დავით სერგეენკო - სამედიცინო დაწესებულებების სფეროში სტაგნაციაა

დავით სერგეენკო - სამედიცინო დაწესებულებების სფეროში სტაგნაციაა

სამედიცინო დაწესებულებების სფეროში სტაგნაცია უკვე არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სადაზღვევო კომპანიების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა. სადაზღვევო კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებს სტაგნაცია ემუქრებათ.

მინისტრის თქმით, დღე არ გავა, რომ რომელიმე საავადმყოფო არ გაიფიცოს.

"დღე არ გავა, რომ რომელიმე საავადმყოფო არ გაიფიცოს დაგვიანებული ანგარიშგების გამო. მე მიჭირს ინტერპრეტაცია, თუ რას უნდა გულისხმობდნენ სტაგნაციაში სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ სტაგნაცია არის და პრობლემებია. ჩვენი მცდელობა იქით არის მიმართული, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია