"ოპტიმა ჯგუფმა", რომელსაც საქართველოში ერისთავის იურიდიული ჯგუფი წარმოადგენს, სს "სარაჯიშვილის" მიმართ სარჩელი აღძრა. საქმე ეხება "სარაჯიშვილის" პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე.
2011 წელს სს "სარაჯიშვილმა" კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია "ოპტიმა ჯგუფთან", რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების დისტრიბუციას.
კონტრაქტის ფარგლებში "ოპტიმა ჯგუფს" მიენიჭა რუსეთის ბაზარზე სს "სარაჯიშვილის" პროდუქციის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება 5 წლის ვადით.
სს "სარაჯიშვილის" მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო "ოპტიმა ჯგუფმა" მრავალმილიონიანი დავა წამოიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სს "სარაჯიშვილის" ქონებას.
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის აღძვრის პროცესი მიმდინარეობს როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამ თემასთან დაკავშირებით ხუთშაბათს 27 ივნისს 11 საათზე "ინტერპრესნიუსის" დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია.
R