პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"
თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"

ფი­ლო­ლო­გი მშობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­და, ამი­ტომ ალ­ბათ ზედ­მე­ტი იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ წიგ­ნი ბავ­შვო­ბი­დან შე­იყ­ვა­რა. ერთხანს დედა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ობ­და და შვი­ლიც დიდ დროს ატა­რებ­და კა­ტა­ლო­გებს შო­რის სირ­ბილ­ში. სა­ნამ თა­ვად ის­წავ­ლი­და კი­თხვას, წიგ­ნებს ბე­ბია-ბა­ბუა უკი­თხავ­და. ბე­ბია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ზა­ფხუ­ლო­ბით სა­ჩხე­რე­ში, სო­ფელ ჩი­ხა­ში ჩა­სულ შვი­ლიშ­ვილს ლა­მა­ზად წე­რას აჩ­ვევ­და. როცა არ ჩქა­რობს, ლა­მა­ზი კა­ლიგ­რა­ფია აქვს, ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბავ­შვო­ბა­ში რვე­ულ­ში ნა­წერს ყო­ველ­თვის უმოწ­მებ­და ბე­ბია და თუ რამე არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, შე­ნიშ­ვნა­საც აძ­ლევ­და.

თამ­რი ფხა­კა­ძე პა­ტა­რე­ბის­თვი­საც წერს და უფ­რო­სი თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის­თვი­საც. რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა­ზე, რო­მან­სა და პი­ე­სა­ზე ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლია და თე­მა­ტი­კის ასე­თი ცვლი­ლე­ბი­სას ის­ვე­ნებს. და­ახ­ლო­ე­ბით 2005 წლამ­დე თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს ხე­ლით ქმნი­და, შემ­დეგ კა­ლა­მი კომ­პი­უ­ტერ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. თამ­რი ფხა­კა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბა 2002 წლის "პენ მა­რა­თო­ნი" იყო. ფრა­ზა­ზე: "რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ..." - მო­თხრო­ბა უნდა აეგო. და­წე­რა მო­თხრო­ბა "გაკ­ვე­თი­ლი", რომ­ლის­თვი­საც კონ­კურ­სის მე­სა­მე პრე­მია გა­დას­ცეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა პრე­მი­ის მფლო­ბე­ლია. მათ შო­რი­საა "საბა" და "ოქ­როს ფრთა"...

- ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბია "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" მას­წავ­ლი­და. სკო­ლა­ში ჯერ კი­დევ არ ვსწავ­ლობ­დი, როცა ამ პო­ე­მის პირ­ვე­ლი თავი უკვე ზე­პი­რად ვი­ცო­დი. ბე­ბია ყო­ველ­დღი­უ­რად თითო-თითო სტროფს მა­ზე­პი­რე­ბი­ნებ­და, თან თა­ვი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბით, ყვე­ლა სი­ტყვას მიხ­სნი­და. იმავდრო­უ­ლად ვი­ცო­დი მთე­ლი პო­ე­მის ქარ­გა. პო­ე­მა იმ­დე­ნად მე­ლო­დი­უ­რია და ისე­თი ან­ბა­ნუ­რი გან­ლა­გე­ბაა, მის სტრო­ფებს ბავ­შვი იო­ლად სწავ­ლობს.

- შემ­დეგ ამას ალ­ბათ მოჰ­ყვე­ბო­და "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და სხვა წიგ­ნე­ბი...

- მა­ნამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი ნინო ნა­კა­ში­ძის მო­თხრო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და მისი "უღუ და თეთ". შემ­დეგ ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში წა­რუშ­ლე­ლი ნა­კა­დი­ვით შე­მო­ვი­და მარკ ტვე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა. იმავდრო­უ­ლად "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ჰეკლბე­რი ფინი", "უფ­ლის­წუ­ლი და მა­თხო­ვა­რი". ამ სა­მი­დან ჰეკი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და, ის ყო­ველ­თვის ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პერ­სო­ნა­ჟი იყო. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი სული ჰქონ­და. პა­ტა­რა ბავ­შვს და, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს შეც­ნო­ბი­ლად და შე­უც­ნობ­ლად ხიბ­ლავს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხო "ჯეინ ეარი", "ჯენი გერ­ჰარ­ტი", "კერი". ალ­ბათ მათ გა­რე­შე მკი­თხვე­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ვერ ჩა­ივ­ლის.

- დღეს რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხართ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ დღეს კი­თხვას მეტ დროს ვუთ­მობ, ვიდ­რე წე­რას. კარ­გა ხა­ნია გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით. ახ­ლაც წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი "სარ­წმუ­ნო­ე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა", რო­მე­ლიც მიტ­რო­პო­ლიტ ილა­რი­ონ ალ­ფე­ევს ეკუთ­ვნის. კარ­გი სა­კი­თხა­ვია და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ვინ რო­გორ მი­დის ღმერ­თამ­დე... ხში­რად ვკი­თხუ­ლობ წმინ­და მა­მე­ბის ნა­წე­რებს, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის, ეფ­რემ ასუ­რე­ლის, ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნეს აღ­სა­რე­ბანს. ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხრით და­ვამ­თავ­რე. ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და ჰა­გი­ოგ­რა­ფია და ჰიმ­ნოგ­რა­ფია. 26 წელი გა­ვა­ტა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ან­ბან­თქე­ბა­ზე, თე­ი­მუ­რაზ I-ზე, ჰა­გი­ოგ­რაფ ავ­ტო­რებ­სა და სხვებ­ზე ვწერ­დი წლი­ურ თე­მებ­საც. რა თქმა უნდა, სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვკი­თხუ­ლობ სხვა ჟანრ­საც და მყავს "ჩემი" ავ­ტო­რე­ბიც.

- ვინ არი­ან ისი­ნი?

- "ჩემს" ავ­ტორს ცოტა იუ­მო­რი უნდა ჰქონ­დეს, თუნ­დაც შავი. ასე­თი ავ­ტო­რე­ბი არი­ან კა­მი­ლო ხოსე სელა და ბერ­ჰარდ ვერ­ბე­რი.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ ავ­ტო­რებ­ზეც გკი­თხავთ, ბევ­რი თქვე­ნი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გაა. მათ­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად ვის კი­თხუ­ლობთ?

- ყო­ველ­გვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე გა­მო­ვარ­ჩევ აკა მორ­ჩი­ლა­ძეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"

თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"

ფილოლოგი მშობლების გარემოცვაში გაიზარდა, ამიტომ ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ წიგნი ბავშვობიდან შეიყვარა. ერთხანს დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და შვილიც დიდ დროს ატარებდა კატალოგებს შორის სირბილში. სანამ თავად ისწავლიდა კითხვას, წიგნებს ბებია-ბაბუა უკითხავდა. ბებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ზაფხულობით საჩხერეში, სოფელ ჩიხაში ჩასულ შვილიშვილს ლამაზად წერას აჩვევდა. როცა არ ჩქარობს, ლამაზი კალიგრაფია აქვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში რვეულში ნაწერს ყოველთვის უმოწმებდა ბებია და თუ რამე არ მოეწონებოდა, შენიშვნასაც აძლევდა.

თამრი ფხაკაძე პატარებისთვისაც წერს და უფროსი თაობის მკითხველისთვისაც. რამდენიმე მოთხრობაზე, რომანსა და პიესაზე ერთდროულად მუშაობა შეუძლია და თემატიკის ასეთი ცვლილებისას ისვენებს. დაახლოებით 2005 წლამდე თავის ნაწარმოებებს ხელით ქმნიდა, შემდეგ კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. თამრი ფხაკაძის შემოქმედებაში ერთ-ერთი წარმატება 2002 წლის "პენ მარათონი" იყო. ფრაზაზე: "რამდენიმე გაკვეთილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ..." - მოთხრობა უნდა აეგო. დაწერა მოთხრობა "გაკვეთილი", რომლისთვისაც კონკურსის მესამე პრემია გადასცეს. კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის მფლობელია. მათ შორისაა "საბა" და "ოქროს ფრთა"...

- ბავშვობაში ბებია "ვეფხისტყაოსანს" მასწავლიდა. სკოლაში ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი, როცა ამ პოემის პირველი თავი უკვე ზეპირად ვიცოდი. ბებია ყოველდღიურად თითო-თითო სტროფს მაზეპირებინებდა, თან თავისი განმარტებებით, ყველა სიტყვას მიხსნიდა. იმავდროულად ვიცოდი მთელი პოემის ქარგა. პოემა იმდენად მელოდიურია და ისეთი ანბანური განლაგებაა, მის სტროფებს ბავშვი იოლად სწავლობს.

- შემდეგ ამას ალბათ მოჰყვებოდა "ტომ სოიერის თავგადასავალი" და სხვა წიგნები...

- მანამდე ვკითხულობდი ნინო ნაკაშიძის მოთხრობებს, განსაკუთრებით მიყვარდა მისი "უღუ და თეთ". შემდეგ ჩემს ცნობიერებაში წარუშლელი ნაკადივით შემოვიდა მარკ ტვენის შემოქმედება. იმავდროულად "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ჰეკლბერი ფინი", "უფლისწული და მათხოვარი". ამ სამიდან ჰეკი ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო. ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი სული ჰქონდა. პატარა ბავშვს და, საერთოდ, ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წაიკითხო "ჯეინ ეარი", "ჯენი გერჰარტი", "კერი". ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის.

- დღეს როგორი მკითხველი ხართ?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე წერას. კარგა ხანია გატაცებული ვარ სასულიერო ლიტერატურით. ახლაც წიგნის ფესტივალზე შევიძინე ძალიან საინტერესო წიგნი "სარწმუნოების საიდუმლოება", რომელიც მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს ეკუთვნის. კარგი საკითხავია და ძალიან საინტერესო, ვინ როგორ მიდის ღმერთამდე... ხშირად ვკითხულობ წმინდა მამების ნაწერებს, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურელის, ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანს. ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის განხრით დავამთავრე. ყოველთვის მიზიდავდა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. 26 წელი გავატარე ლიტერატურის მუზეუმში ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. ანბანთქებაზე, თეიმურაზ I-ზე, ჰაგიოგრაფ ავტორებსა და სხვებზე ვწერდი წლიურ თემებსაც. რა თქმა უნდა, სასულიერო ლიტერატურის პარალელურად, ვკითხულობ სხვა ჟანრსაც და მყავს "ჩემი" ავტორებიც.

- ვინ არიან ისინი?

- "ჩემს" ავტორს ცოტა იუმორი უნდა ჰქონდეს, თუნდაც შავი. ასეთი ავტორები არიან კამილო ხოსე სელა და ბერჰარდ ვერბერი.

- თანამედროვე ქართველ ავტორებზეც გკითხავთ, ბევრი თქვენი მეგობარი და კოლეგაა. მათგან ყველაზე ხშირად ვის კითხულობთ?

- ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს