პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!
"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!

"დიდი გეტსბი" ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც მზის სი­ნათ­ლე 1925 წლის 10 აპ­რილს იხი­ლა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რო­მა­ნი ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის, ე.წ. "ჯა­ზის სა­უ­კუ­ნის" ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ფი­ცჯე­რალდმა ის ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­ას­რუ­ლა, მა­შინ, რო­დე­საც პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქვე გა­მოს­ცა.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ნიუ-იორ­კის მახ­ლობ­ლად, ლონგ-აი­ლენ­დის "ოქ­როს სა­ნა­პი­რო­ზე" ტრი­ა­ლე­ბენ. 1920-იან წლებ­ში, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ქა­ო­სის კვალ­დაკ­ვალ, ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აყ­ვა­ვე­ბის ხა­ნა­ში შე­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა სა­ოც­რად სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბო­და. იმ­დრო­ინ­დელ­მა "მშრალ­მა კა­ნონ­მა" ბევ­რი ამ საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ლი­ო­ნე­რი გა­ხა­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და. ფი­ცჯე­რალდს ახა­ლი რო­მა­ნით თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გად­მო­ცე­მა უნ­დო­და, ერთი მხრივ, ამე­რი­კუ­ლი სიმ­დიდ­რის და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის, მე­ო­რე მხრივ კი, ამა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის­კენ სწრაფ­ვი­სა და მო­რა­ლის არ­ქო­ნის საჩ­ვე­ნებ­ლად.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფი­ცჯე­რალ­დის "დიდი გეტსბი" გა­მო­ცე­მი­დან მა­ლე­ვე მო­ექ­ცა რე­ჟი­სო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჯერ ბროდ­ვე­ი­ზე და­იდ­გა, შემ­დეგ ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა რო­მა­ნი მწერ­ლის სი­ცო­ცხლე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი და ცნო­ბი­ლი ვერ გახ­და. წიგ­ნის მხო­ლოდ 24 ათა­სი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. დიდი დეპ­რე­სი­ი­სა და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ის მი­ი­ვი­წყეს და მხო­ლოდ 50-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­მო­ქე­ქეს წიგ­ნის თა­რო­ე­ბი­დან, რის შემ­დე­გაც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!

"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!

"დიდი გეტსბი" ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანია, რომელმაც მზის სინათლე 1925 წლის 10 აპრილს იხილა. ზემოხსენებული რომანი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი მიმართულების, ე.წ. "ჯაზის საუკუნის" ტიპური წარმომადგენელია. ფიცჯერალდმა ის ევროპაში მოგზაურობისას დაასრულა, მაშინ, როდესაც პარიზში იმყოფებოდა და იქვე გამოსცა.

რომანის მთავარი გმირები ნიუ-იორკის მახლობლად, ლონგ-აილენდის "ოქროს სანაპიროზე" ტრიალებენ. 1920-იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის ქაოსის კვალდაკვალ, ამერიკული საზოგადოება აყვავების ხანაში შევიდა. იმ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა საოცრად სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. იმდროინდელმა "მშრალმა კანონმა" ბევრი ამ საქმით დაკავებული ადამიანი მილიონერი გახადა. რასაკვირველია, ამან ორგანიზებული დანაშაულის წილიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ფიცჯერალდს ახალი რომანით თავისი დამოკიდებულების გადმოცემა უნდოდა, ერთი მხრივ, ამერიკული სიმდიდრის და მდიდარი ადამიანებისადმი აღფრთოვანების, მეორე მხრივ კი, ამავე საზოგადოების მატერიალიზმისკენ სწრაფვისა და მორალის არქონის საჩვენებლად.

საინტერესოა, რომ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბი" გამოცემიდან მალევე მოექცა რეჟისორების ყურადღების ცენტრში. ჯერ ბროდვეიზე დაიდგა, შემდეგ ფილმიც გადაიღეს, თუმცა რომანი მწერლის სიცოცხლეში განსაკუთრებულად პოპულარული და ცნობილი ვერ გახდა. წიგნის მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ის მიივიწყეს და მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში გამოქექეს წიგნის თაროებიდან, რის შემდეგაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"