პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"
"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"

ასო­ბით სპექ­ტაკ­ლი ქარ­თულ თუ რუ­სულ სცე­ნა­ზე, პე­და­გო­გი­უ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რუს­თა­ვის თე­ატ­რი, ფილ­მე­ბი - "დათა თუ­თაშ­ხია", "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი", "წიგ­ნი ფი­ცი­სა", "ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში", "პრე­მი­ე­რა" - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რაც გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ქარ­თულ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­ტო­ვა.

"სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე ყო­ველ­თვის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან მეტი მქონ­და. იქ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა 22 წლის ასაკ­ში მი­მიწ­ვია. მა­შინ­დე­ლი დასი სა­ოც­რად მდი­და­რი, ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხით სავ­სე იყო. 1967 წელს, როცა თა­ო­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, მე ახალ­გაზ­რდო­ბას და­ვუ­ჭი­რე მხა­რი და 27 მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, თე­ატ­რი­დან წა­მო­ვე­დი. ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სწორ ნა­ბი­ჯად რუს­თავ­ში წას­ვლა და თე­ატ­რის შექ­მნა მი­მაჩ­ნია და როცა მე­კი­თხე­ბი­ან, ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მად რა მი­გაჩ­ნი­ა­თო, ვპა­სუ­ხობ, - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბა-მეთ­ქი. უკან 11 მსა­ხი­ო­ბით და­მაბ­რუ­ნეს... გული რომ გა­გი­ტყდე­ბა, ცოტა ძნე­ლია, მაგ­რამ ეს რე­ვან­ში კი არ იყო, თით­ქოს სა­კუ­თარ ოჯახ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­მაბ­რუ­ნეს, სა­დაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი", - აღ­ნიშ­ნა გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც მას­თან პირ­ვე­ლად 2005 წელს, გა­ზე­თის­თვის ჩავ­წე­რე. საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სით ვუს­მენ­დი მის მო­ნა­თხრობს, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეხე­ბო­და. რა თქმა უნდა, მა­შინ "დათა თუ­თაშ­ხი­ას" გა­და­ღე­ბა­საც შე­ვე­ხეთ...

"ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ნო­დარ დუმ­ბა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას, მისი თით­ქმის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ვას­ცე­ნი­უ­რე. შემ­დეგ კი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი მოვ­ლე­ნა მოხ­და, როცა პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "დათა თუ­თაშ­ხია", გა­მიჩ­ნდა შეგ­რძნე­ბა, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მედ­გა, მაგ­რამ ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი, საკ­მა­ოდ დიდი რო­მა­ნია და თე­ატ­რში მისი დად­გმა შე­უძ­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნიე. თუ ვერ შევ­ძლებ­დი ყვე­ლა იმ ჯო­ჯო­ხე­თის კა­რის გავ­ლას, რაც დათა თუ­თაშ­ხი­ამ გან­ვლო, შე­საძ­ლოა, ნა­წარ­მო­ე­ბი პრი­მი­ტი­უ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო, რა­ღაც სა­თავ­გა­და­სავ­ლო სპექ­ტაკ­ლი. ამი­ტომ, მრა­ვალ­სე­რი­ი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა გა­მიჩ­ნდა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში, კი­ნოს მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც ეს აზრი დაჰ­ბა­დე­ბია და გა­და­ღე­ბა მე შე­მომ­თა­ვა­ზეს. ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტი, რაც ამ ფილ­მის­თვის მი­მი­ღია, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის სი­ტყვე­ბია: "ფილმში ასამ­დე რო­ლია და ერთხელ ვერ ვთქვი, მთლად სწო­რი არ არის, რომ იტყვი­ან, ათი­ა­ნებ­შია მორ­ტყმუ­ლიო!" ამ ფილმმა უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა".

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს მისი ყვე­ლა კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი დიდი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კი­ნო­სა და თე­ატრს ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის შემ­დეგ, უნი­ჭი­ე­რე­სი თა­ო­ბის კი­დევ ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­აკ­ლდა...

ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- მინ­და, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა, მის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბო­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობ­დით და პი­რა­დად მე და ჩემს ოჯახს მან ბევ­რი რამ შეს­ძი­ნა. დიახ, მის­გან სა­ინ­ტე­რე­სო, მხი­ა­რუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წრე ჰყავ­და და სულ მათ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით. მისი მე­უღ­ლე - ქე­თი­ნო კიკ­ნა­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სია და ყვე­ლა­ფე­რი მის მხრებ­ზე გა­და­დი­ო­და (იღი­მის). მათ­თან მუდ­მი­ვად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­რიდ­ნენ თავს, გი­გას კურ­სე­ლე­ბი თუ შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა­ნი დიდი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ და "ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ", ვინ უფრო კარ­გად იმ­ღე­რებ­და, ვინ მეტ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს, ანეკ­დოტს მოჰ­ყვე­ბო­და და ერ­თმა­ნეთს გა­ა­ცი­ნებ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერთი სახ­ლის თე­ატ­რი იყო. გიგა ყვე­ლას ემე­გობ­რე­ბო­და, რო­გორც წლო­ვა­ნე­ბით უმ­ცროსს, ასე­ვე - თა­ნა­ტო­ლებს. ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ, რომ ბოლო დღემ­დე, ბოლო წუ­თამ­დე მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ვარ და ვიქ­ნე­ბი.

- რას გვე­ტყვით მას­თან შე­მოქ­მე­დე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ჩე­მით გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო-მეთ­ქი, რომ გი­თხრათ, მო­გა­ტყუ­ებთ. მა­გა­ლი­თად, ჩემს მე­უღ­ლეს - ტრის­ტან ყვე­ლა­ი­ძეს ერთ-ერთ ფილმში მთა­ვა­რი რო­ლიც ათა­მა­შა და სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჰქონ­და ხოლ­მე, მე კი მას­თან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ერ­თა­დერთ სპექ­ტაკლში ("რო­მა­უ­ლი კო­მე­დია") შე­ვას­რუ­ლე მთა­ვა­რი როლი. მის ფილ­მებ­ში კი არას­დროს მი­თა­მა­შია. ერთხელ ვუ­თხა­რი, - ბა­ტო­ნო გიგა, რა არის, არც უშ­ნო­ებ­ში, არც ლა­მა­ზებ­ში, არც ახალ­გაზ­რდებ­ში, არც ბებ­რებ­ში, არ­სად გა­გახ­სენ­დი და არ და­მა­კა­ვე-მეთ­ქი (იცი­ნის). შე­მომ­ხე­და და - "ჰო, მარ­თა­ლი ხარ და ნე­ტავ, რა­ტომ, პა­სუ­ხი არ მაქვს, სი­მარ­თლე გი­თხრაო". არ მწყე­ნია, იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სი პი­როვ­ნე­ბა იყო ჩემ­თვის, სა­მა­გი­ე­როდ, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო, მე კი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი, წლის სა­უ­კე­თე­სო ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის პრე­მია ოთხჯერ მი­ვი­ღე. ეს მისი პრო­ტექ­ცი­ით კი არა, ობი­ექ­ტუ­რო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­და. ბოლო ორი წელი, სახ­ლი­დან რომ ვე­ღარ გა­მო­დი­ო­და, ამ­ბობ­და, რა ვქნა, ერ­თმა ფეხ­მა ამ­დენ ხანს მა­ტა­რა და ბო­ლოს უკვე მიმ­ტყუ­ნაო. ფე­ხი­დან და­ი­წყო მისი პრობ­ლე­მე­ბი... რო­დე­საც ვსტუმ­რობ­დით, ძა­ლი­ან უხა­რო­და. თვე არ გა­ვი­დო­და, რომ არ მე­ნა­ხა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მას­თან ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გი, გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე... იმ კად­რებ­ში რა­ღაც­ნა­ი­რი ნაღ­ვლი­ა­ნია...

ბო­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც ვნა­ხუ­ლობ­დი. სა­ნამ ლონ­დონ­ში, გას­ტროლ­ზე წა­ვი­დო­დი, თე­ატრზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე მო­ვუ­ყე­ვი ამ­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და და ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო ხოლ­მე... გიგა ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, მით უფრო, ქე­თი­ნო­სა და შვი­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უზო­მოდ უყ­ვარ­და. ცრემ­ლე­ბი ად­გე­ბო­და ხოლ­მე თვალ­ზე, ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი იყო, მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბას ღირ­სე­უ­ლად და­უდ­გა. გიგა ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, რად­გან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და ოჯა­ხის­თვის ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა და ვალ­მოხ­დი­ლი წა­ვი­და.

გია ბურ­ჯა­ნა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იყო ადა­მი­ა­ნი-დღე­სას­წა­უ­ლი! არა მარ­ტო საქ­მე­ში, ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რი კაცი გახ­ლდათ, ცხოვ­რე­ბა­ში, მე­გობ­რო­ბა­ში, სიმ­ღე­რა­ში, სუფ­რას­თან... მას­თან ყოფ­ნა ზე­ი­მი იყო და ბედ­ნი­ე­რია ის, ვინც მას იც­ნობ­და და ერთხელ მა­ინც ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემ­თვის რა იყო, როცა მას­თან პა­ტა­რა ბი­ჭო­ბი­დან­ვე მქონ­და შე­ხე­ბა... სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც სე­რი­ო­ზუ­ლად იყო ჩარ­თუ­ლი, არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეპუ­ე­ბო­და... უკომ­პრო­მი­სო და შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულს, თა­ვი­სი სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის გაჰ­ქონ­და... მისი ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბის" გა­და­ღე­ბებს?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი იყო, მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა იშ­ვი­ა­თია - როცა გარს ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი გახ­ვე­ვია, თა­ვად ნა­წარ­მო­ებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ფილ­მი არ გა­მო­სუ­ლი­ყო ან ვერ გე­თა­მა­შა...

- რო­გო­რი იყო ბა­ტო­ნი გიგა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

- სა­ერ­თოდ, რე­ჟი­სო­რებს დეს­პო­ტიზ­მის­კენ აქვთ ხოლ­მე მიდ­რე­კი­ლე­ბა, მაგ­რამ ბა­ტო­ნი გი­გას­ნა­ი­რი მო­სიყ­ვა­რუ­ლე რე­ჟი­სო­რი იშ­ვი­ა­თია. ის მსა­ხი­ო­ბებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მათ­თვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი კომ­ფორ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ხელი არ შეშ­ლო­დათ და სა­კუ­თა­რი თავი ბო­ლომ­დე გა­მო­ევ­ლი­ნათ. დამთმო­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო. ვერც კი გრძნობ­დი, როლს ისე გა­კე­თე­ბი­ნებ­და. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ გი­გამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა. რო­დე­საც ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებ­ზე იწყებ­და მუ­შა­ო­ბას, თე­ატ­რში იქ­ნე­ბო­და თუ კი­ნო­ში, წი­ნას­წარ იცო­და, ვინ, რა როლ­ზე უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. კი­ნო­ში ერ­თა­დერ­თი რე­ჟი­სო­რი იყო, რო­მე­ლიც სინ­ჯებს არ იღებ­და, რად­გან ყვე­ლა მსა­ხი­ობ­სა და მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კარ­გად იც­ნობ­და, პე­რი­ფე­რი­უ­ლი თე­ატ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ხან­და­ხან ისეთ როლ­ზე და­ვუმ­ტკი­ცე­ბი­ვარ, გამ­კვირ­ვე­ბია კი­დეც, - მაგი არაა შენი საქ­მე, შე­უ­დე­ქი მუ­შა­ო­ბა­სო, - მე­ტყო­და ხოლ­მე (იცი­ნის). ჭკუ­ის და­რი­გე­ბა არ იცო­და, ამ­ბებს ჰყვე­ბო­და და უნდა მო­გეს­მი­ნა, - გამ­გებ­მა გა­ი­გო­სო, დას­კვნე­ბი თა­ვად უნდა გა­მო­გე­ტა­ნა, თუ რა უნ­დო­და შენ­თვის. თავს არა­ფერს მო­გახ­ვევ­და, ამას არც სა­კუ­თარ თავს აკად­რებ­და, არც - სხვას. იცო­და, რომ რო­დე­საც შე­მოქ­მე­დი მუ­შა­ობს, ზედ­მე­ტად ჩა­რე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა - არ უნდა და­ა­კომ­პლექ­სო ან და­ა­მუხ­რუ­ჭო ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში გვი­წყობ­და ხელს. სპექ­ტაკლზე მისი მოს­ვლა ყვე­ლას უხა­რო­და, ერთი სი­ტყვით ან ფრა­ზით ზუს­ტად გე­ტყო­და სათ­ქმელს, - რო­ლის­თვის რა უნდა მო­გეკ­ლო ან მი­გე­მა­ტე­ბი­ნა. მარ­თლაც უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. სხვი­სი წარ­მა­ტე­ბა ისე­ვე უხა­რო­და, რო­გორც სა­კუ­თა­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბი არ მე­გუ­ლე­ბა, რო­მელ­საც გი­გას­გან დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ ეგ­რძნო. ვი­ნატ­რებ­დი, ეგებ ოდეს­მე კი­დევ გა­მოჩ­ნდეს ასე­თი ადა­მი­ა­ნი და რე­ჟი­სო­რი.

ბერ­ტა ხა­ფა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- გი­გამ მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად წა­ვი­და... ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან უნდა და­ი­წყო, რომ იმ დო­ნემ­დე მიხ­ვი­დე, რა დო­ნე­ზეც მან თე­ატ­რი და კინო აიყ­ვა­ნა... ძვე­ლე­ბი მი­დი­ან, ახ­ლე­ბი მო­დი­ან, ვე­რა­ფერს შევ­ცვლით!

როცა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს, იქა­უ­რო­ბა ჩვენ გამო გი­გა­მაც და­ტო­ვა. - თე­ატ­რში არ შე­ვალ, სა­ნამ ამათ არ და­აბ­რუ­ნებ­თო...

- "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონ­ში", რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა გი­გამ "მო­ზარ­დში" აღად­გი­ნა, თქვენ ოლღა ბე­ბი­ას როლს ას­რუ­ლებ­დით.

- დიახ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი იყო. გი­გას ყვე­ლას­თან თბი­ლი და მა­მაშ­ვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, თით­ქოს ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, გიგა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი გო­ნე­ბით იყო, ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვკი­თხა, რას ვა­კე­თებ­დით, რო­გორ ვართ. მარ­თა­ლია, წვე­თო­ვა­ნი ედგა და ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი და შეც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ არაფ­რით არ მე­გო­ნა, თუ ვერ "გა­მოძ­ვრე­ბო­და".

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი:

- ბა­ტო­ნი გიგა მას­შტა­ბუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, ჩვენს სფე­რო­ში არ ყო­ფი­ლა დარ­გი, რო­მელ­საც ის არ შე­ხე­ბია. ეს იყო - თე­ატ­რი, კინო, ესტრა­და, ცირ­კიც კი, თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­ში­რი, პარ­ლა­მენ­ტი, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭო, პე­და­გო­გი­კა... ბა­ტო­ნი გიგა რექ­ტო­რი იყო იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტად გა­და­კეთ­და და ამა­ში მას ლო­მის წილი მი­უ­ძღვის. მას­თან სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ქალ­ბა­ტონ ლილი იო­სე­ლი­ან­თან - სამ­სა­ხი­ო­ბო და სა­ო­ცა­რი იყო მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გე­ბი­სად­მი - რო­გორ პა­ტივს სცემ­და ქალ­ბა­ტონ ლი­ლის! ჩემ­ნა­ი­რი რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი ჰყავ­და, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და სპექ­ტაკ­ლი, მას რომ არ ენა­ხა, რო­მელ თე­ატ­რშიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო - მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში იქ­ნე­ბო­და, ახ­მე­ტელ­ში, ზუგ­დიდ­ში თუ სხვა­გან. არა მარ­ტო ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, სხვებ­თა­ნაც ასე­თი გახ­ლდათ. ზოგ­ჯერ ცოტა ფი­ცხიც იყო, შე­იძ­ლე­ბა ეყ­ვი­რა, მაგ­რამ ზღვარს არ გა­და­ლა­ხავ­და. პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ჩაგ­რავ­და. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა იდგა. ერთი დე­ტა­ლი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო: რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზუგ­დი­დის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით. იქ, ერთ მსა­ხი­ობს დი­ა­ბე­ტი აწუ­ხებ­და, ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და და სა­ჭი­რო წამ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვერ ახერ­ხებ­დნენ, ძა­ლი­ან გახ­და და ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ რა­ი­მე­თი და­ვეხ­მა­რო-მეთ­ქი.

ბა­ტონ გი­გას­თან თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­შირ­ში მი­ვე­დი, მა­შინ პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი მას­თან მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე... იმ მსა­ხი­ო­ბის ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი და მე­ო­რე დღის­თვის და­მი­ბა­რა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დახ­მა­რე­ბის იმე­დი დი­დად არ მქონ­და, რად­გან ვი­ფიქ­რე, მას­თან ჩემ­ნა­ი­რი ალ­ბათ რამ­დე­ნი ვინ­მე მი­დის-მეთ­ქი. შე­ვე­დი და რას ვხე­დავ? უზარ­მა­ზა­რი ყუთი დევს. თურ­მე, იმა­ვე დღეს ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო, შე­სა­ბა­მი­სი გან­ყო­ფი­ლე­ბა "და­უტ­რი­ა­ლე­ბია" და მთე­ლი ორი წლის სამ­ყო­ფი შპ­რი­ცე­ბი, წამ­ლე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი და­მახ­ვედ­რა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? რამ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი იყო. თუკი რა­ი­მე ჯილ­დო, პრე­მია არ­სე­ბობ­და, და­ფა­სე­ბა გინ­და თუ სა­ხე­ლი, ხომ ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და - ფან­ტას­ტი­კუ­რად მღე­რო­და, თა­მა­დობ­და, შე­სა­შუ­რი იუ­მო­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ლილი იო­სე­ლი­ანს აქვს ნათ­ქვა­მი, ფე­ხის ტრავ­მის გამო, გი­გას სა­ხით ქარ­თულ­მა თე­ატრმა უნი­კა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი და­კარ­გა, იმ­დე­ნად "აქ­ტი­ო­რუ­ლი" მო­ნა­ცე­მე­ბი აქ­ვსო...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"

"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"

ასობით სპექტაკლი ქართულ თუ რუსულ სცენაზე, პედაგოგიური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რუსთავის თეატრი, ფილმები - "დათა თუთაშხია", "თეთრი ბაირაღები", "წიგნი ფიცისა", "ერთ პატარა ქალაქში", "პრემიერა" - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც გიგა ლორთქიფანიძემ ქართულ სახელოვნებო სივრცეს და საზოგადოებას დაუტოვა.

"სულიერი სიახლოვე ყოველთვის მარჯანიშვილის თეატრთან მეტი მქონდა. იქ ვახტანგ ტაბლიაშვილმა 22 წლის ასაკში მიმიწვია. მაშინდელი დასი საოცრად მდიდარი, ნიჭიერი ხალხით სავსე იყო. 1967 წელს, როცა თაობების დაპირისპირება მოხდა, მე ახალგაზრდობას დავუჭირე მხარი და 27 მსახიობთან ერთად, თეატრიდან წამოვედი. ჩემს შემოქმედებაში ყველაზე სწორ ნაბიჯად რუსთავში წასვლა და თეატრის შექმნა მიმაჩნია და როცა მეკითხებიან, ყველაზე დიდ შეცდომად რა მიგაჩნიათო, ვპასუხობ, - მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნება-მეთქი. უკან 11 მსახიობით დამაბრუნეს... გული რომ გაგიტყდება, ცოტა ძნელია, მაგრამ ეს რევანში კი არ იყო, თითქოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ სახლში დამაბრუნეს, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი", - აღნიშნა გიგა ლორთქიფანიძემ ინტერვიუში, რომელიც მასთან პირველად 2005 წელს, გაზეთისთვის ჩავწერე. საათ-ნახევრის განმავლობაში დიდი ინტერესით ვუსმენდი მის მონათხრობს, რომელიც ამ ადამიანის საინტერესო ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ "დათა თუთაშხიას" გადაღებასაც შევეხეთ...

"ჩემს შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნოდარ დუმბაძესთან შეხვედრას, მისი თითქმის ყველა ნაწარმოები გავასცენიურე. შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა მოხდა, როცა პირველად წავიკითხე გენიალური ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", გამიჩნდა შეგრძნება, რომ ის აუცილებლად უნდა დამედგა, მაგრამ ურთულესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, საკმაოდ დიდი რომანია და თეატრში მისი დადგმა შეუძლებლად მივიჩნიე. თუ ვერ შევძლებდი ყველა იმ ჯოჯოხეთის კარის გავლას, რაც დათა თუთაშხიამ განვლო, შესაძლოა, ნაწარმოები პრიმიტიული გამოსულიყო, რაღაც სათავგადასავლო სპექტაკლი. ამიტომ, მრავალსერიიანი ფილმის გადაღების იდეა გამიჩნდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ პერიოდში, კინოს მაშინდელ ხელმძღვანელობასაც ეს აზრი დაჰბადებია და გადაღება მე შემომთავაზეს. ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც ამ ფილმისთვის მიმიღია, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია: "ფილმში ასამდე როლია და ერთხელ ვერ ვთქვი, მთლად სწორი არ არის, რომ იტყვიან, ათიანებშია მორტყმულიო!" ამ ფილმმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა".

გიგა ლორთქიფანიძეს მისი ყველა კოლეგა და მეგობარი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. სამწუხაროა, რომ ქართველ საზოგადოებას, კინოსა და თეატრს ოთარ მეღვინეთუხუცესის შემდეგ, უნიჭიერესი თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოაკლდა...

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

- მინდა, გიგა ლორთქიფანიძის პიროვნულ თვისებებზე გავამახვილო ყურადღება, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. წლების განმავლობაში ოჯახებით ვახლობლობდით და პირადად მე და ჩემს ოჯახს მან ბევრი რამ შესძინა. დიახ, მისგან საინტერესო, მხიარული, მეგობრული ურთიერთობები შევიძინეთ, ადამიანების შესანიშნავი წრე ჰყავდა და სულ მათთან ვიკრიბებოდით. მისი მეუღლე - ქეთინო კიკნაძე არაჩვეულებრივი დიასახლისია და ყველაფერი მის მხრებზე გადადიოდა (იღიმის). მათთან მუდმივად ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს, გიგას კურსელები თუ შეძენილი მეგობრები, ყველანი დიდი პიროვნებები იყვნენ და "ეჯიბრებოდნენ", ვინ უფრო კარგად იმღერებდა, ვინ მეტ საინტერესო ამბავს, ანეკდოტს მოჰყვებოდა და ერთმანეთს გააცინებდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი სახლის თეატრი იყო. გიგა ყველას ემეგობრებოდა, როგორც წლოვანებით უმცროსს, ასევე - თანატოლებს. ბედნიერი ადამიანი გახლავართ, რომ ბოლო დღემდე, ბოლო წუთამდე მისი ოჯახის ახლობელი ვარ და ვიქნები.

- რას გვეტყვით მასთან შემოქმედებით ურთიერთობაზე?

- შემოქმედებითად ჩემით გატაცებული იყო-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მაგალითად, ჩემს მეუღლეს - ტრისტან ყველაიძეს ერთ-ერთ ფილმში მთავარი როლიც ათამაშა და სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა ხოლმე, მე კი მასთან რუსთაველის თეატრში ერთადერთ სპექტაკლში ("რომაული კომედია") შევასრულე მთავარი როლი. მის ფილმებში კი არასდროს მითამაშია. ერთხელ ვუთხარი, - ბატონო გიგა, რა არის, არც უშნოებში, არც ლამაზებში, არც ახალგაზრდებში, არც ბებრებში, არსად გაგახსენდი და არ დამაკავე-მეთქი (იცინის). შემომხედა და - "ჰო, მართალი ხარ და ნეტავ, რატომ, პასუხი არ მაქვს, სიმართლე გითხრაო". არ მწყენია, იმდენად ძვირფასი პიროვნება იყო ჩემთვის, სამაგიეროდ, როდესაც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო, მე კი რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, წლის საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის პრემია ოთხჯერ მივიღე. ეს მისი პროტექციით კი არა, ობიექტურობის წყალობით მოხდა. ბოლო ორი წელი, სახლიდან რომ ვეღარ გამოდიოდა, ამბობდა, რა ვქნა, ერთმა ფეხმა ამდენ ხანს მატარა და ბოლოს უკვე მიმტყუნაო. ფეხიდან დაიწყო მისი პრობლემები... როდესაც ვსტუმრობდით, ძალიან უხაროდა. თვე არ გავიდოდა, რომ არ მენახა. რამდენიმე ხნის წინ მასთან ერთად ძალიან კარგი, გულისამაჩუყებელი ფოტოები გადავიღე... იმ კადრებში რაღაცნაირი ნაღვლიანია...

ბოლოს საავადმყოფოშიც ვნახულობდი. სანამ ლონდონში, გასტროლზე წავიდოდი, თეატრზე ბევრი ვისაუბრეთ, ტელევიზიაზე მოვუყევი ამბები, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო ხოლმე... გიგა ძალიან გულჩვილი და გულწრფელი ადამიანი გახლდათ, მით უფრო, ქეთინოსა და შვილების მიმართ, რომლებიც უზომოდ უყვარდა. ცრემლები ადგებოდა ხოლმე თვალზე, ძალაგამოლეული იყო, მაგრამ ავადმყოფობას ღირსეულად დაუდგა. გიგა ბედნიერი ადამიანი გახლდათ, რადგან ძალიან წარმატებული პიროვნება იყო, თავისი ქვეყნისა და ოჯახისთვის ბევრი რამ გააკეთა და ვალმოხდილი წავიდა.

გია ბურჯანაძე, მსახიობი:

- გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი-დღესასწაული! არა მარტო საქმეში, ყველაფერში ნიჭიერი კაცი გახლდათ, ცხოვრებაში, მეგობრობაში, სიმღერაში, სუფრასთან... მასთან ყოფნა ზეიმი იყო და ბედნიერია ის, ვინც მას იცნობდა და ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რა იყო, როცა მასთან პატარა ბიჭობიდანვე მქონდა შეხება... საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც სერიოზულად იყო ჩართული, არც ერთ ხელისუფლებას არ ეპუებოდა... უკომპრომისო და შეუპოვარი ადამიანი გახლდათ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულს, თავისი სიმართლე ყოველთვის გაჰქონდა... მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემთვის დიდი ტკივილია.

- როგორ გაიხსენებთ "თეთრი ბაირაღების" გადაღებებს?

- შესანიშნავი პერიოდი იყო, მსახიობის ცხოვრებაში ასეთი ბედნიერება იშვიათია - როცა გარს ნიჭიერი ხალხი გახვევია, თავად ნაწარმოებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ გარემოცვაში წარმოუდგენელი იყო, ფილმი არ გამოსულიყო ან ვერ გეთამაშა...

- როგორი იყო ბატონი გიგა მუშაობის პროცესში?

- საერთოდ, რეჟისორებს დესპოტიზმისკენ აქვთ ხოლმე მიდრეკილება, მაგრამ ბატონი გიგასნაირი მოსიყვარულე რეჟისორი იშვიათია. ის მსახიობებზე შეყვარებული იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ მათთვის მუშაობის პროცესი კომფორტული ყოფილიყო, ხელი არ შეშლოდათ და საკუთარი თავი ბოლომდე გამოევლინათ. დამთმობი და ყურადღებიანი იყო. ვერც კი გრძნობდი, როლს ისე გაკეთებინებდა. ცნობილი ფაქტია, რომ გიგამ ძალიან კარგად იცოდა მსახიობების შერჩევა. როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებზე იწყებდა მუშაობას, თეატრში იქნებოდა თუ კინოში, წინასწარ იცოდა, ვინ, რა როლზე უნდა დაემტკიცებინა. კინოში ერთადერთი რეჟისორი იყო, რომელიც სინჯებს არ იღებდა, რადგან ყველა მსახიობსა და მათ შესაძლებლობებს კარგად იცნობდა, პერიფერიული თეატრებით დაწყებული, ცენტრალურებით დამთავრებული. ხანდახან ისეთ როლზე დავუმტკიცებივარ, გამკვირვებია კიდეც, - მაგი არაა შენი საქმე, შეუდექი მუშაობასო, - მეტყოდა ხოლმე (იცინის). ჭკუის დარიგება არ იცოდა, ამბებს ჰყვებოდა და უნდა მოგესმინა, - გამგებმა გაიგოსო, დასკვნები თავად უნდა გამოგეტანა, თუ რა უნდოდა შენთვის. თავს არაფერს მოგახვევდა, ამას არც საკუთარ თავს აკადრებდა, არც - სხვას. იცოდა, რომ როდესაც შემოქმედი მუშაობს, ზედმეტად ჩარევა არ შეიძლება - არ უნდა დააკომპლექსო ან დაამუხრუჭო ადამიანი, ამიტომ ის გათავისუფლებაში გვიწყობდა ხელს. სპექტაკლზე მისი მოსვლა ყველას უხაროდა, ერთი სიტყვით ან ფრაზით ზუსტად გეტყოდა სათქმელს, - როლისთვის რა უნდა მოგეკლო ან მიგემატებინა. მართლაც უნიჭიერესი ადამიანი იყო. სხვისი წარმატება ისევე უხაროდა, როგორც საკუთარი. საქართველოში მსახიობი არ მეგულება, რომელსაც გიგასგან დიდი სითბო და სიყვარული არ ეგრძნო. ვინატრებდი, ეგებ ოდესმე კიდევ გამოჩნდეს ასეთი ადამიანი და რეჟისორი.

ბერტა ხაფავა, მსახიობი:

- გიგამ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა... ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, რომ იმ დონემდე მიხვიდე, რა დონეზეც მან თეატრი და კინო აიყვანა... ძველები მიდიან, ახლები მოდიან, ვერაფერს შევცვლით!

როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გაგვათავისუფლეს, იქაურობა ჩვენ გამო გიგამაც დატოვა. - თეატრში არ შევალ, სანამ ამათ არ დააბრუნებთო...

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში", რომელიც ბატონმა გიგამ "მოზარდში" აღადგინა, თქვენ ოლღა ბებიას როლს ასრულებდით.

- დიახ, შესანიშნავი პერიოდი იყო. გიგას ყველასთან თბილი და მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს ერთი ოჯახი ვიყავით. ბოლოს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, გიგა საავადმყოფოში მოვინახულე, აბსოლუტურად ნათელი გონებით იყო, ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ყველაფერი გამოგვკითხა, რას ვაკეთებდით, როგორ ვართ. მართალია, წვეთოვანი ედგა და ძალიან დასუსტებული და შეცვლილი იყო, მაგრამ არაფრით არ მეგონა, თუ ვერ "გამოძვრებოდა".

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი, გიგა ლორთქიფანიძის ყოფილი სტუდენტი:

- ბატონი გიგა მასშტაბური პიროვნება იყო, ჩვენს სფეროში არ ყოფილა დარგი, რომელსაც ის არ შეხებია. ეს იყო - თეატრი, კინო, ესტრადა, ცირკიც კი, თეატრის მოღვაწეთა კავშირი, პარლამენტი, უზენაესი საბჭო, პედაგოგიკა... ბატონი გიგა რექტორი იყო იმ პერიოდში, როდესაც თეატრალური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა და ამაში მას ლომის წილი მიუძღვის. მასთან სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, ქალბატონ ლილი იოსელიანთან - სამსახიობო და საოცარი იყო მისი დამოკიდებულება კოლეგებისადმი - როგორ პატივს სცემდა ქალბატონ ლილის! ჩემნაირი რამდენი სტუდენტი ჰყავდა, მაგრამ არსებობდა სპექტაკლი, მას რომ არ ენახა, რომელ თეატრშიც უნდა ყოფილიყო - მარჯანიშვილში იქნებოდა, ახმეტელში, ზუგდიდში თუ სხვაგან. არა მარტო ჩემს შემთხვევაში, სხვებთანაც ასეთი გახლდათ. ზოგჯერ ცოტა ფიცხიც იყო, შეიძლება ეყვირა, მაგრამ ზღვარს არ გადალახავდა. პირადი შეხედულებების გამო, ნიჭიერ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ დაჩაგრავდა. ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: რამდენიმე წლის განმავლობაში, ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი გახლდით. იქ, ერთ მსახიობს დიაბეტი აწუხებდა, ოჯახს ძალიან უჭირდა და საჭირო წამლებით უზრუნველყოფას ვერ ახერხებდნენ, ძალიან გახდა და ვიფიქრე, იქნებ რაიმეთი დავეხმარო-მეთქი.

ბატონ გიგასთან თეატრის მოღვაწეთა კავშირში მივედი, მაშინ პირადად არ ვიცნობდი, სარეჟისორო ფაკულტეტი მასთან მოგვიანებით დავამთავრე... იმ მსახიობის ამბავი მოვუყევი და მეორე დღისთვის დამიბარა. სიმართლე გითხრათ, დახმარების იმედი დიდად არ მქონდა, რადგან ვიფიქრე, მასთან ჩემნაირი ალბათ რამდენი ვინმე მიდის-მეთქი. შევედი და რას ვხედავ? უზარმაზარი ყუთი დევს. თურმე, იმავე დღეს ჯანმრთელობის სამინისტრო, შესაბამისი განყოფილება "დაუტრიალებია" და მთელი ორი წლის სამყოფი შპრიცები, წამლები და სხვა საჭირო ნივთები გამზადებული დამახვედრა. წარმოგიდგენიათ? რამხელა ადამიანი იყო. თუკი რაიმე ჯილდო, პრემია არსებობდა, დაფასება გინდა თუ სახელი, ხომ ყველაფერი ჰქონდა მინიჭებული. ყველაფერი გამოსდიოდა - ფანტასტიკურად მღეროდა, თამადობდა, შესაშური იუმორით იყო დაჯილდოებული. ლილი იოსელიანს აქვს ნათქვამი, ფეხის ტრავმის გამო, გიგას სახით ქართულმა თეატრმა უნიკალური მსახიობი დაკარგა, იმდენად "აქტიორული" მონაცემები აქვსო...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება