პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნის გზებს ეძებს"
"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნის გზებს ეძებს"

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რე­გი­ონ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე რუ­სი პო­ლი­ტო­ლო­გი, რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - რიზ­ვან ომა­რო­ვი და მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს თავ­და­პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბით ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბა აღიკ­ვე­თა. თუმ­ცა ბრა­ლი მათ ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის­თვის შე­ე­ფარ­დათ.

- ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა რუ­სე­თის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა. თუ და­კა­ვე­ბუ­ლებს მარ­თლაც აქვთ კავ­ში­რი ტე­რაქ­ტის მზა­დე­ბას­თან, ეს იქ­ნე­ბა ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ორი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა...

- რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კი­თხი სწო­რედ უსაფ­რთხო­ე­ბის თე­მას და­უ­კავ­ში­რა?

- პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, უსაფ­რთხო­ე­ბა კი ფარ­თო სა­კი­თხია და რო­გორც ჩანს, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მოს­კო­ვი მზად არის ამ სა­კითხ­ზე დი­ა­ლო­გის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვი­ზო სა­კითხს, ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად პუ­ტი­ნი კი­დევ უფ­რო ღი­ა­ა, ვიდ­რე მი­სი ხელ­ქვე­ი­თე­ბი. ეს ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სულ­-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კრემ­ლის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ასე რომ, მათ გან­ვი­თა­რე­ბას ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მით ვუ­ყუ­რებ.

- აფ­ხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ მოს­კო­ვი არა­ფერ­შია დამ­ნა­შა­ვე და ვერც აღი­ა­რე­ბას წა­ი­ღებს უკან, მე­ო­რე მხრივ კი, იმ წი­თელ ხა­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ვა.

- ვფიქ­რობ, ეს აღი­ა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ნა­ბი­ჯი იყო იმ ძალ­ზე დრა­მა­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბას, ამ­გვა­რი პრე­ცე­დენ­ტის არ­სე­ბო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში ჩემ­თვის უც­ნო­ბი­ა, რუ­სე­თი ამა­ზე არ წა­ვა.

- მა­შინ, შე­საძ­ლე­ბე­ლია კი სტა­ტუ­სის სა­კითხ­ზე რა­ი­მე კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვა?

- ახ­ლა უფ­რო არა სტა­ტუს­ზე, არა­მედ პრაქ­ტი­კულ სა­კითხ­ებ­ზე უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ: ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე, საზღ­ვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე. ჩე­მი აზ­რით, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა.

- რამ­დე­ნი­მე დღე­ა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მოს­კოვ­სა და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა, კრემ­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ვიდ­რე რუ­სე­თის­თვის.

- არ და­ვიწყ­ებ­დი ან­გა­რიშს, ვინ მეტ სარ­გე­ბელს ნა­ხავს აქე­დან, თუმ­ცა ახ­ლა თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, მე­ო­რის­კენ გა­დად­გმუ­ლი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი რაც შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად გა­ყი­დოს. ნორ­მა­ლუ­რი და ლო­გი­კუ­რი­ა, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ისევ გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე, რად­გან ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შე­სა­ნიშ­ნა­ვია და ის რუ­სეთ­ში უყ­ვართ. არა­ნორ­მა­ლუ­რი ის იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ არ შე­მოჰ­ქონ­დათ; ღვი­ნის ექ­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დამ­წყვეტ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, თუმ­ცა, თუ ეს ყურ­ძნის შემ­სყიდ­ველ ფასს გაზ­რდის, ამით ქარ­თვე­ლი გლე­ხი მო­ი­გებს. ღვი­ნის გარ­და სხვა ქარ­თუ­ლი სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლიც უნ­და შე­მო­ვი­დეს, მხო­ლოდ ღვი­ნით შე­მო­ფარ­გვლა შეც­დო­მა­ა.

- ამ­ბობთ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა­ო, თუმ­ცა, რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი ონი­შენ­კო ასე არ ფიქ­რობს, მან არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და, რომ ქარ­თუ­ლი ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი და­ბა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა.

- არ ვი­ცი, რა­ტომ აკე­თებს ის ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გორც ვი­ცი, ონი­შენ­კო სა­ერ­თოდ არ სვამს და რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვს დას­კვნა? შე­საძ­ლო­ა, იყო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე წუნ­დე­ბუ­ლი პარ­ტი­აც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ რა­ში სჭირ­დე­ბა ონი­შენ­კოს ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხ­ის პო­ლი­ტი­კუ­რად ქცე­ვა? ეს მი­სი პი­რა­დი სტი­ლი უფ­რო­ა...

- პუ­ტი­ნიც და მედ­ვე­დე­ვიც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი "გან­სა­კუთ­რე­ბით თბილ" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ მი­მარ­თა­ვენ ამ­გვარ რი­ტო­რი­კას?

- დღეს, რო­ცა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაწყ­ვე­ტი­ლი­ა, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფაქ­ტორს, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას დი­დი რო­ლი ეკის­რე­ბა, რუ­სი ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის პუ­ტი­ნი და მედ­ვე­დე­ვი ეძე­ბენ გზებ­ს, სა­ფუძ­ველს, რა­ზეც ორ ხალ­ხს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ ვი­ცი, კარ­გია ეს თუ ცუ­დი, მაგ­რამ რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვის ჰქონ­და და აქვს ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი, "ე­მო­ცი­უ­რი" აუ­ცი­ლებ­ლად "თბილს" არ ნიშ­ნავს. ასე რომ, წინ დი­დი გზაა გა­სავ­ლე­ლი.

- თქვე­ნი აზ­რით, თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რო­გორ აი­სა­ხე­ბა რუ­სე­თის როლ­ზე კავ­კა­სი­ი­სა და მცი­რე აზი­ის რე­გი­ონ­ზე, რის მი­მარ­თაც მას ტრა­დი­ცი­უ­ლად დი­დი ინ­ტე­რე­სი აქვს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ცე­სე­ბი თურ­ქე­თის საზღ­ვრებს არ გას­ცი­ლე­ბი­ა. პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრ ერ­დო­ღა­ნის ოპო­ზი­ცია რი­ტო­რი­კა­ში ძლი­ე­რი­ა, პო­ლი­ტი­კუ­რად - საკ­მა­ოდ სუს­ტი. თუმ­ცა, ერ­დო­ღა­ნის რე­ჟი­მის სიმ­ტკი­ცის სა­კი­თხი უკ­ვე დად­გა დღის წეს­რიგ­ში, რა­საც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში თურ­ქე­თის აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა მოჰ­ყვეს. თურ­ქე­თი ნა­ტოს წევ­რი­ა, მაგ­რამ ბო­ლო­ხანს ის ცდი­ლობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს, რაც ზო­გი­ერთს არ მოს­წონს. ამას­თან, დღეს თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე დი­დი­ა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას თბი­ლი­სიც და ან­კა­რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ, და თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გე­ზი გაგ­რძელ­დე­ბა, თურ­ქე­თი იქ­ნე­ბა ის ხი­დი, რო­მე­ლიც თბი­ლისს ნა­ტოს­თან მი­იყ­ვანს. ჯერ­ჯე­რო­ბით კი თურ­ქეთ­ში ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს­-კვო რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვა­ლოს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნის გზებს ეძებს"

"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნის გზებს ეძებს"

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რე­გი­ონ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე რუ­სი პო­ლი­ტო­ლო­გი, რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - რიზ­ვან ომა­რო­ვი და მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს თავ­და­პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბით ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბა აღიკ­ვე­თა. თუმ­ცა ბრა­ლი მათ ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის­თვის შე­ე­ფარ­დათ.

- ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა რუ­სე­თის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა. თუ და­კა­ვე­ბუ­ლებს მარ­თლაც აქვთ კავ­ში­რი ტე­რაქ­ტის მზა­დე­ბას­თან, ეს იქ­ნე­ბა ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ორი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა...

- რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კითხი სწო­რედ უსაფ­რთხო­ე­ბის თე­მას და­უ­კავ­ში­რა?

- პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, უსაფ­რთხო­ე­ბა კი ფარ­თო სა­კითხია და რო­გორც ჩანს, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მოს­კო­ვი მზად არის ამ სა­კითხ­ზე დი­ა­ლო­გის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვი­ზო სა­კითხს, ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად პუ­ტი­ნი კი­დევ უფ­რო ღი­ა­ა, ვიდ­რე მი­სი ხელ­ქვე­ი­თე­ბი. ეს ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სულ­-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კრემ­ლის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ასე რომ, მათ გან­ვი­თა­რე­ბას ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მით ვუ­ყუ­რებ.

- აფ­ხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ მოს­კო­ვი არა­ფერ­შია დამ­ნა­შა­ვე და ვერც აღი­ა­რე­ბას წა­ი­ღებს უკან, მე­ო­რე მხრივ კი, იმ წი­თელ ხა­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ვა.

- ვფიქ­რობ, ეს აღი­ა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ნა­ბი­ჯი იყო იმ ძალ­ზე დრა­მა­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბას, ამ­გვა­რი პრე­ცე­დენ­ტის არ­სე­ბო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში ჩემ­თვის უც­ნო­ბი­ა, რუ­სე­თი ამა­ზე არ წა­ვა.

- მა­შინ, შე­საძ­ლე­ბე­ლია კი სტა­ტუ­სის სა­კითხ­ზე რა­ი­მე კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვა?

- ახ­ლა უფ­რო არა სტა­ტუს­ზე, არა­მედ პრაქ­ტი­კულ სა­კითხ­ებ­ზე უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ: ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე, საზღ­ვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე. ჩე­მი აზ­რით, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა.

- რამ­დე­ნი­მე დღე­ა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მოს­კოვ­სა და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა, კრემ­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ვიდ­რე რუ­სე­თის­თვის.

- არ და­ვიწყ­ებ­დი ან­გა­რიშს, ვინ მეტ სარ­გე­ბელს ნა­ხავს აქე­დან, თუმ­ცა ახ­ლა თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, მე­ო­რის­კენ გა­დად­გმუ­ლი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი რაც შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად გა­ყი­დოს. ნორ­მა­ლუ­რი და ლო­გი­კუ­რი­ა, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ისევ გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე, რად­გან ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შე­სა­ნიშ­ნა­ვია და ის რუ­სეთ­ში უყ­ვართ. არა­ნორ­მა­ლუ­რი ის იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ არ შე­მოჰ­ქონ­დათ; ღვი­ნის ექ­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დამ­წყვეტ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, თუმ­ცა, თუ ეს ყურ­ძნის შემ­სყიდ­ველ ფასს გაზ­რდის, ამით ქარ­თვე­ლი გლე­ხი მო­ი­გებს. ღვი­ნის გარ­და სხვა ქარ­თუ­ლი სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლიც უნ­და შე­მო­ვი­დეს, მხო­ლოდ ღვი­ნით შე­მო­ფარ­გვლა შეც­დო­მა­ა.

- ამ­ბობთ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა­ო, თუმ­ცა, რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი ონი­შენ­კო ასე არ ფიქ­რობს, მან არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და, რომ ქარ­თუ­ლი ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი და­ბა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა.

- არ ვი­ცი, რა­ტომ აკე­თებს ის ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გორც ვი­ცი, ონი­შენ­კო სა­ერ­თოდ არ სვამს და რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვს დას­კვნა? შე­საძ­ლო­ა, იყო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე წუნ­დე­ბუ­ლი პარ­ტი­აც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ რა­ში სჭირ­დე­ბა ონი­შენ­კოს ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხ­ის პო­ლი­ტი­კუ­რად ქცე­ვა? ეს მი­სი პი­რა­დი სტი­ლი უფ­რო­ა...

- პუ­ტი­ნიც და მედ­ვე­დე­ვიც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი "გან­სა­კუთ­რე­ბით თბილ" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ მი­მარ­თა­ვენ ამ­გვარ რი­ტო­რი­კას?

- დღეს, რო­ცა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაწყ­ვე­ტი­ლი­ა, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფაქ­ტორს, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას დი­დი რო­ლი ეკის­რე­ბა, რუ­სი ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის პუ­ტი­ნი და მედ­ვე­დე­ვი ეძე­ბენ გზებ­ს, სა­ფუძ­ველს, რა­ზეც ორ ხალხს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ ვი­ცი, კარ­გია ეს თუ ცუ­დი, მაგ­რამ რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვის ჰქონ­და და აქვს ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი, "ე­მო­ცი­უ­რი" აუ­ცი­ლებ­ლად "თბილს" არ ნიშ­ნავს. ასე რომ, წინ დი­დი გზაა გა­სავ­ლე­ლი.

- თქვე­ნი აზ­რით, თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რო­გორ აი­სა­ხე­ბა რუ­სე­თის როლ­ზე კავ­კა­სი­ი­სა და მცი­რე აზი­ის რე­გი­ონ­ზე, რის მი­მარ­თაც მას ტრა­დი­ცი­უ­ლად დი­დი ინ­ტე­რე­სი აქვს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ცე­სე­ბი თურ­ქე­თის საზღ­ვრებს არ გას­ცი­ლე­ბი­ა. პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ერ­დო­ღა­ნის ოპო­ზი­ცია რი­ტო­რი­კა­ში ძლი­ე­რი­ა, პო­ლი­ტი­კუ­რად - საკ­მა­ოდ სუს­ტი. თუმ­ცა, ერ­დო­ღა­ნის რე­ჟი­მის სიმ­ტკი­ცის სა­კითხი უკ­ვე დად­გა დღის წეს­რიგ­ში, რა­საც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში თურ­ქე­თის აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა მოჰ­ყვეს. თურ­ქე­თი ნა­ტოს წევ­რი­ა, მაგ­რამ ბო­ლო­ხანს ის ცდი­ლობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს, რაც ზო­გი­ერთს არ მოს­წონს. ამას­თან, დღეს თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე დი­დი­ა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას თბი­ლი­სიც და ან­კა­რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ, და თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გე­ზი გაგ­რძელ­დე­ბა, თურ­ქე­თი იქ­ნე­ბა ის ხი­დი, რო­მე­ლიც თბი­ლისს ნა­ტოს­თან მი­იყ­ვანს. ჯერ­ჯე­რო­ბით კი თურ­ქეთ­ში ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს­-კვო რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვა­ლოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა