შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად , არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის 1956 წელს დაბადებული რობიზონ ჩ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ახმეტის რაიონში 9 წლის მოზარდის მიმართ 2012 წლის ზაფხულში გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა რობიზონ ჩ. მიმდინარე წლის 20 ივნისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).