Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა
მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვა, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

"გი­გას სა­ხე­ლი და გი­გას სული ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ აზ­როვ­ნე­ბა­ში და ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში. ქარ­თველ კაცს ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბა მისი სპე­კტაკ­ლე­ბი, მისი თე­ატ­რა­ლუ­რი იდე­ე­ბი, მისი ფილ­მე­ბი და პი­როვ­ნე­ბა. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის, ვი­საც უყ­ვარს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო," - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა კახი კავ­სა­ძემ.

"თუ ვინ­მეს ეკუთ­ვნო­და ვარ­სკვლა­ვი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია პირ­ველ რიგ­ში ბა­ტონ გი­გას. ამი­ტომ ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე. გიგა იყო ყვე­ლაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კა­ში, სიმ­ღე­რა­ში... მას ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი," - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა.

რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 100-ზე მეტი სპექ­ტაკ­ლის და 4 ფილ­მის, მათ შო­რის "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ავ­ტო­რია. თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე 1996 წელს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

"გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სი­ცო­ცხლე­ში­ვე შეკ­ვე­თი­ლი იყო ამ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც მის წი­ნა­შე იყო და­დე­ბუ­ლი, დღეს შეს­რულ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე-9 დღეს და ეს ალ­ბათ, სიმ­ბო­ლუ­რიც არის," - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვამ.

86 წლის ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ბოლო დროს ხში­რად ავად­მყო­ფობ­და. იგი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძი­სა და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის საფ­ლა­ვე­ბის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ვარ­სკვლა­ვი მი­სი­ვე და­არ­სე­ბუ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა.

"ამ ვარ­სკვლა­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­მიც არის აქ. გუ­შინ წა­ვი­და ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რი, გა­და­სა­რე­ვი პი­როვ­ნე­ბა, ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში უამ­რა­ვი კარ­გი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ახლა კი მის ვარ­სკვლავ­ზე და­დი­ან, და­სე­ირ­ნო­ბენ და დაბ­ლა არა­ვინ იყუ­რე­ბა. ეს არ არის სწო­რი ად­გი­ლი, კე­დელ­ზე რომ იყოს რა იქ­ნე­ბა?", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლიკა მო­ში­აშ­ვი­ლი

მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს მარჯანიშვილის თეატრთან, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას თბილისის მერიის წარმომადგენელი მამუკა ქაცარავა, ცნობილი ქართველი მსახიობები, გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

"გიგას სახელი და გიგას სული ყოველთვის იქნება ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში, ქართულ თეატრალურ აზროვნებაში და ქართულ კულტურაში. ქართველ კაცს ყოველთვის ემახსოვრება მისი სპეკტაკლები, მისი თეატრალური იდეები, მისი ფილმები და პიროვნება. გიგა ლორთქიფანიძე ყოველთვის საინტერესო და სამაგალითო იქნება ყველა ქართველისთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო," - აღნიშნა მსახიობმა კახი კავსაძემ.

"თუ ვინმეს ეკუთვნოდა ვარსკვლავი, რასაკვირველია პირველ რიგში ბატონ გიგას. ამიტომ ეს არის არაჩვეულებრივი დღე. გიგა იყო ყველაფრით გამორჩეული, ნიჭიერი მუსიკაში, სიმღერაში... მას ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი," - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა.

რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი გიგა ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრალური კავშირის თავმჯდომარე 1996 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

"გიგა ლორთქიფანიძის სიცოცხლეშივე შეკვეთილი იყო ამ ვარსკვლავის გახსნა, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. ის პირობა, რომელიც მის წინაშე იყო დადებული, დღეს შესრულდა, მისი გარდაცვალებიდან მე-9 დღეს და ეს ალბათ, სიმბოლურიც არის," - განაცხადა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

86 წლის ქართველი რეჟისორი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. იგი დიდუბის პანთეონში, ცნობილი ქართველი მსახიობების, რამაზ ჩხიკვაძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის საფლავების გვერდით დაკრძალეს. გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი მისივე დაარსებული მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა.

"ამ ვარსკვლავების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემიც არის აქ. გუშინ წავიდა ბრწყინვალე რეჟისორი, გადასარევი პიროვნება, ქართულ თეატრალურ და კინოხელოვნებაში უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ახლა კი მის ვარსკვლავზე დადიან, დასეირნობენ და დაბლა არავინ იყურება. ეს არ არის სწორი ადგილი, კედელზე რომ იყოს რა იქნება?", - აღნიშნა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლიკა მოშიაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება