმა გამიღეს კარი და გაოცებული სახით მითხრეს, უკვე დახურულია ჩვენი ცენტრიო (იცინის). მახსოვს, როგორ ვდარდობდი "იმედის" ამბავს, 1000 დოლარი ჰქონდათ გადახდილი ამ "პერეგონში", თანაც, იმ დროს ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. ჩემს მასალასაც დავტიროდი და ცრემლმორეული დავდიოდი ამსტერდამის ქუჩებში (იღიმება). თუმცა მაინც ვიპოვე გამოსავალი. რვის ათ წუთზე ჩამოვფრინდი, რვის ნახევარზე მივედი ტელევიზიაში და "ლინეიკაზე", ლაივ-რეჟიმში დავამონტაჟე სიუჟეტი 20 წუთში. რასაკვირველია, ეს სიუჟეტი უფრო კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასალა მაინც მოხვდა ეთერში.

- დათვალიერება ვერ მოახერხე?

- ძირითადად ღამის კლუბები მაქვს ნანახი (იცინის). რაც ღია იყო მუშაობის დასრულებისას, იქ მივდიოდით ქართველი ჟურნალისტები. მახსოვს, მოსკოვში დაგვხვდა ოთარ კუშანაშვილი, გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის პატივი ეცა, ჯერ „მეტელიცაში“ დაგვპატიჟა, შემდეგ კი ახალგახსნილ კლუბში, რომელიც სტრიპტიზკლუბი აღმოჩნდა. ისე შემრცხვა, დაცვასაც კი ვუხსნიდი, პრეზიდენტის დელე-გაციის წევრები ვართ და უბრალოდ, დასათვალიერებლად მოვედით-მეთქი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები