სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა
ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა

ეს უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნეთ­ში მოხ­და - მა­მა­კა­ცი საყ­ვა­რელ ქალს ხელს 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სთხოვ­და.

წყვი­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რობ­და და მათ უკვე 8 შვი­ლიც ჰყავთ, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ქალი კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებ­და. 72 წლის ანა ტარ­ნერ­მა და 75 წლის კრის გრინ­მა ერ­თად ყოფ­ნის მე­ორ­მო­ცე წლის­თავ­ზე იქორ­წი­ნეს.

კრის გრი­ნის თქმით, ანას­თან ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ყო­ველ წელს ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი­თა და ბეჭ­დით მი­დი­ო­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღი­ა­რა, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი მუდ­მი­ვად ჯი­ბე­ში ჰქონ­და და სა­ნატ­რელ პა­სუხს ელო­და.

წყვი­ლი პირ­ვე­ლად 1973 წელს სტა­ფორდში­რის საგ­რა­ფოს ერთ-ერთ კლუბ­ში შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს. იმ დრო­ის­თვის ანა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლი იყო, კრისს კი პირ­ვე­ლი ცოლი კი­ბო­თი ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი. ანას თქმით, პირ­ველ­მა ქმარ­მა სხვა ქალ­თან უღა­ლა­ტა - სწო­რედ იმის ში­შით, რომ მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაც უიღ­ბლო შე­იძ­ლე­ბო­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ის მე­ო­რედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თხო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

"ახ­ლან­დე­ლი ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რე­ბი არი­ან - პირ­ვე­ლი­ვე უარ­სა და დაბ­რკო­ლე­ბა­ზე გარ­ბი­ან. 40 წელი მივ­დი­ო­დი მას­თან და ხელს ვთხოვ­დი იმი­ტომ, რომ ვი­ცო­დი, ანა ის ერ­თა­დერ­თია... დიახ, ანას­თვის ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად ღირ­და", - ამ­ბობს კრი­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა

ქალი, რომელიც ცოლობაზე 40 წელი უარს ამბობდა, 72 წლის ასაკში გათხოვდა

ეს უჩვეულო ამბავი ბრიტანეთში მოხდა - მამაკაცი საყვარელ ქალს ხელს 40 წლის განმავლობაში სთხოვდა.

წყვილი ამ დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და მათ უკვე 8 შვილიც ჰყავთ, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებაზე ქალი კატეგორიულ უარს აცხადებდა. 72 წლის ანა ტარნერმა და 75 წლის კრის გრინმა ერთად ყოფნის მეორმოცე წლისთავზე იქორწინეს.

კრის გრინის თქმით, ანასთან ხელის სათხოვნელად ყოველ წელს ვარდების თაიგულითა და ბეჭდით მიდიოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, საქორწინო ბეჭედი მუდმივად ჯიბეში ჰქონდა და სანატრელ პასუხს ელოდა.

წყვილი პირველად 1973 წელს სტაფორდშირის საგრაფოს ერთ-ერთ კლუბში შეხვდა ერთმანეთს. იმ დროისთვის ანა პირველ მეუღლესთან რამდენიმე თვის დაშორებული იყო, კრისს კი პირველი ცოლი კიბოთი ჰყავდა გარდაცვლილი. ანას თქმით, პირველმა ქმარმა სხვა ქალთან უღალატა - სწორედ იმის შიშით, რომ მეორე ქორწინებაც უიღბლო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ის მეორედ ოფიციალურად გათხოვებაზე უარს ამბობდა.

"ახლანდელი ბიჭები ძალიან უცნაურები არიან - პირველივე უარსა და დაბრკოლებაზე გარბიან. 40 წელი მივდიოდი მასთან და ხელს ვთხოვდი იმიტომ, რომ ვიცოდი, ანა ის ერთადერთია... დიახ, ანასთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა", - ამბობს კრისი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს