პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუგ­დიდ­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში ნა­პოვ­ნი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 9 პირს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად ესე­ბუ­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ითხოვ­და, რომ სა­სამ­რთლოს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა პი­რის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა.

დაც­ვის მხა­რე დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, გარ­და ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, კობა თო­დუ­ას ად­ვო­კა­ტი­სა, ითხოვ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­ნე­სა­ზღვრათ გი­რაო, თუმ­ცა მო­სამ­რთლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კობა თო­დუ­ას ად­ვო­კატს, იგი ითხოვ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის არც ერთი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ა­ყე­ნა საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც პრო­კუ­რო­რის თქმით, ქმნის სა­ფუძ­ვლი­ან ვა­რა­უდს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე - არ­სე­ბობს თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­კა­ვე­ბულ პი­რებს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეთ, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. პრო­კუ­რო­რი ზვი­ად ფხა­კა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ზუგ­დიდ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ფა­რულ ვი­დე­ო­ებ­ზე ასა­ხულ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის საქ­მე­ზე სხვა პი­რე­ბიც და­ა­კა­ვონ. შე­კი­თხვა­ზე - იგეგ­მე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მე­გის ქარ­და­ვა­სა და კოხ­ტა კო­დუ­ას­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბათ არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ ყვე­ლა იმ პირს, ვის მი­მარ­თაც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ სხვა და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

"ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვა­ყე­ნეთ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში სხვა პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თოს", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ცხრა ბრალ­დე­ბუ­ლი­დან რვა ეს­წრე­ბო­და. პრო­ცეს­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შე­დე­გად ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ა­ტა ქი­რია არ იმ­ყო­ფე­ბო­და და მის ინ­ტერ­სებს ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ონი­ა­ნი იცავ­და.

შსს-ს მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მარ­ლენ ხვი­ტია, გოჩა შო­ნია, გუ­რამ ჭი­თა­ნა­ვა, პა­ა­ტა ქი­რია და რუს­ლან შა­მა­ხია, ასე­ვე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კობა თო­დუა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი გუ­ლია და თე­მურ უბი­რია კი, რომ­ლებ­საც ბრა­ლად წა­მე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ედე­ბათ, პრო­ცესს და­ეს­წრნენ. აღ­მკვეთ ღნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის და­სა­წყის­ში ღია იყო, რის შემ­დე­გაც, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. თუმ­ცა, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ა­ცხა­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, რომ სასამრთლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველა პირის მიმართ პატიმრობა შეეფარდებინა.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე, გარდა ერთ-ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, კობა თოდუას ადვოკატისა, ითხოვდა, რომ დაკავებულების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად განესაზღვრათ გირაო, თუმცა მოსამრთლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კობა თოდუას ადვოკატს, იგი ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც პროკურორის თქმით, ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ აღნიშნული პირები დანაშაულში მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. პროკურორი ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ ფარულ ვიდეოებზე ასახულ წამებასა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ. შეკითხვაზე - იგეგმება თუ არა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასთვის ბრალის დამძიმება, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალი დაუმძიმდებათ არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა იმ პირს, ვის მიმართაც გამოძიების პროცესში კიდევ სხვა დანაშაული გამოიკვეთება.

"ბრალდების დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ ყველა დაკავებული პირის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ დანაშაულში სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს", - აღნიშნა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ცხრა ბრალდებულიდან რვა ესწრებოდა. პროცესზე თვითდაზიანებების მიყენების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაატა ქირია არ იმყოფებოდა და მის ინტერსებს ადვოკატი გიორგი ონიანი იცავდა.  

შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია და რუსლან შამახია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია და თემურ უბირია კი, რომლებსაც ბრალად წამება და თავისუფლების აღკვეთა ედებათ, პროცესს დაესწრნენ. აღმკვეთ ღნისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მედიის წარმომადგენლებისთვის დასაწყისში ღია იყო, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლემ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ