პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილა იოვოვიჩი - "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"
მილა იოვოვიჩი -  "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მსა­ხი­ო­ბი მილა იო­ვო­ვი­ჩი ბოლო დროს უფრო დიდი მონ­დო­მე­ბით თა­ვის ოჯახ­ზე, მშვე­ნი­ერ ქა­ლიშ­ვილ­ზე ლა­პა­რა­კობს, თუმ­ცა არც ახა­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტე­ბის სიმ­ცი­რეს უჩი­ვის.

დო­სიე

მილა იო­ვო­ვი­ჩი 1975 წელს და­ი­ბა­და კი­ევ­ში, ჩერ­ნო­გო­რი­ე­ლი მა­მის ბოგ­დან იო­ვო­ვი­ჩი­სა და რუსი მსა­ხი­ო­ბის გა­ლი­ნა ლო­გი­ნო­ვას ოჯახ­ში. იო­ვო­ვი­ჩე­ბი მალე გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში და მი­ლა­მაც მსა­ხი­ო­ბო­ბა იქ და­ი­წყო.

მილა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის შონ ენ­დრი­უ­სი­სა და რე­ჟი­სორ ლიუკ ბე­სო­ნის ცოლი იყო, ამ­ჟა­მად კი რე­ჟი­სორ პოლ ან­დერ­სო­ნის ცო­ლია და მის­გან­ვე გა­ა­ჩი­ნა 2007 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი ევერ გაბო. მის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პრო­ექ­ტებს შო­რის არის "ვიკ­რუ­ტა­სე­ბი", "მუშ­კე­ტე­რე­ბი" და სულ ახ­ლა­ხან გა­მო­სუ­ლი "ბო­რო­ტე­ბის სა­მე­ფო: შუ­რის­ძი­ე­ბა", რო­მელ­შიც კი­დევ ერთხელ ითა­მა­შა მე­ო­მა­რი ქა­ლის როლი.

მილა ასე­ვე არის მო­დე­ლი და კარ­გა­დაც მღე­რის. კა­ნის ბოლო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე "ლო­რე­ა­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და ამ ცნო­ბი­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის სა­რეკ­ლა­მო სა­ხეც არის.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი ადა­მი­ა­ნია"

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში?

- ვფიქ­რობ, ის ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბას აი­ო­ლებს. მაგ­რამ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დედა ყო­ველ­თვის მას­წავ­ლი­და: ლა­მა­ზი სახე კარს გა­გი­ღებს, მაგ­რამ მხო­ლოდ ჭკუა და სული და­გეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ოთახ­ში დარ­ჩე". ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვაა, ვცდი­ლობ, ის ჩემს ქა­ლიშ­ვი­ლამ­დეც მი­ვი­ტა­ნო.

- ხში­რად ამ­ბობ­დით, რომ დე­დო­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ცხოვ­რე­ბა­ში და კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნა გსურ­დათ. კვლავ ასე ფიქ­რობთ?

- რა თქმა უნდა! ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი ადა­მი­ა­ნია. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, ადრე რო­გორ ვცხოვ­რობ­დი უმი­სოდ. მან მთლი­ა­ნად შემ­ცვა­ლა, მთე­ლი ჩემი სამ­ყა­რო შეც­ვა­ლა. იცით, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი და მო­დე­ლი, ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ეგო­ის­ტე­ბი და სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მას მერე, რაც ევა გაჩ­ნდა, მე სხვა გავ­ხდი. ეს წე­ლი­წა­დი მთლი­ა­ნად მას მი­ვუ­ძღვე­ნი, სა­ბავ­შვო ბაღ­ში აპი­რებს წას­ვლას და გა­დავ­წყვი­ტე, რომ მინ­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დავ­ტკბე. მინ­და სა­უზ­მე მო­ვუმ­ზა­დო, ვა­სე­ირ­ნო - ერთი სი­ტყვით, ვიყო უბ­რა­ლოდ დედა. მით უმე­ტეს, სა­ნამ ჩემი ქმა­რი გა­და­ღე­ბებ­ზეა, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მე ვიქ­ნე­ბი ევერ­თან. ძა­ლი­ან მინ­და კი­დევ ერთი შვი­ლი, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოც­დაა, მე კი ძნე­ლად და­ვუბ­რუნ­დი უწინ­დელ ფორ­მას.

- ბავ­შვის აყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ გა­ვა­ჩენ. ალ­ბათ, შემ­დეგ წელს დავ­ფიქ­რდე­ბი ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად, რად­გან შე­მოდ­გო­მა­ზე გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს. ბავ­შვის აყ­ვა­ნას კი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ვა­პი­რებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მილა იოვოვიჩი - "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

მილა იოვოვიჩი -  "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი მილა იოვოვიჩი ბოლო დროს უფრო დიდი მონდომებით თავის ოჯახზე, მშვენიერ ქალიშვილზე ლაპარაკობს, თუმცა არც ახალი კინოპროექტების სიმცირეს უჩივის.

დოსიე

მილა იოვოვიჩი 1975 წელს დაიბადა კიევში, ჩერნოგორიელი მამის ბოგდან იოვოვიჩისა და რუსი მსახიობის გალინა ლოგინოვას ოჯახში. იოვოვიჩები მალე გადავიდნენ საცხოვრებლად ამერიკაში და მილამაც მსახიობობა იქ დაიწყო.

მილა ცნობილი მსახიობის შონ ენდრიუსისა და რეჟისორ ლიუკ ბესონის ცოლი იყო, ამჟამად კი რეჟისორ პოლ ანდერსონის ცოლია და მისგანვე გააჩინა 2007 წელს ქალიშვილი ევერ გაბო. მის ბოლოდროინდელ პროექტებს შორის არის "ვიკრუტასები", "მუშკეტერები" და სულ ახლახან გამოსული "ბოროტების სამეფო: შურისძიება", რომელშიც კიდევ ერთხელ ითამაშა მეომარი ქალის როლი.

მილა ასევე არის მოდელი და კარგადაც მღერის. კანის ბოლო კინოფესტივალზე "ლორეალის" წარმომადგენელი იყო და ამ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახეც არის.

"ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

- რამდენად მნიშვნელოვანია სილამაზე ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, ის ზოგადად ცხოვრებას აიოლებს. მაგრამ ახლობელი ადამიანების ბედნიერება და საკუთარ შინაგან სამყაროზე მუშაობა გაცილებით მნიშვნელოვანია. დედა ყოველთვის მასწავლიდა: ლამაზი სახე კარს გაგიღებს, მაგრამ მხოლოდ ჭკუა და სული დაგეხმარება იმაში, რომ ოთახში დარჩე". ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, ვცდილობ, ის ჩემს ქალიშვილამდეც მივიტანო.

- ხშირად ამბობდით, რომ დედობა ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და კიდევ ერთი შვილის გაჩენა გსურდათ. კვლავ ასე ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა! ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია. ვერც კი წარმომიდგენია, ადრე როგორ ვცხოვრობდი უმისოდ. მან მთლიანად შემცვალა, მთელი ჩემი სამყარო შეცვალა. იცით, ყველა მსახიობი და მოდელი, ასევე შემოქმედებითი ადამიანები ხშირად ეგოისტები და საკუთარ თავზე კონცენტრირებულები არიან, მაგრამ მას მერე, რაც ევა გაჩნდა, მე სხვა გავხდი. ეს წელიწადი მთლიანად მას მივუძღვენი, საბავშვო ბაღში აპირებს წასვლას და გადავწყვიტე, რომ მინდა, მასთან ურთიერთობით დავტკბე. მინდა საუზმე მოვუმზადო, ვასეირნო - ერთი სიტყვით, ვიყო უბრალოდ დედა. მით უმეტეს, სანამ ჩემი ქმარი გადაღებებზეა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე ვიქნები ევერთან. ძალიან მინდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ორსულობა ძალიან მძიმე გამოცდაა, მე კი ძნელად დავუბრუნდი უწინდელ ფორმას.

- ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრი­ათ?

- მაინც იმედი მაქვს, რომ გავაჩენ. ალბათ, შემდეგ წელს დავფიქრდები ამაზე სერიოზულად, რადგან შემოდგომაზე გადაღებები მაქვს. ბავშვის აყვანას კი ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება