საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"
ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

"იმ წიგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბა­ში ში­ნა­არ­სით მომ­წონ­და, დღეს სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ვხე­დავ, სხვაგ­ვა­რად აღ­ვიქ­ვამ დი­ა­ლო­გებს. წლე­ბის წინ წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი. ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ერთი უყ­ვარს - ეს ოს­კარ უა­ილ­დია.

- ნუკი, ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ?

- ეთერ­ში მალე დავ­ბრუნ­დე­ბი. ეს კი­დევ ერთი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვი. თა­რი­ღიც გარ­კვე­უ­ლია. ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ სა­წოლ­თან წიგ­ნე­ბი მი­დევს და გა­მუდ­მე­ბით ვკი­თხუ­ლობ. ამ ბოლო დროს ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს მი­ვუბ­რუნ­დი. იმ წიგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბა­ში ში­ნა­არ­სით მომ­წონ­და, სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხე, დი­ა­ლო­გე­ბიც სხვაგ­ვა­რად აღ­ვიქ­ვი.

- ოს­კარ უა­ილდმა ასე ძა­ლი­ან რით მოგ­ხიბ­ლა?

- მას­ზე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მისი ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის. მგო­ნია, რომ ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბო­და. ვერ ვი­ტყვი, მისი შე­მოქ­მე­დე­ბით დი­დად მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ, ალაგ-ალაგ მომ­წონს, მაგ­რამ უა­ილ­დის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, ძა­ლი­ან მხიბ­ლავს. ცხოვ­რე­ბას მეც მა­სა­ვით ვუ­ყუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი იყოს, ეს ტრა­გე­დია არ არის, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს იუ­მო­რის გრძნო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მიყ­ვარს გა­მორ­ჩე­უ­ლად უა­ილ­დი, მას მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იუ­მო­რი აქვს. მინ­და, მეც მას ვგავ­დე.

- წიგ­ნის კი­თხვის დროს გი­ტი­რია?

- არა­ერ­თხელ მი­ტი­რია. თუ წიგნს ემო­ცია არ მო­აქვს, ძნე­ლია, წა­ი­კი­თხო. ცრემ­ლი რა­ტომ უნდა და­მა­ლო?

- სა­კუ­თა­რი თავი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის­თვის მი­გიმსგავ­სე­ბია?

- როცა ვკი­თხუ­ლობ, ვიცი, პერ­სო­ნა­ჟე­ბი რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, მათ ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში ვხე­დავ. ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში ჩემი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი და­მი­ნა­ხავს.

- შე­გიძ­ლია, სა­ფუ­ლი­დან ბოლო "კა­პი­კე­ბი" ამო­ი­ღო და წიგნ­ში გა­და­ი­ხა­დო?

- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. რაც მინ­და, წიგ­ნი იქ­ნე­ბა ეს თუ რო­მე­ლი­მე სხვა ნივ­თი, მას­ში თან­ხის გა­დახ­და არას­დროს მე­ნა­ნე­ბა.

- ფრან­გი მა­დამ დე სტა­ლი წერ­და: "რაც უფრო კარ­გად ვიც­ნობ მა­მა­კა­ცებს, მით უფრო მომ­წონს ძაღ­ლე­ბი. როცა ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კი­თხვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა... აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე". და­ა­სა­ხე­ლე სი­ტყვა, რო­მე­ლიც გა­მოვ­ტო­ვე.

- შე­უძ­ლო.

- "უწიგ­ნუ­რი". ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შენს ცხოვ­რე­ბა­შიც ყო­ფი­ლან?

- ალ­ბათ ყო­ფი­ლან და ჩემს თვა­ლებ­შიც რა­ღა­ცე­ბის ამო­კი­თხვა გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, მაგ­რამ მხო­ლოდ უწიგ­ნუ­რო­ბა­ში არაა საქ­მე. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ფსი­ქო­ლო­გის მო­საზ­რე­ბებს ვკი­თხუ­ლობ­დი. ის ამ­ბობს, რომ არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი ვე­ნე­რი­დან, მა­მა­კა­ცე­ბი - მარ­სი­დან. რე­ა­ლუ­რად, მარ­სი და ვე­ნე­რა ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლე­ბენ. ვე­ნე­რა ქა­ლე­ბის პლა­ნე­ტაა, მარ­სი - მა­მა­კა­ცე­ბის. ყვე­ლა ქალი ხომ რო­მე­ლი­ღაც მა­მა­კა­ცის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია, ამა­ვე დროს, ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით. ხომ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლოთ? ვერ ვსწავ­ლობთ და ერ­თმა­ნე­თის­თვის მა­ინც ამო­უც­ნო­ბე­ბად ვრჩე­ბით.

- ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო არ არის?

- რა თქმა უნდა.

- ინ­გლის­ში მდე­ბა­რე ეს უნი­კა­ლუ­რი სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია 600 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მის­თვი­საც კი დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა. რო­მელ სა­სახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე.

- სა­კუ­რას ტოტი, ბრინ­ჯის ყვა­ვი­ლი, ქრი­ზან­თე­მა. რის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ია­პო­ნი­ა­ში?

- მგო­ნი, წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბის, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ყვე­ლა თვე, გარ­და თე­ბერ­ვლი­სა, 30 ან 31 რი­ცხვით მთავ­რდე­ბა. რო­მელ თვე­შია 28 რი­ცხვი?

- თე­ბერ­ვალ­ში.

- მხო­ლოდ თე­ბერ­ვალ­ში?

- რა, ასე არ არის? (ფიქ­რობს) რა სი­სუ­ლე­ლე ვთქვი, 28 რი­ცხვი ყვე­ლა თვე­შია.

- ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი, ფრან­სუა მო­რი­ა­კი წერ­და: "იმ­დე­ნად დი­დია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მის­და­მი, რომ ფრი­ად მო­ხა­რუ­ლი ვარ მისი ორად გა­ყო­ფის გამო". რო­მე­ლი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ წერ­და ამას მო­რი­ა­კი?

- გერ­მა­ნი­ის, რად­გან ერთხანს ეს ქვე­ყა­ნა ორად იყო გა­ყო­ფი­ლი.

- ამ მდი­ნა­რეს 300 შე­ნა­კა­დი აქვს, მას ევ­რო­პის დე­დამ­დი­ნა­რე­საც უწო­დე­ბენ. სიგ­რძით მხო­ლოდ ვოლ­გას ჩა­მორ­ჩე­ბა. რო­მელ მდი­ნა­რე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- დუ­ნა­ი­ზე.

- ამ მდი­ნა­რე­ზე არას­დროს გი­სე­ირ­ნია?

- არა, მე სე­ნა­ზე ვი­სე­ირ­ნე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. ყვე­ლამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ზოგი კარ­გია 1 კვი­რით, ზოგი - 1 თვით. ფან­ტას­ტი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა ის­რა­ე­ლი.

- ამ ზა­ფხულს დას­ვე­ნე­ბას სად აპი­რებ?

- არ ვიცი, ის­რა­ელ­ში წას­ვლას მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა, მაგ­რამ ბა­თუმ­სა და კვა­რი­ათს აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი.

- რო­მე­ლია ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლა­ქი?

- ბრა­ზი­ლია.

- რო­მელ ოკე­ა­ნე­შია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი?

- ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში.

- რა ჰქვია ჯან­მრთე­ლო­ბის ღმერ­თს ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში?

- არ მახ­სოვს.

- ჰი­გია. ფრინ­ველ­თა ოჯა­ხის რო­მე­ლი წევ­რია მგა­ლო­ბე­ლი?

- მა­მა­ლი.

- არ­სე­ბობს თუ არა ისე­თი ციფ­რი, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა იმ­დე­ნი­ვე ასოს­გან შედ­გე­ბა, რამ­დენ­საც თა­ვად ეს ციფ­რი გა­მო­ხა­ტავს?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) 4.

- ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­დი­რო­ბა, დღე­სას­წა­უ­ლი, შეხ­ვედ­რე­ბი... შე­იძ­ლე­ბა, უმი­ზე­ზო­დაც გა­ა­კე­თო. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა­ზე, ვცდე­ბი?

- სწო­რი პა­სუ­ხია. ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე 1-2 ჭი­ქას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თმევ.

- მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კოჰოლს, სულ პა­ტა­რა წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი რას აკე­თებს იგი?

- მგო­ნი, თავს იკ­ლავს.

- ადა­მი­ა­ნის რო­მე­ლი ჯირ­კვა­ლი გა­მო­ყოფს ად­რე­ნა­ლინს?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს.

- თირკმელ­ზე­და. ექ­სტრე­მა­ლი ხარ?

- ნაკ­ლე­ბად.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი, მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელტვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აე­კი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხოლო ლა­ჩა­რი - გმირს". და­ა­სა­ხე­ლე ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ძველ რომ­ში რო­მა­ე­ლი ბა­ტო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის და­სა­ცა­ვად შავ დო­გებს იყე­ნებ­დნენ. სიბ­ნე­ლე­ში მათი შემ­ჩნე­ვა რთუ­ლი იყო. ამის გამო გაჩ­ნდა გა­მოთ­ქმა, რო­მელ­მაც ჩვენს დრომ­დეც მო­აღ­წია. რო­მელ გა­მოთ­ქმა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს)

- კიტა ბუ­ა­ჩი­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით, ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სპექ­ტაკ­ლიც იდ­გმე­ბო­და.

- "ეზო­ში ავი ძაღ­ლია".

- ბა­რო­ნი დე­ნო­ნი ფრან­გი გრა­ვი­ო­რი, მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი და დიპ­ლო­მა­ტი იყო. ის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი იყო ლუ­დო­ვი­კო XVI-ის და ნა­პო­ლე­ონ I-ის დროს. ალექ­სან­დრე I კი მის­გან სუ­რა­თებ­სა და სხვა­დას­ხვა ნივთს იძენ­და. სად ინა­ხავ­და ამ ნივ­თებს?

- ერ­მი­ტაჟ­ში

- სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ხახ­მა­ტის, ახი­ე­ლის, ლე­ბა­ის­კა­რის ცი­ხე­ე­ბი?

- ხევ­სუ­რეთ­ში.

- ქალი და კაცი გზა­ზე მი­დი­ან. მათ ვი­ღაც და­ემ­გზავ­რე­ბათ და ჰკი­თხავს, - ერ­თმა­ნე­თის რა ხარ­თო? - ქალი ეტყვის, ამ კა­ცის დედა დე­და­ჩე­მის დე­დამ­თი­ლი­აო. ვინ არი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის?

- და-ძმა.

- ცდე­ბი.

- (ფიქ­რობს) მამა-შვი­ლი გა­მო­დი­ან.

- რა გვა­რია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მარ­გო?

- თე­ი­მუ­რა­ზი ხე­ვის­თა­ვი იყო და მარ­გოს გვა­რი ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს.

- ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი. "ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ან­ტიქ­რის­ტე მოვ­ნათ­ლე", - წერ­და 1725 წელს თა­ვის დღი­ურ­ში ერთ-ერთი ვე­ნე­ცი­ე­ლი მღვდე­ლი, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ მო­ე­ნათ­ლა 2 კვი­რის ჩვი­ლი, სა­ხე­ლად ჯა­კო­მო. ამ ადა­მი­ან­მა 73 წელი იცო­ცხლა და ამ ხნით ადრე სა­რე­ცე­ლი 122 ქალ­თან გა­ი­ყო. მათ შო­რის იყ­ვნენ მა­ღა­ლი წრის მან­დი­ლოს­ნე­ბიც. მო­ძა­ლა­დე არ ყო­ფი­ლა, "მსხვერ­პლის" უმე­ტე­სო­ბას ის უყ­ვარ­და. მი­პა­სუ­ხე, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კა­ზა­ნო­ვა­ზე.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე შექ­სპი­რის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ქალი შე­იძ­ლე­ბა წა­იქ­ცეს, თუ კაცი..."

- "...მხარ­ში არ უდ­გას".

- "...თუ კაცი სუს­ტია".

- ამ გა­მო­ნათ­ქვამს არ ვე­თან­ხმე­ბი. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ფე­მი­ნიზ­მი მძვინ­ვა­რებს.

- ფე­მი­ნის­ტი ხარ?

- არა. მაგ­რამ ვთვლი, რომ მა­მა­კა­ცებს ზოგ­ჯერ მხა­რი ჩვენც რომ შე­ვაშ­ვე­ლოთ, ური­გო არ იქ­ნე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

"იმ წიგნებში, რომლებიც ბავშვობაში შინაარსით მომწონდა, დღეს სხვა ღირებულებებს ვხედავ, სხვაგვარად აღვიქვამ დიალოგებს. წლების წინ წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება საინტერესო ყოფილა", - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი. ბევრი საყვარელი ავტორი ჰყავს, მაგრამ გამორჩეულად ერთი უყვარს - ეს ოსკარ უაილდია.

- ნუკი, ეთერში დაბრუნებას არ აპირებ?

- ეთერში მალე დავბრუნდები. ეს კიდევ ერთი სიახლე იქნება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი. თარიღიც გარკვეულია. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ საწოლთან წიგნები მიდევს და გამუდმებით ვკითხულობ. ამ ბოლო დროს ბავშვობაში წაკითხულ ნაწარმოებებს მივუბრუნდი. იმ წიგნებში, რომლებიც ბავშვობაში შინაარსით მომწონდა, სხვა ღირებულებები დავინახე, დიალოგებიც სხვაგვარად აღვიქვი.

- ოსკარ უაილდმა ასე ძალიან რით მოგხიბლა?

- მასზე ვარ შეყვარებული, მისი ძალიან კარგად მესმის. მგონია, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა. ვერ ვიტყვი, მისი შემოქმედებით დიდად მოხიბლული ვარ, ალაგ-ალაგ მომწონს, მაგრამ უაილდის გამონათქვამებზე ვგიჟდები, ძალიან მხიბლავს. ცხოვრებას მეც მასავით ვუყურებ. შეიძლება, ადამიანი გაუნათლებელი იყოს, ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. სწორედ ამიტომ მიყვარს გამორჩეულად უაილდი, მას მოზღვავებული, მოჭარბებული, ინტელექტუალური იუმორი აქვს. მინდა, მეც მას ვგავდე.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- არაერთხელ მიტირია. თუ წიგნს ემოცია არ მოაქვს, ძნელია, წაიკითხო. ცრემლი რატომ უნდა დამალო?

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- როცა ვკითხულობ, ვიცი, პერსონაჟები როგორ გამოიყურებიან, მათ ჩემს წარმოსახვაში ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანში ჩემი მსგავსი ადამიანი დამინახავს.

- შეგიძლია, საფულიდან ბოლო "კაპიკები" ამოიღო და წიგნში გადაიხადო?

- დიდი სიამოვნებით. რაც მინდა, წიგნი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ნივთი, მასში თანხის გადახდა არასდროს მენანება.

- ფრანგი მადამ დე სტალი წერდა: "რაც უფრო კარგად ვიცნობ მამაკაცებს, მით უფრო მომწონს ძაღლები. როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა... აღმოჩნდება ხოლმე". დაასახელე სიტყვა, რომელიც გამოვტოვე.

- შეუძლო.

- "უწიგნური". ასეთი ადამიანები შენს ცხოვრებაშიც ყოფილან?

- ალბათ ყოფილან და ჩემს თვალებშიც რაღაცების ამოკითხვა გასჭირვებიათ, მაგრამ მხოლოდ უწიგნურობაში არაა საქმე. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ფსიქოლოგის მოსაზრებებს ვკითხულობდი. ის ამბობს, რომ არსებობენ ქალები ვენერიდან, მამაკაცები - მარსიდან. რეალურად, მარსი და ვენერა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ვენერა ქალების პლანეტაა, მარსი - მამაკაცების. ყველა ქალი ხომ რომელიღაც მამაკაცის მეორე ნახევარია, ამავე დროს, ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ხომ შეიძლება, რაღაცები ვისწავლოთ? ვერ ვსწავლობთ და ერთმანეთისთვის მაინც ამოუცნობებად ვრჩებით.

- ასე უფრო საინტერესო არ არის?

- რა თქმა უნდა.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- საკურას ტოტი, ბრინჯის ყვავილი, ქრიზანთემა. რის სიმბოლოს წარმოადგენენ ეს მცენარეები იაპონიაში?

- მგონი, წელიწადის დროების, არა?

- გამოიცანი. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- თებერვალში.

- მხოლოდ თებერვალში?

- რა, ასე არ არის? (ფიქრობს) რა სისულელე ვთქვი, 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრანსუა მორიაკი წერდა: "იმდენად დიდია ჩემი სიყვარული მისდამი, რომ ფრიად მოხარული ვარ მისი ორად გაყოფის გამო". რომელი ქვეყნის შესახებ წერდა ამას მორიაკი?

- გერმანიის, რადგან ერთხანს ეს ქვეყანა ორად იყო გაყოფილი.

- ამ მდინარეს 300 შენაკადი აქვს, მას ევროპის დედამდინარესაც უწოდებენ. სიგრძით მხოლოდ ვოლგას ჩამორჩება. რომელ მდინარეზეა ლაპარაკი?

- დუნაიზე.

- ამ მდინარეზე არასდროს გისეირნია?

- არა, მე სენაზე ვისეირნე. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველამ შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგი კარგია 1 კვირით, ზოგი - 1 თვით. ფანტასტიკური ქვეყანაა ისრაელი.

- ამ ზაფხულს დასვენებას სად აპირებ?

- არ ვიცი, ისრაელში წასვლას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ბათუმსა და კვარიათს აუცილებლად ვესტუმრები.

- რომელია ბრაზილიის დედაქალაქი?

- ბრაზილია.

- რომელ ოკეანეშია სეიშელის კუნძულები?

- ინდოეთის ოკეანეში.

- რა ჰქვია ჯანმრთელობის ღმერთს ბერძნულ მითოლოგიაში?

- არ მახსოვს.

- ჰიგია. ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- მამალი.

- არსებობს თუ არა ისეთი ციფრი, რომლის დასახელება იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენსაც თავად ეს ციფრი გამოხატავს?

- (პაუზის შემდეგ) 4.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნადირობა, დღესასწაული, შეხვედრები... შეიძლება, უმიზეზოდაც გააკეთო. რაზეა ლაპარაკი?

- ალკოჰოლის მიღებაზე, ვცდები?

- სწორი პასუხია. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- დღესასწაულებზე 1-2 ჭიქას დიდი სიამოვნებით მივირთმევ.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს, სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს იგი?

- მგონი, თავს იკლავს.

- ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- ზუსტად არ მახსოვს.

- თირკმელზედა. ექსტრემალი ხარ?

- ნაკლებად.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს". დაასახელე ამ სიტყვების ავტორი ქართველი კლასიკოსი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ძველ რომში რომაელი ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. ამის გამო გაჩნდა გამოთქმა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით, ამ სახელწოდების სპექტაკლიც იდგმებოდა.

- "ეზოში ავი ძაღლია".

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში

- საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეები?

- ხევსურეთში.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან. მათ ვიღაც დაემგზავრებათ და ჰკითხავს, - ერთმანეთის რა ხართო? - ქალი ეტყვის, ამ კაცის დედა დედაჩემის დედამთილიაო. ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის?

- და-ძმა.

- ცდები.

- (ფიქრობს) მამა-შვილი გამოდიან.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის მარგო?

- თეიმურაზი ხევისთავი იყო და მარგოს გვარი ნამდვილად არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნით ადრე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნებიც. მოძალადე არ ყოფილა, "მსხვერპლის" უმეტესობას ის უყვარდა. მიპასუხე, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- დაბოლოს, დაასრულე შექსპირის ცნობილი გამონათქვამი: "ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი..."

- "...მხარში არ უდგას".

- "...თუ კაცი სუსტია".

- ამ გამონათქვამს არ ვეთანხმები. XXI საუკუნეში ფემინიზმი მძვინვარებს.

- ფემინისტი ხარ?

- არა. მაგრამ ვთვლი, რომ მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება