მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება
კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მან პარ­ტია "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი" პარ­ლა­მენ­ტის წევრ გია ჟორ­ჟო­ლი­ან­თან ერ­თად და­ა­ფუძნა და ამ­ბობს, რომ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი პე­რი­ო­დია. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის­თვის კარ­გი სტი­მუ­ლია არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- ბა­ტო­ნო კობა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა?

- ჯერ კი­დევ 2009 წელს, მე და ჩემ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა და­ვი­წყეთ უკვე იმა­ზე ფიქ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა, რო­გორ უნდა შეგ­ვექ­მნა სო­ცი­ა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. 2010 წელს პირ­ვე­ლი ყრი­ლო­ბაც ჩა­ვა­ტა­რეთ და ამის შემ­დეგ ამ პარ­ტი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ. ასე რომ, პო­ლი­ტი­კურ მოქ­მე­დე­ბებ­ში იმ დრო­ი­დან ვარ ჩარ­თუ­ლი.

- რას იტყვის ახალს თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ბა­ტო­ნო კობა?

- გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი არე­ა­ლი გა­იხ­სნა. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­სა და პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გაგ­ვიჩ­ნდა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ანუ ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო, როცა ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა ეცა­დოს, მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს. დას­რულ­და ის დრო, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და პერ­სო­ნე­ბი წუ­წუ­ნებ­დნენ, რომ მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატე­რო­რებ­და და საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რძა­ლავ­და.

- ასეც იყო...

- დიახ, არ უარ­ვყოფ. ვიცი, რომ ასე იყო. მხო­ლოდ ისი­ნი ჩან­დნენ, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აწყობ­და და მმარ­თვე­ლი პარ­ტია და მისი ლი­დე­რი იმ და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბულ ძა­ლებს ირო­ნი­ით "ფარ­ჩაკს" უწო­დებ­დნენ... ახლა ყვე­ლას აქვს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და რამ­დე­ნად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ძალა ვართ, უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ. თა­ვის მარ­თლე­ბა, რომ ჩვენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ, სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი. ახლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ზე­წო­ლა და წნე­ხი მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მმარ­თველ გუნ­დზე. ერთი სი­ტყვით, პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შანსს იძ­ლე­ვა. თუმ­ცა ამ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და.

- თქვენ პარ­ტი­ის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ?

- დიახ, მაგ­რამ ეს არ არის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პარ­ტია, ეს იქ­ნე­ბა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ძალა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს გა­ეც­ნო­ბა, მო­აგ­რო­ვებს და წარ­მო­ა­ჩენს.

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ არე­ნას და­ა­ბა­ლან­სებს... რამ­დე­ნად არ­სე­ბობს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს ძალა თქვენ იყოთ?

- ნამ­დვი­ლად არ მაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ ჩვენ ერ­თა­დერ­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ძალა ვართ, იმე­დია, სხვე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ ამის წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა ვიქ­ნე­ბით, მე­სა­მე თუ პირ­ვე­ლი, ამას ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შე­ა­ფა­სოს. მთა­ვა­რია, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. მან პარტია "სოციალ-დემოკრატები" პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანთან ერთად დააფუძნა და ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური მოღვაწეობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ყოფილი მინისტრის თქმით, რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობა ნებისმიერი პარტიისთვის კარგი სტიმულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ვესაუბრეთ...

- ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- ჯერ კიდევ 2009 წელს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავიწყეთ უკვე იმაზე ფიქრი და სერიოზული მსჯელობა, როგორ უნდა შეგვექმნა სოციალურ-დემოკრატიულ იდეალებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. 2010 წელს პირველი ყრილობაც ჩავატარეთ და ამის შემდეგ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ასე რომ, პოლიტიკურ მოქმედებებში იმ დროიდან ვარ ჩართული.

- რას იტყვის ახალს თქვენი პოლიტიკური ძალა, ბატონო კობა?

- გასული წლის ოქტომბრის შემდეგ განსხვავებული მოსაზრების მქონე ყველა პოლიტიკური ძალისთვის სრულიად ახალი არეალი გაიხსნა. ყველა პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას გაგვიჩნდა ახალი შესაძლებლობები. ანუ ის პერიოდი დაიწყო, როცა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა უნდა ეცადოს, მაქსიმუმი გააკეთოს. დასრულდა ის დრო, როცა პოლიტიკური პარტიები და პერსონები წუწუნებდნენ, რომ მათ ხელისუფლება ატერორებდა და საქმიანობას უკრძალავდა.

- ასეც იყო...

- დიახ, არ უარვყოფ. ვიცი, რომ ასე იყო. მხოლოდ ისინი ჩანდნენ, ვინც ხელისუფლებას აწყობდა და მმართველი პარტია და მისი ლიდერი იმ დაჩაჩანაკებულ ძალებს ირონიით "ფარჩაკს" უწოდებდნენ... ახლა ყველას აქვს მუშაობის საშუალება და რამდენად კონკურენტული ძალა ვართ, უნდა დავამტკიცოთ. თავის მართლება, რომ ჩვენ სრულფასოვანი საქმიანობის საშუალებას არ გვაძლევენ, საფუძველსაა მოკლებული. ახლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ზეწოლა და წნეხი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი იქნება, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ მმართველ გუნდზე. ერთი სიტყვით, პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ნამდვილი დემოკრატიის შანსს იძლევა. თუმცა ამ პირობებში, როდესაც ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოსაყალიბებლად, სინამდვილეში პასუხისმგებლობა გაიზარდა.

- თქვენ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხართ?

- დიახ, მაგრამ ეს არ არის პერსონიფიცირებული პარტია, ეს იქნება იდეოლოგიური ძალა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გაეცნობა, მოაგროვებს და წარმოაჩენს.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია გამოჩნდეს ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკურ არენას დააბალანსებს... რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ძალა თქვენ იყოთ?

- ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენ ერთადერთი კონკურენტუნარიანი და დიდი პოტენციალის მქონე ძალა ვართ, იმედია, სხვებიც გამოჩნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის წინაპირობა არსებობს. ქვეყანაში მეორე ოპოზიციური ძალა ვიქნებით, მესამე თუ პირველი, ამას ჩვენი მუშაობა გვაჩვენებს, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. მთავარია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა