მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკურორტო პრობლემების ათეული
საკურორტო პრობლემების ათეული

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ყვე­ლა დას­ვე­ნე­ბა­ზე იწყებს ფიქ­რს. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ივი­წყე­ბენ პრობ­ლე­მებს, სამ­სა­ხურს და ცდი­ლო­ბენ, კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­ა­ტა­რონ, აღიდ­გი­ნონ ძა­ლე­ბი და მუ­შა­ო­ბას კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ხა­ლი­სით შე­უდ­გნენ. არ­და­დე­გე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა ახალ საზ­რუ­ნავ­საც აჩენს: სად სჯობს დას­ვე­ნე­ბა - მთა­ში თუ ზღვა­ზე, თა­ნაც ისე, რომ და­ნა­ხარ­ჯი მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს. მოკ­ლედ, ზა­ფხუ­ლი ბევრ თავ­სა­ტეხს გვი­ჩენს. ნა­ნატ­რი შვე­ბუ­ლე­ბა კარ­გია, თუმ­ცა ამას შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვეს. რო­მე­ლია ის 10 პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლე­ბი ვა­წყდე­ბით? ათე­უ­ლი ექ­სპერ­ტებს შე­ვად­გე­ნი­ნეთ.

1. მწე­რე­ბი. "დას­ვე­ნე­ბა რომ შე­ირ­გოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­ერ­თოთ, თან აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ, მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ზღვის­პი­რეთს სტუმ­რობთ და თან პა­ტა­რე­ბიც გყავთ. შარ­შან ორ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად სო­ფელ­ში წას­ვლა ვამ­ჯო­ბი­ნე, რა­ტომ­ღაც მწე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა გა­და­მა­ვი­წყდა, რაც სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­მიხ­და. სამ დღე­ში მთლი­ა­ნად დაკ­ბე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით ვცა­დე მწე­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. ასე ჩამშხამ­და შვე­ბუ­ლე­ბა. ვერც და­ვის­ვე­ნე და თან მთე­ლი და­ნა­ზო­გიც დავ­ხარ­ჯე. წელს ასეთ შეც­დო­მას აღარ და­ვუშ­ვებ".

2. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზღვა. "შარ­შან, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზღვა სა­შინ­ლად ჭუ­ჭყი­ა­ნი იყო. ხში­რად ვერ ვბა­ნა­ობ­დი, რად­გან წყალ­ში ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი, სა­ზამ­თროს ქერ­ქე­ბი, სი­მინ­დის ტა­რო­ე­ბი და რა აღარ ტივ­ტი­ვებ­და. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი ეპი­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ან­მა, ვი­საც რო­მე­ლი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოს, მით უფრო მა­შინ, როცა ზღვის წყა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია."

3. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ნა­პი­რი. "შარ­შან ოჯახ­თან ერ­თად გრი­გო­ლეთს ვსტუმ­რობ­დი. აქ ნაკ­ლე­ბი ხალ­ხია, შე­სა­ბა­მი­სად, მშვი­დად დას­ვე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა სხვა პრობ­ლე­მას გა­და­ვა­წყდი. დამ­სვე­ნებ­ლებს ზღვის სა­ნა­პი­როს და­სუფ­თა­ვე­ბა თა­ვად გვი­წევ­და. გრი­გო­ლე­თის სა­ნა­პი­რო ზოლს არა­ვინ პატ­რო­ნობს, იქა­უ­რო­ბა ხის ტო­ტე­ბით, ბოთ­ლე­ბით, ერთჯე­რა­დი ნემ­სე­ბით და ხი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბით არის სავ­სე. ერთ დი­ლას მკვდა­რი დელ­ფი­ნი გა­მო­რი­ყა ზღვამ და ისიც ჩვე­ნი და­სა­მარ­ხი შე­იქ­ნა. საკ­მა­ოდ ღრმად ჩავ­ფა­ლით ქვი­შა­ში, მაგ­რამ ისე­თი სუნი იდგა, კარ­გა ხანს ვერ გავ­დი­ო­დით სა­ნა­პი­რო­ზე, სა­ღა­მო­ო­ბით კი მოგ­რო­ვილ ნა­გავს ვწვავ­დით. ასე და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე ორ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა."

4. ბუ­ნებ­რი­ვი აირი. ბუ­ნებ­რი­ვი აირი სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნე­ბის დიდ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა კი ე.წ. ბა­ლო­ნის გა­ზით უწევს, რაც დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია. "თი­ა­ნეთ­ში ვა­პი­რებ დას­ვე­ნე­ბას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბაა, პი­რო­ბებ­ზე კი რა მო­გახ­სე­ნოთ. უკვე შე­ვე­გუე იმ აზრს, რომ გა­ზის ბა­ლო­ნე­ბით უნდა ვირ­ბი­ნო. შარ­შან ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი და ყო­ველ მე­სა­მე დღეს გა­ზის და­სა­ტუმ­ბად დავ­დი­ო­დი, წო­ნა­ში იტყუ­ე­ბოდ­ნენ და ცოტა ხანს გვყოფ­ნი­და. მხო­ლოდ გა­ზის და­ტუმბვა­ში 100 ლარი დავ­ხარ­ჯე. თა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში გაზი დე­ფი­ცი­ტუ­რი იყო. იმ თან­ხით, რაც ბა­თუმ­ში დავ­ხარ­ჯე, თურ­ქეთ­ში უკე­თეს პი­რო­ბებ­ში და­ვის­ვე­ნებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ამას გვი­ან მივ­ხვდი, წელს ამ შეც­დო­მას აღარ და­ვუშ­ვებ."

5. მო­მა­ტე­ბუ­ლი ფა­სე­ბი. სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში პრო­დუქტზე, ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­ზე ფასი ზა­ფხუ­ლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ორ­მაგ­დე­ბა. ამ მხრივ ბა­თუ­მი ყვე­ლა კუ­რორ­ტს უს­წრებს. ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რია მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, წვე­ნე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, სი­გა­რე­ტი. "კაფე-რეს­ტორ­ნებ­ში გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ფა­სე­ბია, რაც საკ­ვე­ბის ხა­რისხს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შეკ­ვე­თას მთელ სა­ათს ვე­ლო­დე­ბო­დი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უგე­მუ­რი და დამ­წვა­რი სა­უზ­მე მოჰ­ქონ­დათ. ერთხელ მარ­კეტ­ში ნა­ყი­დი პრო­დუქ­ტი ვა­და­გა­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა არა­ვინ და­იბ­რუ­ნა. ახლა პირ­ველ რიგ­ში ვა­დას ვა­მოწ­მებ."

6. სას­მე­ლი წყა­ლი. "კუჭ-ნაწ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გირ­ჩევთ, პა­ტა­რებს ონ­კა­ნის წყა­ლი არ და­ა­ლე­ვი­ნოთ. სას­მე­ლი წყლის შეც­ვლამ შე­საძ­ლოა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­გიქ­მნათ. ასე­ვე ნუ მი­ი­ღებთ ჭის წყალ­საც."

7. ინ­ტერ­ნე­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ინ­ტერ­ნე­ტი აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბაა, "ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ე­ბი" მხო­ლოდ და­ბებ­სა და ქა­ლა­ქებ­შია, ინ­ტერ­ნე­ტი კი ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. "და­სას­ვე­ნებ­ლად სო­ფელ­ში მივ­დი­ვარ, უკვე ვე­გუ­ე­ბი იმ აზრს, რომ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რე­სამ­ყა­როს უნდა მოვ­წყდე. ერთი კვი­რა სა­სარ­გებ­ლოც კია, გო­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს მო­წყდეს, ერთი თვე კი მე­ტის­მე­ტია."

8. ხმა­უ­რი. "ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს შეხ­ვედ­რა. მთე­ლი წელი ვე­ლო­დე­ბი შვე­ბუ­ლე­ბას, რომ ძა­ლე­ბი აღ­ვიდ­გი­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფე­ლი არ მაქვს. ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ხმა­უ­რი, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებს ახ­ლავს, უა­რე­სად მღლის. ბუნ­გა­ლო­ე­ბი, უსაშ­ვე­ლოდ ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. ხმა­უ­რის გამო შე­საძ­ლოა ზღვა­ზე წას­ვლა გა­და­ვი­ფიქ­რო კი­დეც."

9. არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი. "ბა­კუ­რი­ან­ში ბევ­რი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როა, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ სას­ტუმ­როს ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სე­ბია. შარ­შან პი­რო­ბე­ბი წი­ნას­წარ და­ვა­ზუს­ტე და დი­ა­სახ­ლისს თან­ხაც წი­ნას­წარ გა­და­ვუ­ხა­დე, მაგ­რამ შევ­ცდი - ცხე­ლი წყა­ლი მხო­ლოდ სა­ღა­მო­ო­ბით მო­დი­ო­და, სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში საჭ­მლის მო­სამ­ზა­დებ­ლად დიდ­ხანს მი­წევ­და ლო­დი­ნი, რო­დის-რო­დის მო­დი­ო­და ჩემი რიგი. დას­ვე­ნე­ბის მა­გივ­რად ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე, დღე­ებს ვით­ვლი­დი. გა­დას­ვლა რომ და­ვა­პი­რე, დი­ა­სახ­ლის­მა გა­მო­მი­ცხა­და, რომ თან­ხა უკვე და­ხარ­ჯუ­ლი ჰქონ­და. სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში."

10. მტვე­რი. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რეს ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვი­ან, თუმ­ცა ცალ­კე სა­კი­თხია, რო­გორ ის­ვე­ნე­ბენ ისი­ნი. პი­ა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ზღვის­პი­რეთ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი პრობ­ლე­მაა. მათ შო­რი­საა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი, რის გა­მოც იქა­უ­რო­ბა მტვრის ბუღ­შია გახ­ვე­უ­ლი.

მარი მგე­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

საკურორტო პრობლემების ათეული

საკურორტო პრობლემების ათეული

ზაფხულის დადგომისთანავე ყველა დასვენებაზე იწყებს ფიქრს. ამ დროს ადამიანები ივიწყებენ პრობლემებს, სამსახურს და ცდილობენ, კუთვნილი შვებულება მაქსიმალურად კარგად გაატარონ, აღიდგინონ ძალები და მუშაობას კვლავინდებურად ხალისით შეუდგნენ. არდადეგების მოახლოება ახალ საზრუნავსაც აჩენს: სად სჯობს დასვენება - მთაში თუ ზღვაზე, თანაც ისე, რომ დანახარჯი მინიმალური იყოს. მოკლედ, ზაფხული ბევრ თავსატეხს გვიჩენს. ნანატრი შვებულება კარგია, თუმცა ამას შეიძლება დამატებითი პრობლემები მოჰყვეს. რომელია ის 10 პრობლემა, რომელსაც დასასვენებლად წასულები ვაწყდებით? ათეული ექსპერტებს შევადგენინეთ.

1. მწერები. "დასვენება რომ შეირგოთ და მაქსიმალურად კარგად გაერთოთ, თან აუცილებლად იქონიეთ, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვისპირეთს სტუმრობთ და თან პატარებიც გყავთ. შარშან ორკვირიანი შვებულების გასატარებლად სოფელში წასვლა ვამჯობინე, რატომღაც მწერების არსებობა გადამავიწყდა, რაც სანანებელი გამიხდა. სამ დღეში მთლიანად დაკბენილი ვიყავი, ხალხური მეთოდებით ვცადე მწერებთან გამკლავება, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდი. ასე ჩამშხამდა შვებულება. ვერც დავისვენე და თან მთელი დანაზოგიც დავხარჯე. წელს ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ".

2. დაბინძურებული ზღვა. "შარშან, განსაკუთრებით დილის საათებში, ზღვა საშინლად ჭუჭყიანი იყო. ხშირად ვერ ვბანაობდი, რადგან წყალში ფეკალური მასები, პოლიეთილენის პარკები, საზამთროს ქერქები, სიმინდის ტაროები და რა აღარ ტივტივებდა. დაბინძურებული წყალი ეპიდემიის საშიშროებას ქმნის. ეს სერიოზული პრობლემაა და სასწრაფოდ მოსაგვარებელია. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანმა, ვისაც რომელიმე ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი, ზღვაზე დასვენებისგან თავი უნდა შეიკავოს, მით უფრო მაშინ, როცა ზღვის წყალი დაბინძურებულია."

3. დაბინძურებული ნაპირი. "შარშან ოჯახთან ერთად გრიგოლეთს ვსტუმრობდი. აქ ნაკლები ხალხია, შესაბამისად, მშვიდად დასვენებაც შეიძლება. თუმცა სხვა პრობლემას გადავაწყდი. დამსვენებლებს ზღვის სანაპიროს დასუფთავება თავად გვიწევდა. გრიგოლეთის სანაპირო ზოლს არავინ პატრონობს, იქაურობა ხის ტოტებით, ბოთლებით, ერთჯერადი ნემსებით და ხილის ნარჩენებით არის სავსე. ერთ დილას მკვდარი დელფინი გამორიყა ზღვამ და ისიც ჩვენი დასამარხი შეიქნა. საკმაოდ ღრმად ჩავფალით ქვიშაში, მაგრამ ისეთი სუნი იდგა, კარგა ხანს ვერ გავდიოდით სანაპიროზე, საღამოობით კი მოგროვილ ნაგავს ვწვავდით. ასე დალაგება-დასუფთავებაში გავატარე ორკვირიანი შვებულება."

4. ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირი საქართველოს რაიონების დიდ ნაწილს არ მიეწოდება. მოსახლეობას საჭმლის მომზადება კი ე.წ. ბალონის გაზით უწევს, რაც დამსვენებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. "თიანეთში ვაპირებ დასვენებას, არაჩვეულებრივი ბუნებაა, პირობებზე კი რა მოგახსენოთ. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ გაზის ბალონებით უნდა ვირბინო. შარშან ბათუმში ვისვენებდი და ყოველ მესამე დღეს გაზის დასატუმბად დავდიოდი, წონაში იტყუებოდნენ და ცოტა ხანს გვყოფნიდა. მხოლოდ გაზის დატუმბვაში 100 ლარი დავხარჯე. თანაც იმ პერიოდში გაზი დეფიციტური იყო. იმ თანხით, რაც ბათუმში დავხარჯე, თურქეთში უკეთეს პირობებში დავისვენებდი. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, წელს ამ შეცდომას აღარ დავუშვებ."

5. მომატებული ფასები. საკურორტო ზონაში პროდუქტზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასი ზაფხულის დადგომისთანავე ორმაგდება. ამ მხრივ ბათუმი ყველა კურორტს უსწრებს. ზღვისპირა ქალაქში განსაკუთრებით ძვირია მინერალური წყალი, წვენები, ტკბილეული, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი. "კაფე-რესტორნებში გაათმაგებული ფასებია, რაც საკვების ხარისხს არ შეესაბამება. შეკვეთას მთელ საათს ველოდებოდი, ხშირ შემთხვევაში უგემური და დამწვარი საუზმე მოჰქონდათ. ერთხელ მარკეტში ნაყიდი პროდუქტი ვადაგასული აღმოჩნდა, თუმცა არავინ დაიბრუნა. ახლა პირველ რიგში ვადას ვამოწმებ."

6. სასმელი წყალი. "კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, პატარებს ონკანის წყალი არ დაალევინოთ. სასმელი წყლის შეცვლამ შესაძლოა უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ასევე ნუ მიიღებთ ჭის წყალსაც."

7. ინტერნეტი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინტერნეტი აუხდენელი ოცნებაა, "ინტერნეტკაფეები" მხოლოდ დაბებსა და ქალაქებშია, ინტერნეტი კი ყველას სჭირდება. "დასასვენებლად სოფელში მივდივარ, უკვე ვეგუები იმ აზრს, რომ ერთი თვის განმავლობაში გარესამყაროს უნდა მოვწყდე. ერთი კვირა სასარგებლოც კია, გონება ინტერნეტსივრცეს მოწყდეს, ერთი თვე კი მეტისმეტია."

8. ხმაური. "ერთ-ერთ სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა. მთელი წელი ველოდები შვებულებას, რომ ძალები აღვიდგინო. სამწუხაროდ, სოფელი არ მაქვს. ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ხმაური, რომელიც ზღვისპირა კურორტებს ახლავს, უარესად მღლის. ბუნგალოები, უსაშველოდ ხმამაღალი მუსიკა - ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს. ხმაურის გამო შესაძლოა ზღვაზე წასვლა გადავიფიქრო კიდეც."

9. არაკომფორტული საოჯახო სასტუმროები. "ბაკურიანში ბევრი საოჯახო სასტუმროა, სადაც ჩვეულებრივ სასტუმროს ფასებთან შედარებით შეღავათიანი ფასებია. შარშან პირობები წინასწარ დავაზუსტე და დიასახლისს თანხაც წინასწარ გადავუხადე, მაგრამ შევცდი - ცხელი წყალი მხოლოდ საღამოობით მოდიოდა, საერთო სამზარეულოში საჭმლის მოსამზადებლად დიდხანს მიწევდა ლოდინი, როდის-როდის მოდიოდა ჩემი რიგი. დასვენების მაგივრად ძალიან გადავიღალე, დღეებს ვითვლიდი. გადასვლა რომ დავაპირე, დიასახლისმა გამომიცხადა, რომ თანხა უკვე დახარჯული ჰქონდა. საშინლად გაღიზიანებული დავბრუნდი თბილისში."

10. მტვერი. ზღვისპირა ქალაქებში ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან, თუმცა ცალკე საკითხია, როგორ ისვენებენ ისინი. პიარის მიუხედავად, ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრი პრობლემაა. მათ შორისაა დაუმთავრებელი მშენებლობები და სამშენებლო ნარჩენები, რის გამოც იქაურობა მტვრის ბუღშია გახვეული.

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია