პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია
წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია

სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი კობა თო­დუა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას ბი­ძაშ­ვი­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ამ­ბე­ბი.გე"-ს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, თო­დუა ნარ­მა­ნი­ას დე­დის ძმის­შვი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კობა თო­დუ­ას ინ­ტე­რე­სებს მი­ნის­ტრის ძმა, ირაკ­ლი ნარ­მა­ნია იცავს.

სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე სულ 9 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გუ­შინ გა­ი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე კობა თო­დუ­ამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სის და­ხურ­ვამ­დე თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და, მას­ზე და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, რად­გან გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თუკი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებ­და, ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბო­და.

ამას­თან, კობა თო­დუ­ას თქმით, დი­ლის სა­ა­თებ­ში და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თამ­დე სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, რომ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას­თან მი­იყ­ვა­ნეს პირი, რო­მე­ლიც "ბე­დუ­კა­ძე 2-ია".

კობა თო­დუა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუგ­დიდ­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში ნა­პოვ­ნი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 9 პირს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად ესე­ბუ­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ითხოვ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა პი­რის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა.

ლელა ბაღ­და­ვა­ძე

იხი­ლეთ ასე­ვე: "ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 9 პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა"

"ზუგ­დიდ­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში ნა­პოვ­ნი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 9 პირს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი კობა თოდუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ბიძაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია "ამბები.გე"-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, თოდუა ნარმანიას დედის ძმისშვილია.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე კობა თოდუას ინტერესებს მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია იცავს.

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე სულ 9 პირია დაკავებული. მათი სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. სასამართლო სხდომაზე კობა თოდუამ სამართალდამცველები ზეწოლაში დაადანაშაულა.

როგორც საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დახურვამდე თოდუამ განაცხადა, მასზე დაკავების შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რადგან განუცხადეს, რომ თუკი დანაშაულს აღიარებდა, ბრალი შეუმსუბუქდებოდა.

ამასთან, კობა თოდუას თქმით, დილის საათებში დაკავების შემდეგ, საღამოს 18:00 საათამდე საშუალება არ მისცეს, რომ დაკავების შესახებ ოჯახისთვის ეცნობებინა. მისივე განმარტებით, მასთან მიიყვანეს პირი, რომელიც "ბედუკაძე 2-ია".

კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, რომ სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველა პირის მიმართ პატიმრობა შეეფარდებინა.

ლელა ბაღდავაძე

იხილეთ ასევე: "ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა"

"ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ