პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"
მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"

სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ლი­დე­რი მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლავ­ში ნა­პოვ­ნი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გან­სა­ჯა­რო­ე­ბას მო­ი­თხოვს და ამ­ბობს, რომ ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა, იცო­დეს სი­მარ­თლე.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა­ტომ მი­იჩ­ნევთ აუ­ცი­ლებ­ლო­ბად სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, არ ფიქ­რობთ, რომ ამით ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვე­ვა?

- ძა­ლი­ან ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია კად­რე­ბის ისე გავ­რცე­ლე­ბა, რომ მსხვერ­პლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ებს, მათ უნდა იც­ნობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სა­დაც უნდა და­ი­სა­ჯონ. კა­ცე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ამაზ­რზე­ნია და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი, თუ დამ­კვე­თე­ბი და­უს­ჯე­ლე­ბი არ უნდა დარ­ჩნენ. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კად­რებს არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს და დამ­ნა­შა­ვე­ებს არ დას­ჯის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეჭ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი გაჩ­ნდე­ბა და ეს ამ­ბა­ვი მმარ­თველ გუნდს ძა­ლი­ან ცუ­დად შე­მო­უბ­რუნ­დე­ბა.

- რა ეჭვს გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ეს ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ეს ტრა­გე­დია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­სა და ახა­ლი მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნი­სათ­ვის. რო­გორც ჩანს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სურს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია "გას­ვრი­ლი" იყოს და ამის ფონ­ზე თა­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

- რა გაძ­ლევთ ამის ფიქ­რის სა­ფუძ­ველს?

- წე­სით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან სა­ერ­თოდ არა­ვის­თვის არ უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ეს კად­რე­ბი, ჯერ სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა საქ­მე, და­ედ­გი­ნა და და­ე­სა­ჯა კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თუ დამ­კვე­თე­ბი და შემ­დეგ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა საქ­მის კურ­სში სა­ზო­გა­დე­ბა. ამის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ა­ლე­ბის მსგავ­სად გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და კი­დევ უფრო აღი­ზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არის მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ის სექ­ტო­რი, რო­მელ­საც ამ მა­სა­ლებს აც­ნო­ბენ. რა­ტომ გვი­ტო­ვე­ბენ ჩვენ, და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ მათი მო­ყო­ლი­ლით აღ­შფო­თე­ბის უფ­ლე­ბას? ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ და არა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი ქმე­დე­ბით გვი­თხრა, რომ როცა დას­ჭირ­დე­ბა, აღგ­ვაშ­ფო­თებს, როცა დას­ჭირ­დე­ბა - კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის­კენ მოგ­ვი­წო­დებს. თუ ეს კად­რე­ბი ისე­თი შო­კის­მომ­გვრე­ლია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს და თქვას, რომ ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"

მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებისგან სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ფარული ჩანაწერების განსაჯაროებას მოითხოვს და ამბობს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე.

- ბატონო მამუკა, რატომ მიიჩნევთ აუცილებლობად სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროებას, არ ფიქრობთ, რომ ამით ადამიანების უფლებები დაირღვევა?

- ძალიან ადვილი შესაძლებელია კადრების ისე გავრცელება, რომ მსხვერპლის იდენტიფიცირება არ მოხდეს. რაც შეეხება დამნაშავეებს, მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება და შესაბამისადაც უნდა დაისაჯონ. კაცების გაუპატიურება ამაზრზენია და ამ დანაშაულის ჩამდენები, თუ დამკვეთები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. თუ ხელისუფლება კადრებს არ გაასაჯაროვებს და დამნაშავეებს არ დასჯის, საზოგადოებაში ეჭვის სერიოზული საფუძველი გაჩნდება და ეს ამბავი მმართველ გუნდს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.

- რა ეჭვს გულისხმობთ?

- იმას, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ეს ტრაგედია გამოყენებულია პოლიტიკური კონიუნქტურისა და ახალი მონოპოლიზებული სისტემის შექმნისათვის. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" სურს, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიცია "გასვრილი" იყოს და ამის ფონზე თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?

- წესით, ხელისუფლებას ან საერთოდ არავისთვის არ უნდა ეჩვენებინა ეს კადრები, ჯერ სამართლებრივად გამოეძიებინა საქმე, დაედგინა და დაესაჯა კონკრეტული დამნაშავეები თუ დამკვეთები და შემდეგ ჩაეყენებინა საქმის კურსში საზოგადება. ამის ნაცვლად ხელისუფლება სერიალების მსგავსად გვაწვდის ინფორმაციას და კიდევ უფრო აღიზიანებს საზოგადოებას. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის მთელი ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ის სექტორი, რომელსაც ამ მასალებს აცნობენ. რატომ გვიტოვებენ ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას მხოლოდ მათი მოყოლილით აღშფოთების უფლებას? ჩვენ მოქალაქეები ვართ და არა ტელემაყურებლები. ხელისუფლებამ თავისი ქმედებით გვითხრა, რომ როცა დასჭირდება, აღგვაშფოთებს, როცა დასჭირდება - კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებს. თუ ეს კადრები ისეთი შოკისმომგვრელია, როგორც ამბობენ, მაშინ ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის დასრულება უნდა გამოაცხადოს და თქვას, რომ ამ "ნაციონალებთან" თანამშრომლობა შეუძლებელია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა